სწორად თუ ვმედიტირებ?

მაძიებლები ხშირად სვავენ კითხვასნ, როგორ გაიგონ სწორად  მედიტირებენ ისინი, თუ  უბრალოდ საკუთარ თავს ატყუებენ, ან გონებრივი ჰალუცინაციები აქვთ. ეს ძალიან ადვილად შესამოწმებელია. თუ თქვენ სწორად მედიტირებთ, თქვენ გაგიჩნდებათ სპონტანური შინაგანი სიხარული. არავის მოუტანია თქვენთვის კარგი ამბები, არავის არაფერი უჩუქებია თქვენთვის, არავის შეუქებიხართ, არავის გამოუთქვამს აღფრთოვანება თქვენით, არავის არაფერი გაუკეთებია თქვენთვის, მაგრამ თქვენ გაგიჩნდებათ შინაგანი აღტაცების გრძნობა. თუ ესეთი რამ  გემართებათ, იცოდეთ, რომ თქვენ სწორედ მედიტირებთ. მაგრამ თუ თქვენ გონებრივ დაძაბულობას ან შფოთვას განიცდით, მაშინ გეცოდინებათ, რომ ასეთი მედიტაციის ხერხი თქვენთვის არ გამოდგება.

თუ თქვენ გონებრივი ჰალუცინაცია გაქვთ, თქვენ იგრძნობთ, რომ სიმშვიდე - შინაგანშია, გარეგანში კი - შფოთია. თქვენ მიისწრაფვით სიმშვიდისაკენ, სინათლისაკენ და ნეტარებისაკენ, მაგრამ გარეგანში გრძნობთ ვულკანისებურ აღზნებას. თუ თქვენ ნამდვილი მედიტაცია, ამაღლებული მედიტაცია გაქვთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სიმშვიდეს შიგნით და გარეთ. თუ ეს ზეშთაგონებული მედიტაციაა, თქვენ საკუთარ მარადიულ ყოფიერებას იგრძნობთ; თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენ მარადისობიდან ხართ და მარადისობისათვის ხართ. ამას თქვენ ვერ მიიღებთ გონებრივი ჰალუცინაციისაგან.

არის სხვა ხერი, რომელსაც შეიძლება გაეცნოთ. თუ თქვენ ნამდვილად შეხვალთ უმაღლეს პლანზე, თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი სხეული ძალიან მსუბუქი ხდება. იმის და მიუხედავად რომ ფრთები არა გაქვთ, თქვენ თითქოს გრძნობთ, რომ ფრენა შეგიძლიათ. ფაქტიურად, როდესაც თქვენ მიაღწევთ ძალიან მაღალ სამყაროს, თქვენ მართლაც დაინახავთ ფრინველს თქვენს შიგნით, რომელსაც ადვილად შეუძლია ფრენა, როგორც ნამდვილ ჩიტს.

თუ ეს წარმოსახვაა, თქვენ რამოდენიმე წუთით გაგიჩნდებათ სასიამოვნო გრძნობა; შემდეგ თქვენში შემოაღწევენ ბნელი ან უიმედო აზრები. თქვენ იტყვით: "მე ასე გულმოდგინედ ვმეცადინეობდი, მაგრამ ვერ ჩავაბარე გამოცდა ისე, როგორც საჭირო იყო, ან "მე ისე ბეჯითად ვმუშაობდი დღეს ოფისში, მაგრამ ვერ დავიმსახურე უფოსის მოწონება." ეს ნეგატიური ძალები თქვენთან იმედგაცრუების ფორმით მოვლენ. ან გაგიჩნდებათ ეჭვი და თვვენ შეიძლება თქვათ: "როგორ შეიძლება ასე კარგად ვმედიტირებდე, თუ გუშინ  ამდენი ცუდი რამ ჩავიდინე? როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ჩემით კმაყოფილი? როგორ შეიძლება მქონდეს ასეთი მაღალი მედიტაცია?" მაგრამ თუ ეს მართლა მაღალი მედიტაციაა, თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი თქვენი არსება, როგორც ღვთაებრივი ფრინველი, მიფრინავს მაღლა, უფრო მაღლა და უფრო მაღლა. სანამ თქვენ ამას გრძნობთ, არ გექნებათ არც სევდიანი აზრები, არც უიმედო აზრები, არც ეჭვები. თქვენ იფრენთ ნეტარების ზეცაში, სადაც ყველაფერი სიხარული, სიმშვიდე და ნეტარებაა.

 თუ თქვენ სწორედ მედიტირებთ, თქვენ იგრძნობთ სპონტანურ შინაგან სიხარულს და სიმშვიდეს შიგნით და გარეთ. მაგრამ თუ თქვენ გონებრივ დაძაბულობას განიცდით ან შფოთვას, მაშინ ასეთი მედიტაცია თქვენ არ გიხდებათ. კარგი მედიტაციისას თქვენ გაგიჩნდებათ კეთილი აზრები სამყაროს მიმართ. თქვენ შეხედავთ სამყაროს სიყვარულით სავსე თვალებით, მისი უამრავი არასრულყოფილების მიუხედავად. ასევე, თუ თქვენ მედიტაციის დამთავრებისთანავე  გაგიჩნდათ  დინამიზმის გრძნობა, თუ თქვენ გრძნობთ, რომ მოხვედით ამ სამყაროში, იმისთვის რომ რამე გააკეთოთ, და რამე გამოვიდეს თქვენგან - იქცეთ თვით ღვთის ხატებად და გახდეთ მისი ერთგული ინსტრუმენტი, - ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ კარგი მედიტაცია გქონდათ.

შრი ჩინმოი, ინდური სიტარინუ განიცდით იმას, თავიდან კარგად თუ ვერ მედიტირებთ. გარე სამყაროშიც კი, ღმერთმა იცის, რამდენი წლის პრაქტიკა არის საჭირო, რომ სრულყოფილებას მიაღწიოთ რამეში. თუ ვირტუოზ პიანისტს გაახსენდება, როგორი იყო ის, როდესაც სწავლობდა დაკვრას, მას გაეცინება. სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლამ მუსიკალურ ოსტატობას მიაღწევინა. შეიძლება, თავიდანვე თქვენც გაგიჭირდებათ მედიტირება, მაგრამ თანდათან თქვენი შესაძლებლობები განვითარდება. მეორეს მხრივ, სარგებელს მედიტაციიდან თქვენ პირველივე დღიდან იგრძნობთ. ზღვის წვეთსაც კი მლაშე გემო აქვს. ანალოგიურად, თუ მედიტაციის დროს ვიგემებთ ზღვის სიმშვიდის წვეთს, ჩვენ, უსათუოდ, ვიგრძნობთ სიმშვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.

 

 შრი ჩინმოის წიგნიდან "მედიტაცია: ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში"

 

<<< წინა"დამატებითი სავარჯიშოები"

შემდეგი "როგორ მივაღწიოთ უფრო ღრმა მედიტაციებს?" >>>