მსოფლიო ბედნიერების დღე

პირველად ისტორიაში 20 მარტს 2013 წელს გაერო ზეიმობს მსოფლიო ბედნიერების დღეს. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული სამეფო ბუტანის წინადადებით გაეროს 193  ქვეყნების-წევრების მიერ. ბუტანის მაცხოვრებლები ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ითვლებიან მსოფლიოში. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა მთელ მსოფლიოში.

მსოფლიო ბედნიერების დღე

კეტი ოირთერი (მარჯვნივ) შრი ჩინმოის წიგნის პრეზენტაციაზე გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში

ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში სურთ ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით იცხოვრონ, შიშსა და სიღარიბის გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში.

მსოფლიო ბედნიერების დღე

შრი ჩინმოის წიგნის პრეზენტაცია გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში

"იტარ ტასს"-მა განაცხადა, რომ ბედნიერების დღესთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება გახდა გაეროს შტაბ-ბინაში ცნობილი ინდოელი სულიერი მასწავლებლის შრი ჩინმოის წიგნის "ბედნიერების მარგალიტები"-ს პრეზენტაცია. შრი ჩინმოი გაეროს უწოდებდა "მსოფლიო ერთობის მამოძრავებელს". ნაწყვეტებს ამ წიგნიდან კითხულობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა: ნობელის პრემიის ლაურეატო არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ, რუსული მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი, ამერიკელი ჯაზის ვარსკვლავი რობერტა ფლეკი, მსახიობი ჯუდით ლაითი და სხვა ცნობილი ადამიანები.

მსოფლიო ბედნიერების დღე

ფილიპ გლასი, მსოფლიო ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი

პირველი თავისი ცენტრი (Sri Chinmoy Center) შრი ჩინმოიმ დააარსა  1966 წელს პუერტო-რიკოში. შრი ჩინმოის ცენტრი აწყობს ჰუმანიტარულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. 1970-ანი წლების ბოლოს შრი ჩინმოიმ დააარსა "მარათონული გუნდი", ის ყოველწლიურად აწყობს გარბენებს სხვადასხვა ქვეყნებში და დედამიწის ირგვლივ. დისტანციები სხვადასხვაა 1 მილიდან (1,6 კმ.) 5000 კილომეტრამდე. ამ გარბენების მთავარი პრინციპი თვითდაძლევაა, რომელმაც უნდა დაეხმაროს ადამიანს გახსნას მისი საკუთარი შინაგანი პოტენციალი.

ელჩი ჩოუდჰური

ელჩი ჩოუდჰური წიგნის გახსნის ცერემონიაზე

აშრიტა ფურმანი

აშრიტა ფურმანი, გინესის წიგნის რეკორდსმენი, კითხულობს წიგნიდან ერთერთ თავს.

მსოფლიო ბედნიერების დღე
შრი ჩინმოი ბევრი მიმდევარი ყავს, მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანია. ინდოელი გურუსგან მედიტაციის გაკვეთილებს იღებდნენ ასეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა: ცნობილი მუსიკოსი და პროდუსერი მაიკლ უირდენი, ოლიმპიური ჩემპიონი კარლ ლუისი, რუსი მსოფლიო ჩემპიონი ტატიანა ლებედევა, მუსიკოსი ბირის გრებენშიკოვი და ბევრი სხვა.
დესმონდ ტუტუ და შრი ჩინმოი

არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ და შრი ჩინმოი

შრი ჩინმოის შემოქმედება და ცხოვრების წესი შთააგონებს ხალხს მთელ მსოფლიოში. ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შრი ჩინმოის ცენტრის" განყოფილებები მსოფლიოს 60 ქვეყანაში არსებობენ, მათ შორის საქართველოშიც.

 

ბმულები:

ბედნიერების მარგალიტები

 

ნახეთ ვიდეო (რუსული თარგმანით)