ღვთის მფარველობა

ნუ გეშინია!
არავის აქვს საკუთარი ძალა.
მხოლოდ ღმერთს აქვს ძალა,
და მისი ძალის კიდევ ერთი სახელი
სიყვარულია, მისი დაუღალავი სიყვარულია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ცეცხლის ათი ათასი ყვავილი", თავი 31

 

ყოველთვის როგორ უნდა ვგრძნობდე ღვთის მფარველობას?

შრი ჩინმოი: თქვენ უნდა ლოცულობდეთ იმისათვის, რომ ყოველთვის ღვთის მფერველობას გრძნობდეთ. შეუძლებელია ილოცო ოცდაოთხი საათი, მაგრამ დღეში ოთხ- ან ხუთჯერ შეგიძლიათ შეგნებულად ილოცოთ ღვთის მფერველობისათვის. და როდესაც ლოცულობთ მფერველობისათვის, ამავე დროს უნდა ლოცულობდეთ მიტევებისათვის. მფერველობა სწრაფად მოდის თუ ლოცულობ მიტევებისათვის. ღმერთი იტყვის, "შენ მფერველობა გსურს, მაგრამ შენ არასწორად იქცეოდი. თუ მთხოვდი შენდობა?"

სჯობს ასეთი ლოცვით მიმართოთ ღმერთს: "გთხოვ, მაპატიე ყველა იმ არასწორი საქციელის გამო, რომელიც წარსულში ჩავიდინე, და ასევე ყველა იმ საქციელის გამო, რომელსაც მომავალში ჩავიდენ". თვვენ ვერ აკონტროლებთ მომავალს. ღმერთს შეუძლია დღეს თქვენ დაგიცვათ, მაგრამ ხვალ შეიძლება ცდუნებას აყვეთ და რაღაც არასწორი ჩაიდინოთ და მფერველობა შეიძლება გაქრეს. მაგრამ თუ თქვენ თავიდანვე პატიებას სთხოვთ, შემდეგ კი მფერველობას სთხოვთ, მფერველობა უფრო სწრაფად მოვა და უფრო ეფექტური და ხანგრძლივი იქნება.

შრი ჩინმოის წიგნიდან "შრი ჩინმოი პასუხობს", ნაწილი 33

 

 

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ეჭვებისაგან და ყოველთვის ძლიერები ვიყოთ სულიერ გზაზე?

შრი ჩინმოი: ჩვენ ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ ღვთის მფარველობისათვის და ღვთის შებრალებისათვის და ყოველდღე მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ, რათა ყოველდღე ის გვლოცავს თავისი მფარველობითა და თანაგრძნობით.

 

მფარველობისათვის,
უფრო მეტი მფარველობისათვის
და უსასრულოდ უფრო მეტი მფარველობისათვის
ყოველმა ადამიანმა
უნდა ევედროს ღმერთს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "77.000 მსახურების ხე"

 

* * *

მფარველობა გარანტირებულია

რამდასი კატია ბაბას ერთერთი მოწაფე რამოდენიმე დღით საქმეებზე ქალაქიდან უნდა წასულიყო. გარკვეული მიზეზების გამო მას თვისი ახალგაზრდა ცოლი ვერ მიყავდა, იმასდა მიუხედავად, რომ მას ღამით მარტო დარჩენის საშინლად ეშინოდა, და ამიტომაც მასწავლებელმა ქმარს უთხრა: "უთხარი შენს ცოლს, რომ არ ინერვიულოს. მე მივხედავ მას."

იმ ღამეს ახალგაზრდა გოგომ სიზმარსი ნახა, რომ მთელი მისი ოთახი სინათლით იყო სავსე. როდესაც გაიღვიძა და თვალები გაახილა, მან ოთახის კუთხეში  მასწავლებელი დაინახა. მან იხილა მასწავლებლის არა ფიზიკური სხეული, არამედ მისი მანათობელი ნატიფი სხეული, მაგრამ იგრძნო, რომ ის ნამდვილად ფიზიკური სხეული იყო. "შვილო ჩემო, - უთხრა მასწავლებელმა, - სანამ შენი ქმარი არ დაბრუნდება, მე დაგიცავ, და მასწავლებლის ნატიფი სხეული იცავდა მას თავისი ნათებით ქმრის სახლში დაბრუნებამდე.

კომენტარი:
ადამიანური პასუხისმგებლობა ასეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია ის მინიმალური ან მაქსიმალური გავხადოთ, შევამციროთ ან გავაფართოვოთ. რაც შეეხება სულიერ მასწავლებელს, მისი პასუხისმგებლობა ყოველ წამს მხოლოდ იზრდება. სულიერი მასწავლებელი ტკბება სულიერი პასუხისმგებლობის ზრდით, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობა - სხვა არაფერია, თუ არა ოქროს შესაძლებლობა გამოავლინოს მეტი სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება დედამიწაზე.

ამ ისტორიაში რამდასმა ანახა, რომ სულიერი მასწავლებელი ზრუნავს არა მხოლოდ თავის ახლო მოწაფეებზე, არამედ მათზეც, ვინც მათთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მასწავლებელი იყვანს მოწაფეს არა მხოლოდ იმასთან ერთად, რასაც ის წარმოადგენს, არამედ იმასთანაც - რაც მას აქვს.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე"