ახალი გინესის რეკორდი: მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი

ახალი გინესის რეკორდი: მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი

აშრიტა ფურმანმა, 58 წლის ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიის მფლობელმა ნიუ-იორკში, და 20 ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა, მათ შორის ინჟინერმა და  სურნელების ექსპერტმა ნიკჰილ დივეკარმა (Nikhil Divekar) (გოა) ინდოეთიდან, შექმნეს მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი (საკმეველი) და სურნელოვანი ჩხირის დამჭერი 13 დღეში. აშრიტა ფურმანმა და მისმა გუნდმა დაასრულეს და დაანთეს ჩხირი 27 აგვისტოს ნიუ-იორკში, ქვინსში. ფურმანი ასე ხსნის თავის რეკორდს: "ჩვენ ავირჩიეთ სურნელოვანი ჩხირი იმისთვის, რომ გამოგვეხატა მადლიერება ჩვენი მედიტაციის მასწავლებლის შრი ჩინმოის მიმართ, რომელსაც 82 წელი შეუსრულდებოდა 27 აგვისტოს. ის გვიჩვენებდა სიმშვიდის და მოდუნების მოპოვების გზას ალიაქოთით და სტრესით სავსე ცხოვრებაში." სურნელოვანი ჩხირის სიგრძე შეადგენდა 9,45 მეტრს, ხოლო წრეწირის სიგრძე - 76 სანტიმეტრს, სურნელი კი - ნაგ ჩამპა (Nag Champa) იყო. აშრიტას და მის ჯგუფს ინგრედიენტები ფენა-ფენა უნდა დაედოთ რამოდენიმე დღის განმავლობაში, რათა ფენები გამშრალიყო. აშრიტა ფურმანი გინესის 163 რეკორდის მფლობელია, მათ შორის  ოფიციალური რეკორდის, როგორიცაა: "ყველაზე ბევრი ინდივიდუალური რეკორდების მქონე ადამიანი". უდიდესი სურნელოვანი ჩხირი 150,000 ნორმალური ჩხირის ექვივალენტია.

აშრიტა ამყარებს მსოფლიო რეკორდებს 1979 წლიდან. მას სულ 472 რეკორდი აქვს დამყარებლი დედამიწის შვიდივე კონტინენტზე.
თინეიჯერობის ასაკში ის მოიხიბლა შრი ჩინმოის თვითდაძლევის ფილოსოფიით. ინდოეთში დაბადებული შრი ჩინმოი ასევე უამრავი რეკორდის მფლობელია, ასეთის როგორიცაა: 1,301 ლექსის დაწერა 24 საათში, 21,000 სიმღერის დაწერა ცხოვრების განმავლბაში.

აშრიტა თავის წარმატებას რეკორდების დამყარებაში მედიტაციას უკავშირებს, რომლის პრაქტიკას ყოველდღიურად ეწევა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

"შენი ყოველდღიური შესაძლებლობების მიღმა გასვლა ასეთი ასრულების მომნიჭებელი გრძნობაა! იმ დღეს, როდესაც ვამყარებ რეკორდს, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ მთელი დღე. - ის ამბობს - მე ვცდილობ ვაჩვენო სხვა ადამიანებს, რომ ჩვენი ადამიანური  უნარები შეუზღუდავია, თუ საკუთარი თავის რწმენა გვექნება."

 

 აშრიტაზე ვრცლად: www.ashrita.com