3100 მილიანი გარბენა 2012

2012 წელს 17 ივნისს, ნიუ-იორკში ქვინსში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე გრძელი სერტიფიცირებული გარბენა, თვით-დაძლევის 3100 მილიანი გარბენა (5000კმ.). ამ გარბენის სულის ჩამდგმელი ინდოელი სულიერი მასწავლებელი შრი ჩინმოია. ეს გარბენა1997 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ითვალისწინებს ფიზიკირი და გონებრივი შესაძლებლობების გამოცდას. მიმდინარე რეკორდი ეკუთვნის მადჰუპრან ვოლფგანგ შვერკს (Madhupran Wolfgang Schwerk), რომელმაც 2006 წელს აჩვენა თავისი საულეთესო დრო – 41 დღე და 6 საათი – 75 მილი დღეში.

მორბენალები მირბიან 3100 მილს წრეზე, რომელიც ერთ მილზე ნაკლებია. სპორტსმენები მუდმივად მირბიან 18 საათს დღეში, გარბენის დაწყებიდან მის ბოლო 52-ე დღემდე.

 

ვიდეო ინტერვიუები მორბენლებთან:

 

“ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საკუთარი საზღვრები, გავაცნობიეროთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია და დავეხმაროთ სხვებს შთაგონებაში, რათა მეტი აკეთონ და გააცნობიერონ, რომ მათ შიგნით იმაზე მეტია, რისი მიღწევაც შეუძლიათ.”

– ბიპინ ლარკინი, გარბენის დირექტორი

 

მორბენლის სული

2008 წელის გარბენის დროს, რეჟისორმა ჯესი ბირს-ალტმანმა (Jessie Beers-Altman), გადაიღო ვრცელი დოკუმენტური ფილმი 3100 მილიან გარბენაზე. ვიდეოკამერა მიყვება შუპრაბა ბექიორდს (Suprabha Beckjord), რომელმაც 13-ჯერ ზედიზედ გაირბინა ეს მანძილი, იმ დროს როდესაც ის ცდილობდა 2008 წლის გარბენის დასრულებას. “მორბენლის სული” იწვევს ჩვენ განსაზღვრას შესაძლებლობაზე, რადგანაც იკვლევს ადამიანის გულის მტკიცე უნარს. ამ ფილმის ონ-ლაინში ნახვა.

მორბენლის სული

 

ბმულები:

გარბენა ABC-ის არხზე

გარბენის ბოლო მანაცემები და სიახლეები