"სწავლება მდუმარედ" ქართულად

გამოიცა ერთერთი ყველაზე ლაკონური და ამავედ დროს პრაქტიკული სახელმძღვანელო მედიტაციაში - შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ". ცნობილი ინგლისელი მწერლის ალან სპენსის წინასიტყვაობით.

აქ თქვენ ნახავთ, როგორც თეორიას (თუ რა არის კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა), ასევე პრაქტიკას (სუნთქვით ვარგიშებს და კონცენტრაციის დამედიტაციის ტექნიკებს და სხვა). წიგნი 3 ნაწილისაგან შედგება - "ხილვა", "თეორია" და "პრაქტიკა". წიგნი მშვენიერია იმათთვის ვინც ეხლა აკეთებს პირველ ნაბიჯებს ამ გზაზე. ასევე საინტერესო იქნება მათთის ვინც უკვე დიდი ხანია არის დაკავებული მედიტაციის პრაქტიკით, ყველასთვის ვისაც სურს საკუთარი თავის შეცნობა და სიმშვიდის, ჰარმონიის და შინაგანი თავისუფლების მოპოვება.

ამ კრებულის დასახელება - „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსულიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ, სიტყვის გარეშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება - ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი! როგორც შრი ჩინმოი ამბობს „ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

ალან სპენსი

წიგნის შინაარსი:

ხილვა, თეორია, პრაქტიკა, დასაწყისი, მედიტაციის ანბანი, გარე დამხმარე საშუალებანი, მედიტაციისთვის, მედიტაციის დრო,პოზა, სუნთქვა, მანტრა, მუსიკა, გონება და გული (ზოგიერტი სავარჯიშო), მედიტაცია მასწავლებელზე

 

  მაღაზიებიის მისამართები სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ" >>>