შრი რამაკრიშნა

შრი რამაკრიშნა

შრი რამაკრიშნა აღიარებულია, როგორც ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი. მისი გზავნილი,- სრული ღვთის სიყვარული და ყველა მსოფლიო რელიგიის შინაგანი ერთობა, - იზიდავდა დიდი რადენობით მიმდევრებს. ეს გავლენა დღესაც გრძელდება.

შრი რამაკრიშნა დაიბადა უბრალო ბენგალიის სოფელში. ბავშვობიდანვე შრი რამაკრიშნას ძლიერ სწყუროდა ეხილა ღმერთი. 16 წლის ასაკში კალკუტაში გაემგზავრა, მაგრამ დიდი მეგაპოლისის მაცხოვრებლების მატერიალური იდეალები მასში ზიზღს იწვევდნენ. უარს ამბობს მიმართოს თავისი ყურადღება საერო სწავლებებზე და მღვდელი ხდება დაქშინეშვარის ტაძარში, სადაც ღმერთს თაყვანს ცემენ, როგორც სამყაროს დედას. ინტენსიური ლოცვისა და ღვთის წყურვილის ფასად, პრაქტიკულად მასწავლებლის დახმარების გარეშე, მან იხილა ღმერთი.

შემდეს მან ისურვა შეეცნო ღმერთი იმ გზებით, რომლებიც წმინდა წერილებში იყო მოხსენიებული. ინდუიზმისა, ქრისტიანობისა და ისლამის სხვადასხვა დისციპლინების გავლით, ის ყოველთვის ერთ მიზანს აღწევდა, ერთი ღმერთის ცნობიერების რეალიზაციას. სხვადასხვა გზებით მან ღმერთთან ერთობის ნეტარება იგემა, ზოგჯერ უფალთან სრული შერწყმით, ზოგჯერ კი, როგორც ღვთაებრივი დედის შვილი, გარე ინდივიდუალურობის შენარჩუნებით.

მიუხედავად იმისა, რომ თავად შრი რამაკრიშნა გაუნათლებელი იყო, ბევრ გამოჩენილი და განათლებული ხალხი მოდიოდა მასთან, რათა მისი უბრალო და ღრმა სიბრძნე მოესმინათ. ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო ქეშაბ ჩანდრა სენი (Keshab Chadra Sen), ბრაჰმა სამაჯის ლიდერი. შრი რამაკრიშნას ინტენსიურმა ერთგულებამ და მასხივოსნებელმა სულიერებამ ასევე მოიზიდა ახლო მოწაფეების წრე, რომლებმაც მოგვიანებით გაავრცელეს მისი გზავნილი. ამ მოწაფეებს შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ვივეკანანდა იყო. ზუსტად სვამი ვივეკანანდამ წაიღო ვედანტას გზავნილი დასავლეთში.

შრი რამაკრიშნა შარადა დევიზე იყო დაქორწინებული. მთელი ცხოვრების მანძილზე შარადა დევი ერთგული ცოლი და რამაკრიშნას მოწაფე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ შარადა დევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რამაკრიშნას ორდენში.

 

დაწერა: Tejvan Pettinger-მა

 

 

ბმულები სხვადასხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"