სულიერი მასწავლებლები

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი ანანდამაი მა

შრი ანანდამაი მა დაიბადა 1896 წელს ბენგალიის (ამჟამად ბანგლადეში) პატარა სოფელში კხეორაში 1896 წელს. ნირმალა შუნდარი დევი დაბადებიდანვე რეალიზებული იყო. მიუხედავად ჩვეულებრივი ბავშვობისა, პატარა ასაკიდან ის ყველაფერს მხოლოდ ღვთიური ხილვით ხედავდა. მისმა მშობლებმა ტრადიციული ქორწილი მოუწყეს, მაგრამ ქმარმა ჩქარა ამოიცნო, რომ მისი მეუღლე ჩეულებრივი ქალი არ ყოფილა. მათ არასოდეს ჰქონდათ ცოლქმრული ურთიერთობა, და მოგვიანებით ქმარი გახდა მისი ერთგული მიმდევარი. საბოლოოდ მას ანანდა მა უწოდეს, ანუ ნეტარების ბოძების დედა. იმისდა მიუხედავად, რომ მას არასოდეს დაუწერია წიგნები და არც სულიერი დისკუსიები გაუმართავს, მას პასუხები გაუცია შეკითხვებზე და უსაუბრია სულიერ თემებზე, რომლებიც ჩაწერილი იქნა. ამ ჩანაწერებისგან შედგენილია რამოდენიმე წიგნი. მისი სიტყვები ღვთის სიყვარულის სისავსით, სიმტკიცით, სიძლიერით და განუმეორებლობით გამოირჩევა .

სტატია Blue Dove Press-იდან

 

ბმულები:

შრი ანანდამაი მას ვებგვერდი >>>
შემოქმედება და ფოტოები (ინგლისურად)

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

ბუდა

ბუდა

ბუდა ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა. ის დაიბადა, როგორც პრივილიგირებული ინდოეთის უფლისწული. ბუდა, ბავშვობასა და სიყმაწვილეში, დაცული იყო სამყაროს ტანჯვისგან და ადამიანთა ცხოვრების სიკვდილიანობისგან. თუმცა, ახალგაზრდამ, მან გაბედა ქალაქში გასვლა და პირველად შეხვდა სიკვდილს, ავადმყოფობასა და ტანჯვას.

ბუდამ ეჭვის ქვეშ დააყენა მიწიერი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მას ქონდა მთელი მატერიალური კეთილდღეობა, ბუდას ის აღარ აკმაყოფილებდა. ამიტომაც სიდჰართხა გაუტამა (ბუდას გვარი) განუდგა სამყაროს და წავიდა ჭეშმარიტების საძებნელად.

მრავალი წლის განმავლობაში სიდჰართხა მძიმე ასკეტიზმის პრაქტიკას ეწევა და, გამუდმებული მარხვით, სხეული თითქმის კოლაფსამდე მიჰყავს. თუმცა ამან ვერ მოუტანა გასხივოსნება. ერთხელაც გამვლელმა ქალმა ბუდას საკვები მოუტანა, მას შემდეგ ბუდამ გადაწყვიტა გაჰყოლოდა "საშუალო გზას": მძიმე ასკეტიზმისგან თავის არიდებისა და, ასევე, სურვილებზე უარის თქმის გზას.

ბოლოს და ბოლოს ბუდამ გასხივოსნებას მიაღწია ბოდჰის ხის ძირას. სიცოცხლის დარჩენილი წლები ბუდა მთელ ინდოეთში მოგზაურობდა, და ავრცელებდა თავის გასხივოსნებისკენ გზისა და ნირვანის გზავნილს. მისი სწავლება ბევრ მიმდევრებს იზიდავდა და ბუდას წასვლის შემდეგ დაიწყეს მისი სწავლების ჩაწერა. ეს ჩანაწერები საფუზვლად დაედო ბუდიზმს.

ბუდას სიკვდილის შემდეგ განვითარდა ბუდიზმის ბევრი განშტოება, თუმცა მათ ყველას აერთიანებს გასხივოსნების ძებნა სურვილებზე უარის თქმისა და გონების დაცარიელების გზით, რათა შესაძლებელი გახდეს ნირვანაში შესვლა.

ავტორი: Tejvan Pettinger

 

 

ბმულები სხვა საიტებზე:

  • შრი ჩინმოის პიესა ბუდაზე
  • ბუდისტებზე იფორმაცია და ბუდისტური განათლება Buddha.net -ზე
  • ბუდისტური საზოგადოება, რომელსაც პატრონობს დალაი-ლამა The Buddhist Society

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

შრი კრიშნა

უფალი კრიშნა ინდოეთის შეუფასებელი ავატარია. მან რამოდენიმე ათასი წლის წინ დედამიწაზე ინკარნაცია მიიღო, როდესაც ინდოეთი წააწყდა  შინაგან წინააღმდეგობებს. მისი ერთგული მოწაფის არჯუნას მეშვეობით, მან კურუქშეტრას ბრძოლის ველზე უკვდავი გზევნილი დაგვიტოვა "ბჰაგავად გიტას" სახით. ბჰაგავად გიტა უმაღლესი ღვთიურობის სწავლებას წარმოადგენს.

შრი კრიშნა ღვთიურ სიყვარულს განასახიერებდა და, ხშირ შემთხვევაში, ინდუიზმის ბჰაკტის (ანუ ერთგულების) ტრადიციის ძირითად ფოკუსში მოექცა.

"შრი კრიშნა უბადლო გმირია, რომელსაც იმპერატორების ბედისწერა ხელში ეჭირა, მაგრამ თვითონ ტახტს არასოდეც ნატრობდა. დიადი გმირი, რომელიც ციხეში დაიბადა და ტყეში მარტოობაში მოკვდა. მან მსოფლიოს ბჰაგავად გიტა აჩუქა. ის არის დჰარმას მჭედელი, რომელიც მარად ცხოვრობს ინდოეთის და მთელი მსოფლიოს ხალხის გულში."

ავტორი: შრიმურტი (Srimurthi)

 

 

ბმულები სხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

რამანა მაჰარში

რამანა მაჰარში

რამანა მაჰარში (Ramana Maharshi), მე-20 საუკუნის ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი იყო, ის დაიბადა 1879 წელს მადურასთან (Madura) ახლოს, სამხრეთ ინდოეთში. ცხოვრების პირველი 16 წელი რამანა ნორმალური ბავშვი იყო, ის ცოცხალ ინტერესს იჩენდა სწავლისა და სპორტის მიმართ. ადრეულ ასაკში მას ღრმა გამოცდილება ჰქონდა; რაღაც მომენტში იგი უჩვეულომ და დაუძლეველმა სიკვდილის შიშმა შეიპყრო. თავის ოთახში მწოლიარემ, ის მწვავედ განიცდიდა სიკვდილის გარდაუვალობას და თავისი სხეულის მოკვდავობას. თუმცა ეს პარალიზებადი შიში დროებითი აღმოჩნდა. მაგრამ ამან მაჰარში ღრმა გაცნობიერებამდე მიიყვანა - მან შეიცნო "მე არ ვარ სხეული", ჭეშმარიტი "მე" მეტერიის მიღმაა. ის არ არის სხეული, არამედ სულია. ეს ძალიან უბრალო აღმოჩნდა, უბრალოდ მანამდე ის იგნორირებას უკეთებდა ამ "მე"-ს, ანუ შინაგან "მე"-ს.

ამ უმაღლესი, უკვდავი ცნობიერებიდან გადმოხედვის შემდეგ, მაჰარშიმ დაკარგა ინტერესი მიწიერი ცხოვრების მიმართ, ის ინტენსიურ მედიტაციების პერიოდში შედის "ვინ ვარ მე?"-ს შესახებ. ჩაძირული უმაღლესი ცნობიერების ჭვრეტაში, რამანა ვეღარ გრძნობს თავის მშობლიურ ქალაქში დარჩენის მიზეზს. ამის ნაცვლად, მას მაგნიტივით იზიდავს არუნჩალანას წმინდა მთა, რომლის მხოლოდ სახელი მანტრიული მოწედებასავით იმოქმედა რამანა მაჰარშიზე. არუნჩალანა რამანა მაჰარშისთვისსახლი უნდა გამხდარიყო მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, მთა კი უდრეკად დაკავშირებული უნდა გამხდარიყო მის სადჰანასთან.

არუნჩალანა

(არუნჩალანას მთა შორიდან)

რამოდენიმე წლის განმავლობაში ის ნამდვილ მდუმარებას ინარჩუნებდა, რადგანაც ძლიერად ჩაძირული იყო თავის შინაგან მედიტაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უბრალო ცხოვრებას მიჰყვებოდა და თითქმის არავისთან ურთიერთობდა, ახალგაზრდა ბრძენის მისტიური აურა იზიდავდა ერთგულ მაძიებელთა ჯგუფს. ამგვარად მის ირგვლის არუნჩალანას მთისწინეთში თანდათან აშრამი გაშენდა, და რამანა მაჰარშიმ იმათი სწავლება დაიწყო, ვინც მასთან მოდიოდა, თუმცა ის არასოდეს აცხადებდა თავს რომელიმეს გურუდ. 2 წლის შემდეგ დედამისი ესტუმრა, და ცრემლებით ევედრებოდა მას სახლში დაბრუნებულიყო. მიუხედავად ამისა, რამანა უძრავად იყო და ინარჩუნებდა მშვიდ მედიტატიურ განწყობას. ბოლოს მან უპასუხა, რომ ზოგჯერ უფრო მაღალი ძალა განაგებს ადამიანების ბადისწერას, და მისი <დედის> სიტყვები ვერ შეცვლის მის ბედისწერას. (მას შემდეგ, რაც რამოდენიმე წლის შემდეგ მოკვდებიან დანარჩენი მისი შვილები, დედამისი დაბრუნდება აშრამში და საბოლოოდ თავისი შვილის ერთგული მოწაფე გახდება, და თავისი ცხოვრების ბოლო 6 წელიწადს არუნჩალანაში გაატარებს.

რამანა მაჰარშის ფორმალურად არ ქონდა იოგაში წრთვნა. ის მთლიანად თვითნასწავლია, ის წინამძღოლობას იღებდა მხოლოდ შინაგანი მესაჭისგან. მაგრამ მისი სწავლებები ისეთი უნიკალური და ძლიერი იყო, რომ სწავლული ადამიანები, წმინდა წერილებში კარგად გათვითცნობიერებულები რამანა მაჰარშის მოწაფეები გახდნენ. რამანა მაჰარში ასწავლიდა თვითშეკითხვის უბრალო გზას - "ვინ ვარ მე?"-ს შეკითხვის გზას. ასაწყისსი ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ბოლოს ეგოს ძალა შემცირდება გულის ძალის წყალობით. ის წვრთნიდა თავის სადჰაკებს (sadhak)  გონების გაჩუმებაში და მათი აზრების წყაროს გაცნობიერებაში - მათი საკუთარი შინაგანი "მე"-სი. ამის გამო რამანა მაჰარშის განიხილავენ როგორც ჯნანის (ცოდნის ადამიანს), თუმცა მას ასევე ძლიერი ერთგულების ასპექტი ჰქონდა, რომელიც აშკარად ჩანს ზოგიერთ მის ლექსში.

რამანა მაჰარში შებრალებისა და შეწყალების განსახიერება იყო. ისტორია გვიყვება რომ, ერთხელ აშრამში ქურდები მოვიდნენ. ისინი იმდენად გაბრაზდნენ, როდესაც მოსაპარი ვერაფერი ნახეს, რომ მაჰარსის ცემა დაუწყეს. მიუხედავად ამისა დიდმა ბრძენმა არავითარი გაბრაზება გამოამჯღავნა, საჭმელიც კი შესთავაზა მძარცველებს, სანამ წავიდოდნენ. (ერთი წლის შემდეგ ისინი დაიჭირეს ანალოგიურ დანაშაულებაზე და ციხეში გააგზავნეს) რამანა მხოლოდ წუხდა მათი უვიცობის მდგომარეობის გამო.

რამანა მაჰარშის ასევე მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ცხოველებთან. ბევრი გარეული ცხოველი ისეთი, როგორც ვეფხვი და გველი, დახეტიალობდა მთასთან, მაგრამ მაჰარში არასოდეს ავლენდა რაიმე შიშის ნიშნებს და ხშირად იმ ცხოველებთან მეგობრობდა, ვინც მასთან კონტაქტში შემოდიოდა. ერთმა მოწაფემ ჩაწერა, რომ ერთხელ შავი კობრა შემოცოცდა ქოხში, სადაც მაჰარში იმყოფებოდა, გველი გაჩერდა და შეხედა რამანას თვალებში, შემდეგ გველმა უკან დაიხია. რეალიზებული სული ინარჩუნებს ერთობას მთელს ღვთის ქმნილებასთან და მისი შებრალება შეიძლება ცხოველებმაც იგრძნონ. ცხოველებთან მეგობრობის უნარი გარკვეულწილად ასევე ფრანცისკ ასიზელს და სერაფიმ საროველს ჰქონდა.

შრი აურობინდომ თქვა, რომ რამანა მაჰარშის ტაპასია (tapasya, სულიერი პრაქტიკა) ინდოეთის კაშკაშა სინათლე იყო. ბევრმა მაძიებელმა ისარგებლა მისი  სიმშვიდის სულიერი აურით, ის ეხმარებოდა სადჰაკებს (sadhak - ვინც სულიერ პრაქტიკას ეწევა) უფრო მაღალი ცნობიერების მიღწევაში. დილიპ კუმარ როიმ (Dilip Kumar Roy), შრი აურობინდოს მოწაფემ, 5 დღე გაატარა არუნჩალანასთან და მაჰარშისთან შეხვედრის და მედიტაციის საშუალება ჰქონდა:

"მე ვნახე ადამიანი რომელის გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდა, არც ლამაზი და არც მომხიბვლავი იყო, და მაინც, ... ისეთი მტკიცე, ისეთი განმაირაღებელი...და მერე რა სიმშვიდე ვიგრძენი!"

შრი რამანა მაჰარში თვითშეკითხვის გზას ასწავლიდა იდეაზე "ვინ ვარ მე?". ის ათავისუფლებს რთული მეტაფიზიკური კითხვებისგან და აბრაზებს იმათ, ვისაც უნდა სამყაროს პრობლემების გადაწყვეტა.

"ჩემო მეგობარო, როდესაც უძირო უვიცობაში ხარ, ასეთი ძირითადი რეალობის შესახებ, როგორიც შენი საკუთარი "მე"-ა, როტომ კარგავ დროს ასეთ მონუმენტურ მატაფიზიკურ კითხვებზე?"

ერთხელ პოლ ბრენტონმა კითხა:

"თუ გამოხატავს მაჰარში თავის აზრს მომავალი სამყაროს შესახებ?"

"რატომ წუხხართ თავის მომავალზე? თქვენ აწმყოს შესახებაც არ იცით! იზრუნეთ აწმყოზე, მომავალი კი თვითონ იზრუნებს თავის თავზე."

მშვიდად პოლ ბრენტონი განაგრძობდა:

"თუ შევა სამყარო ახალ მეგობრულობის და ურთიერთ დახმარების ერაში , თუ ის ქაოსს და ომს დაუბრუნდება?"

რამანა მაჰარშიმ ამ სიტყვებს უპასუხა:

"არსებობს ის ვინც განაგებს სამყაროს, და ეს მისი ამოცანაა სამყაროსთვის თვალის დევნება. ის ვინ სამყაროს სიცოცხლე აჩუქა, ასევე იცის როგორ შეინარჩუნოს ის. ის არის, ვინც სამყაროს ტვირთს ატარებს, და არა შენ."

ცხოვრების ბოლო 2 წელი მაჰარში კიბოსგან წვალობდა და დიდ ფიზიკურ ტკივილებს განიცდიდა, მაგრამ ბოლოსკენაც ის ინარჩუნებდა იმავე მშვიდ წონასწორობას და იმავე მოკაშკაშე ღიმილს. როდესაც ის ხელში კიბოსგან წვალობდა, მოწაფე ტირილით გაიქცა, რადგანაც მასწავლებლის ტკივილის ყურებას ვერ უძლებდა.

"დურასვამი ტირის, რადგანაც ფიქრობს, რომ მე ძლიერი ტკივილისგან ვწვალობ! ჩემი სხეული იტანჯება, მაგრამ მე არ ვწვალობ. როდის გაიგებს, რომ მე არ ვარ ეს სხეული?"

რამაკრიშნა წავიდა 1950 წელს 70 წლის ასაკში. აშრამი არუნჩალანასტან შენარჩუნებულია, მისი სწავლებები გავრცელდა დედამიწის ირგვლივ. ამჟამად ის ფართოდაა ცნობილი ინდოეთში, როგორც წარსული საუკუნის მოწინავე წმინდანი.

 

 სტატიის საავტორო უფლება: Tejvan Pettinger

ბმულები:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

შრი ჩაიტანია

შრი ჩაიტანია

შრი ჩაიტანია დაიბადა დაახლოვებით 1486 წელს. ის დიდი ბრამინი და სწავლული იყო, თუმცა დაახლოვებით ოცი წლის ასაკში უფალი კრიშნას ერთგულებას ჩაუღრმავდა. მან თავი დაანება თავის საერო კარიერას და ცხოვრობდა, როგორც ასკეტი, მოხეტიალე ბერი. ის თავის დროს კირტანებში (ერთგულ მღერაში) და მედიტაციაში ატარებდა.

შრი ჩაიტანიამ მრავალი წელი ინდოეთის იგვლივ მოგზაურობაში გაატარა. ის ბევრ მაძიებელს და მოწაფეს იზიდავდა. სიცოცხლის ბოლო 24 წელი მან ჯაგანათჰში, პურიში (Jagannath, Puri) გაატარა, სადაც ის ორისის (Orissa) მეფის მაჰარაჯა პრატაპარუდრას (Maharaja Prataparudra) მფარველობით სარგებლობდა.

შრი ჩაიტანიამ ღრმა მემკვიდრეობა დატოვა ინდოეთის სულიერ და კულტურულ მსოფლმხედველობაში, განსაკუთრებით ბენგალიაში. ის არ მისდევდა მკაცრ კასტურ სისტემას და მოწაფეებად იყვანდა როგორ ინდუსებს, ასევე მუსულმანებსაც.

შრი ჩაიტანიამ ააღორძინა ბჰაკტი იოგის ვაიშნავური ტრადიცია - "ერთგულების იოგა". ამ ტრადიციას მიჰყვებოდნენ ასეთი წმინდანები, როგორებიც იყვნენ მირაბაი და შრი რამაკრიშნა მე-19 საუკუნეში. მე-20 საუკუნეში კი ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა (A.C. Bhaktivedanta Swami Prabhupada), რომელმაც ინდუიზმის ამ ფორმის პოპულარიზაცია მოხდინა დასავლეთში.

"ჩაიტანია" ცნობიერებას ნიშნავს.

ავტორი: T.Pettinger 

 

 

გაურანგა: სიყვარულის განსახიერება

უფალი გაურანგას გამოჩენა ბენგალიის ცის ქვესეთში, როდესაც მხარე დაფარული იყო ცრურწმენების ბურუსით, უვიცობითა და პესიმიზმით, განგების უმაღლესი წყალობა იყო. ღვთაებრივი სინათლე, რომელიც მან გადმოღვარა მძინარე და დაჩაგრულ ქვეყანაზე, გამოაცოცხლა მისი შვილები ახალი ცხოვრებისათვის. ბუდიზმი და ტანტრული ინდუიზმი განუყოფლად მეფობდნენ. შანკარას ადვაიტას ასევე გარკვეული საყრდენი ჰქონდა ბენგალიის მიწაზე. მაგრამ ბენგალიის შვილებმა შანკარას ადვაიტა მიიღეს უფრო როგორც ფილოსოფიური ინტელექტუალიზმი და წმინდა თეორიული ინტერესი და არა, როგორც კონკრეტული გამოცდილების მიღების ან ღვთიურ არსებასთან, რომელიც სამყაროში და სამყაროს მიღმაა, ერთობის საშუალება. მშრალმა ინტელექტუალიზმმა ვერ ჩააქრო ზოგიერთი სულიერი მაძიებლის წყურვილი. ამიტომ ისინი მოუბრუნდნენ კრიშნას-ბჰაკტის კულტს, რაც განათლებული ბრამინების ზიზღს იწვევდა. და ბენგალიის ვაიშნავიზმი შრი ჩაიტანიათი, როგორც მისი მარადიული სულით, ავსებდა მთელ მხარეს.

შრი ჩაიტანიას ვაიშნავიზმი რადჰას სულის სინონიმურია, ცოცხალი სიმბოლოს ღვთიური სიყვარულისა მის უმაღლესში. და ეს სიყვარული აღწევს სრულყოფილების
უმარლესს წერტილს მარად-ნეტარი შრი კრიშნას ფლობაში და მის მფლობელობაში ყოფნისას. "რადჰა - ამბობს შრი აურობინდო, - ღვთიურისადმი აბსოლუტური სიყვარულის პერსონიფიკაციას წარმოადგნს, სრულს და სავსეს არსების ყველა ნაწილში - უმაღლესი სულიერიდან დაწყებულს ფიზიკურით დამთავრებულს, მთელ არსებაში აბსოლუტური თვითგაცემის და სრული თავდადების მომტანს, და უზენაესი ანანდის სხეულში და მატერიალური ბუნების დიდ ნაწილში მომხმობს."

თუ შეუძლება ცოდნა და ერთგულება მშვიდობიანად იყონ განთავსებულნი ერთ ჩარჩოში? შრი ჩაიტანიას სიცოცხლე - დადებითი პასუხია. ამ წამს ის კრიშნაა, შემდეგ წამს ის რადჰაა. როდესაც მისი თვალები ნაკადივით მიჰყვებიან შრი კრიშნას, ის პერსონიფიცირებული რადჰაა. მაგრან როდესაც ის წმინდა მაღლობზე ზის, ის თავად შრი კრიშნაა. ჩაიტანიას ბჰაკტის ზეგავლენას ბენგალიის მიწაზე ვერასოდეს გამოხატავენ ის ნათლად, როგორ ეს სვამი ვივეკანანდამ შეძლო. ვედანტისტმა ვედანტისტთა შორის .

"ჩაიტანიას ბჰაკტი - ამბობდა რამაკრიშნას უსაყვარლესი მოწაფე, - მართავდა მთელს ბენგალიის მიწაზე და ყველას ნუგეშს სცემდა. მისი სიყვარული უსაზღვრო იყო. წმინდანი თუ ცოდვილი, ინდუსი თუ მაჰმადიანი, სუფთა თუ უწმინდური, პროსტიტუტი, მეძავი - ყველა მის სიყვარულს თანაზიარი ხდებოდა, ყველა მისი მოწყალების თანაზიარი ხდებოდა, და დღემდეც, თუმა დიდად გადაგვარებული, როგორც ყველაფერი ცვლილებას განიცდის დროში, მისი ადგილი თავშესაფარია ღარიბებისთვის, დაცემულთათვის, გაძევებულთათვის, სუსტებისთვის და იმათთვის, ვისაც უარყოფს საზოგადოება."

უფალი გაურანგას ვაიშნავური ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება გრძნობების ჩახშობა. ჩვენ ისინი დაუზიანებელი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ისინი სათანადო კონტროლის ქვეშ უნდა ავიყვანოთ. ცოდვილი არ ყოფილა მისი მრისხანების ან ზიზღის ობიექტი, არამედ შებრალების და სიყვარულისა.

შაჩი დევის უშუალო და მტკიცე ხილვამ, მის შვილში ღვთიურობის გამოვლენის შესახებ, ავტომატურად აიძულა მას შვილის წინაშე ქედი მოეხარა და მისი ფეხი უპირობოდ საკუთარ თავზე დაედო. სულიერ ისტორიაში ესეთი შემთხვევა არასდროს მომხდარა არც მანამდე და არც მას შემდეგ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "დედა ინდოეთის შუქურა: ინდოეთის სულიერი ლიდერები"

 

ბმულები:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები" 

ლაჰირი მაჰასაია

ლაჰირი მაჰასაია

ლაჰირი მაჰასაია (Lahiri Mahasaya) (1828 – 1898) ინდოეთის ერთერთი გამოჩენილი სულიერი მასწავლებელი იყო. მისი ნამდვილი საერო სახელი შიამა ლაჰირი (Shyama Lahiri) იყო. მაჰასია საპატიო სანსკრიტული პრეფიქსია და "დიდსულოვანს" ნიშნავს.

33 წლამდე ლაჰირი მაჰასია ცხოვრობდა ჩვეულებრივი საერო ცხოვრებით. თუმცა გარემოებებმა მიიყვანეს ჰიმალაიების მთისწინეთი. სწორედ აქ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ავატარ ბაბაჯისთან. ავატარმა ბაბაჯიმ შეძლო ხელახლა აეღორძინებინა ლაჰირი მაჰასიასი სულიერი რეალიზაცია. მას რეალიზაცია უკვე მიღწეული ჰქონა წინა ცხოვრებებში. ჰიმალაის მთებში სამადჰის ნეტარების განცდის შემდეგ, მისი გურუ უთხრა ლაჰირი მახასიას დაბრუნებულიყო მიწიერ ცხოვრებაში და ესწავლებინა კრია იოგის უძველესი ხელოვნება.

თავისი ცხოვრების განმავლობაში მან კრია იოგისთვის ინიციაცია მისცა ბევრ სხვადასხვა რელიგიის მაძიებელს. განსაკუთრებით მას სურდა დაენგრია მკაცრი კასტური ბარიერები, რომლებიც ამ დროს არსებობდნენ. ლაჰირი მაჰასია ღმერთს ყველგან ხედავდა და თავისუფალი იყო სოციალური სტატუსის დოგმებისგან.

ცხოვრების ბოლომდე მისი სიმშვიდის და სულიერების აურა იზიდავდა ბევრ გულწრფელ მაზიებლებს, რომლებიც მოდიოდნენ მედიტაციისთვის მისი თანდასწრებით. თუმცა ლაჰირი მაჰასია ცნობილი გახდა მხოლოდ პარამაჰანსა იოგანანდის "იოგის ავტობიოგრაფიის" მეშვეობით. იოგანანდა შრი იუკტეშვარის მოწაფე იყო, თვითონ შრი იუკტეშვარი კი ლაჰირი მაჰასიას პირდაპირი მოწაფე იყო. ამგვარად, კრია იოგის ტრადიციამ, რომელიც გავრცელდა დედამიწის ირგვლივ, დასავლეთის ჩათვლით, შეიძლება მიგვიყვანოს ლაჰირია მაჰასიამდე და დიდ ავატარამდე ბაბაჯიმდე.

დაწერა: Richard-მა

 

ბმულები:

ლაჰირი მაჰასია და ტროილანგა სვამი

ერთხელ ბენარესში, დიდი ინდოელი ბრძენი ტროილანგა სვამი, დაარღვია თავისი მდუმარება, , რათა პატივი ეცა ლაჰირი მაჰასიასთვის. ერთერთმა მოწაფემ შეედავა.
"პატივცემულო" - მან უთხრა - "რატომ შენ, სვამიმ და განდეგილმა, ასეთ პატივს გამოხატავ ჩვეულებრივი მეოჯახე ადამიანის მიმართ."
ტროილანგამ უპასუხა "შვილო ჩემო, ლაჰირი მაჰასია ღვთაებრივი კნუტივატაა, ის მანდ რჩება, სადაც კოსმიური დედა მოათავსებს. მორჩილად საერო კაცის როლის თამაშისას, მან ისეთ სრულყოფილ თვით-რეალიზაციას მიაღწია, რომელსაც მე ვეძებდი ყველაფერზე ურის თქმით ჩემი შემოსახვევის ჩათვლით."

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

სინდიცირებული მასალა