სულიერი ტურიზმი ბალის კუნძულზე

როგორ შეიძლება შეათავსო დინამიური, აქტიური ცხოვრება და შინაგანი წინსვლა?  ეს შესაძლებელია ბილის კუნზულზე (ინდონეზია). ბალის "ღმერთების კუნზულს" უწოდებენ.

გარუდა, ბალიშრი ჩინმოი: "ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც ვესტუმრე უკანასკნელი 15 ან 16 წლის განმავლობაში, ბალი უდაოდ საუკეთესოა. მას გააჩნია ყველაფერი: გულწრფელობა , უბრალოება , სიწმინდე , ადამიანობა და სიმშვიდე.თუ არსებობს რაიმე ღვთიური თვისება, რომელიც მას აკლია?"

"ბალიმ შეინარჩუნა თავისი ხელშეუხებელი სიწმინდის უმეტესი ნაწილი. აქ თქვენ მედიტირება არ გჭირდებათ; ბუნება იმედიტირებს თქვენს მაგივრად. დილაადრიან თუ გაისეირნებთ სოფლებში, მათი ღვთიური თვისებები შემოვა თქვენში და თქვენ სხვა პიროვნება გახდებით. აქ, ბალიზე, თავად ბუნება დააჩქარებს თქვენს შინაგან პროგრესს!"

"ეს ადგილი ზეცაა დედამიწაზე. თუ ბიზნესმენს მოუნდება აქ ფულის გაკეთება, ის შეიძლება პრობლემას წააწყდეს. მაგრამ ცნობიერების თვალსაზრისით, ბალი საუკეთესოა - როგორც შინაგანად ასე გარეგანად."

ბალის ბუნების, ტაძრების, ღვთაებების ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ >>>

ჩვენ სტუმრად აღმოვჩნდით სოფელ სუდაჯიში (ჩრდილოეთი ბალი, ქ.სინგარაჯა) ერთ საინტერესო ადამიანთან ZanZan-თან. ის ცდილობს ბალიზე სულიერი და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას. რამოდენიმე დღე მასთან გავატარეთ. ეს იყო დაუვიწყარი რამ. შესანიშნავი პატარა eco-სახლები, ბამბუკისაგან აშენებულები;  მშვენიერი სასადილო ოთახი; სამედიტაციო დარბაზი, ეკზოტიკური ხედით; ეზოში პატარა ტაძრით. სახლის ირგვლის ბრინჯის მინდვრების ტერასები, პალმები, წმინდა ტაძრები, ჩანჩქერები და ბევრი სხვა ეკზოტიკური რამ. წვენის დასალევი საწრუპიც კი - არა პლასმასის, არამედ ბალახის ღეროსაგან იყო. დედამისი გვიმზადებდა ეკზოტიკურ უგემრიელეს საჭმელებს და გვთავაზობდა კერძებს ქოქოსის პალმის ფოთლებზე. ბევრი ტროპიკული ხილი პირველად ვნახეთ და ვიგემეთ - გემო ფანტასტიკური ჰქონდათ. ის არ გამოიყენებდა ქიმიურ კოღოების და მოსკიტების საწინააღმდეგო სპრეებს, მხოლოდ ბუნებრივ ზეთებს. კოღოები არც იყო მანდ, ერთი ორი თუ გაიფრენდა. :)  მედიტაციები მანდ მართლაც შესანიშნავი იყო. მედიტაციის დარბაზის შუაში ცეცხლი იყო დანთებული, ირგვლივ უზარმაზარი არომატული ჩხირები და ტიბეტური ზარები, რომლის ხმაზეც ვიწყებდით მედიტაციას.

ერთერთი უზარმაზარი ჩანჩქერზე ლაშქრობის და მის წინ მედიტაციის შემდეგ გავსინჯეთ ყავა "ლუვაკი". :)  ძალიან ეგზოტიკური დასალევია. არსებობს ესეთი ცხოველი ლუვაკი, რომელიც მხოლოდ საუკეთესო ყავის მარცვლებით იკვებება. ეს მარცვლები გადის ფერმენტაციის პროცესს მის კუჭში. როდესაც ის ამ მარცვლებისაგან თავისუფლდება, მარცვლებს რეცხავენ და ხალავენ. :)  ყავა ძალიან ძლიერი გამოდის. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავაა. :)

ZanZan-მა თავის სასტუმროების კომპლექს უწოდებს "AUM-Unity", აი ამ კომპლექსის რამოდენიმე სურათი.

უფრო მეტი სოფელი სუდაჯის, სადაც ეს "ბანაკი" არის განთავსებული, ფოტო-სურათის ნახვა შეგიძლიათ აქ >>> სიტყვა "სუდაჯი" ნიშნავს "წმინდა ცოდნას"

და თუ გაგიჩნდათ სურვილი ნახოთ ეს მშვენიერი ადგილი და ესტუმროთ ამ სულიერ "ბანაკს", შეგიძლიათ ნახოთ omunity-ის ვებ-გვერდი:

http://www.omunitybali.com/ >>>