ცხოვრების ჯანსაღი წესი

შრი ჩინმოი, 3,2 ტონის აწევა

 კარგი ფიზიკური ფორმა
ეხმარება სხეულს, ვიტალს, გონებას და გულს
იყოს ბენიერი.

- შრი ჩინმოი

 

კითხვა: რისთვისაა საჭირო ფიზიკური სხეული?

შრი ჩინმოი: იმისთვის რომ განვითარდეს, სულს, რომელიც წარმოადგენს ღვთის შეგნებულ, ღვთიურ ნაწილს, სჭირდება იცხოვროს ფიზიკურ სხეულში. ტაძარში საკურთხეველია. ამის მსგავსად სხეული ტაძარია, ტაძრის შიგნით კი საკურთხეველი - სულია. სხეული ადამიანის გარეგანი დაცვაა და მასთან ერთად მისი ინსტრუმენტია ფიზიკური გამოვლენისათვის. სხეულის გარეშე სული უმწეოა. სანამ სული საწყის ჭეშმარიტებას არ გამოავლენს ფიზიკურ სამყაროში, ჩვენ მას მთელ სამყაროს ვერ შევთავაზებთ. სხეულის მიზანი სულის რეალობის გამოვლენაა. იმისთვის რომ გამოავლინოს შინაგანი ჭეშმერიტება, ღვთიური ჭეშმარიტება, სულს სხეული ესაჭიროება, სხეულს კი, იმისათვის რომ შეიცნოს უმაღლესი ჭეშმარიტება, ჭირდება სული.

როდესაც სული შთააგონებს ადამიანს რამის გაკეთებას, ის ასევე აძლევს მას საჭირო უნარს. სამწუხაროდ, მისწრაფების არ მქონე სხეული, ვიტალი და გონება არ უჭერებენ სულის კარნახს. სხეული, ვიტალი და გონება თავად გასცემენ ბრძანებებს, მაგრამ ეს ბრძანებები არ წარმოადგენენ სულის შინაგან ბრძანებებს. ხშირ შემთხვევაში სხეულის სურვილები პირდაპირ ეწინააღმდეგება სულის ღვთიური მოთხოვნილებებს, რადგან მატერიალური სხეული - თვით არაცნობიერია.

როდესაც ადამიანი იწყებს მისწრაფებას შეგნებულად, თანდათან მიისწრაფვის მთელი მისი არსება. მიისწრაფვის მისი სული მიისწრაფვის მისი გული, მიისწრაფვის მისი გონება, მიისწრაფვის მისი ვიტალი და, ბოლოს და ბოლოს, მიისწრაფვის მისი სხეული. როდესაც ფიზიკური მისწრაფების მქონე ადამიანში ერთი ხდება სულის შთაგონებასთან და მისწრაფებასთან, ღვთის სინათლე მას სათანადო ჭურჭლად მიიჩნევს.

 


კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმა?

შრი ჩინმოი: სულის მისწრაფების წყალობით ჩვენ უმაღლეს ჭეშმარიტებას ვაღწევთ, ასევე შინაგანი თავდადებისა და მინდობის წყალობით. უზენაესის შეცნობის შემდეგ, საჭიროა აღვასრულოთ უზენაესი მისი დედამიწაზე გამოვლენით. მაგრამ დედამიწაზე უზენაესის, უმაღლესეს, გამოსავლენად აბსოლუტურად აუცილებელია ფიზიკურად ჯამრთელი იყო. თუ გინდათ გახსნათ და გამაოვლინოთ ის, მაშინ სხეული ღვთის ინსტრუმენტად უნდა იქცეს. თუ ფიზიკური არაჯანსაღია, გამოვლენა შეუძლებელია, ან შესაძლებელია ძალიან შეძღუდულად. ამიტომააც საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სპორტს და ფიზიკურ ვარჯიშებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მუდმივად სუსტები და ავადმყოფურები იქნებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა ყველაზე სწრაფი მორბენალი იყო ან საუკეთესო ათლეტი. მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია კარგ ფორმაში შევინახოთ სხეული, რადგან ამას შინაგანი განვითარება მოითხოვს.

სხეულს ჭირდება სათანადო მომზადება, რათა მან შეძლოს სულის გზავნილის მიღება. თუ სხეული ძლიერია და ჯანმრთელია, მას შეუძლია შეუფერხებლად მიიღოს სული გზავნილები, ადამიანს კი შეუძლია ღვთის სრულყოფილი ინსტრუმენტი გახდეს. ამ შემთხვევაში სულის მისწრაფება და სხეულის მისწრაფება ერთად მიდიან.

ამიტომაც, გთხოვთ, რეგულარულად ივარჯისეთ ფიზიკურად. ერთხელ თქვენი ძლიერი სხეული საჭირო გახდება უზენაესის გამოვლენისათვის. რაც უფრო მაღლა, რაც უფრო ღრმად მიდიხართ, მით უფრო ხშირად დაგჭირდებათ თქვენი შინაგანი ღვთაებრიობის გახსნა და გამოვლენა. ასეთი გამოვლენისათვის ფიზიკურ ჯანმრთელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სხეული - ადამიანის ციხე-სიმაგრე"

მსოფლიოს ცნობილი ვეგეტარიანელები

ვრცლად >>>

კვება და სულიერება

საკვების ზეგავლენა ჩვენზე;
როგორ დაიწყოთ;
პროდუქტების შეთავსებლობა;
სიმართლე ჩვენს პროდუქტებზე...
>>>

სპორტი და აქტიური დასვენება:

ენთუზიაზმი და ჯანმრთელობა;
კარგი ფიზიკური ფორმა და სულიერება;
სპორტი და მედიტაცია...
საინტერესო ვიდეო და ლიტერატურა >>>

 

ზევით >>>
<<< მთავარ გვერდზე