შრი აურობინდო

შრი აურობინდო, ინდოეთის პატრიოტი, პოეტი, ფილოსოფოსი და სულიერი გურუ დაიბადა კალკუტაში 1872 წლის 15 აგვისტოს.

შრი უარობინდომ თავისი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი ინგლისში გაატარა, ის წმინდა პავლეს და სამების (ლონდონში) კოლეჯში და შემდეგ კინგს კოლეჯში (კემბრიჯში) სწავლობდა, სადაც იგი დიდ წარმატებას აღწევდა კლასიკური და ინგლისური ლიტერატურის შესწავლაში. 1892 წელს ინდოეთში დაბრუნდა და ღრმად ჩაერთო ინდოეთის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, იგი ნამდვილი ლიდერი და ერთერთი ყვალაზე რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტი პოლიტიკოსი იყო. თავისი რადიკალურობის გამო ის დააკავეს და ალიპორის ციხეში ჩასვეს, როგორც ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. და აქ, ციხეში, შრი აურობინდომ მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება მიიღო, მან გააცნობიერა ღვთიური შინაგანი ხელმძღვანელობა და ასევე შეიცნო ღვთის ყველგანმყოფობა ბნელ ციხის საკანშიც კი.

ადვოცატის მიერ ვალდებულების აღების გამო, შრი აურობინდო გათავისუფლებულ იქნა ბრალდების წაყენების გარეშე. მაგრამ ამ გამოცდილებამ შეცვალა შრი აურობინდოს მსოფლმხედველობა. იმ დროდან ის წავიდა პოლიტიკიდან და მთელი თავისი ძალები სულიერებას მიუძღვნა.

აურობინდო იოგას შეუდგა 1904 წელს 32 წლის ასაკში. მან გურუს გარეშე დაიწყო იოგის პრაქტიკა. შემდეგ კი ის მედიტაციის მასწავლებელს იოგს ლილე მაჰარაჯს შეხვდა. მან ასწავლა შრი აურობინდოს თუ როგორ გაეკონტროლებინა გონება და არ შემოეშვა აზრები გონებაში. შრი აურობინდო მიყვებოდა მის ინსტრუქციებს, 3 დღეში წარმატებას მიაღწია გონების სრული დაცარიელების პრაქტიკაში და შევიდა ნირვანას მდგომარეობაში. ამ მდგომარეობის მისაღწევად თავად ლილე მაჰარაჯს 6 წელი დაჭირდა. ლილე მაჰარაჯი გაოცებული იყო ახალგაზრდა შრი აურობინდოს პროგრესით.

1910 წელს შრი აურობინდო პონდიჩერიში გაემგზავრა, სადაც მას შეეძლო მშვიდად გაეღრმავებინა იოგის პრაქტიკას. 1914 წელს მას ფრანგი ქალბატონი შემოუერთდა, მირა რიჩარდსი, რომელსაც შემდგომში იცნობდნენ, როგორც შრი აურობინდოს აშრამის დედას. ამათმა ერთად დააარსეს შრი აურობინდოს აშრამი, რომელსაც უერთებოდნენ მაძიებლები, რომლებსაც იზიდავდა მათ მიერ იოგის დინამიური ინტერპრეტაცია.

თავისი მოწაფეებისთვის ის არა მხოლოდ სულიერი გურუ, არამედ პოეტიც, ფილოსოფოსიც და მწერალიც იყო. მისი ძირითადი ნაშრომებია "ცხოვრება ღვთიური", "იოგის სინთეზი", "ესეები გიტაზე" და "სავიტრი". "სავიტრი" პოეზიის ეპიკური ნაწარმოებია, შრი აურობინდო მასზე დაახლოვებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

შრი აურობინდო არ უარყოფდა სამყაროს, როგორც წარსულის ინდოელმა იოგებმა. ამის მაგივრად, შრი აურობინდომ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება იოგაა; შეგნებული მისწრაფებით ადამიანს შეუძლია შევიდეს უმაღლეს ცნობიერებაში - ჭეშმარიტების და შინაგანი ჰარმონიის ცნობიერებაში. შრი აურობინდომ ამ ახალ ცნობიერებას სუპრამენტალური უწოდა.

"აღსდექ, დაძლიე საკუთარი თავი
შენ ადამიანი ხარ, და ადამიანის მთელი ბუნება
მასზე მეტი უნდა გახდეს."
- შრი აურობინდო

1947 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც ინდოეთმა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ეს შრი აურობინდოს მიზანი იყო, რომლისკენაც ის მიისწრაფვოდა, მისი პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად. ინდოეთის დამოუკიდებლობა მიღწეულ იქნა მის დაბადების დღეს 15 აგვისტოს.

40 წლის მანძილზე, შრი აურობინდო დაუღალავად მუშაობდა დედამიწაზე თავის ღვთიური ცხოვრების ხილვის გამოვლენაზე. მის შემოქმედებაში და პოეზიაში, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, აისახა მისი იმედები კაცობრიობის ოქროს მომავალზე.  1950 წლის 5 დეკემბერს შრი აურობინდო მაჰასამადჰში შევიდა.

 

ავტორი: R.Pettinger

 

საიტები შრი აურობინდოზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"