ევროპული მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის სტარტი 2012

ცოტა ხნის წინ, 2012 წლის 27 თებერვალს, ფუერა დე ფოზიდან (Figueira da Foz), პორტუგალიიდან, დაიწყო თავისი მოგზაურობა მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის ევროპულმა შტომ.

სტუმრები მორბენალების საერთაშორისო გუნდიდან ქალაქმა ფუერა დე ფოზმა მიიღო. ისინი უახლოესი 8 თვის მანძილზე 45 ქვეყანას (24000 კილომეტრი) გაირბენენ მშვიდობის ჩირაღდნით ხელში. წელს გარბენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რომელიც შრი ჩინმოიმ 1987 წელს დააარსა. გარბენის ყოველწლიური ტრადიციული გახსნა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინასთან იმართება, ყველა მონაწილე ყვეყნის თანდასწრებით. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ მონაწილე ქვეყნების გამოჩენილი პოლიტიკოსები და გაეროს წარმომადგენლები. ამ ესტაფეტის ფინიში ყოველ წელს ახალ ყვეყანაში იმართება.

 

მსოფლიოში სახელგანთქმული მარათონის ლეგენდა ტეგლა ლორუმპი (Tegla Loroupe) მორბენალების საერთაშორისო გუნდის შემადგენლობაში იყო ფუერა დე ფოზში. 900 სკოლის მოწაფებ მას შეუერთდა, როდესაც ის ქალაქში მირბოდა. ქალაქის მერი თბილად შეხვდა მონაწილეებს და კეთილი გზა უსურვა.

The World Harmony Run-ი (მსოფლიო ჰარმონიისათვის გარბენა) მსოფლიო ესტაფეტაა, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საერთასორისო მეგობრობას და ურთიერგაგაბას. გარბენა პროპაგანდას უწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მონაწილენი ანთებულ ჩირაღდანს, როგორც ჰარმონიის სიმბოლოს, ხელიდან ხელში გადასცემენ. ეს გარბენა აერთიანებს 100-ზე მეტ ქვეყანას, გადის 6 კონტინენტზე და 70,000 კილომეტრს შეადგენს. მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენა მიზნად არ ისახავს ფინანსურ მოგებას ან რაიმე პოლიტიკურ მიზნებს, ის უბრალოდ ცდილობს კეთილი ნებით და სიხარულით აავსოს ყველა ეროვნების ხალხის გული.

 

ვრცლად World Harmony Run-ზე ოფიციალურ ვებ გვერდზე >>>