შრი ჩინმოის გზა და იოგა

შრი ჩინმოის გზა

შრი ჩინმოიჩვენი გზა ძირითადად გულის გზაა და არა გონების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ გონების გზას. შორს ამისგან. ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ, რომ გულის გზა უფრო სწრაფად მიგვიყვანს მიზნამდე. ვთქვათ, მე უნდა მივიდე ადგილამდე, რომელიც 500 მილითაა დაშორებული. ჩემი დანიშნულების ადგილს მე შემიძლია მივაღწიო ან ფეხით ან თვითმფრინავით. უთუოდ, მე ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევ ჩემი დანიშნულების ადგილს, თუ რეაქტიული თვითმფრინავით გავფრინდები. ამის მსგავსად, თუ ჩვენ მისწრაფებულ გულს მივმართავთ და არა ეჭვიან გონებას, ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევთ მიზანს. გული მთლიანად სიყვარულია. გონება ძალიან ხშირად არეულობაა. როდესაც "გულს" ვამბობთ, სულიერ გულს ვგულისხმობთ, რომელიც ღვთიური სიყვარულითაა სავსე.

გული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასში სულის ცოცხალი ყოფნაა. მართალია, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელ სხეულს, მაგრამ სულის ნამდვილი ადვილსამყოფელი გულშია. სულს ყველაფერი უსასრულო ოდენობით აქვს: სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება. ჩვენ ამ ღვთიურ თვისებებს გულში ვიღებთ პირდაპირ სულისგან. და გულიდან ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ისინი გონებაში, ვიტალში და საკუთრივ ფიზიკურში.

ღმერთი მეტისმეტად უბრალოა. ეს ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ვინმე რთულზე. ღმერთი ყველაზე უბრალო ენაზე საუბრობს, მხოლოდ ჩვენ არ გვესმის მისი. ჩვენ ყველანი ყრუნი ვართ. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე ყრუნი ვრჩებოდით. საწყალი ღმერთი, ის მუდმივად, დაუღალავად საუბრობდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა დრო მოგვესმინა მისთვის.

ჩვენი გზა უბრალოების გზაა. ბავშვი უბრალოა; მას დედა უყვარს. მას არ სჭირდება სხვა ვინმეს ყვარება; დედამისი მისთვის მთელი სამყაროა. ის დედის ერთგულია. თუ დედამისი ეტყვის მას, რამე გააკეთოს, ის დედას უჯერებს. ბავშვი იმდენად უბრალოა, რომ ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რათა გაახაროს დედა; და დედის გახარებით, ის სწორად იქცევა და აღწევს თავის უმაღლეს მიზანს.

ჩვულებრივ ცხოვრებაში, თუ ვინმეს უყვარს სხვა ადამიანი, მაშინ ის დროის უმეტეს ნაწილს ამ ადამიანთან ატარებს. ის თავის ძვირფას დროს ამ ადამიანს უძღვნის. თუ ეს ნამდვილი ადამიანური სიყვარულია - არა ღვთიური, არამედ ადამიანური სიყვარული - მაშინ ის ზოგჯერ ემორჩილება სხვა ადამიანის კაპრიზებს, რარიგ აბსურდულიც არ უნდა იყოს იგი. ის უთმობს იმიტომ, რომ სიყვარულის სიძლიერის წყალობით მათ შორის შიდა და გარე კავშირი ჩამოყალიბდა. ასე რომ, თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის მზადაა მსხვერპლად შეწიროს თავისი ძვირფასი სიბრძნე.

სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ღვთიური სიყვარული არასოდეს გვბოჭავს. პირიქით, ის გვაფართოებს და გვათავისუფლებს. როდესაც ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ვთავისუფლდებით, ჩვენ შინაგანად თავს მოვალედ ვგრძნობთ, გავაკეთოთ რამე ჩვენი შინაგანი მესაჭისადმი. როგორ დავრჩებით გულგრილნი მის მიმართ, რომელმაც დაგვასაჩუქრა ყველაფრით, რომელმაც მოგვიტანა ღვთიური სიყვარულის და შებრალების გზავნილი? ნუთუ სანაცვლოდ ვერაფერს შევთავაზებთ? თუ ვრჩებით გარეგან ცხოვრებაში, ჩვემ მხოლოდ ვცდილობთ ყველაფერს ხელი ჩავავლოთ და დავეუფლოთ, იმასაც კი, რაც სხვებს ეკუთვნის. მაგრამ თუ გულში ვცხოვრობთ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად მივცეთ ყველაფერი, რაც გვაქვს და ყველაფერი, რანიც ვართ, შინაგან მესაჭეს. ღვთიური სიყვარული თვითგაცემას ნიშნავს.

მაგრამ მხოლოდ გაცემა და შეთავაზება არ კმარა. ეს ენთუზიაზმით და ინტენსიური შინაგანი გულის წადილით უნდა კეთდებოდეს. ჩვენ ვთავაზობთ შინაგან მესაჭეს საკუთარ თავში და სხვებში. როდესაც სხვა ადამიანს რამეს ვაძლევთ, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვაძლევთ ღვთიურს ამ ამამიანში, უზენაესს ამ ადამიანში, რომელსაც ეხლა ჩვენი დახმარება დაჭირდა. ღვთიური სიყვარულის შემოთავაზებოსას, ჩვენ სიხარულით და გასულდგმულებულად უნდა ვაკეთებდეთ ამას. მაგრამ როდესაც გავცემთ, ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ, რომ დიდად ვწყალობთ ამ ადამიანს, და რახან დახმარებას ვუწევთ, ჩვენ მასზე მაღლა ვდგავართ. არა! ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთმა უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა, ვემსახუროთ იმ ადამიანს და ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანისა, რომელმაც ნება დაგვრთო დავხმარებოდით და გვემსახურა უზენაესისთვის მასში. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთის რჩეული ინსტრუმენტები გავხდით, როდესაც მას ადვილად შეეძლო სხვები აერჩია. ჩვენ მუდმივ მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იმის გამო, რომ ის ჩვენ გვიყენებს. ამ სახის ერთგულება ჩვენი თავდადებული მსახურებაა.

შემდეგ მინდობა მოდის. ეს მინდობა არაა მონას მინდობა თავის ბატონის ნებაზე. ჩვეულებრივი ბატონი ყოველთვის შარს სდებს თავის მონას, და ამასთან ერთად სრულყოფილად თვლის საკუთარ თავს. მაგრამ უზენაესის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ჩვენთან ურთიერტობისას, ის გრძნობს, რომ ჩვენი არასრულყოფილობანი მისი არასრულყოფილობანია. როდესაც ის პოულობს შეცდომებს ჩვენს ბუნებაში, ის გრძნობს, რომ ყველა ესენი მისი შეცდომებია. სანამ ჩვენ არ გავხდებით სრულყოფილები, ღმერთი არასოდეს იგრძნობს თავს სრულყოფილად. მართალია, ღმერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველგან მყოფია. მაგრამ როდესაც საუბარია დედამიწაზე გამოვლენილ სრულყოფილებაზე, ღმერთი გრძნობს, რომ ის არასრულყოფილია ჩემში, თქვენში, ყველაში. სრულყოფილი სრულყოფილების გზავნილი ჯერ არ გათენებულა დედამიწაზე. ჩვენ მთელი გულით და სულით თავს ვანდობთ ღმერთს, და კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად არაფერი გაგვაჩნია და პრაქტიკულად არაფერს წარმოვადგენთ. თუ ჩვენს არარაობას მას მივცემთ, ჩვენ უზენაესის რჩეული ინსტრუმენტები გავხდებით და საშუალებას მივცემთ მის სრულყოფილებას გაიზარდოს ჩვენში.

სიყვარული, ასრულება და ღმერთი ყოველთვის ერთად მიდიან. ღმერთი არასოდეს იქნება კმაყოფილი რაღაც დაუმთავრებელით, არარეალიზებულით, აუსრულებელით და გამოუვლენელით. მას ჩვენგან რეალიზაცია, გახსნა, გამოვლენა და სრულყოფილება სურს. თუ ეს არ მოხდება ამ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მოგვიწევს ბევრი ინკარნაციის გავლა. მაგრამ ღმერთი არავის დართავს ნებას არარეალიზებული და არაშემდგარი დარჩეს. დღეს თქვენთვის დადგა დრო შეიცნოთ ღმერთი. ხვალ თქვენი მეგობრებისთვის დადგება დრო შეიცნონ ღმერთი. ზეგ კიდე ვინმესთვის დადგება დრო შეიცნოს ღმერთი. ყოველი ადამიანსთვის არის საათი, რომელსაც ჩვენ "ღვთის რჩეულ საათს" ვუწოდებთ. ღვთის რჩეულ საათს ადამიანი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი გზა უფრო იოლი და უფრო ეფექტური იმ გაგებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება მილიონობით წიგნის წაკითხვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება. ჩვენ არ გვჭირდება დღითიდღე გონების გავარჯიშება იმისთვის, რომ ვიცოდეთ რას გავს ჭეშმარიტება. არა! ჭეშმარიტება ჩვენშია, და მას სურს გამოვიდეს წინა პლანზე. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი კარი დაკეთილია და ჩვენ არ ვუშვებთ ჭეშმარიტებას გარეთ გამოვიდეს.

ახლა როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავის საკანიდან? და ისევ, უნდა ვთქვა სიყვარულის მეშვეობით. სიყვარულის ვის მიმართ? სიყვარულის ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი უმაღლესი და გასხივოსნებული ნაწილია ჩვენში. ღმერთი სხვა არფერი და არავინაა. მე თავი და ორი ფეხი მაქვს. დავუშვათ, რომ თავი წარმოადგენს უმაღლესს ჩემში, ჩემი ფეხები კი წარმოადგენენ უმდაბლესს ჩემში, ჩემს უვიცობას. მე ვიცი, რომ როგორც უმაღლესი, ასევე უმდაბლესი მე მეკუთვნის. უმდაბლესი უნდა შევიდეს უმარლესში გარდაქმნისთვის, გათავისუფლებისთვის და ასრულებისთვის. უმაღლესი უნდა შევიდეს უმდაბლესში გახსნისთვის და გამოვლენისთვის.

ჩვენს გზაზე, აბსოლუტურად უაცილებელია გაიგივების გრძნობა. უმაღლესი უნდა გრძნბოდეს სრულ ერთობას უმდაბლესთან. უმდაბლესი უნდა გრძნობდეს სრულ ერთიანობას უმაღლესთან. ზედმეტია ამის თქმა, რომ უმაღლესი ყოველთვის გრძნობს თავის ერთობას უმდაბლესთან. ეს უმდაბლესისთვისაა უკიდურესად რთული ერთიანი იყოს უმაღლესთან შიშის, ეჭვის, შურის და სხვა ამდაგვარის გამო.

რა ვალდებულებები უნდა აიღოს ადამიანმა იმასთვის, რომ ჩვენს გზას გაჰყვეს? ეს ის ვალდებულებები არაა, რომლებსაც იღებენ სხვა სულიერ თუ კულტურულ ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებში ჩქვენ, შეიძლება, მიგიწიოთ რეგულარული საწევრო გადასახადის გადახდა. მაგრამ როდესაც მე გთხოვთ ვალდებულებების აღებას, ისინი სხვაგვარია. მე ვამბობ, რომ თუ თქვენ ჩემში რამეს ხედავთ, თუ ხედავთ ან გრძნობთ სინათლეს ჩემში, მაშინ თუ გსურთ, შეგიძლიათ გაყვეთ ჩვენს გზას. თქვენ ფულს არავინ მოგთხოვთ. თქვენ არ მოგიწევთ ჩემთვის ხუთი ან ათი დოლარის მოცემა და ასე შემდეგ. არა! აქ საუბარია მხოლოდ თქვენს მისწრაფებაზე - რამდენად რეგულარული და გულწრფელი შეგიძლიათ იყოთ თქვენს სულიერ ცხოვრებაში. თუ არ ხართ გულწრფელნი, მაშინ ვერ შეძლებთ სწრაფად სირბილს. მაგრამ თუ თქვენ გულწრფელნი და თავდადებულნი ხართ, მაშინ ძალიან სწრაფად გაიქცევით. ვალდებულებას, რომელსაც მე გთხოვთ ჩვენს გზაზე, - რეგულარულობაა თქვენს მედიტაციასა და მისწრაფებაში, გულწრფელი შინაგანი ვედრებაა. მოწაფეებისგან სხვას არაფერს ვითხოვ.

ჩვენი გზა, გულის გზა, მიღების გზაა. ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო. თუ ჰიმალაების გამოქვაბულებში წავალთ ან დავსხდებით მთის მწვერვალზე და საკუთარ პირად მიღწევას და კმაყოფილებას შევთხოვთ, მაშინ არაფერს გავაკეთებთ მსოფლიოსთვის. ეს ამის მსგავსი იქნება: მე გაძღომამდე შევჭამ, ჩემი ძმები კი შიმშილით მოკვდნენ. ეს კარგი არაა. თუ ნამდვილი ადამიანი ვარ, მე უნდა ვიზრუნო, რომ ჩემმა ძმებმა ჩემთან ერთად ჭამონ. მხოლოდ მაშინ, როცა ერთად შევჭამთ, ჩვენ ნამდვილ კმაყოფილებას მივიღებთ.

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც, ნამდვილი სულიერი მასწავლებლები წმინდა მოვალეობად თვლიან ჭამონ კაცობრიობის წინაშე და გაუზიარონ კაცობრიობას სულიერი საკვები. და თუ კაცობრიობას არ სურს იკვებობოდეს ისე, როგორც საჭიროა, თუ ბევრს სძინავს და არ გრძნობს სულიერ შიმშილს, რა უნდა ქნას სულიერმა მასწავლებელმა? მაგრამ თუ ახლოს არია მაძიებლები, რომლებიც გულწრფელ შინაგან შიმშილს განიცდიან, სულიერი მასწავლებელი მათ ეტყვის: "საჭმელი მზადაა. მოდით ერთად ვჭამოთ."

ჩვენს მიღების გზაზე, უნდა გვესმოდეს, რომ დედამიწა სრულყოფილებისგან შორსაა.მაგრამ თუ არ მივიღებთ დედამიწის ცნობიერებას, როგორ გარდავქმნით მას? თუ ადამიანს რამე სტკივა, მე უნდა დავზილო ის. მხოლოდ მაშინ გაქრება ტკივილი. ამის მსგავსად, თუ დედამიწა არასრულყოფილია ერთ ადგილას, მე უნდა შევეხო მას ჩემი მისწრაფებით და მზრუნველობით. მხოლოდ მაშინ შევძლებ მის გარდაქმნას. და რახან დედამიწის ცნობიერებამ არ მიაღწია სრულ რეალიზაციას, მე შევეცდები, დავრჩე
დედამიწაზე, რათა ვემსახურო კაცობრიობას ჩემი შინაგანი ცნობიერებით.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "მასწავლებელი და მოწაფეები"

შრი ჩინმოი, რომელ იოგის გზას განეკუთვნება თქვენი იოგა? ეს ბჰაკტი იოგაა?

შრი ჩინმოის იოგათქვენ ძალიან საინტერესო კითხვას მისვამთ. როგორც იცით, სამი ძირითადი გზა არსებობს: ბჰაკტი, ჯნანა და კარმა იოგა. და კიდე, ჯნანა იოგის შტოს, რომელსაც მისტიციზმთან აქვს საქმე, რაჯა იოგას უწოდებენ. ახლა თუ ხალხი ამბობს, რომ ჩემი გზა მთლიანად ბჰაკტი იოგაა, ეს შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩემი გზა მოიცავს სხვა დანარჩენ გზებსაც. ის მოიცავს კარმა იოგასაც, უანგარო მსახურებას. ყველა ჩემი მოწაფე უანგარო მსახურებას ეწევა. ის ჯნანა იოგასაც მოიცავს: როდესაც ჩემი მოწაფეები შეისწავლიან ჩემს ნაწარმოებებს, ისინი ჯნანა იოგას ასრულებენ. რა იგულისხმება ჯნანა იოგაში? სიბრძნე. რა არის უფრო ძვირფასი ადამიანისთვის, თუ არა იმის ცოდნა, რა არის უმაღლესი? უმაღლესი, მე ვიტყვი, სიყვარულია. თუ ადამიანმა იცის ის მთავარი ფაქტი, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია, ნუთუ ეს არაა უზენაესი ცოდნა? უზენაესი ცოდნა ისაა, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია. რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო ნათელი ხდება ეს. სიყვარულის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ უზენაესი საიდუმლო, რომელიც თავად ღმერთია.

უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვახსენებთ სამ საფეხურს ჩვენს სულიერ კიბეზე - სიყვარულს, ერთგულებას და მინდობას, ადამიანები ჩემ გზას უკავშირებენ ბჰაკტი იოგას. მაგრამ ინდოეთში ასე არაა. ინდოეთში, საბედნიეროდ, როდესაც ვამბობთ "ბჰაკტი იოგა" ეს მთლიანად ერთგულებას, ერთგულებას, ერთგულებას ნიშნავს. ჩვენ არ ვზრუნავთ რაიმე მენტალურ გასხივოსნებაზე ან მენტალურ გამოღვიძებაზე. ბჰაკტიში ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის მიძღვნა სურს და არა ვედრება მენტალურ და ინტელექტუალურ გასხივოსნებაზე. მაგრამ თუ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი, თუ საკუთარ თავს ღმერთს ვიძღვნით, მაშინ გონება უნდა გასხივოსნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ გონების უარყოფას; ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის უარყოფისთვის. ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის სანაგვე ყუტში გადასაგდებად. მაგრამ ჩვენ უნდა გარდავქმნათ და გავასხივოსნოთ გონება. როგორ ვაკეთებთ ამას? ჩვენ მას სინათლით ვასხივოსნებთ. ღამით ეს ოთახი მთლიანად სიბნელეა, მაგრამ ელექტრობით ჩვენ მას ვასხივოსნებთ. ანალოგიურად, ახლა გონება ბნელი ოთახია, აბსოლუტურად ბნელი. როდესაც წინა პლანზე გამაგვყავს შინაგანი სინათლე და შემდეგ გონებაში შევდივართ, გონება მთლიანად სინათლე ხდება; ის გასხივოსნდება. როდესაც სიყვარულის, ერთგულების და მინდობის გზას, როგორც საჭიროა, ისე მოვყვებით, ის ასევე მოიცავს სხვა გზებსაც. მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიყვარულზე, ადამიანები საჩქაროდ იღებენ ამას, როგორც ბჰაკტის გზას. ჩვენი გზა არაა ბჰაკტი იოგა. მაგრამ ის უფრო ახლოსაა ბჰაკტი იოგასთან, ვიდრე სხვა იოგებთან. ამ გზას გასხივოსნება აქვს იმიტომ, რომ ის ამბობს რომ, როდესაც გვეცოდინება, გარკვეული საშულების მეშვეობით, ვინ არის ჩვენი უძვირფასესი, ჩვენი უტკბესი, ჩვენი უსაყვარლესი, ჩვენი ყოვლის-აღმსრულებელი, ჩვენ ნამდვილად გვექნება სიბრძნე. სიბრძნე ჯნანა იოგაა. ახლა კი, როგორ ვაერთიანებთ ყველა ამ გზას? ჩვენ ამას მისწრაფებით და მიძღვნით ვაკეთებთ. კარმა იოგაც აქაა, ჩვენს უანგარო მსახურებაშია. ჩვენი მისწრაფებით ჩვენ ვცდილობთ შევიცნოთ უმაღლესი ჩვენში. ერთხელ მიზნის მიღწევით, რომელიც შინაგანი გამოღვიძებაა, ჩვენ სიბრძნეს მივიღებთ, რაც უმაღლეს ჯნანა იოგას წარმოადგენს. ასე რომ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჩვენი გზა ბჰაკტი იოგასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა გზებთან, ეს მართალია. მაგრამ  იმის თქმა, რომ ის მთლიანად ბჰაკტია, ეს შეცდომა იქნება.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "სული-რეალიზაცია და მიზანი-გამოვლენა"

 

ბმულები:

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოის ცენტრი საქართველოში

Our Path - ჩვენი გზა - შრი ჩინმოი თავად ყვება თავის გზაზე (აუდიო + ტექსტი ინგლისურად)

შრი ჩინმოის იოგა (ინგლისურენოვანი საიტი)

იოგა