ცოდვა

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოი, პატიებაროგორც გონებამ გამოიგონა ცოდვა,
ასე
გულმა აღმოაჩინა მიტევება.
-
შრი ჩინმოი

 

ჩემდა სამწუხაროდ, დასავლურ სამყაროში ცოდვის იდეა აბსურდამდეა დაყვანილი. ვედების ბრძენის ლექსიკონში ვერ ნახავთ სიტყვას "ცოდვა". რასაც ის ხვდება შიდა და გარე სამყაროში, - ეს მხოლოდ და მხოლოდ რიგი დაბრკოლებებია ეჭვის, შიშის და სურვილის სახით. ის გრძნობს, რომ არ უნდა დაეჭვდეს მის შიგნით მყოფ ღვთაებრივში. ის არცერთ მიწიერ შიშს ნებას არ აძლევს, რომ დაიბადების მასში. ვერანაირი სურვილი, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო, შეძლებს დაჩრდილოს მის სუფთა გული. ძალიან ხშირად ჩვენ მიდრეკილნი ვართ ჩვენს ირგვლივ უვიცობის დანახვისაკენ. როდესაც, ვედების ბრძენს შეუძლია დაინახოს ჭეშმარიტება, რომელიც ყველაფერს უდევს საფუძვლად - აქ, იქ და ყველგან.

- შრი ჩინმოის ლექციიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში. 25 მარტი 1969 წ.


 კითხვა: რას ნიშნავს ცოდვა თქვენთვის?

შრი ჩინმოი: ჩემთვის, ცოდვა არასრულყოფის ან უვიცობის მსგავსია. ეს არ არის აუცილებლად რაღაც ძალიან ცუდი, საზიზღარი თუ ხელშეუხებელი. ევოლუციის პროცესში ჩვენ მიზნად ვისახავთ სრულყოფილებას, მაგრამ ახლა ხალხის უმრავლესობა ბანაობს უვიცობის და თვითკმაყოფილების სიამოვნებებში. სანამ თქვენ დარჩებით უვიცობაში, თქვენ არასწორად მოიქცევით, თქვენ ცოდვებს ჩაიდენთ. მაგრამ არ უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენ სრულიად დაკარგულნი ან სიბნელით დაფარულნი ხართ. თქვენ უბრალოდ პროგრესს განიცდით ნაკლები სინათლისაგან მეტი სინათლისაკენ, და საბოლოოდ ცოდვისგან-არასრულყოფილებისაგან-უვიცობისაგან განთავისუფლებისაკენ.

კითხვა: როგორ გათავისუფლდება ადამიანი ცოდვისაგან? უეცრად თუ ხდება გათავისუფლება?

შრი ჩინმოი: ადამიანი თავისუფლდება ცოდვისაგან მხოლოდ ღვთის მუდმივი წყალობის მოხმობით. ღვთის წყალობა ყოველთვის გადმოდის უხვად და ძლიერად, მაგრამ ადამიანების  უმრავლესობა არ ცდილობენ ამის მიღებას. თუ ადამიანს უნდა საკუთარი თავის განთავისუფლება უვიცობისაგან, და შესძახებს რათა მიიღოს ღვთის წვიმა-წყალობა, მაშინ ის ნამდვილად განთავისუფლებული იქნება ცოდვის-არასრულყოფილების ხაფანგებისაგან. მაგრამ ეს განთავისუფლება მოდის თანდათან, რადგანაც მაძიებელი ხდება უფრო გასხივოსნებული. თქვენ არ უნდა ელოდოთ უეცარ და სასწაულებრივ ერთ ღამეში გარდაქმნას, თუმცა იშვიათად ესეთებიც ხდება.


კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დანაშაულის გრძნობის მიმართ, თუ ჩვენ აღვზრდილები ვარ ისეთნაირად, რომ ღმერთი დაგვსჯის, თუ არსწორად ვიქცევით?

შრი ჩინმოი: სამწუხაროდ, დასავლურ სამყაროში დანაშაულის გრძნობა ფართოდაა გავრცელებული. საიდან ჩნდება დანაშაულის გრძნობა? ის უვიცობიდან მოდის. თავიდან უვიცობის გამო ჩვენ რაღაც ცუდს ჩავდივართ, მერე კი სინდისი გვაწუხებს. ამის მაგივრად, თუ რამე ცუდი საქციელი ჩავიდინეთ, აი პირველ რიგში რა უნდა მოგვივიდეს თავში: "თუ მე მაქვს რამე ცუდის გაკეთების ძალა, მაშინ ღმერთს აქვს ჩემი პატიების ძალა." როდესაც რაიმე ძალიან ცუდს ჩავდივართ, არ უნდა გრძნობდე, რომ მთელს სამყაროში არ არის ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცუდი საქციელის წაშლა. ჩვენ რაღაც ცუდი ჩავიდინეთ, ასეა, მაგრამ ღმერთი ჩვენზე უსასრულოდ ძლიერია, და უნდა გვახსოვდეს, რომ ის თავად შებრალებაა. როდესაც ვმედიტირებთ, უნდა ვგრძნობდეთ, რომ თავად ღმერთი სიყვარულია. ის არ აპირებს ჩვენს დასჯას. ის აპირებს ჩვენს გარდაქმნას მისი უსასრულო შებრალებით. მაგრამ თუ ჩვენში ვზრდით დანაშაულის გრძნობას, ღმერთი ჩვენს დასახმარებლად ვერ მოვა.

საბოლოო ჯამში გულწრფელი მაძიებელი გააცნობიერებს იმ ფაქტს, რომ დანაშაულის გრძნობა შეზღუდულობისგან ჩნდება. ყოველდღე მედიტირებისას, ჩვენ ვცდილობთ გავნთავისუფლდეთ უვიცობისაგან და შეზღუდულობებისგან; და სწორედ ეს შინაგანი, და არა გარე, თავისუფლება გაგვანთავისუფლებს დანაშაულის გრძნობისგან. ჩვენ არ შეგვიძლია გარე თავისუფლების სწორად გამოყენება და შეცდომებს ჩავდივართ, იმიტიმ რომ გვეშინია ღრმად ჩაღრმავებისა, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ნამდვილი შინაგანი თავისუფლება. მაგრამ როგორც კი ვისწავლით შინაგანი თავისუფლების გამოყენებას, ჩვენს ცხოვრებაში სინათლე მარად იკაშკაშებს. მაშინ რანაირად შევძლებთ რაიმე ცუდის ჩადენას?

მე ყოველთვის ვამბობ, რომ წარსული მტვერია. წარსულზე ფიქრით და მასზე ფიქრებით დამძიმებულები, ჩვენ ვერ შევძლებთ წარსულის შეცვლას ან დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლებას. თუ რამე ცუდი ჩავიდინეთ, ეს წარსულს ჩაბარდა. მოდით ვიფიქროთ უახლოეს მომავალზე და მივცეთ მას ნება აწმყოს რეალობად იქცეს. ჩვენი მისწრაფება, რომელსაც სურს იაროს წინ, მაღლა და შიგნით, უახლოესი მომავლიდან მოგვიტანს ღვთიურ განძს და დადებს მას კარის წინ, რომელსაც წარსულს ვუწოდებთ. და თუ წარსულს მოუნდება ჩვენსი შეღწევა, ის აღმოაჩენს, რომ ჩვენ კარი ჩავრაზეთ.

მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოწაფეებს, რომ არ არის საჭირო შეგნებულად შეცვომების ლოლიაობა. წარსული მტვერია, იმიტომ რომ რეალიზაცია ვერ მოგვცათ. მას რეალიზაცია რომ მოეცა, თქვენ ჩემთან სინათლისათვის არ მოხვიდოდით. თქვენ შესძახებთ გასხივოსნებაზე, განთავისუფლებაზე, რეალიზაციაზე, და არა უბრალოდ დანაშაულის გრძნობისაგან გასანთავისუფლებლად. რადგანაც ამაში მდგომარეობს თქვენი მიზანი, თქვენ მისკენ უნდა გაიქცეთ. მაშინ დაინახავთ, თუ როგორ ყველაფერი, რაც არ გეხმარებათ რეალიზაციისაკენ წინსვლაში, გშორდებათ, რადგანაც ვერ უძლებს სინათლის სიკაშკაშეს.

მაშასადამე, თუ გრძნობთ დანაშაულის გრძნობას რამის მიმართ, გთხოვთ, მოისროლეთ ის ძველი ჩვარივით. როდესაც მიისწრაფვით, ახალი ტანისამოსი უნდა ჩაიცვათ. ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ანადგურებს შთაგონებას, და ღვთიურს თქვენთან ურთიერთობა არ მოუნდება. ყოველთვის ეცადეთ იყოთ სინათლეში და სინათლისათვის, და თქვენ დაინახავთ, რომ სიბნელე დანაშაულის გრძნობის ფორმით აუცილებლად თქვენ მიგატოვებთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მფარველობა"