მუსიკა მედიტაციისთვის

მუსიკა მედიტაციისთვისმუსიკის წყარო - აბსოლუტური მდუმარებაა, და ეს მდუმარება მაძიებლის სამედიტაციო პრაქტიკის მიზანია. სამედიტაციო მუსიკა თითქოს რითმული, დამამშვიდებელი ტალღა აბრუნებს მაძიებელს მდუმარება-დასაბამში. მანტრები, ჩვენი გულის სიღრმეებიდან გამღერებულები, იმავე ზეგავლენას ახდენენ. მანტრებს სრულიად გამოვყავართ გონების საზღვრებიდან. ისინი გვავსებენ ჩვენ სიმშვიდით, ჰარმონიით, ძალით და გვიხმობენ დასაბამისკენ - უზენაესისკენ.

 

აი რამოდენიმე საუკეთესო სამედიტაციო მუსიკის ალბომი. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მათი გადმოწერა და თქვენს სამედიტაციო პრაქტიკაში გამოყენება. გისურვებთ წინსვლას და წარმატებას.

შრი ჩინმოი, მედიტაცია მუსიკაშიმედიტაცია მუსიკაში

CD ჩაწერილია Martin Van Buren უმაღლეს სკოლაში, ნიუ-იორკში, 9 მარტს1982 წელს. კონცერტის მოსმენისას თითო ნოტშიც კი იგრძნობა უმაღლესი ძალა და გამბედაობა შრი ჩინმოის ესრაჟის შესრულებაში. ეს სიძლიერე დაიბადა შრი ჩინმოის სულიერი მდგომარეობიდან, ის იმყოფებოდა ფსუქიური ძალების მწვერვალზე. მოუსმინეთ  >>>

შრი ჩინმოი, ტყის სიმწვანეტყის სიმწვანე

 შრი ჩინმოი გვიზიარებს ძალიან ექსპანსიურ და მშვიდ ფლეიტურ მუსიკას. ეს CD მთლიანად შესრულებულია დასავლურ ფლეიტაზე. შრი ჩინმოი უკრავდა ბევრ ფლეიტაზე: ინდურზე, ალტზე, ოკარინაზე, ბას ფლეიტაზე და ბევრ სხვაზე.

ვისაც გიყვართ მედიტირება, ეს მუსიკა დამატებით დაგეხმარებათ სამედიტაციო ატმოსფეროს შექმნაში.
ჩვენ მადლიერები ვართ, ასეთი სულიერი საჩუქრისათვის.
მოუსმინეთ >>>

სიცოცხლე-მდინარე

შრი ჩინმოის უთვალავი მუსიკალური განძიდან, ფლეიტური მუსიკის ჩანაწერები ალბათ ყველაზე მეტად  გადმოსცემენ უნივერსალურ მოწოდებას.

"ღმერთის მუსიკა გვეუბნება, რომ მუსიკა უნივერსალური სულის რეალიზაციაა.
ადამიანის მუსიკა გვეუბნება, რომ მუსიკა ინდივიდუალური სულის მისწრაფებაა."
-შრი ჩინმოი.

ამ ჩანაწერში შრი ჩინმოი გვთავაზობს 29 მელოდიას. ესენი სუყველა მისი საავტორო კომპოზიციები, იმ 20.000 რომელმაც მან შექმნ. მოისმინეთ >>>

შრი ჩინმოი, არსებობა-ცნობიერება-ნეტარება.არსებობა - ცნობიერება - ნეტარება

შრი ჩინმოი მღერის და უკრავს ბამბუკის ფლეიტაზე, დასავლურ ფლეიტაზე, ესრაჟზე და ფისგარმონიაზე.

არსებობა მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს
რა დიდებულია ღმერთი.
ცნობიერება მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს
რა კეთილია ღმერთი.
ნეტარება მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს,
რომ ღვთის დიდება და სიკეთე
არა მხოლოდ ჩემთვისაა
არამედ მთელი მისი სამყაროსათვისაა.

-შრი ჩინმოი.

მოუსმინეთ >>>

ფლეიტური მუსიკის შესრულების პირველი ჩანაწერი

ეს შრი ჩინმოის ფლეიტის მუსიკის განსაკუთრებული კრებულია 70-იან წლებში შესრულებული. რამოდენიმე მელოდია შექმნილია შრი ჩინმოის მიერ, დანარჩენი კი სპონტანური იმპროვიზაციებია. იმპროვიზაციები მონიშნულია როგორც "Spontaneous".

შრი ჩინმოის ფლეიტურ მუსიკას აქვს ძალიან განსაკუთრებული და სიღრმისეული სიამე, ეს შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ, ამას სიტყვები ვერ გამოვხატავთ. ამ მუსიკას განსაკუთრებული შინაგანი ენერგიაა აქვს, ის შედის შენს გულში და აჟღერებს შინაგან ვედრებას, მისწრაფებას.
ამ მუსიკის მოსმენა გაჩუქებთ სიხარულის და აღტაცების საათებს.  მოუსმინეთ >>>

ნიაღვარი მდუმარების ზღვიდან

ეს ნამდვილად საინტერესო კონცეფციაა: ნიაღვარი მდუმარების ოკეანიდან. ჩვენს ადამიანურ გონებას არ ესმის მდუმარება:

"ჩევნი ადამიანური გონება ამბობს:  'მდუმარება სიცარიელეა. ის სრული სიცარიელე და არყოფნაა.' მაგრამ ჩვენი მისწრაფების მქონე გული იცის, რომ მდუმარება ჩვენი მარადისობის სიმაღლის და უსასრულობის სინათლის სისავსეა." - შრი ჩინმოი.

ეს პიანოს იმპროვიზაციები ბადებენ ადამიანში შინაგანი თავისუფლების, გაფართოების, გალაქტიკებს შორის მაღალ სიჩქარეზე კოსმიური მოგზაურობის და ასევე შინაგანი ძალის, რომელის დედამიწის ბრძოლის ველზე გვჭირდება, განცდას. მოსმენა >>>

მაესტრო შრი ჩინმოი უკრავს ესრაჟზე

ესრაჟ შრი ჩინმოის ერთერთი უსაყვარლესი ინსტრუმენტი იყო.

მუსიკის მეშვეობით შრი ჩინმოი უზიარებდა სამყაროს შინაგანი სიმშვიდის, სინათლის და აღტაცების მომენტებს. მისი კონცერტები ყოველთვის უფასო იყო, რათა ყველა, ვისაც მუსიკის და მედიტაციის ინტერესი ჰქონდა, დასწრებოდა მათ.

შრი ჩინმოის მუსიკა დასაბამს იღებს მის ლოცვის და მედიტაციის ცხოვრებაში. მოსმენა >>>

ცეცხლის ტალღები

შრი ჩინმოის ერთერთი ყველაზე ადრინდელი (70-ს დასაწყისი) მუსიკალური ქმნილებაა, 1964 წელს აშშ-ში ჩასვლის შემდეგ. შრი ჩინმოი კლასიკური ინდური უპანიშადებიდან მანტრების თარგმანს ინგლისურად კითხულობს, შემდეგ კი მღერის მანტრებს სანსკრიტზე, ფიზგარმონიის აკომპანიმენტით, რომელზეც თვითონ უკრავს. მისი ხმა ძლიერად ჟღერს და ღრმად წვდება ადამიანის სულში, ჩუქნის მას ნათელ და ამარლებულ განცდებს. მოსმენა >>>

ოცნების ნავი

შრი ჩინმოის იშვიათი ჩანაწერი, 1970-ნი წლების დასაწყისში გაკეთებული. შრი ჩინმოი ინგლისურად კითხულობს მანტრებს ინდიელების წმინდა წიგნიდან "ბჰაგავატ-გიტიდან" და შემდეგ სანსკრიტზე ასრულებს. მოსმენა >>>

 შრი ჩინმოის სამედიტაციო მუისიკის on-line რადიოს საიტი >>>

 
შრი ჩინმოის სიმღერები (ტექსტები და ნოტები) >>>


მუსიკა რელაქსაციისათვის და იოგის პრაქტიკისათვის

აქ მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნების შრი ჩინმოის ცენტრებიდან გვთავაზობენ სულიერი მუსიკის არანჟირებებს. ზოგი დინამიურობით და ენერგიულობით გამოირჩევა, ზოგს კი მშვიდი და წყნარი განწყობის მომტანია. მაგრამ ყველას ახასიათებს დახვეწილი და ამაღლებული ჟღერადობა.

აგნიკანას ჯგუფიAgnikana's group (ჩეხეთი) >>>
Adesh and Ajita Widmer (შვეიცარია) >>>

Ananda (ინგლისი) >>>   და    ანანდა radiosrichinmoy.org-ზე >>>

 Arthada & Friends (ავსტრია) >>>
Japaka Orchestra (ჩეხეთი და სლოვაკეთი) >>>
Mountain Silence (შვეიცარია) >>>
Oneness-Joy (ავსტრია) >>>
Hiya Basha (გერმანია) >>>
Ganga (გერმანია) >>>
Shindhu (ინგლისი) >>>
Temple-Song-Hearts (ინგლისი) >>>
Pavaka (კანადა) >>>
დუეტი "Silence and Sound"-ს მუსიკალუირ საიტი (უკრაინა) >>>


  ახალგაზრდა ცნობილი საესტრადო ვარსკვლავი ასრულებს შრი ჩინმოის სიმღერებს

K. Nominjin (მონღოლეთი) >>>

 


 

ჯგუფი "აქვარიუმი"ჯგუფი  "აქვარიუმი" -ს საიტი >>>

ინდური მუსიკის შესანიშნავი კოლექცია ჯგუფი "აქვარიუმის" საიტზე აქ >>>

 

 

 


ინდური მუსიკა, როგორც ძველი (მანტრები სანსკრიტზე, ტამილურ ენაზე..., რაგები), ასევე თანამედროვე მუსიკა RAAGA.com-ზე >>>


 

აუდიო ბიბლიოთეკა Сайта Лотоса -ზე >>>


სულიერ მუსიკაზე ვრცლად ჩვენს საიტზე >>>