ჰათხა იოგა

გორაქშანათხი ჰათხა იოგის დამაარსებლად ითვლება იოგი გორაქშანათხი. ხშირად ნათხების ჰათჰა იოგას, რომელსაც ასევე კაია-სადხანას უწოდებენ (სხეულის სადხანას), სხვა ტრადიციებთან ურევენ, ვედების რიშების ტრადიციასთან ან პატანჯალის ტრადიციასთან. სინამდვილეში კი მისი დამაარსებელი გურუ გორაქშანათხი იყო.

დასავლეთში ჰათხა იოგა ყველაზე ნაცნობია ჩვენთვის: "ჰა" - სანსკრიტულად მზეს ნიშნავს, და "თჰა" - მთვარეს. ამიტომაც "ჰათჰა" მიმართულია იმაზე, რომ მთელი ჩვენი არსება გაამთლიანოს და გააერთიანოს.

ჰათხა იოგა იწყება ფიზიკური  პოზებით - ასანებით, ფიზიკური სხეულის და ნერვული სისტემის გაძლიერებისათვის. ხერხემლის გაძლიერებით ყველა შინაგანი ორგანო და ფუნქცია გააქტიურდება. როდესაც "ასანებს" დავეუფლებით (ამისთვის შეიძლება დაგვჭირდეს ყოველდღიური პრაქტიკა თვეების და წლების მანძილზე), ჩვენ ვიწყებთ "პრანაიამის" პრაქტიკას.

პრანაიამა არის პრანის, ანუ სუნთქვის მართვის პრაქტიკა. სუნთქვა ზემოქმედებს გონებაზე,  გონება კი ზეგავლენას ახდენს სუნთქვაზე. როდესაც ჩვენ ვნერვიულობთ სუნთქვა ხანმოკლეა, როცა ჩვენ მშვიდად და მოდუნებულად ვართ, ჩვენი სუნთქვა ღრმა და თავისუფალია. ამის გაცნობიერების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გონება გავხადოდ მშვიდი და წყნარი, სუნთქვის შენელებით. ეს არის პრანაიამას არსი, - გონების კონტტროლია. შესუნთქვა - ამოსუნთქვის პროცესი უფრო ხანგრძლივი, ნელი და მშვიდი ხდება ფილტვების ჰაერით გაცნობიერებული მაქსიმალურად ავსებით. მუცლის, დიაფრაგმის და ნეკნების კუნთების მეშვეობით მიიღწევა ფილტვების ჰაერის მაქსიმალურად ავსება. როდესაც პრანაიამა ათვისებულია (ეს უნდა მოხდეს ნამდვილი სულიერი მასწავლებლის ხელმძღვანელობით) მოწაფე აცნობიერებს საოცარ, უზარმაზარ ცოდნას და ძალებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის ჩარჩოებს სცილდება. მოწაფე შეიცნობს სამყაროს ინდივიდუალური სამყაროს - სხეულის - შეცნობით.

 

ჰათხა იოგა და მედიტაცია

შრი ჩინმოი: თუ თქვენ აკეთებთ ჰა-თხა იოგის ვარჯიშებს, უკეთესია გააკეთოთ ისინი მედიტაციის წინ. ჰა-თხა იოგის ვარჯიშების შემდეგ, დაისვენეთ დაწოლილი დაახლოვებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში და მერე იმედიტირეთ. მაგრამ თუ აკეტებთ ჰა-თხა იოგის ვარჯიშებს, ნუ გააკეთებთ ხუთ ან ექვს ვარჯიშზე მეტს.იმათთვის ვინც ყოველდღიურად მედიტირებს, არ ჭირდებათ ნახევარ საათზე მეტი ჰა-თხა იოგისათვის. ყოველდღიურად თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ძირითადი ვარჯიშები და რამოდენიმე სხვა, მაგრამ ნახევარ საათზე მეტს ნუ ივარჯიშებთ. თუ თქვენ აკეთებთ ჰა-თხა იოგის ვარჯიშებს დღეში საათნახევრის განმავლობაში და მერე მოინდომებთ მედიტირებას, მედიტაციაში შესვლა თქვენთვის უკიდურესად რთული იქნება.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სხეული: ადამიანის ციხესიმაგრე" (ინგ.) >>>

 

თუ არის საჭირო ჰათხა იოგა კონცენტრაციისთვის, მედიტაციისტვის და ჭვრეტისთვის?

თუ თქვენი მიზანია უბრალოდ კარგი ფორმის შენარჩუნება, მაშინ ჰათხა იოგა აუცილებლად დაგეხმარებათ. მაგრამ თუ შინაგან ცხოვრებაში განათლების დაასრულება გსურთ, მაშინ თქვენ უნდა შეხვიდეთ კონცენტრაციის, მედიტაციისა და ჭვრეტის სკოლაში. ჰათხა იოგა საბავშვო ბაღივითაა, თქვენი მიზანი კი მაგისტრის ხარისხის მიღებაა. ბევრი წარჩინებული სტუდენტი არ დადიოდა საბავშვო ბაღში. ისინი "გადაახტნენ" მას და პირდაპირ დაწყებით სკოლაში წავიდნენ, შემდეგ კი საშუალო სკოლაში და უნივერსიტეტში.

ინდოეთში ასობით და ათასობით ჭეშმარიტი მისწრაფებულია, რომლებიც არასოდეს აკეთებდნენ რაიმე ფიზიკურ ვარჯიშებს. მე გამიმართლა და აშრამში ვცხოვრობდი, სადაც მე სხეულის განვითარებისათვის ვარჯიშებს ვაკეთებდი, ამ აშრამშიც კი სულიერი მასწავლებელი არასოდეს ურჩევდა მისწრაფებულებს ასანების კეთებას სულიერი განვითარების მიზნით. ინდოეთის ბევრ სულიერ თემში ასანებს არასოდეს ასრულებენ. მაძიებლიბი პირდაპირ მისწრაფებით და მედიტაციით იწყებენ.

თუ ვინმე გრძნობს, რომ ჰათხა იოგაში დახვეწით და გაწაფვით შეძლებს ღვთის რეალიზაციას, ან სწაფად წინ წაიწევს შეცნობის გზაზე, მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომაა. ბევრი ადმიანია დედამიწაზე, რომლებიც ასრულებენ ფიზიკურ ვარჯიშებს და ინარჩუნებენ მშვენიერ ფიზიკურ ფორმას. არის ბევრი ძლიერი და ჯანმრთელი მოჭიდავე, აკრობატი და სპორტცმენი, მაგრამ ამ ინკარნაციაში მათ წილად არ ერგებათ ღვთის რეალიზაცია. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ მათ არ აინტერესებთ სულიერება.

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ არსებობს პირდაპირი კავშირი ფიზიკირ ძალასა, თუ შესაძლებლობებს შორის და სულიერ ძალას შორის. ინდოეთის სოფლებში ასობით პატარა ბიჭებს ნახავთ, რომლებიც უკეთესად გაჩვენებენ ჰათხა იოგის ვარჯიშებს, ვიდრე აქაური სვამები. მათ ბუნებამ ასწავლა, მათ დედამ-ინდოეთმა ასწავლა. მაგრამ ამ სოფლის ბიჭებისთვის ღვთის რეალიზაცია კიდევ დიდხანს შორეულ პერსპექტივად დარჩება.

უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში რა გვსურს. ჰათხა იოგას შეუძლია შემოგვთავაზოს რაღაც ძალიან შეზღუდული, და ის, რასაც მედიტაცია გვთავაზობს აბსოლუტურად უკიდეგანოა. თუ ამბობთ: "მოდი, მე ჯერ შეზღუდულს მივაღწევ, მერე კი შევიზრდები უკიდეგანოში" - მაშინ ეს კარგია. მეორეს მხრივ, თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა და მისწრაფება პირდაპირ შეხვიდეთ უსაზრვრო ოკეანე, მაშინ ღმერთი არ გთხოვთ თქვენ აუზში ცურვას. მაგრამ თუ არ გაქვთ უნარი პირდაპირ ოკეანეში ჩახტეთ, ღმერთი იტყვის: "წადი და საცურაო აუზში იცურავე და ცოტა ხანი დატკბი."

ამიტომ თუ გსურთ ასანების კეთება დღეში ხუთი-ათი წუთის განმავლობაში, რათა სხეული კარგ ფორმაში შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ ამის გაკეტება. მაგრამ თუ თქვენ აპირებთ ჰათჰა იოგის კეთებას 2 საათის განმავლობაში მედიტაციის წინ, ეს დროის ტყუილი ხარჯვა იქნება. 

 შრი ჩინმოი, წიგნიდან "სხეული - ადამიანის ციხესიმაგრე"

 

ბმულები:

რა არის პრანა?

პოზა მედიტაციისათვის

სუნთქვა მედიტაციის დროს

სუნთქვითი ვარჯიში წინწაწეულთათვის

თუ არის საჭირო ყველა საფეხურების გავლა საკუთარი თავის შეცნობისათვის

 


ბ.კ.ს. აიენგარის "იოგა - დიპიკა" ("იოგის ახსნა")  და "პრანაიამა-დიპიკა" ერთერთი საუკეთესო წიგნებია ჰათჰა იოგაზე.

"Light on Yoga" by BKS Iyengar


<<< გვერდზე "იოგა"