სულიერი პოეზია

სულიერი პოეზია, მზის ჩასვლა, უნმეშის ფოტო

სულიერი პოეზია გვთავაზობს შინაგან ხილვებს, გამოცდილებებს და შთაგონებას. სხვადასხვა გზებით და ენით ის გვახსენებს რომ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართ და ერთი წყაროსკენ მივემგზავრებით. სულიერი პოეტები არ გვთავაზობენ უბრალოდ ლამაზ სიტყვებს, არამედ თავის შინაგან გამოცდილებებს და რეალიზაციას გვთავაზობენ. მათ მაღალ გამონათქვამებს უნარი აქვს დაგვანახოს მათი პოეტური ხილვა.

ყველაზე ადრინდელი სულიერი პოეზია ვედების სახითაა წარმოდგენილი. ვედებში პოეზია და ფილოსოფია შერწყმულია.

ჩიტები-სულები, შრი ჩინმოი

"ყოველი ვედების ბრძენი პოეტიც იყო და წინასწარმეტყველიც. ჩვეულებრივი პოეტის ლექსები ხშირად წარმოსახვაზეა დაფუძნებული. მისი პოეზია წარმოსახვიდან იბადება. ვედების პოეტების პოეზია იბადება ინტუიციაში. და ეს ინტუიცია ჭეშმარიტების პირდაპირი ცოდნაა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებს, ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ჩვეულებრივი წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებები ეფუძნება რაღაც საიდუმლოებას. მაგრამ ვედების წინასწარმეტყველების შემთხვევაში ასე არ ხდება. მათი წინასწარმეტყველებები ეფუძნება მათ პირდაპირ, უშუალო, მყისვე მოსულ ჭეშმარიტების მთლიან და გაცნობიერებულ ცოდნაზე. მათ უბრალოდ შინაგანიდან გამოყავდათ ეს დინამიზმით სავსე ჭეშმარიტება იმისთვის, რომ მას ემოქმედა კოსმიურ გამოვლინებაში.

პოეტი ისაა, ვინც ხედავს ზეზღვრულ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. როდესაც ფიზიკურ, ვიტალურ, მენტალურ, დროდადრო ფსიქიურ  პლანზე შევნიშნავთ განსაკუთრებულ პოეტს, რომელიც მთელ სამყაროს სთავაზობს თავის განძს, ჩვენ მას ვაფასებთ, ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვარ. მაგრამ თუ პოეტში დავინახავთ ჭეშმარიტების მაძიებელს, ჭეშმარიტების მოყვარეს, ნამდვილ რეალობას პოეტის ხილვაში, მაშინ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევით. ჩვენ აღმოვაჩენთ განუყოფელ ერთობას პოეტთან."

- შრი ჩინმოი, "პოეზია - გზა აღტაცებისკენ."

 

შრი ჩინმოის სულიერი პოეზიიდან რამოდენიმე ლექსი

აბსოლუტი

არც გონებაა და არც ფორმა, მე მხოლოდ ვარსებობ;
ყველა აზრი და სურვილი გაქრა.
საბოლოოდ დასრულდა ბუნების ცეკვა.
ვისაც ვეძებდი, ის ვარ.

აღტაცების სამეფოს კარი გაიხსნა;
შეცნობილისა და შემცნობის მიღმა,
მე უსაზღვრო სიმშვიდით ვტკბები;
და ვუმზერ მხოლოდ ერთს.

ცხოვრების საიდუმლო გზები განვვლე,
მე მიზნად ვიქეცი.
უცვლელი ჭეშმარიტება გაიხსნა ჩემს წინ:
მე ვარ გზა და სული-უფალი.

სულმა შეიცნო ყველა სიმაღლე,
ვდუმვარ მნათობის გულში.
მე არ მეხება არც დრო და არც საქმენი;
დასრულდა ჩემი კოსმიური თამაში.

- შრი ჩინმოი, "ჩემი ფლეიტა" (ინგ.)
ლექსი "Absolute" ინგლისურად

(ლექსში "აბსოლუტი" შრი ჩინმოი ყვება ნირვანის და სამდჰის გამოცდილებებზე, რომლებსაც გადის ყველა მაძიებელი საკუთარი თავის შეცნობის გზაზე.)

* * *

უკვდავება

მთელი სხეულით მის უსაზღვრო წყალობას ვგრძნობ;
ჩემს გულში ცხოვრების ჭეშმარიტება ბრწყინავს
უფლის იდუმალ სიმაღლეებს აღწევს სული;
და არც დარდი, და არც ტკივილი, და არც სიკვდილი არის ჩემს წინაშე.

მოკვდავი დღენი და ღამენი ვერ შეარყევენ ჩემს სიმშვიდეს.
ზეგარდმო სინათლემ გააძლიერა ჩემი სული.
ყველა დარდი, მწუხარება განიდევნა ჩემგან,
და სინათლის თვალნი წვდებიან მიზანს.

სამყაროში მყოფი, მის წუხილის მიღმა ვარ.
უზენაესი თავისუფლების ოკეანაში ვცხოვრობ.
ჩემი გონება ერთის აზრების შუაგულია.
და ვარსკვლავთ მოჭედილი ცა ეხვევა ჩემი სულის სიმშვიდეს.

ჩემი მარადიული დღენი სწრაფმავალ დროშია;
მის აღტაცების ფლეიტაზე ვუკრავ.
შეუძლებელი აღარ ჩანს შეუძლებლად,
დაბადების ჯაჭვებში ბრწყინავს უკვდავება.

- შრი ჩინმოი, "ჩემი ფლეიტა" (ინგ)
ლექსი "Immortality" ინგლისურად

* * *

ოქროს ფლეიტა

ო, სიმშვიდის, სიხარულის და სინათლის ზღვაო,
ვიცი, ვერ ვაღწევ შენში.
ბნელი ღამის ქარიშხალი
ბობოქრობს და ღელავს ჩემში.

ხმამაღლა ვტირი, მაგრამ ამაოდ;
უმწეო ვარ, ო, ულმობელო მიწავ.
ჩემს ტკივილს ვინ გაიზიარბს?
სიკვდილის ნესტარს ვპოულობ მხოლოდ.

მე ტივი ვარ დროის ზღვაში,
ნიჩბები წყალმა წაიღო.
ღვთის მარადი სინათლის ქვეყანაში
რა იმედით მივარწევ? (რით მივაღწიო?)

მაგრამ ჩუ! ოქროს ფლეიტის ხმა მესმის,
ამ ხანგებს მწვერვალნი ჩამოაქვს დაბლა.
გადავრჩი, ო აბსოლუტო!
შორს სიკვდილო, შორს ღამის ბნელო სახევ!

- შრი ჩინმოი, "ჩემი ფლეიტა" (ინგ.)
ლექსი "The Golden Flute" ინგლისურად

* * *

გამოცხადება

კოსმოსის სივრცის შიგნით და გარეთ მე ვარ;
სიხარულის ნაკადში ყველაფერს ვქმნი და (ვანგრევ) ვშთანთქავ ისევ.
უშობელი უკვდავი სული - მოძრავი და ამავე დროს უძრავი,
მარად მზადაა და ელის ჩემს მოწოდებას.

მე, სიხარულისა და სევდის შემოქმედი
ჩემს თავს ჩემს თამასში მოვძებნი,
ჩემს ხატებას ვმალავ ოქროს ფერებში
და ვუმზერ პითონს-დღეს და ღამეს-გველს.

ცნობიერების აღტაცებას ყოველ სუნთქვაში ვგრძნობ,
მნათობის თვით-შეყვარებული ძე ვარ.
ვამსხვრევ და ვაშენებ ჩემს მოჩვენებით ნაჭუჭს.
და უდარდელად სამყაროს ნათელი სეირით ვტკბები.

- შრი ჩინმოი, "ჩემი ფლეიტა"(ინგ)
ლექსი "Apocalypse" ინგლისურად

* * *

გაღმა ზურმუხტის ხილვა

მე აღარ ვარ
მშრალი, უნაყოფო, ინტელექტუალური კამათის
უაზრო მომხრე.
მე შევიძენ მხოლოდ
გაღმა ზურმუხტის დაქარგულ ხილვებს,
ჩემი გული ხატება დაიჭერს
ჩემი უზენაესი მესაჭის
ჰიმალაურ ღიმილებს.
ჩემი მკვდარი გონების დატირების ჟამს,
ჩემი აღმდგარი გულის გამოცოცხლების ჟამს
ჩემი ყოვლის-მომცველი
ცხოვრების ფესტივალია.

- შრი ჩინმოი, "სიცოცხლის ცეკვა"
ლექსი "Visions Of The Emerald-Beyond" ინგლისურად

 

ცნობილი რუსი პოეტი ნიკოლაი მარტონი კითხულობს შრი ჩინმოის ლექსებს

 

ბმულები: