შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავი

2011 წლის 27 აგვისტოს აღინიშნა შრი ჩინმოის დაბადების 80 წლისთავი.

ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრმა და პარკის დირექტორმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გირლანდა შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავის საპატივცემულოდ. (ფოტო: Prashphutita)

ამ თარიღის აღსანიშნავად, აშრიტა ფურმანმა და შრი ჩინმოის მაროთონული გუნდის 170 წევრმა დაამყარეს ახალი გინესის მსოფლიო რეკორდი - მსოფლიოში ყველაზე  გრძელი ყვავილების გირლანდი.

ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრმა და პარკის დირექტორმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გირლანდა (ფოტო: Jowan-Gauthier)

გამოყენებული იყო 80,000 მიხაკი, გუნდმა შექმნა 2,15-მილიანი (3,46 კმ.) გირლანდა ტბის ირგვლივ ფლაშინგ მიდოუსში, ნიუ-იორკში (Flushing Meadows, New York).

ამის შესახებ აშრიტა საუბრობს:

" მე და ჩემს მეგობრებს ტრადიციად გვაქვს გამოვხატოთ მადლიერება შრი ჩინმოის მიმართ, რადგან ის შთაგონებას გვაძლევს მედიტაციის საშუალებით აღმოვაჩინოთ შინაგანი სიმშვიდე, სიხარული და სიძლიერე. შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული. უზარმაზარი გირლანდა იმ ღრმა მადლიერებას გამოხატავს, რომელსაც ვგრძნობთ. აქ სუფევდა ერთობის და ჰარმონიის დიადი გრძნობა, იმიტიმ რომ ადამიანები 35 ქვეყნიდან გირლანდის ირგვლივ წრეზე გაერთიანდნენ, რაც სიმბოლურად დედამიწას ასახავდა."

მოხალისეები წნავენ გირლანდას                        გირლანდის ნაწილი

80,000 მისხაკი ჩამოაფრინეს კოლუმბიიდან მაიამის აეროპორტში, შემდეგ კი სატვირთო მანქანა-მაცივრით გადაზიდეს ნიუ-იორკში. 170 მოხალისე დილის 6:00 საათიდან დღის 13:00 სათამდე მუშაობდა, რათა რეკორდი დაემყარებინათ.

სანჟაია სპეთიგიუ და აშრიტა ფურმანი ზომავენ გირლანდას.


 

 

Source: Sri Chinmoy TV

 აშრიტას სხვა რეკორდები >>>