როგორ მივაღწიოთ უფრო ღრმა მედიტაციებს?

უფრო ღრმა მედიტაციების მიღწევა შეიძლება, თუ მუდმივად გვახსოვს ჩვენი მიზანი. ყოველთვის იფიქრეთ თქვენს მიზანზე, როგორ რაღაც მაღალზე, ძალიან მაღალზე, უმაღლესზე. თუ თქვენი მიზანი - არ არის უმაღლესში, თუ თქვენი მიზანი - არა უსასრულო სიმშვიდეა, არა უსასრულო სინათლეა, არა უსასრულო აღტაცებაა, თუ თქვენ გსურთ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრის მხოლოდ წვეთით, მაშინ თქვენი მედიტაცია ღრმა ვერ იქნება. მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი მიზანი - უზენაესია, თქვენ შეძლებთ უზენაესთან ასვლას. თქვენი შინაგამი მისწრაფება ტრამპლინივით იმოქმედებს. რას უფრო ძლიერად მოწყდებით ტრამპლინს, მით უფრო მაღლა ახტებით. ასე რომ, მედიტირებისას, ყოველთვის ეცადეთ შემოიტანოთ თქვენს არსებაში უსაზღვრო სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება ან ისროლეთ თქვენი თავი რაღაც უსასრულოში და უზარმაზარში.

კარგი მედიტაციის მისაღწევად, ასევე საჭიროა მიუძღვნათ თქვენი ცხოვრება სწორ საქმეს. სწორე საქმეა - ყოველწამს ხედავდე ღვთაებრივს სხვებში და ღვთაებრივს საკუთარ თავში. თუ თქვენ საკუთარ თავზე იფიქრეთ, როგორც უვიცობის ზღვაზე, თქვენ ვერასოდეს იგრძნობთ შთაგონებას, რომ კარგად იმედიტიროთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მედიტაცია: გაეროს მსახურების ჩემი 25 წელი"

 

 <<< წინა "სწორად თუ ვმედიტირებ?"    შემდეგი "მაძიებილი და მოწაფე" >>>