2014 წლის 11 აპრილს გაეროს შტაბ-ბინასთან ჰემიშფელდის მოედანზე ნიუ-იორკში “მშვიდობის გარბენის” (Peace Run) გახსნის ცერემონია შედგა. 1500-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაესწრო გარბენის გახსნას. მათ შორის იყვნენ ელჩები, ცნიბილი საზოგადო მოღვაწეები და შრი ჩინმოის მარათონული გუნდის წევრები.
ეს გახსნა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მას დაემატა გინესის მსოფლიო რეკორდი. შრი ჩინმოის ლექსი “მშვიდობაზე მეოცნებენო” ყველზე მეტ ენაზე გაიჟღერა. ლექსი ითარგმნა მსოფლიოს 206 ენაზე! ლექსის დაკლამირებაში მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატები, გაეროს თანამშრომლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები! ამ რეკორდის იდეა ეკუთვნის აშრიტა ფურმანს, იმ ადამიანს რომელიც გინესის წიგნშია შესული, როგორც ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გინესის მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.
ლექსი ასევე გაიჟღერა ქართულ ენაზე:
აი ამ ლექსის ზეშთაგონებული მოწოდება ინგლისურად (ორიგინალური ვერსია) და ქართულად:
O dreamers of peace, come. – SRI CHINMOY |
მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით. მოდით ერთად ვიაროთ. მშვიდობის მოყვარულნო, მოდით. მოდით ერთად ვირბინოთ. მშვიდობის მსახურნო, მოდით. მოდით ერთად გავიზარდოთ. – შრი ჩინმოი |
ბმულები:
მშვიდობის გარბენის ოფიციალური საიტი: www.peacerun.org
აშრიტა ფურმანის ოფიციალური საიტი: www.ashrita.com