სუნთქვა

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

დამატებითი სავარჯიშოები

აქ შეგიძლია გაეცნოთ ზოგიერთ დამატებით პრაქტიკას:

მედიტაცია ზღვისპირას

 სანამ ამ სავარჯიშოების შესრულებას შეუდგებით, გაეცანით და აითვისეთ მარცხენა მენიუში "ვსწავლობთ მედიტაციას" მოყვანილი თემები და პრაქტიკები, რათა თქვენი პრაქტიკა უფრო ეფექტური გახადოთ.

<<< წინა "გონება და გული"    შემდეგი "სწორად თუ ვმედიტირებ">>>

სუნთქვითი ვარჯიშები

შესუნთქვა მიმართული გულის ცენტრში.

გთხოვთ, შეისუნთქეთ, რამოდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა და იგრძენით, რომ თქვენ სუნთქვას იკავებთ, რომელიც სასიცოცხლო ენერგიაა, თქვენს გულის ცენტრში. ეს დაგეხმარებათ მედიტაციის შინაგანი უნარის განვითარებაში.

სუნთქვა თვლაზე ერთი-ოთხი-ორი

როდესაც შეისუნთქავთ, ერთხელ გაიმეორეთ ღვთის სახელი, ქრისტეს სახელი, ან იმის, ვისაც თაყვანს სცემთ. ან თუ თქვენმა მასწავლებელმა გადმოგცათ თქვენ მანტრა, შეგიძლიათ იმეოროთ ის. ეს შესუნთქვა არ უნდა იყოს ხანგრძლივი ან ღრმა. შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა და გაიმეორეთ იგივე სახელი ოთხჯერ. და როდესაც ამოისუნთქავთ, ორჯერ გაიმეორეთ სახელი ან მანტრა, რომელიც ამოირჩიეთ. თქვენ შეისუმთქავთ ერთ თვლაზე, სუნთქვას იკავებთ ოთხ თვლაზე, და ამოისუნთქავთ ორ თვლაზე გულში წმინდა სიტყვის გამეორებით. თუ უბრალოდ იმეორებთ თვლას ერთი-ოთხი-ორი, თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ ვიბრაციებს ან შინაგან განცდას. მაგრამ როდესაც ღვთის სახელს იმეორებთ, დაუყოვნებლივ ღვთის ღვთიური თვისებები შემოდიან თქვენში. შემდეგ, როდესაც სუნთქვას იკავებთ, ეს ღვთიური თვისებები, ცირკულირებს თქვენში, აღწევს მთელს თქვენს სიბნელეში, არასრულყოფილებაში, შეზღუდულობაში და უსუფთაობაში. და როდესაც ამოისუნთქავთ, იგივე ღვთიურს თვისებებს მიაქვთ თვენი არაღვთიური, უარყოფითი და დამანგრეველი თვისებები.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ერთი-ოთხი-ორ თვლაზე. როდესაც გარკვეულ გამოცდილებას შეიძენთ ამ სუნთქვით სავარჯოშოში, თქვენ შეძლებთ მის შესრულებას ოთხი-თექვსმეტი-რვა თვლაზე: შესუნთქვა ოთხ თვლაზე, სუნთქვის შეკავება თექვსმეტ თვლაზე და ამოსუნთქვა რვა თვლაზე. მაგამ ამაზე გადასვლა ძალიან ნელა უნდა მოხდეს. ზოგიერთი ამ სავარჯიშოს ასრულებს რვა-ოცდათორმეტი-თექვსმეტ თვლაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან გაწაფულთათვისაა.

ცვლადი სუნთქვა

სხვა ტექნიკა, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, - ეს ცვლადი სუნთქვაა. ამისთვის გადაკეტეთ მარჯვენა ნესტო დიდი თიითით და მარცხენა ნესტოთი ხანგრძლივად შეისუნთქეთ. შესუნთქვისას ერთხელ გაიმეორეთ ღვთის სახელი. შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა ოთხ თვლაზე, და ღვთის სახელი ოთხჯერ გაიმეორეთ. და ბოლოს, გაანთავისუფლეთ მარჯვენა ნესტო, გადაკეტეთ არათითით მარცხენა ნესტო და ამოისუნთქეთ ორ თვლაზე, ანუ ღვთის სახელის ორჯერ გამეორებაზე. შემდეგ შეასრულეთ ეს სავარჯიშო პირიქით, დაიწყეთ მარცხენა ნესტოს გადაკეტვით. ამ ტექნიკის დროს, როდესაც შეისუნთქავთ, არ არის აუცილებელი ეს ჩუმად ხდებოდეს. მაშინაც კი, თუ თქვენ ხმაურს წარმომნით, საშიში არაფერია. რა თქმა უნდა, ამ სავარჯიშოების გაკეთება არ უნდა ხდებოდეს სხვა ადამიანების წინაშე ან იქ, სადაც სხვები ცდილობენ მდუმარებაში იმედიტირონ.

სუნთქვას თვლაზე ერთი-ოთხი-ორი არ უნდა აკეთებდეთ ოთხ ან ხუთ წუთზე მეტხანს, ცვლადი სუნთქვა კი არ უნდა გააკეთოთ რომოდენიმე ჯერზე მეტი. თუ თქვენ ამას გააკეთებთ ოცჯერ ან ორმოცჯერ ან ორმოცდაათჯერ, მაშინ ხერხემლის ფუძიდან სითბო ამოსვლას და თავში შესვლას დაიწყებს, რომელიც დაძაბულობასა და თავის ტკივილს წარმოქმნის. ეს ზედმეტ ჭამას ჰგავს. ჭამა კარგია, მაგრამ თუ გაუმაძღრად ჭამთ, ეს კუჭის მოშლას გამოიწვევს. ეს შენაგანი სიმხურვალე იგივენაირად მოქმედებს. თუ ისუნთქებთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე, მაშინ დამშვიდებული გონების მაგივრად, სუნთქვა თქვენ მოგიტანთ ამპარტავან, მოუსვენარ და დამანგრეველ გონებას. მოგვიანებით, როდესაც განავითარებთ საკუთარ შინაგან უნარს, თქვენ შეძლებთ ამ სუნთქვის შესრულებას ათი ან თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მედიტაცია: ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში"

 

 

<<< უკან დაბრუნება

სუნთქვა მედიტაციის დროს

პრანაიამა, იოგა, სუნთქვამედიტაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. სუნთქვის დროს შეეცადეთ შეისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად - ისე, რომ უწვრილესი ძაფიც კი, ვინმეს რომ მოეთავსებინა თქვენს ცხვირწინ არ შეირხეს. ამოსუნთქვა უნდა იყოს უფრო ნელი, ვიდრე შესუნთქვა. თუ შესაძლებელია გააკეთეთ მოკლე პაუზა ამოსუნთქვის დასრულებასა და შესუნთქვის დაწყებას შორის. მაგრამ თუ გიძნელდებათ, ნუ იზამთ ამას. ნურასოდეს გააკეთებთ იმას, რამაც შეიძლება ავნოს თქვენს ორგანოებს ან სასუნთქ სისტემას.

პირველი რაზეც უნდა ფიქრობდეთ სუნთქვითი ვარჯიშების დროს - ეს არის სისუფთავე. თუ შესუნთქვისას თქვენ შეძლებთ იგრძნოთ, რომ სუნთქვა მოდის პირდაპირ ღმერთისგან, თვით სისუფთავისგან, მაშინ თქვენი სუნთქვა იოლად შეიძლება იქნას გასუფთავებული.

შემდეგ ეცადეთ ყოველი შესუნთქვისას გრძნობდეთ, რომ თქვენ შემოგაქვთ თქვენს სხეულში სიმშვიდე, უსასრულო სიმშვიდე. სიმშვიდის საწინააღმდეგოა შფოთი. ამოსუნთქვისას ეცადეთ გრძნობდეთ, რომ თქვენ თავისუფლდებით შფოთისგან, რომელიც თქვენშია და აგრეთვე იმ შფოთისგან, რომელიც თქვენ ირგვლივაა. თუ თქვენ ასეთნაირად ისუნთქებთ, აღმოაჩენთ, რომ მღელვარება გტოვებთ. რამოდენიმეჯერ ამის ჩატარების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ მსოფლიოს ძალას, და როცა აკეთებთ ამოსუნთქვას იგრძენით ის, რომ თქვენი სხეულიდან მთელი შიში გამოდის. რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ სიხარულს, უსასრულო სიხარულს და ამოისუნთქავთ სევდას, ტანჯვას და ნაღველს.

შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი რამ, შეიგრძენით, რომ შეისუნთქავთ არა ჰაერს, არამედ კოსმიურ ენერგიას. შეიგრძენით, რომ ყოველი ჩასუნთქვით უზარმაზარი კოსმიური ენერგია ჩაედინება თქვენში და თქვენ აპირებთ მის გამოყენებას სხეულის, ვიტალის, გონებისა და გულის გასუფთავებისათვის. შეიგრძენით, რომ თქვენს სხეულში არ დარჩა არცერთი ადგილი, რომელიც კოსმიური ენერგიის ნაკადმა არ დატბორა. ის მდინარესავით მიედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელ თქვენს არსებას. შემდეგ, ამოსუნთქვისას იგრძენით, რომ ამოისუნთქავთ მთელ ნაგავს თქვენში დაგროვებულს - ყველა თქვენ არაღვთიურ აზრს, ბნელ იდეებს, უსუფთაო ქცევებს. იგრძენით, რომ თქვენ ამოისუნთქავთ ორგანიზმიდან ყველაფერს რასაც არაღვთიურს უწოდებთ, რასაც არ გინდათ რომ თქვენად თვლიდეთ. ეს არ არის ტრადიციული იოგური პრანაიამა, რომელიც უფრო რთული და სისტემატურია, მაგრამ ეს ყველაზე ეფექტური სუნთქვის სულიერი მეთოდია.

ასეთი სუნთქვის მეთოდის გამოყენებით თქვენ მალე დაინახავთ შედეგს. დასაწყისში თქვენ წარმოსახვის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ რამოდენიმე ხანში დაინახავთ და შეიგრძნობთ, რომ ეს წარმოსახვა კი არა, რეალობაა. შეგნებულად ენერგიის შესუნთქვით, რომელიც ყველგან მიედინება, თქვენ ასუფთავებთ და აცარიელებთ საკუთარ თავს ყველაფერი არაღვთიურისაგან. დღეში ხუთი წუთი რომ დაუთმოთ ასეთ სუნთქვას, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ძალიან სწრაფ წინსვლას. მაგრამ ამას შეგნებულად უნდა აკეთებდეთ და არა მექანიკურად.
 

შრი ჩინმოის წიგნიდან "მდუმარე სწავლა"

 სუნთქვის კონტროლი:

 

 

<<< წინა "პოზა მედიტაციისათვის"     შემდეგი "მანტრა" >>>

სინდიცირებული მასალა