გარემო

რა გარდაქმნის მსოფლიოს?

არც რეზოლუცია,
არც რევოლუცია -
მსოფლიოს გარდაქმნის
სულიერი ევოლუცია.

- შრი ჩინმოი

მედიტაცია მშვიდობაზე

1. სუნთქვითი პრაქტიკა
დახუჭეთ თვალები და რომოდენიმეჯერ ღრმად შეისუნთქეთ. დასხედით გამართულად და რაც შეიძლება მოხერხებულად. იგრძენით, რომ ამოსუნთქვაზე თქვენგან მიდის ყველა აზრი, ყვალა ყოველდრიური საზრუნავი. ყველა თქვენი აზრი თქვენ სუნთქვასთან ერთად მიდის, თითქოს ზღვის მიქცევას მიაქ. როგორც კი რაიმე აზრი ჩნდება - მიეცით მას საშუალება მშვიდად, ბუნებრივად წავიდეს, ნუ აჩერებთ მას.

შესუნთქვის დროს ეცადეთ კონცენტრაციის გამახვილება. შეიგრძენით, რომ სუნთქვა თქვენში შემოდის არა ცხვირიდან ან პირიდან, არამედ პირდაპირ გულში. შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რომ გულს პატარა ფანჯრები აქვს, რომლებიც იხსნება შესუნთქვისას და თქვენი სუნთქვა პირდაპირ გულში შედის.

შესუნთქვისას შეიგრძენით, რომ თქვენში აღწევს მშვიდობა, უსასრულო მშვიდობა. როდესაც თქვენი სუნთქვა გულში შედის, წარმოიგინეთ, რომ თქვენში აღწევს მშვიდობა თქვენს სუნთქვასთან ერთად. ყოველ სუნთქვასთან შეგიძლიათ გონებაში იმეოროთ: „მშვიდობა, მშვიდობა,...“. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსუბუქი თეთრი ღრუბელი, თქვენს გულში მოლივლივე. ამოსუნთქვისას კი, ეს მშვიდობის თეთრი ღრუბელი ფართოვდება და ვრცელდება მთელს თქვენს არსებაზე.
შეეცადეთ იგრძნოთ ის, რომ შესუნთქვისას თქვენ მშვიდობა შემოგაქვთ პირდაპირ გულში, ამოსუნთქვისას კი თავისუფლდებით დაძაბულობისგან და საზრუნავებისგან, ყველა აზრისგან, რომლებიც წამლავენ თქვენს ყოველდღიურ არსებობას. მშვიდობა ავსებს თქვენს გულს ყოველ შესუნთქვასთან ერთად, ყოველი დაძაბულობა კი თქვენგამ მიდის ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად.

2. მშვიდობის ვიზუალური წარმოდგენა
შეეცადეთ წარმოიდგინოთ პლანეტა დედამიწა ასეთნაირად, როგორსაც მას კოსმოსიდან კოსმონავტები ხედავენ: მშვენიერ მომწვანო-მოცისფრო ბურთად, რომელიც ღრუბლების თხელი ფენებითაა დაფარული. წარმოიდგინეთ თქვენს თვალწინ დედამიწა ასეთნაირად: ის მშვენიერი დიდი ბურთივითაა.

რამოდენიმე წუთის განმავლობაში იგრძენით, რომ დედამიწა გიახლოვდებათ; ის გიახლოვდებათ , მაგრამ არ იზრდება; ის მშვიდად აღწევს თქვენს გულში. თქვენი გული დიდდება იმდენად, რომ ახლა ის მთელს დედამიწას იტევს. ახლა კი ყოველ შესუნთქვაზე იგძენით, რომ სუნთქვა პირდაპირ თქვენი გულიდან გამოდის, რომ თქვენ შეისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მშვიდობას, რომელიც ფარავს მთელს დედამიწას, თეთრი ღრუბლების ფენისავით.

ყოველ ამოსუნთქვაზე შეიგრძენით, რომ თქვენი სუნთქვა პირდაპირ გულიდან მოდის და თქვენგან მიაქვს ყველაფერი ცუდი, ყველაფერი, რასაც უთანხმოება მოაქვს და ომებს იწვევს: აგრესიულობა, რისხვა, ძალაუფლების და ფლობის ლტოლვა, და ასევე ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა, რომელიც ხალხს ყოფს. ყველა ბნელი აზრი, ყველა მძიმე გრძნობა თქვენი გულიდან მიდის, პლანეტიდან მიდის და ყოველ ამოსუნთქვაზე შორდება, შავი მტვერის უმცირესი ნაწილაკებივით შორდება.
იგრძენით, რომ თქვენს მედიტაციას განსაკუთრებული გარეგანი ძალა აქვს, და რომ ის კიდევ ერთი ნაბიჯია იმისაკენ, რომ დედამიწაზე დაისადგუროს მშვიდობა.

- შრი ჩინმოი

კითხვა-პასუხები

კითხვა: რა თვალსაზრისი გაქვთ გარემოს დაბინძურებაზე?

შრი ჩინმოი: ძალიან სამწუხაროა, ბუნებას რომ ანადგურებენ, გარემოს ანგრევენ. ბუნება ხომ სილამაზეს და ზეშთაგონებულობას ინარჩუნებს ჩვენში. როდესაც დაინგრევა ბუნება, როდესაც ბუნებრივ სილამაზეს შეცვლიან ხელოვნური საგნები, დაინგრევა ყველა ის კარგი თვისება, რაც ჩვენ, ადამიანებს გაგვაჩნია.

საუბედუროდ, ადამიანებს მოსწონთ ხელოვნური, ეფექტური. ბევრს არ მოსწონს ბუნებრივი. მაგრამ ბუნებრივს აქვს თავისი სილამაზე, სიწმინდე და ღვთაებრიობა. მე ძალიან გულს მტკენს, რომ გარემოს აბინძურებენ და ანადგურებენ. მე ვგრძნობ, რომ უნდა ვილოცოთ ბუნების შენარჩუნებისთვის. ბუნება ბუნებრივი უნდა დარჩეს. ბუნების სილაზე ყოველთვის ისეთად უნდა რჩებოდეს, როგორიც არის, ჩვენ კი შეგვეძლებოდა ყველაზე სუფთა სიხარულის, სიყვარულის და ერთობის შეძენა მისგან.

* * *

კითხვა: გადაიტანს თუ არა კაცობრიობა იმ ეკოლოგიურ კატასტროფებს, რაც ემუქრება? როგორ შეიძლება ვასწავლოთ ჩვენ ტექნოკრატიულ საზოგადოებას პატივი სცეს საკუთარ სახლს, დედამიწას?

შრი ჩინმოი: კაცობრიობა ნამდვილად გადაიტანს ყველაფერს, რადგანაც ღმერთი თავისი სრულყოფილების გამოვლენას დედამიწაზე წაგების უფლებას არ მისცემს. მაგრამ ძალიან რთულია სხვების დარწმუნება, რომ პატივი უნდა ვცეთ და შევინარჩუნოთ დედამიწა. თუ შევეცდებით ვაიძულოთ ვინმე, ჩვენ არაფერი გამოგვივა. არავის უნდა რაიმეს სწავლა გარე ძალის ზემოქმედების ქვეშ. ყველამ უნდა ისწავლოს შიდა დარწმუნებით და გარე მაგალითებზე.

შინაგანი დარწმუნება კი უნდა ემყარებოდეს ჩვენს ლოცვებსა და მედიტაციებზე. ის, ვინც აცნობიერებს უფრო მაღალ იდეალებს, უნდა ილოცოს ღმერთზე და მედიტირებდეს ღმერთზე, რათა გაასხივოსნოს იმათი გონება, ვისაც სურს სამყაროს განადგურება და გარდაქმნას იმათი გონება, სრულყოფილებისაკენ მისწრაფებულ გონებად. ასევე ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ ღმერთზე და ვმედიტირებდეთ ღმერთზე, რათა შევქმნათ და განვავითაროთ ადამიანთა ცხოვრებაში ჭეშმარიტი საყოველთაო მისწრაფება ერთიანობისაკენ.

ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ არის ცუდი. მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ეს ტექნიკა გამოიყება კაცობრიობის ღვთაებრივი დაკმაყოფილებისთვის თუ ადამიანების ერთმანეთის თვითგანადგურებისათვის. ჩვენი პლანეტა დედამიწა, რომელიც ღმერთმა აირჩია თავისი სრული გამოვლენისათვის, აივსება სინათლის და აღტაცებით, როდესაც ჩვენ ყველანი ვიცხოვრებთ სუფთა გულის ბაღში და არა ჩვენი უსუფთაო გონების ჯუნგლებში.

ამ თვალსაზრისით, თითოეული მაძიებელი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პატარა პლანეტის დაცვაში. ყოვლის გონების და სამშვინველის ინდივიდუალურად გასხივოსნება წინ უძღვის კოლექტიური ცნობიერების გამოღვიძებას. ყველასი პირადი დამოკიდებულების შეცვლა - საწინდარი იქნება სახელმწიფო და საზოგადო პოლიტიკის შეცვლისა, ამის შედეგად მივიღებთ უფრო მეტ პატივისცემას და სიყვარულს ჩვენი პლანეტის დედამიწის მიმართ.

* * *

კითხვა: ღმერთი თავად სიყვარული და თანაგრძნობაა. თუ მისცემს ნებას კაცობრიობას, მისი ქედმაღლურობით და სიხარბით, გაანადგუროს მსოფლიო?

შრი ჩინმოი: რადგანაც ის თავად სიყვარულია და თავად სიკეთეა, ღმერთი არასოდეს არ მისცემს ნებას კაცობრიობას გაანადგუროს ეს მშვენიერი ღვთაებრივი სამყარო. ის დაუსრულებლად გვეუბნება, რომ ჩვენ დავამყაროთ მისი სამყარო როგორს საკუთარი და ვემსახუროთ მას ამ სამყაროში, სისუფთავისა და ღვთაებრიობის ზრდით ჩვენს ცხოვრებაში. ყვალა ვხედავთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს. ღმერთმა წარმატებით შთააგონა ადამიანთა გონება და გული უფრო ჰარმონიული მსოპლიოს სწრაფვისკენ. ის ავსებს დედამიწის ცნობიერებას უფრო მეტი ერთიანობის სინათლით, რათა გადალახულ იქნას ნაციონალური საზღვრები და სხვა სახის დაყოფა. მაგალითად, გასულ წელს მთელს მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობასა და ჰარმონიისაკენ, განსაკუთრებით სსრკში და აღმოსავლეთ ევროპაში. ადრე ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რომ ეს ცვლილებები შეიძლება მომხდარიყო და ეს დაბრკოლებები მოსპობილიყო. ზოგიერთი ადამიანი უწოდებს ამ დრამატულ და მოულოდნელ მოვლენებს ღვთიურ სასწაულებს, კაცობრიობაში და კაცობრიობის მეშვეობით ჩადენილს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შემოქმედი ყოველთვის უფრო ძლევამოსილია ვიდრე მისი ქმნილება. შემქმნელს ადვილად შეუძლია ზეგავლენა უარყოფით და დესტრუქციულ ძალებზე მსოფლიოში ან მათი შეცვლა. ჩვენი საყვარელ უზენაესს შეეძლო გაეჩერებინა მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფა, მაგალითისთვის, ზეგავლენა მოეხდინა პილოტის გონებაზე, რომელსაც სურდა ბომბის ჩამოგდება, სიცოცხლის განადგურებისათვის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენ შემქმნელს და იმის იმედი გვქონდეს, რომ ის ნამდვილად ყველაფერს საჭიროს გააკეთეს თავისი ქმნილებისათვის.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სამყაროს განადგურება: არასოდეს არის შესაძლებელი!" 1994 წ.

* * *

კითხვა: გურუ, თუ იქნება მსოფლიოს დასასრული?

შრი ჩინმოი: მსოფლიო ძალიან დიდია. სამყარო ძალიან დიდია. არაფერს შეუძლია მისი სრული დანგრევა. ადამიანური ცნობიერების დანგრევა ატომური ბომბითაც კი შეუძლებელია.

 


ჰარმონიაძველ დროს, და ახლაც აღმოსავლეთში სანამ სახლს ააშენებდნენ თუ სხვა სახის რაიმე შენობას,  უყურებენ ადგილის ენერგეტიკას; თუ არის ის ადგილი დადებითი ენერგიების მატარებელი და როგორია დედამიწის სტიქიების თანაარსებობა. სახლის ფორმა, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფორმა, ირგვლივ მყოფი შენობები, ბუნება - ეს ყველაფერი მთლიანობაში მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობასა თუ ფსიქიკაზე. თანამედროვე  დასავლეთის არქიტექტორების უმრავლესობა საერთოდ არ ითვალისწინებს დედამიწის  ენერგეტიკას. თუ სახლის აშენების დროს და ადგილის არჩევის დროს "ჰარმონიების" ბევრი პრინციპი ირღვავა - ირღვევა ბალანსი ადამიანსა და ბუნებას შორის, მაშინ ადამიანი ვერ გრძნობს თავს კარგად, რადგანაც ის კარგავს ენერგიას და სუსტდება. თუ ეს დიდხანს გრძელდება, ადამიანს სერიოზილი პრობლემები უჩნდება როგორ ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაშიც.

ჩვენი გარემო დღითიდღე უფრო ბინძურდება და არა მხოლოდ ფიზიკური დაბინძურებით - ნაგვით, არაბედ ენერგო-ინფორმაციული, რაც უფრო სერიოზულია. ენერგო-ინფორმაციულ დანაგვიანებასთან ბრძოლა ბევრად რთულია. გარემოს ესეთი დაბინძურება იწვევს ადამიანის სწრაფ დაღლას, უმიზეზო თავის ტკივილებს , სტრესებს და ა.შ. მაგალითისთვის სადაც მაღალ ვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზებია იქ იზრდება კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, ან სადაც რადიო და მობილური კავშირის ანძებია განლაგებული,... - ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია.

"ვასტუ" (ინდოეთი) და "ფენ-შუი" (ჩინეთი) - ეს ორი ძველი მეცნიერება მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გავაჟანსაღოთ ჩვენი გარემო, გავაწონასწოროთ ენერგიები და ბუნების სტიქიები; და ჰარმონიულად მოვაწყოთ ჩვენი სახლი თუ ოფისი.

რამოდენიმე შვეიცარიელმა მეცნიერმა შექმნა გარემოს ენერგო-ინფორმაციული დაბინძურებისგან გასუფთავების ტექნოლოგია, რომელსაც "ოჯასი" ("OJAS") უწოდეს. ეს მოწყობილობები ასუფთავებენ ენერგიებს დახურულ სივრცეებში, სტრუქტურიზაციას უკეთებენ წყალს, იცავენ ადამიანს და ანეიტრალებენ გეო-პათოგენურ ზონებს. ეს დღესდრეობით უნიკალირი ტექნოლოგიაა და ამის ანალოგები, ფაქტიურად არ არსებობს. >>>


"Ojas-Harmony"-ის მოწყობილობებს წარმოების ინგლისურ-ენოვანი საიტი, პროდუქციის გარდა ნახავთ უამრავ საინტერესო მასალას, დედამიწის ენერგიებზე, წყლის სტრუქტურიზაციაზე, რა არის  სასიკეთო და საზიანო ჩვენთვის... >>>

შვეცარიული ფირმის "ოჯასის" ფილიალი რუსეთში "Ождас-Гармония" აწარმოებს წყლის სტუქტურიზაციის მოწყობილობებს და  იცავენ ადამიანის გოე-პათოგენური ზეგავლენისგან. >>>

 

 


შვეიცარიული საწარმოს "Soyana"-ას ეკოლოგიურად სუფთა ახალი თაობის პროდუქტების საიტი >>>

 

 


 "ვასტუ" და "ფენ-შიუ" >>>

რა არის "ვასტუ"? (რუს.) >>>

ლიტერატურა "ვასუზე" რუსულ ენაზე >>>

წიგნები "ფენ-შუიზე" (რუს.) >>>

 


 ჩვენი კეთილღეობა 5 ფაქტორზეა დამოკოდრბული:

 

1. შინაგან ცხოვრებაზე: თვით შეცნობა, შინაგანი გამოცდილება წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების საფუველს და როგორც შედეგი ჩვენში ვითარდება ღვთაებრივი სიყვარული ადამიანთა მიმართ და უანგარო ზრუნვა ღვთის ქმნილებაზე.

2. ფიზიკური ვარჯიშები (მზეზე და სუფთა ჰაერზე)

3. კარგი ენერგეტიკა დაძინების , საცხოვრებელ  და სამუშაო ადგილზე.

4. სუფთა და ჯანსაღი კვება და სუფთა წყალი

5. ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში, სოციუმის ჯგუფში და გარე სამყაროს მიმართ.


დედამიწაზე არის რამოდენე ადგილი სადაც სრული ჰარმონიაა, ასენია:

1. ბუდისტური ტაძარი ტაილანდში 2. ბუდისტური ტაძარი კამბოჯაში 3. და ოთახი, რომელშიც "ოჯას"- დამუშავება ჩატარდა.

აქ ნათლად იგრძნობა უფრო ჰარმონიული ვიბრაციები და უფრო ჯანსაღი ატმოსფერო. 


საინტერესო ვიდეო სიუჟეტები:

ამ ფილმში ნაჩვენებია კონდიციონრების, მიკრო-ღუმელების, მობულურების და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზემოქმედება ადამიანზე.


  

საკულტო რეჟისორის ლუკ ბესონისა და მსოფლიოში ცნობილი ველური ბუნების ფოტოგრაფის იან არტიუს-ბერტრანის ერთობლივი ნამუშევარი - 2009 წლის დოკუმენტური ფილმი "სახლი" (ინგ. "HOME"). ფილმში ნაჩვენებია დედამიწის ულამაზესი ხედები და ნაჩვენებია თუ რა ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება ეწვიოს დეამიწას. მეცნიერების აზრით ჩვენ დაგვრჩა სულ რაღაც 10 წელი.... იმისთვის რომ გავერტიანდეტ და რამე შევცვალოტ ჩვენში და ჩვენს ირგვლივ.

ნახეთ ინგლისურ ენაზე YouTube-ზე >>>

ნახეთ რუსულ ენაზე YouTube-ზე >>>

 

"წყლის უდიდესი საიდუმლო" - დოკუმენტური ფილმი წყალზე


<<< მთავარ გვერდზე