სულიერება და რელიგიის შეზრუდვები

როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?

შრი ჩინმოი, ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: ყოველ რელიგიას აქვს თვითგამოხატვის საკუთარი ხერხი უსასრულო ერთიანის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხერხები შეზღუდულია. რელიგია მხოლოდ და მხოლოდ სახლია და ვერავინ იტყვის, რომ მას ყველაფერი აქვს სახლში. ჩვენ შეგვიძლია მეტი ავეჯის შეძენა, მაგრამ სახლის სიდიდე იგივე დარჩება.

მაგრამ თუ ვიღებთ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი რელიგია ხდება ღვთისადმი სიყვარული. და თუ ღმერთი გვიყვარს, ყველაფერი ჩვენში ფართოვდება. ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მუდმივი გაფართოებაა მთელი ჩვენი რეალობისა.

ღვთისადმი სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. თუ არსებობს ისეთი რელიგია, რომელიც ჩვენ არ გვეტყოდა ღვთისადმი სიყვარულზე? მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რელიგია ქადაგებს: "გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ ისე, როგორც გიბრძანებ. მხოლოდ თუ დადიხარ ეკლესიაში, ტაძარში, მეჩეთში, შენი ღვთისადმი სიყვარული სრულყოფილი იქნება. სხვა დანარჩენი გზა კი მცდარია".

ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული ასეთი არაა. თუ მიყვარს ღმერთი, ის მეუბნება: "რატომ უნდა ხარობდეს მხოლოდ და მხოლოდ ვარდი ბაღში-რელიგიაში? იქ სხვა ყვავილებიც შეიძლება ხარობდნენ". ერთი ადამიანი შევა ბაღში და მას მოეწონება ვარდი, სხას კი - სხვა ყვავილი მოეწონება. იმიტომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველანაირი გზებით - იმით, რას ვამბობთ და ვაკეთებთ, ჩვენი მუდმივი თვითგაცემით ცნობიერების ყველა დონეზე. მხოლოდ ამ შერმთხვევაში ჩვენ არ შევეცდებით ვინმეს შეზღუდვას.

თქვენ მკითხეთ, როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?. "გაქცევა" არასწორი სიტყვაა. აქ გაქცევა კი არ გვჭირდება, არამედ - გასხივოსნება. რელიგიის გასხივოსნება კი შესაძლებელია, მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულით, ისე როგორც მას თავად სურს.

რელიგია ამბობს:
- თუ იღებ ჩემ გზას,
მაშინ შენ კეთილშობილი ხარ.
სულიერება ამბობს:
- არაა საჭირო ჩემ გზას მიყვებოდე.
გაყევი შენ გზას ზეშთაგონებულად
და მიაღწიე დანიშნულ მიზანს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიყვარული"

 

<<< უკან გვერდზე "სულიერება"