როგორ მოვექცეთ ესეთ ნეგატიურ ემოციებს, როგორებიცაა სიბრაზე, შური და შიში?

 

ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტს ფიქრებენ საკუთარ ნეგატიურ თვისებებზე, მით უფრო მეტად ისინი შეიცნობენ ამ ემოციებს და მით უფრო სწრაფად მათ მოიშორებენ. სამწუხაროდ, ეს არასწორია. სულიერ ცხოვრებაში რაც უფრო მეტს ვფიქრობთ საკუთარ ნეგატიურ თვისებებზე, მით უფრო ისინი ჩვენ გვმართავენ და მით უფრო გვიჭერენ ისინი. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? შევხედოთ, არის თუ არა ჩვენში ისეთი რამ, რასაც შეიძლება მივმართოდ, ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად.

ვთქვათ, ჩვენ მუდმივად სიბრაზის ტყვეობაში ვართ. და თუ ჩვენ შევძლებთ სიმშვიდის დამყარებას მთელს ჩვენს არსებაში, ჩვენ სიბრაზე აღარ გვექნება. ეს როგორ გავაკეთოთ? საერთოდ არ ვიფიქროთ სიბრაზეზე, არამედ ვილოცოთ და ვიმედიტიროდ მხოლოდ სიმშვიდეზე. თავისთავად სიმშვიდის ბუნება - გაფართოებაა. როდესაც სიმშვიდე თავის ფრთებს გაშლის ჩვენს არსებაში, სიბრაზე გარდექმნილი იქნება, რადგანაც ის მოხვდება სიმშვიდის ზეგავლენის ქვეშ.

ეგივე ეხება სხვა არაღვთიურ თვისებებს. მათთან მოქცევის საუკეთესო გზა - ღვთაებრივი თვისებების მოხმობაა, რომლებიც გაასხივოსნებენ და გარდაქმნიან მათ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ბედნიერება"