მაღაზია

აქ თქვენ ნახავთ ლინკებს და მისამართებს სადაც შეიძლება სულიერი ლიტერატურის, მუსიკის და სხვა საინტერესო საშუალებების შეძენა სულიერი პრაქტიკისათვის.


შრი ჩინმოის წიგნი "მისწრაფების ევერესტი". 100 სულიერი ესე მედიტაციისთვის.

ეს შთამაგონებელი საუბრები იმ ადამიანის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია, საუკეთესო და საიმედო ორიენტირია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის ზევით, უმაღლესისკენ, წინ, უშორესისკენ, შიგნით, უღრმესისკენ. პოეზიის სილამაზით, პროზის სიცხადით და წმინდა წერილის სიღრმით - ეს საუბრები მიმართულია არა გონებისკენ, არამედ მაძიებლის გულისა და სულისკენ. ეს სპონტანური საუბრები საუკეთესოდ განასახიერებენ ამ სამივე ლიტერატურულ ფორმას, ისინი განკუთვნილნი არიან იმისთვის, რომ წაიკითხო, გადაიკითხო, შეისწავლო, დაიზეპირო და ხშირად იმეორო, რადგან მათი უკვდავი ყვავილები-გზავნილები არასოდეს ჭკნება, მარად იზრდება, იფურჩქნება, ბრწყინდება, ყვავილობს მიზანსწრაფული მკითხველის შინაგან გაცნობიერებულობასთან ერთად, რომელიც უფრო ღრმა და ფართო ხდება.

შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ" (მედიტაციის სახელმძღვანელო)

"წიგნი მოიცავს შრი ჩინმოის საუკეთესო ნაწარმოებების ამონარიდებს. აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს მისი მიდგომა მანტრულ მეთოდთან. თავისი გამომხატველობით ეს ნაწყვეტები შეიძლება შევადაროთ წმინდა წერილებს და არ ტოვებს მკითხველში არავითარ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ისინი დაწერილი იყო (უფრო სწორად „წარმოთქმული“ ისე, როგორც ისინი მეტწილად გვხვდება შრი ჩინმოის ზეპირი გამონათქვამების ჩანაწერებში) პოეტისა და მედიტაციის ოსტატის მიერ; მათ მოაქვთ უტყუარობის ბეჭედი და გიწვევენ მდუმარებაში, სიტყვათა სამყაროს მიღმა." - ალან სპენსი (ინგლისელი მწერალი)

 ამ წიგნების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიებში:

ბიბლუსი პარნასი ლიგამუსი, ილიას უნივერსიტეტი
"წიგნები ლატერნა +",
რუსთაველის გამზირი 16
 "ბიბლუსის" წიგნების ქსელის მაღაზიებში. წიგნის მაღაზია "პარნასი",
ჭავჭავაძის გამზირი 22
წიგნის მაღაზია "ლიგამუსი",
ჭავჭავაძის გამზ. 32
ლატერნა + წიგნების მაღაზია, პეტერბურგის ქუჩა, პლეხანოვი სანტა ესპერანსა
"წიგნები ლატერნა +",
სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა",
ც.დადიანის 7, მე-3 სართული
იგნების მაღაზია,
პეტერბურგის ქ.2 (მეტრო მარჯანიშვილთან)
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა"
სანქტ პეტერბურგის 12
"წიგნის სახლი",
პეკინის ქუჩა 31