მედიტაცია

"მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი.
მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა."

- შრი ჩინმოი

რა არის მედიტაცია?

მედიტაცია უფრო მაღალი ძალის ან უფრო მაღალი რეალობის მოხმობაა ჩვენი არსების უფრო დაბალ ნაწილში. როგორც მაღალი, ასევე დაბალი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მაღალი რეალობები, რომლების დაშვებასაც ვცდილობთ მედიტაციის დროს, აცნობიერებენ თავის ერთობას ღმერთთან, როდესაც დაბალი ნაწილები ჩვენში ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში გასხივოსნებისთვის და დარწმუნებისთვის იმაში, რომ მასაც შეუძლია, საბოლოოდ, გახდეს ასეთივე კარგი, ასეთივე ღვთაებრივი, ასეთივე სრულყოვილი, როგორიც უმაღლესია ჩვენში, იმ პირობით, თუ ის მიიღებს სინათლეს, რომელიც გადმოდის ზემოდან. შემდეგ, როდესაც დაბალი რეალობები სათანადოდ გასხივოსნდებიან, ისინი ასევე შეძლებენ ღმერთი თავისიანად მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ უმაღლესი რეალობები.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი 5

 

* * *

მედიტაციის ღირებულება

შრი ჩინმოი: თუ გინდათ განავითაროთ თქვენი ნიჭი ან გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები ნებისმიერ დარგში, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ამისთვის აუცილებელია გარკვეულ შინაგან დისციპლინას მიჰყვეთ. თუ მომღერალი ხართ, მაგრამ გსურთ იმღეროთ უსასრულოდ უკეთესად, მაშინ გეტყვით, რომ თვენი ხმა გაცილებით უკეთესი გახდება, თუ მიისწრაფვით. არაფერია დადემიწაზე ისეთი, რისი გაუმჯობესება შეუძლებელია სულიერების და მედიტაციის მეშვეობით.

თუ გსურთ გაამარტივოთ თქვენი ცხოვრება, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ გსურთ აღასრულოთ თქვენი ცხოვრების მისია, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ მოგინდებათ სიხარულის მოპოვება და სიხარულის შეთავაზება მთელს მსოფლიოსთვის, ერთადერთი პასუხი მედიტაციაა.

თუ მედიტირებთ იმიტომ, რომ დაივიწყოთ თქვენი ტანჯვა-წვალება, ან დაივიწყოთ თქვენი სირთულეები, მაშინ თქვენ არასწორი მიზეზით მედიტირებთ. მაგრამ თუ მედიტირებთ მხოლოდ იმიტომ რომ გაახაროთ ღმერთი და აღასრულოთ ღმერთი, ისე როგორც მას სურს, მაშინ თქვენი მედიტაცია სწორია. როცა ღმერთი კმაყოფილია და აღსრულება მოიპოვა თქვენს მედიტაციაში, მაშინ ეს უკვე ღმერთის საქმეა წაიყოს თქვენი ტანჯვები და სირთულეები. მაგრამ თუ მედიტირებთ, რათა გაექცეთ სამყაროს ან გამოიწვიოთ სამყარო და წინაღუდგეთ სამყაროს, მაშინ თქვენ არასწორ რამეს აკეთებთ.

მედიტაცია არის თქვენი შეგნებული შესაძლებლობა, რომლიც თქვენ ყოველდღე და ყოველ წამს უნდა გამოიყენოთ, რათა შეხვიდეთ თქვენს უმაღლეს ღვთიურობაში, სადაც სასრული მთლიანად იკარგება უსასრულოში. სასრული არსებობა, რომელსაც ფლობთ და რომელსაც წარმოადგენთ, ადვილად შეიძლება დაიკარგოს უსასრულოში და გახდეს სრულიად ერთი უსასრულოსთან, თუ მედიტირებთ. აი რა არის მედიტაცია და რა შეუძლია მედიტაციას გააკეთოს თქვენთვის.

შრი ჩინმოის წიგნიდან "უმაღლესი სამყაროს გამოცდილებები"

 

* * *

რატომ ვმედიტირებთ?

"მედიტაცია ღვთიური საჩუქარია, მედიტაცია აუბრალოებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, მედიტაცია ჩვენ გვიბოძებს ბუნებრივ და სპონტანურ ცხოვრებას."
- შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი: რატომ ვმედოტირებთ? ჩვენ ვმედიტირებთ რადგან ამ ჩვენმა სამყარომ ვერ დაგვაკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული სიმშვიდე, რასაც განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ეს 5 წითი სიმშვიდეა 10 საათის მწუხარების, შფოთისა და იმედგაცრუების შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ნეგატიური ძალების ტყვეობაში, რომლების ყველგან ჩვენს ირგვლივ არიან, - იჭვიანობის, შიშის, ეჭვის, შფოთსა და სასოწარკვეთილების. ეს ძალები მაიმუნებივით არიან. როდესაც ისინი ჩვენი კბენით იღლებიან და ისვენებენ რამოდენიმე წუთს, ჩვენ ვიძახით, რომ სიმშვიდით ვტკბებით. მაგრამ ეს სავსებით არ არის ნამდვილი სიმშვიდე, და შემდგომ ისენი თავდასხმას ისევ განაგრძობენ.

მხოლოდ მედიტაციით ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი სიმშვიდის, ღვთაებრივი სიმშვიდის მოპოვება. თუ ჩვენ დილაობით მთელი გულით და სულით ვმედიტირებთ და განვიცდით სიმშვიდეს მხოლოდ ერთი წუთით, სიმშვიდის ეს ერთი წუთი გავრცელდება მთელ დღეზე. და როდესაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის მედიტაცია, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ უცვლელ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას. ჩვენ გვჭირდება მედიტაცია, რადგან ჩვენ გვინდა გავიზარდოთ სინათლეში და გავხსნათ საკუთარი თავი სინათლეში. თუ ამისკენ მივისწრაფვით, თუ ეს გვწყურია, მაშინ მეიტატია ერთადერთი გზაა.

თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ, მაშინ ჩვენთვის არ არის აუცილებელი მედიტაციის სფეროში შესვლა. ჩვენი მედიტაციაში შესვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შინაგანი შიმშილი გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში არის რაღაც ნათელი, რაღაც უსაზღვრო, რაღაც ღვთაებრივი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება, მხოლოდ ახლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამისთვის. ჩვენი შინაგანი შიმშილი მოდის ჩვენი სულიერი საჭიროებისაგნ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ადამიანის სრულყოფილება ღმრთის დაკმაყოფილებაში."

 

 

* * *

რა არის მედიტაციის მიზანი?

შრი ჩინმოი: მედიტაცია - ეს შეგნებული გაცნობიერებულობაა ღმერთისა. აქ ყველანი მაძიებლები ვართ. თუ ღმერთის გვწაამს, მაშინ ბუნებრივად ვგრძნობთ, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გრძნობა არ გრძელდება ოცდაოთხი საათის განმავლობაში. როცა ვმედიტირებთ, ჩვენ ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, რომ ჩვენ ღმერთისგან ვართ და ღმერთისთვის ვართ. გახდე მუდმივად და შეგნებულად გაცნობიერებული ღმერთზე - მის ჭეშმრიტებაზე, სინათლესა და ნეტარებაზე - ეს არის მედიტაციის მიზანი.

* * *

შრი ჩინმოი საუბრობს მედიტაციასა და სულიერებაზე, სიკეთესა და სინათლეზე

* * *

მედიტაცია სულიერ გულზე: ეს ვიდეო - მოკლე სავარჯიშოა მედიტაციაში. აქ ინსტრუქტორის დახმარებით ჩვენ შევეცდებით ჩავიძიროთ ჩვენი გულის სიღრმეებში. სულიერი გული სიხარულის, სიმშვიდის და ჰარმონიის წყაროა, - ეს ყველაზე საიმედო ადგილია მედიტაციისათვის.

* * *

ვსწავლობთ მედიტაციას

"ვსწავლობთ მედიტაციას"- მედიტაციის შესწავლის on-line კურსი. მედიტაციის თეორია და პრაქტიკა.

 

ბმულები:

ვიდეო მედიტაციებივიდეო მედიტაციები: მედიტაციის თეორია და პრაქტიკა ჩვენს საიტზე

შრი ჩინმოი, სამადჰი მედიტაციის მთავარი მიზნის - სამადჰის შესახებ >>>


მედიტაცია შრი ჩინმოის ჩიტებზემედიტაცია და შემოქმედება (ჩვენს საიტზე) >>>


შრი ჩინმოი, მედიტაციის ვიდეო კურსიმედიტაციის ვიდეო-კურსი, 22 გაკვეთილი (ინგ.) >>>


 

მდუმარების მომენტები: 10 ვიდეო ეპიზოდიმედი მედიტაციისათვის >>>

 

 

 

 


მედიტაციის on-line შესწავლა  თეორია და პრაქტიკა >>>

ან დაგვიკავშირდით :)))

 

<<< მთავარ გვერდზე