სულიერი პრაქტიკა

რასაც ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ეს თვითრეალიზაციაა. თვითრეალიზაციისათვის ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ოთხი რამ. თავდაპირველად ჩვენ გვჭირდება წმინდა წერილბის დახმარება, შემდგომ - სულიერი მეგზური, შემდგომ - იოგის დისციპლინები, და ბოლოს, ღვთის წყალობა. წმინდა წერილები ეუბნევიან მაძიებელს: "გაიღვიძე, ადექი, დროა წამოდგე. ნუღარ გძინავს." სულიერი მასწავლებელი ეუბნევა მაძიებელს: "გაიქეცი, ჩემო შვილო! გაიქეცი სწრაფზე სწრაფად. მე შთაგაგონებ შენ. მე უკვე ავანთე მისწრაფების ალი შენში. ახლა შენ სწრაფზე სწრაფად შეგიძლია გაიქცე." იოგის დისციპლინები ეუბნევიან მისწრაფებულს: "შენ სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მისდევ, და ჩვენ გაძლევთ შენი პრაქტიკის შედეგს. ჩვენ გავასუფთავეთ შენთვის გზა. ახლა შენ შეგიძლია სწრაფზე სწრაფად გაიქცე გზაზე, რომელიც საფრთხისაგან თავისუფალია." შემდეგ უფრო მეტი რამ არის საჭირო, და ეს ღვთის წყალობაა. ადამიანს შეუძლია ირბინოს ყველაზე სწრაფად, მაგრამ შეიძლება ვერ მიღწიოს მიზანს, დაბრკოლებაც რომ არ იყოს გზაზე, რადგანაც ადამიანები ძალიან ხშირად იღლებიან. სანამ მიზანს მიაღწევენ, ისინი გრძნობენ თითქოს მთლიანად ამოწურულები არიან. ამ დროს, რაც ყველაზე საჭიროა - ეს ღვთის წყალობაა. ღვთის წყალობის გარეშე არავის შეუძლებელია მოგზაურობის დასრულება. ღვთის წყალობა ეუბნევა მაძიებელს: "შეხედე, მიზანი მიღწეულია."

რა თქმა უნდა, ღვთის შებრალება თავიდანვე იწყებს მოქმედებას. როდესაც წმინდა წერილებს შევისწავლით, ღვთის შებრალება უკვე თავის სხივებს გვაშუყქებს. ღვთის შებრალება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ გზას ვერ მოვნახავდით. და ღვთის შებრალება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ მოვნახავდით ჩვენს მასწავლებელს. თავისი უსასრულო სიუხვიდან ღმერთს მიჰყავს მაძიებელი მასწავლებელთან. შემდეგ მაძიებელმა და მასწავლებელმა თავისი შესაფერისი როლები უნდა ითამაშონ. მასწავლებელს მოაქვს ღვთის შებრალება, მაძიებელს კი სულიერი დისციპლინების პრაქტიკა მოეთხოვება. მისი ამოცანა მისწრაფებაა, მასწავლებლის ამოცანა კი შებრალების ჩამოტანაა.

შრი ჩინმოის წიგნიდან: "უპანიშადები:ინდოეთის სულის გვირგვინი."

 

ბმულები:

სულიერი ლიტერატურა >>>

სამედიტაციო მუსიკა სულიერი პრაქტიკისთვის >>>

გურუ - სულიერი მასწავლებელი >>>

სულიერი მასწავლებლები >>>

 

<<< უკან "სულიერების" გვერდზე