კუნდალინი იოგა

ჩაკრები, კუნდალინი იოგაკუნდალინი იოგა კუნდალინის გამოღვიძების და ჩაკრების გახსნის იოგაა, სადაც ჩაკრების გამოღვიძება იწყება  მულადჰარა ჩაკრიდან. ეს პროცესი იწყება პრანაიამის პრაქტიკით,  რის შედეგადაც მაძიებელი სწავლობს პრანის დინების კონტროლს. როდესაც პრანა კონტროლის ქვეშ არის აყვანილი, მაძიებელი აღვიძებს კუნდალინის ძალას და ცდილობს ის აიყვანოს ენერგტიკული არხით სუშუმნით (რომელის ხერხემლის გასწვრივ არის განლაგებული) ზედა ჩაკრებში. როგორც კი კუნდალინის ძალა შედის ჩაკრაში ის იღვიძებს. ბოლო ჩაკრის (საჰასრარა ჩაკრის) გახსნისას ინდივიდუალური ცნობიერება ერწყმის მარადისობას.

სხვა იოგის მიმდინარეობებისგან განსხვავებით ეს ყველაზე სახიფათო იოგაა, რადგანაც იწყება დაბლა მდებარე ჩაკრების გამოღვიძებით. ბევრი ადამიანი გართობას იწყებს იმ ოკულტური ძალებით, რომლებიც ჩაკრების გახსნის შედეგან შემოდიან ადამიანში, და სცილდება მედიტაციის მთავარი მიზანს - გასხივოსნების გზას.

ამიტომაც პირველ რიგში გულის ცენტრი - ანახატა ჩაკრა უნდა გაიხსნას. ეს სიბრძნის, სისუფთავისა და სიყვარულის ცენტრია, ეს თვისებები გვჭირდება იმ ენერგიების გაგებისთვის, მართვისთვის და გამოყენებისათვის. კუნდალინი იოგაში მასწავლებლის ხელმძღვანელობა აუცილებელია. ამ გზაზე შეცდომებს შეიძლება სერიოზული დაავადებები, ან სიკვდილი მოჰყვეს.

 

კუნდალინი და ღვთის რეალიზაცია

შრი ჩინმოი: კუნდალინის გამოღვიძება არ ნიშნავს ღვთის რეალიზაციას. კუნდალინის გამოღვიძება მხოლოდ შიდა ცნობიერებაში შესვლის ხერხია. დედემიწაზე ათასობით ადამიანია, ვისაც გაღვიძებული აქვთ კუნდალინი. ისინი აცნობიერებენ თავის შინაგან ფსიქიკურ ძალას. მაგრამ აცნობიერებდე შინაგან ფსიქიკურ ძალას სავსებით არ ნიშნავს ღვთის რეალიზაციას, შორს ამისგან. ღვთის რეალზაცია უსასრულოდ უფრო მაღალი და უფრო ასრულების მომტანიაა, ვიდრე კუნდალინის გამოღვიძება. როდესაც ვინმეს აქვს კუნდალინი აქვს გამოღვიძებული, ის გრძნობს, რომ გარკვეული შინაგანი ძალა მას ემორჩილება. მაგრამ ეს შინაგანი ძალა არ არის უზენაესის უსასრულო სიმშვიდე, უსასრულო სინათლე და უსასრულო ნეტარება. ამიტომ, როდესაც კუნდალინი არის გამოღვიძებული, ვინმემ შიიძლება თქვას, რომ ის ფლობს იარაღს ან ჯიბის დანას, და ამ დანით შეუძლია აკეთოს გარკვეული რაღაცეები. მაგრამ როდესაც აცნობიერებთ ღმერთს, თქვენ გრძნობთ,რომ გაქვთ ატომური ბომბის გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის განსხვავება. როდესაც მე ვლაპარაკობ დანაზე ან ბომბზე, მე არ ვგულისხმობ მათ დამანგრეველად გამოყენებას. მე მხედველობაში მაქვს მათი უნარიანობა. ასე რომ, როდესაც ვინმე აცნობიერებს ღმერთს, მისი ცნობიერება შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში და ვრცელდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. მაგრამ როდესაც იღვიძებს კუნდალინი, ადამიანი იძენს მხოლოდ მცირე ძალას.
დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას, კუნდალინის გამოღვიძება ვერ მოიტანს დაუყოვნებლივ ღვთის რეალიზაციას. მაგრამ კუნდალინის გამოღვიძების შემდეგ, ადამიანი ხედავს კუნდალინი ძალის შეზღუდულობას. მაშინ მას მაღლა, უფრო მაღლა და ყველაზე მაღლა ასვლა სურს, და ის გრძნობს სანამ არ მიაღწევს აბსოლუტურ სიმაღლეს, მისი მოგზაურობა არ დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენ ვმარშირებთ და ვმარშირებთ წინ, სანამ უსასრულო მიზანს არ მივაღწევთ.

 

შრი ჩინმოის წიგნიდან "კუნდალინი: დედა-ძალა" (ინგ.) >>>

 

 

ვედანტას და ტანტრას მეთოდი

შრი ჩინმოი: კუნდალინი იოგის გზაზე ადამიანს შეუძლია ორი მეთოდით დადგეს: ტანტრას მეშვეობით და ვედანტას მეშვეობით. ტანტრის მიდგობა სისტემატიზირებულია და დეტალურადაა დამუშავებული, ამავე დროს ის საკმაოდ საშიშია. ვედანტის პროცესი მარტივი და მისტიკით აღსავსეა. მაგრამ ის უსაფრთხოა, და არა ნაკლებად დამაჯერებელია და ასრულების მომტანი.

ტანტრის მეთოდი სახიფათოა, რადგან მას პირველ რიგში საქმე აქვს უმდაბლეს ვიტალთან და ემოციურ ცხოვრებასთან. ეს მიდგომა დინამიურია და სიმამაცეს მოითხოვს. ადამიანი ან თავს განიწმინდავს, ვიტალურ სამყაროში მამაცურად შესვლისას და იქიდან ტრიუმფით დაბრუნდება, ან მას შეუძლია საერთოდ დაიკარგოს ვიტალური სამყაროს უვიცობაში, თუ შინაგანად ძლიერი არაა, რომ იმ სამყაროს ვიტალურ ძალები დაამარცხოს.

ვედანტას გზა უსაფრთხოა, რადგანაც მაძიებელი კონცენტრირდება და მედიტირებს, რათა აამაღლოს, გაასუფთავოს და გაასხივოსნოს საკუთარი ცნობიერება, სანამ შეეცდება საქმის დაჭერას ვიტალური ძალების უსუფთაობასთან და სიბნელესთან, რომლებიც მის დამონებას ცდილობენ. როდესაც მაძიებელი შეაბიჯებს უმდაბლეს ვიტალურ სამყაროში თავისი გასხივოსნების სინათლით, ის თავისდა გასაოცად, ხედავს, რომ უმდაბლესი ვიტალი გასხივოსნებული, გასუფთავებული და ღვთიურობით ასრულებულია.

ტანტრის პროცესი მაძიებლისგან მოითხოვს მუდმივ და შეგნებულ ყველა შიდა მოძრაობის ცნობადობას მულადხარიდან მაღლა საჰასრარისკენ. ვედანტას პროცესი მოითხოვს მაძიებლისგან შეგნებულ და მუდმივ გაცნობიერებულობას განვითარებად და გამათავისუფლებად ცნობიერების შესახებ.

თუ ვინმეს აქვს სურვილი დაკავდეს კუნდალინი იოგით, მე ვურჩევდი იმ მაძიებელს გაჰყვეს ვედანტის მეთოდს, რომელიც უსაფრთხოა, და ამავე დროს საიმედოა. თუ ვედანტას მეთოდს მისდევთ, თქვენ, დანიშნულებისამებრ მიაღწევთ მიზანს დარწმუნებულად და უსაფრთხოდ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "კუნდალინი: დედა-ძალა" (ინგ.) >>>

 

ბმულები:

რა არის პრანა?

პრანაიამის კონცეფცია ჰათჰა იოგის გვერდზე >>>

იამას და ნიამას მნიშვნილობა რაჯა იოგის გვერდზე >>>

რამდენად მნიშვნელოვანია გურუ >>>

სულიერი მასწავლებლები >>>

ინიციაციის (დიქშას) მნიშვნელობა >>>

 



ერთერთი ყველაზე საუკეთესო წიგნი კუნდალინი იოგაზე, დაწერილი ძალიან მარტივად და ლაკონურად - შრი ჩინმოის "კუნდალინი: დედე-ძალა"  (რუს.) >>>

შრი ჩინმოის "Kundalini: The Mother-Power" (ინგლისურად) >>>


 

<<< გვერდზე "იოგა"