სულიერი მასწავლებლები

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი (Sri Chinmoy) კუმარ გჰოში დაიბადა 27 აგვისტოს 1931 ბენგალიის პატარა სოფელ შაკპურაში, ჩიტაგონგში. მაშინ ის ინდოეთის ნაწილი იყო, ახლა კი ჩიტაგონგი ბანგლადეშის შემადგენლობაშია.

შრი ჩინმოი ან "მადალი", ასეთი იყო მისი მეტსახელი იმ დროს, ენერგიით სავსე და ასევე ცოტათი ცელქი ბავშვი იყო, მას უყვარდა მოძრაობა.[2] ადრეულ ასაკში მან გამოცადა ინტენსიური მისტიკური ხილვა, რომლის დროსაც მან "აბსოლუტური უზენაესი" იხილა. მალე, ამ გამოცდილების შემდეგ, 12 წლის ასაკში, ის შევიდა შრი აურობინდოს აშრამში, სადაც ბევრ საათს მედიტაციებში ატარებდა.[3] ეს ზუსტად აშრამში მოხდა, მისმა ძმამ ჩიტტამ (Chitta) მას სახელი "ჩინმოი" მისცა, რაც "ღვთიური ცნობიერებით სავსეს" ნიშნავს.[4] ის აშრამში 20 წელი ცხოვრობდა, თივისი დროს დიდ ნაწილს მედიტაციის პრაქტიკაში და ლექსების წერაში ატარებდა. ის იხსენებს, თუ როგორ დგებოდა ძალიან ადრე, დილის 2:07, მედიტაციაზე, და ბევრი საათით მედიტაციაში იძირებოდა. მედიტაციაში ბევრ საათს ყოფნასთან ერთად, შრი აურობინდოს აშრამის ფილოსოფია წაახალისებდა აქტიურ გარე ცხოვრებას. შრი ჩინმოი მონაწილეობას იღებდა აშრამის აქტიურ ცხოვრებაში, ის კარგი ფეხბურთელი და ათლეტი იყო. მან 2-ჯერ აშრამის დეკატლონში გაიმარჯვა და რამოდენიმე წლის განმავლობაში 100 მეტრზე უსწრაფესი მორბენალი იყო.[5]

1964 წელს შრი ჩინმოიმ იგრძნო შინაგანი შთაგონება გამგზავრებულიყო დასავლეთში და შეეთავაზებინა სულიერი სიბრძნე და პრაქტიკა დასავლეთის მაძიებლებისთვის. ბოლო 1960-ან წლებში ამერიკა გადიოდა სოციალურ ცვლილებების ეტაპს; ახალგაზრდობა ეჭვის ქვეს აყენებდა არსებულ იდეებს. ამ სიტუაციაში აღმოსავლური იდეების და ინდური იოგის მიმართ ჩნდება დაინტერესება. ალბათ ეს ყვალაზე ნათლად "Beatles"-მა გამოხატეს, როდესაც ინდოეთში მაჰარიშის (Maharishi) აშრამს ესტუმრეს.

აღმოსავლური სულიერების სწავლით ხელმისაწვდომი ფორმით, შრი ჩინმოიმ სწრაფად მიიზიდა მოწაფეთა ჯგუფი და დააარსა პიველი შრი ჩინმოის ცენტრი, სადაც მისი მიმდევრები იკრიბებიან შეხვედრებისთვის და მედიტაციისთვის. ახლა 350-ზე მეტი შრი ჩინმოის ცენტრი არსებობს ევროპის, ამერიკის, აზიის, ავსტრალიის ბევრ ქვეყნებში.

რამოდენიმე წლის განმავლობაში შრი ჩინმოი და მისი მოწაფეები გამოსცემდნენ ჯურნალს "აუმ მეგეზინს" (Aum Magazine). Aum Magazine-ში იბეჭდებადა ძირითადად შრი ჩინმოის ლექციები, საუბრები, ნაშრომები. Aum Magazine-ის პირველი ასლი ინდოეთის პრეზიდენტს დოქტორ რადჰაკრისნანს (Dr S. Radhakrishnan) გაეგზავნა. პრეზიდენტმა დიდად შეაქო ჟურნალი მისი სულიერი ხილვისა და სიცხადის გამო.[6] Aum Magazine-ი აღარ გამოდის, მის ნაცვლად შრი ჩინმოის ნაყოფიერი შემოქმედება დაიბეჭდა 1.500 წიგნის სახით. ასევე ბევრი გამოუქვეყნებელი ნაშრომი არსებობს, რომელიც ახლო წლებში გამოჩენას ელოდება.

თავისი მოწაფეებთან მუშაობის გარდა, ის თავის სულიერ მესიჯს ავრცელებდა მსოფლიოს უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვით. 1968 წლიდან, მისი პირველი სალექციო ტურის შემდეგ, ის კითხულობდა ლექციებს ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის, პრინსტონის, მოსკოვის სახელმწიპო და ბევრ სხვა უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში. ეს ლექციები გამოიცა და ითარგმნა 25 ენაზე. 1974 წლის ლექციების ტური 50 შტათში წიგნად გამოიცა სახელწოდებით"ორმოცდაათი თავისუფლების ნავი ერთი ოქროს ნაპირისკენ" (Fifty Freedom-Boats to One Golden Shore).[7]

1970 წლიდან , შრი ჩინმოი მსახურებდა, როგორც გაერთიანებული ერების სამედიტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიუ-იორკის გაეროს შტაბ ბინაში. გაერთიანებულ ერებში მან მედიტაციები დაიწყო იმჟამინდელი გენერალური დირექტორის უ ტანის მოწვევით. უ ტანმა ეს კომპლიმენტი შრი ჩინმოის უბოძა:

"მე თქვენზე მსმენია ბევრი, ბევრი ადამიანისგან. ისინი, ვინც თქვენზე მესაუბრება, ყველა მადლიერები და აღტაცებულები არინ თქვენით, მე კი პირადად ვგრძნობ, რომ თქვენ ასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას გაერთიანებული ერებისთვის. თქვენთან შეხვედრა ეს ჩემთვის დიდი პატივია. იგრძენით ჩემი გულწრფელი პატივისცემა და გულწრფელი მზრუნველობა, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ კაცობრიობისთვის."
29 თებერვალი, 1972 წელი. - წყარო

გაერო შტაბ-ბინაში შრი ჩინმოი კვირაში ორჯერ ატარაბდა მედიტაციებს გაეროს დელეგატებისთვის და თანამშრომლებისთვის. ის თავის მუშაობას ხედავდა, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს მშვიდობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში მსოფლიოს ერებს შორის.

ბოლო წლებში შრი ჩინმოი უფრო ემხრობოდა სამედიტაციაო მუსიკის კონცერტების შეთავაზებას, ვიდრე ლექციების წაკითხვას. მას დედამიწის ირგვლივ 777 მშვიდობის კონცერტი აქვს ჩატარებული.[8] შრი ჩინმოი თავის კონცერტებს იწყებდა სამედიტაციო მუსიკით, როგორც წესი, მის საყვარელი ინსტრუმენტზე ესრაჟზე. ეს მდუმარების მომენტები აძლევდენ მას საშუალებას მედიტატიურ ცნობიერებაში შესულიყო.

უამრავი თავისი მოღვაწეობით შრი ჩინმოი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა აამაღლოს მაძიებლების ცნობიერება.[9] მისი სწავლება ინდური იოგას ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. მას დაწერილი აქვს ვრცელი კომენტარები ვედებზე, უპანიშადებზე, ბჰაგავად-გატაზე. ამასთან ერთად შრი ჩინმოიმ თავისი საკუთარი სტილი განავითარა. კერძოდ ის ფართოდ იყენებს მოკლე მასწავლებად აფორიზმებს. ამ აფორიზმების ან მოკლე ლექსების მიზანია, გაუწიონ ხელმძღვანელობა სულიერ პრაქტიკაში. შრი ჩინმოი ამბობს, რომ მისი გზა - უბრალიების გზაა:

"ჩვენი გზა, ძირითადად, გულის გზაა და არა გონების გზა." [10]

შრი ჩინმოი თავად გრძნობს, რომ გულზე კონცენტრაციით მაძიებელს შეუძლია ღვთიური სიყვარულის წინა პლანზე გამოიყვანა, და ეს მიზნისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა:

"როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავისი საკნიდან? და ისევ, მინდა ვთქვა: სიყვარულით. სიყვარულით ვისადმი? სიყვარულით ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი ჩვენში მყოფი უმაღლესი გასხივოსნებული ნაწილია. ღმერთი სხვა არავინ და არაფერია."  [11]

შრი ჩინმოის ფილოსოფიის მთავარი ასპექტი ის იყო, რომ რაც არ უნდა ეკეთებინა, მას სურდა გამოეტანა  წინა პლანზე თვითდაძლევის კონცეპცია. ღრმა მედიტაციის მდგომარეობიდან მას შეეძლო შთაგონების შინაგანი წყაროს გამოტანა, რამაც გამოიწვია უპრეცენდეტო რაოდენობრივი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სპორტული აქტივობა. მას დაწერილი აქვს 20.000-მდე სიმღერა, 50.000 მეტი ლექსი, ჩატარებული აქვს 700 მეტი კონცერტი, შექმნილი აქვს 150.000 მხატვრული ტილო და 16 მილიონი გრაფიკული ნახატი. [12] შრი ჩინმოის  გარბენილი აქვს რამოდენიმე მარატონი და ულტრა მარატონი. 74 წლის ასაკში მან დაიწყო სიმძიმეების აწევა, ბევრი მასალა დოკუმენტურადაა აღბეჭდილი და შესრულებულია ბევრი ცნობილი ხალხის თანდასწრებით და მონაწილეობით.[13]

1990 წლიდან შრი ჩინმოიმ უნიკალური ჩიტების-სულების ხატვა დაიწყო. ეს ჩიტები მისი სულიერი შემოქმედების, როგორც მან თვითონ უწოდებდა "ჯარნა-კალა"-ს, სიმბოლოდ იქცნენ. შრი ჩინმოის უყვარს ჩიტები, რადგანაც გრძნობს, რომ ისინი ადამიანის სიმაღლისკენ მისწრაფებულ სულებს განასახიერებენ, რომლებიც ცდილობენ ფიზიკური სხეულის შეზღუდულობის გადალახვას.[14] ეს ნახატები გამოფენილნი იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, პარიზში ლუვრში და სხვა ცნობილ მუზეუმებსა და დარბაზებში.[15] ზოგი დამთვალიერებელი ეჭვით უყურებს ნამუშევრების ხარისხს. შრი ჩინმოი პასუხობს, რომ არანაირი კონფლიქტი არაა რაოდემობასა და ხარისხ შორის.[16] რადგან მისი მედიტაცია მას საშუალებას აძლევს არხი გახდეს შემოქმედების შინაგანი ნაკადისათვის.[17]

"ჩემი სულიერება, ჩემი შემოქმედება, ჩემი პოეზია, ჩემი წიგნები, ჩემი მუსიკა, ყველა ჩემი შემოქმედებითი გამოხატვა ოჯახს ქმნის, სულიერ ოჯახს. ჩემი ოჯახის წევრები წამიყვანენ ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები, რათა მისწრაფებულ კაცობრიობას ვემსახურო. სულიერი გამოხატვის რა ფორმაც არ უნდა ჩათვალოს საჭიროდ მაძიებლმა თავისი მისწრაფების გაზრდისთვის, ის ჩემგან ამის აღებას შეძლებს." [18]

დილით 2007 წლის 11 ოქტომბერს შრი ჩინმოი შევიდა მაჰასამადჰში. მისი ცხოვრების ბოლო სტრიქონები ასეთი იყო:

"ჩემი ფიზიკური სიკვდილი
არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.
მე მარადიული მოგზაურობა ვარ."

- შრი ჩინმოი

მოკლე ვიდეო შრი ჩინმოის ცხოვრებაზე:

 

ამ ვიდეოში შრი ჩინმოი საუბრობს გაეროს შინაგან როლზე:

 ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

ოფიციალური ვებგვერდი. შრი ჩინმოის ცენტრი რეგულარულად აწყობს ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს იოგასა და საკუთარი შინაგანი პოტენციალის გახსნაზე, კოცერტებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს და სპორტულ ღონისძიებებს.

 

 

ბიოგრაფიული წყაროები:

 

[1] To The Streaming Tears Of My Mother's Heart And To The Brimming Smiles of My Mother's Soul, Agni Press, New York, 1994.

[2] Early Years of Sri Chinmoy

[3] Biography Sri Chinmoy – Gale Publications

[4] Chitta’s Reminiscences [Source: "Chitta's Notebook" in Sri Chinmoy, My Brother Chitta, Aum Publications, Jamaica, New York, 1998. Available at http://www.srichinmoylibrary.com/brother-chitta-madal/36.html

[5] Ashram Years

[6] The luminous Life of Sri Chinmoy – Tiny Tot Publications Delhi

[7] 50 Freedom Boats to One Golden Shore

[8] List of Sri Chinmoy Concerts at Sri Chinmoy Centre

[9] Inspiration, Aspiration and Realisation

[10] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[11] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[12] List of achievements at Sri Chinmoy Biography

[13] Weightlifting of Sri Chinmoy

[14] Art of Sri Chinmoy

[15] Sri Chinmoy Art

[16] Sri Chinmoy on his poetry

[17] Sri Chinmoy Art

[18] Quote on spirituality

 

 

<<< გვერდიზე "სულიერი მასწავლებლები"

შრი აურობინდო

შრი აურობინდო, ინდოეთის პატრიოტი, პოეტი, ფილოსოფოსი და სულიერი გურუ დაიბადა კალკუტაში 1872 წლის 15 აგვისტოს.

შრი უარობინდომ თავისი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი ინგლისში გაატარა, ის წმინდა პავლეს და სამების (ლონდონში) კოლეჯში და შემდეგ კინგს კოლეჯში (კემბრიჯში) სწავლობდა, სადაც იგი დიდ წარმატებას აღწევდა კლასიკური და ინგლისური ლიტერატურის შესწავლაში. 1892 წელს ინდოეთში დაბრუნდა და ღრმად ჩაერთო ინდოეთის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, იგი ნამდვილი ლიდერი და ერთერთი ყვალაზე რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტი პოლიტიკოსი იყო. თავისი რადიკალურობის გამო ის დააკავეს და ალიპორის ციხეში ჩასვეს, როგორც ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. და აქ, ციხეში, შრი აურობინდომ მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება მიიღო, მან გააცნობიერა ღვთიური შინაგანი ხელმძღვანელობა და ასევე შეიცნო ღვთის ყველგანმყოფობა ბნელ ციხის საკანშიც კი.

ადვოცატის მიერ ვალდებულების აღების გამო, შრი აურობინდო გათავისუფლებულ იქნა ბრალდების წაყენების გარეშე. მაგრამ ამ გამოცდილებამ შეცვალა შრი აურობინდოს მსოფლმხედველობა. იმ დროდან ის წავიდა პოლიტიკიდან და მთელი თავისი ძალები სულიერებას მიუძღვნა.

აურობინდო იოგას შეუდგა 1904 წელს 32 წლის ასაკში. მან გურუს გარეშე დაიწყო იოგის პრაქტიკა. შემდეგ კი ის მედიტაციის მასწავლებელს იოგს ლილე მაჰარაჯს შეხვდა. მან ასწავლა შრი აურობინდოს თუ როგორ გაეკონტროლებინა გონება და არ შემოეშვა აზრები გონებაში. შრი აურობინდო მიყვებოდა მის ინსტრუქციებს, 3 დღეში წარმატებას მიაღწია გონების სრული დაცარიელების პრაქტიკაში და შევიდა ნირვანას მდგომარეობაში. ამ მდგომარეობის მისაღწევად თავად ლილე მაჰარაჯს 6 წელი დაჭირდა. ლილე მაჰარაჯი გაოცებული იყო ახალგაზრდა შრი აურობინდოს პროგრესით.

1910 წელს შრი აურობინდო პონდიჩერიში გაემგზავრა, სადაც მას შეეძლო მშვიდად გაეღრმავებინა იოგის პრაქტიკას. 1914 წელს მას ფრანგი ქალბატონი შემოუერთდა, მირა რიჩარდსი, რომელსაც შემდგომში იცნობდნენ, როგორც შრი აურობინდოს აშრამის დედას. ამათმა ერთად დააარსეს შრი აურობინდოს აშრამი, რომელსაც უერთებოდნენ მაძიებლები, რომლებსაც იზიდავდა მათ მიერ იოგის დინამიური ინტერპრეტაცია.

თავისი მოწაფეებისთვის ის არა მხოლოდ სულიერი გურუ, არამედ პოეტიც, ფილოსოფოსიც და მწერალიც იყო. მისი ძირითადი ნაშრომებია "ცხოვრება ღვთიური", "იოგის სინთეზი", "ესეები გიტაზე" და "სავიტრი". "სავიტრი" პოეზიის ეპიკური ნაწარმოებია, შრი აურობინდო მასზე დაახლოვებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

შრი აურობინდო არ უარყოფდა სამყაროს, როგორც წარსულის ინდოელმა იოგებმა. ამის მაგივრად, შრი აურობინდომ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება იოგაა; შეგნებული მისწრაფებით ადამიანს შეუძლია შევიდეს უმაღლეს ცნობიერებაში - ჭეშმარიტების და შინაგანი ჰარმონიის ცნობიერებაში. შრი აურობინდომ ამ ახალ ცნობიერებას სუპრამენტალური უწოდა.

"აღსდექ, დაძლიე საკუთარი თავი
შენ ადამიანი ხარ, და ადამიანის მთელი ბუნება
მასზე მეტი უნდა გახდეს."
- შრი აურობინდო

1947 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც ინდოეთმა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ეს შრი აურობინდოს მიზანი იყო, რომლისკენაც ის მიისწრაფვოდა, მისი პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად. ინდოეთის დამოუკიდებლობა მიღწეულ იქნა მის დაბადების დღეს 15 აგვისტოს.

40 წლის მანძილზე, შრი აურობინდო დაუღალავად მუშაობდა დედამიწაზე თავის ღვთიური ცხოვრების ხილვის გამოვლენაზე. მის შემოქმედებაში და პოეზიაში, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, აისახა მისი იმედები კაცობრიობის ოქროს მომავალზე.  1950 წლის 5 დეკემბერს შრი აურობინდო მაჰასამადჰში შევიდა.

 

ავტორი: R.Pettinger

 

საიტები შრი აურობინდოზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

დედა

დედა

ერთადერთი მთავარი რამ, ის არის რომ სიყვარულით და სიხარულით ღვთიურ ჭეშმარიტებას გაყვეთ.
- დედა

დედა დაიბადა საფრანგეთში, პარიზში, როგორც მირა ალფასა (Mirra Alfassa) 21 თებერვალს 1878 წელს. ადრეული ასაკიდან მან გამოავლინა საოცარი ინტერესი სულიერების მიმართ.

"11 და 13 წლებს შორის ფსიქიური და სულიერი გამოცდდილებების სერიამ გამიმხილა არა მხოლო ღვთის არსებობა, არამედ ადამიანის შესაძლებლობა მასთან გაერთიანებისა, მისი სრულად შეცნობისა ცნობიერებაში და მოქმედებაში, მისი სრულად გამოვლენისა დედამიწაზე ღვთიურ ცხოვრებაში."

1905 წელს მირა გაემგზავრა ალჟირში, სადაც ის ოკულტურ მეცნიერებას სწავლობდა მაქს თეონთან (Max Theon) და მის მეუღლესთან ერთად. პარიზში დაბრუნების შემდეგ მან ჩამოაყალიბა პატარა სულიერი ჯგუფი და კითხულობდა სხვადასხვა ლექციებს სულიერებაზე. 1911 წელს ის დაქორწინდა პოლ რიჩარდსზე (Paul Richards), რომელიც ადრეც ყოფილა ინდოეთში და ძალიან უნდოდა ინდოეთს დაბრუნებულიყო. 1914 წელს ორივე დაბრუნდა ინდოეთში, სადაც შრი აურობინდოს შეხვდნენ. შრი აურობინდოსთან შეხვედრის დროს, მირამ იცნო მასში ის, ვინ მის სადჰანას მოძღვრავდა (ის შრი აურობინდოს ბევრჯერ ხედავდა თავის ხილვებსა და სიზმრებში და ამ მომენტამდე უცნობ ხელმზღვანელს კრიშნას უწოდებდა).

პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო პოლ რიჩარდსს და მირას მოუწიათ ინდოეთის დატოვება. ომის უმეტეს დროს ის იაპონიაში ცხოვრობდა, აქ მან გადმოიღო ბევრი იაპონური ტრადიცია და ჩაცმულობა და დროს ბუდისტურ მონასტერში ატარებდა. ეს 1920 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ მირამ შეძლო პონდიჩერიში დაბრუნებულიყო, და განეახლებინა სულიერი ურთიერთობა შრი აურობინდოსთან. 1926 წელს შრი აურობინდომ და დედამ დააარსეს შრი აურობინდოს აშრამი, რათა საცხოვრებლით უზრუნველყოთ შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის მსურველთა მზარდი რიცხვი.

1926 წელს მირა რიჩარდსი საქვეყნოდ ცნობილი გახდა როგორც დედა. ეს გამოხატავდა მის სულიერ ცნობიერებას, რომელიც კოსმიური დედის გამოვლენა იყო. შრი აურიბინდომ ასევე მთელი აშრამის ორგანოზაცია დედას მიანდო.

"არის ერთადერთი ღვთიური ძალა, რომელიც მოქმედებს სამყაროში და ინდივიდუალურში, ასევე ინდივიდუალურის მიღმა და სამყაროში. დედა დგასამ ყველაფრის უკან, მაგრამ ის მუშაობს აქ, სხეულში, რათა დაუშვას [ჩამოიტანოს დაბლა] ის, რაც ჯერ არ გამოხატულა ამ მატერიალურ სამყაროში იმისთვის, რომ გარდაქმნას სიცოცხლე აქ  - აი ასე უნდა მოეპყროთ მას, როგორც ღვთიურ შაკტის, რომელიც ამ მიზნისთვის მუშაობს აქ.. ის სხეულია, მაგრამ მის მთელ ცნობიერებაში ის ასევე გაიგივებულია ღვთიურის ყველა სხვა ასპექტთან."

- შრი აურობინდო დედაზე

დედააშრამში დედა აქტიურ ინტერეს იჩენდა ყველა სადჰაკის სულიერი საჭიროებანის მიმართ; დღეს იწყებდა დილის დარშანით. სხვადასხვა დროს დედა ასევე სხვადასხვანაირ ყვავილებს არიგებდა, რომლებიც, როგორც ის გრძნობდა, სხვადასხვა სულიერ თვისებეს გამოხატავდნენ. 5 დეკემბერს 1950 წელს შრი აურობინდომ დატოვა სხეული, რათა შეეძლო სულიერი ევოლუციის თავის მიზანზე ემუშავა სხეულის მიღმა. დედა ფიზიკური პლანიდან აგრძელებდა მუშაობას, მუშაობდა სერიოზულად ფიზიკური გარდაქმნისთვის ცდილობდა შემოეტანა ღვთიური ყოველ უჯრედში.

1968 წელს დედამ ფორმალურად გახსნა ახალი ქალაქი აუროვილი (Auroville). აუროვილი წარმოადგენ საერთაშორისო დასახლებას, რომელიც მიძღვნილია მრავალფეროვნებაში კაცობრიობის ერთიანობას რეალიზაციას. 1966 წელს იუნესკომ (UNESCO) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ამ იდეას თავის მხარდაჭერას აძლევდა.

დედა შევიდა მაჰასამადჰში 1973 წელს 95 წლის ასაკში, მისი სიკვდილიდან სამი დრის შემდეგ, მისი სხეული მოათავსეს შრი აურობინდოს სამადჰთან.

შრი აურობინდოს და დედის სამადჰი:

შრი აურობინდოს და დედის  მაჰასამადჰი

 

 

ავტორი: Tejvan

 

ბმულები:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

 

შრი რამაკრიშნა

შრი რამაკრიშნა

შრი რამაკრიშნა აღიარებულია, როგორც ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი. მისი გზავნილი,- სრული ღვთის სიყვარული და ყველა მსოფლიო რელიგიის შინაგანი ერთობა, - იზიდავდა დიდი რადენობით მიმდევრებს. ეს გავლენა დღესაც გრძელდება.

შრი რამაკრიშნა დაიბადა უბრალო ბენგალიის სოფელში. ბავშვობიდანვე შრი რამაკრიშნას ძლიერ სწყუროდა ეხილა ღმერთი. 16 წლის ასაკში კალკუტაში გაემგზავრა, მაგრამ დიდი მეგაპოლისის მაცხოვრებლების მატერიალური იდეალები მასში ზიზღს იწვევდნენ. უარს ამბობს მიმართოს თავისი ყურადღება საერო სწავლებებზე და მღვდელი ხდება დაქშინეშვარის ტაძარში, სადაც ღმერთს თაყვანს ცემენ, როგორც სამყაროს დედას. ინტენსიური ლოცვისა და ღვთის წყურვილის ფასად, პრაქტიკულად მასწავლებლის დახმარების გარეშე, მან იხილა ღმერთი.

შემდეს მან ისურვა შეეცნო ღმერთი იმ გზებით, რომლებიც წმინდა წერილებში იყო მოხსენიებული. ინდუიზმისა, ქრისტიანობისა და ისლამის სხვადასხვა დისციპლინების გავლით, ის ყოველთვის ერთ მიზანს აღწევდა, ერთი ღმერთის ცნობიერების რეალიზაციას. სხვადასხვა გზებით მან ღმერთთან ერთობის ნეტარება იგემა, ზოგჯერ უფალთან სრული შერწყმით, ზოგჯერ კი, როგორც ღვთაებრივი დედის შვილი, გარე ინდივიდუალურობის შენარჩუნებით.

მიუხედავად იმისა, რომ თავად შრი რამაკრიშნა გაუნათლებელი იყო, ბევრ გამოჩენილი და განათლებული ხალხი მოდიოდა მასთან, რათა მისი უბრალო და ღრმა სიბრძნე მოესმინათ. ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო ქეშაბ ჩანდრა სენი (Keshab Chadra Sen), ბრაჰმა სამაჯის ლიდერი. შრი რამაკრიშნას ინტენსიურმა ერთგულებამ და მასხივოსნებელმა სულიერებამ ასევე მოიზიდა ახლო მოწაფეების წრე, რომლებმაც მოგვიანებით გაავრცელეს მისი გზავნილი. ამ მოწაფეებს შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ვივეკანანდა იყო. ზუსტად სვამი ვივეკანანდამ წაიღო ვედანტას გზავნილი დასავლეთში.

შრი რამაკრიშნა შარადა დევიზე იყო დაქორწინებული. მთელი ცხოვრების მანძილზე შარადა დევი ერთგული ცოლი და რამაკრიშნას მოწაფე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ შარადა დევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რამაკრიშნას ორდენში.

 

დაწერა: Tejvan Pettinger-მა

 

 

ბმულები სხვადასხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

 

სვამი ვივეკანანდა

1897 წელს სვამი ვივეკანანდა ჩავიდა ამერიკაში, როგორც ყველასთვის უცმობი და უკაპიკო სანიასინი (მოხეტიალე ბერი). ის ამერიკასი ჩამოვიდა, როგორც ინდუიზმისა და უძველესი ინდური ვედანტას ტრადიციის წარმომადგენელი. თუმცა ვივეკანანდა არ ყოფილა რაიმე კონკრეტული ფორმალური რელიგიით შეზღუდული; რელიგიების მსოფლიო პარლამენტზე მან შესთავაზა საყოველთაო სულიერებისა და მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის გზავნილი. ამ უნივერსალურმა გზავნილმა და მისმა დინამიურმა სულიერმა პიროვნებამ ბევრი მაძიებლი გონება და გული მოიგო; და მის ხილვას დღემდე აფასებენ.

"მე ვამაყობ რომ ვეკუთვნი იმ რელიგიას, რომელიც მსოფლიოს შემწყნარებლობასა და საყოველთაო ურთიერმიღებას ასწავლის. ჩვენ გვწამს არა მხოლოდ საყოველთაო შემწყნარებლობისა, არამედ ჩვენ ვიღებთ ყველა რელიგიას, როგორც ჭეშმარიტს."
- სვამი ვივეკანანდა 1893 წლის 11 სექტემბერი, რელიგიათა მსოფლიო პარლამენტი.

ადრეული წლები

ვივეკანანდა დაიბადა 1863 წელს ბენგალიაში მართმადიდებელი ინდოელების ოჯახში. ადრეული წლებიდან ის ავლენდა შებრალებისა და ლიდერად დაბადებულის ნიშან-თვისებებს. ვივეკანანდას გამჭრიახი გონება ჰქონდა, და ის როგირც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ (მათ შორის დასავლეთის ფილოსოფოსებისა და  ინგლისელი პოეტების) ლიტერატურას შთანთქავდა. ვივეკანანდას განსაკუთრებულად მოსწონდა დასავლეთის რაციონალური აზროვნება, და შეშფოთებული იყო მრავალი რელიგიური ცრურწმენით და კულტურული დაცემით, სადაც ინდოეთის საზოგადოება აღმოჩნდა. ამის ფონზე ვივეკანანდა დაინტერესდა ბრაჰმო სამაჯით (Brahmo Samaj). ბრაჰმო სამაჯი იყო თანამედროვე ინდუისტური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა გამოეცოცხლებინა ინდური ცხოვრება და სულიერება რაციონალისტური მიდგომის საშუალებით და უარს იძახდა სურათების (ხატების) თაყვანისცემაზე.

თუმცა ბრაჰმო სამაჯის რაციონალურობამ ვერ დააკმაყოფილა ვივეკანანდას სულიერი შიმშილი. ადრეული ასაკიდან მას დაეწყო სულიერი გამოცდილებები და 18 წლის ასაკში მან დაუოკებელი სურვილი იგრძნო "ეხილა ღმერთი". პირდაპირობით, რომელიც ვივეკანანდას ახასიათებდა, ის ყველას ეკითხებოდა, თუ უნახავთ ღმერთი. ყვალა უარზე იყო. დევენდრანათ თაგორმა (Devendranath Togor) - რაბინდრატ თაგორის მამამ ასევენაირად უპასუხა. თუმცა დევენდრანათმა უთხრა, რომ მან ვივეკანანდაში დაინახა იოგას თვალები და, აუცილებლად, ამ ცხოვრებაში მას უნდა შეეცნო ღმერთი. იმისდა მიუხედავად, რომ კითხვაზე ვერავინ გასცა პასუხი, ვივეკანანდა მივიდა შრი რამაკრიშნზე რომ მოესმინა, რომელსაც მიიჩნევდნენ დიდ სულიერ პიროვნებად, რომელმაც ღმერთი შეიცნო.

 

რამაკრიშნა - ვივეკანანდა

რამაკრიშნა ბევრად განსხვავდებოდა ვივეკანანდასგან. რამაკრიშნა გაუნატლებელი და უბრალო გლეხი იყო, რომელიც ადგილობრივ კალის ტაძარში მსახურობდა. თუმცა მისი უბრალო გარეგნობის მიღმა იმალებიდა განსაკუთრებული სულიერება. რამაკრიშნამ მრავალი წელი გაატარა ინტენსიურ სულიერ პრაქტიკაში, ის რეალიზაციისთვის დედა კალის ინტენსიურად შესძახოდა. მაგრამ რეალიზაციის შემდეგ, რამაკრიშნა არა მხოლოდ აგრძელებს ინდუისტურ რიტუალებს, არამედ ყველა ძირითადი რელიგიების სულიერი გზები განვლო. შრი რამაკრიშნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველა რელიგია ერთსა და იმავე მიზნისკენ მიდის, უსასრულობასთან ერთობისკენ. ნათელი იყო, რომ მისი უახლოესი მოწაფე, ვივეკანანდა, შემდგომში მჭერმეტყველურად გაავრცელებდა ამ გზავნილს - მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის გზავნილს. როგორც მოგვიანებით შრი აურობინდო იტყვის:

"მასწავლებელმა (შრი რამაკრიშნამ) გამოარჩია ვივეკანანდა, როგორც გმირი სული, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ მსოფლიო ორივე ხელს შუა აეყვანა და შეეცვალა ის."

რამაკრიშნამ მაშინვე გამოიცნო ვივეკანანდას სულიერი პოტენციალი და დიდ ყურადღებას უთმობდა ვივეკანანდას, რომელსაც თავიდანვე ეს არ ესმოდა. დასაწყისში ვივეკანანდა მსჯელობის მოყვარე გონების გამო სკეპტიკურად უყურებდა ამ ღმერთით დათრობილ წმინდანს, და ვივეკანანდა ხშირად იკამათებს მის სწავლების ირგვლივ. თუმცა შრი რამაკრიშნას სულიერმა მაგნეტიზმმა მალე დაადნო ვივეკანანდას გული და მან დაიწყო იმ ნამდვილი სულიერების გამოცდილების შეძენა, რომელსაც რამაკრისნა ასხივებდა. ასე გაქრა ვივეკანანდას სულიერი ოპოზიცია და შეიცვალა ინტენსიური ღვთიური დედისთვის მინდობით და ძლიერი ვედრებით ღვთის რეალიზაციისთვის.

მოკლე, მაგრამ ინტენსიური პერიოდის დროს, დაახლოვებით 5 წლის განმავლობაში, ვივეკანანდა უშუალოდ მისი მასწავლებლისგან, შრი რამაკრიშნასგან, სწავლობდა. შრი რამაკრიშნას შეეძლო გამოეღვიძებინა მის საყვარელ მოწაფეში სულიერი ცნობიერება და ვივეკანანდამ მალევე დაიწყო ცნობიერების ღრმა დონეების და სამადჰის განცდა. მას შემდეგ, რაც სამადჰის ნეტარება განიცადა, ვივეკანანდამ სთხოვა თავის მასწავლებელს მუდმივად ნირვანის ექსტაზში ყოფნის მადლი. მაგრამ რამაკრიშნამ უპასუხა: "ვფიქრობდი, რომ შენ რაღაც უფრო დიდისთვის დაიბადე, ჩემო შვილი!"

რამაკრიშნას წასვლის შემდეგ, სხვა მოწაფეები ვივეკანანდაში ლიდერს ხედავდნენ, და მან დაეხმარა შრი რამაკრიშნას პირველი სამონასტრო ორდენის ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად წინამძღვრობდა თავის მეგობრებს ძმებს მოწაფეებს და მოუწოდებდა მათ განდგომოდნენ სამყაროს და მოეპოვებინათ ერთობა ღმერთთან.

თუმცა ვივეკანანდასთვის პირადი გათავისუფლება საკმარისი არ იყო. მას გული შესტკივოდა ინდოეთის დაბეჩავებული მასების გამო, რომლებიც სიღარიბისგან იტანჯებოდნენ და გაჭირვებაში იყვნენ. ვივეკანანდამ იგრძნო, რომ უმაღლესი იდეალი - ღმერთისთვის მსახურება კაცობრიობისადმი მსახურებაში იყო. ამგვარად ვივეკანანდა დაამატებს სოციალურ მუშაობას, როგორც შრი რამაკრიშნას გზის წესის მნიშვნელოვან ელემენტს.

"თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სანიასინები, რამაკრიშნას შვილები, იბადებიან უბრალოდ ჯდომისთვის დჰუნის ცეცხლით განათებული ხეების ქვეშ? როგორც კი რომელიმე მათგანი გარკვეული სამუშაოთი დაკავდება, ხალხი გაოგნებული დარჩება, როცა მათ ენერგიას დაინახავს. ამათგან ისწავლიან თუ როგორ უნდა იმუშაონ."
- სვამი ვივეკანანდა

ამგვარად, მედიტაციაში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, ვივეკანანდა იწყებს მთელ ინდოეთში მოგზაურობას, ის ეწვია ბევრ წმინდა ადგილს. ინდოეთში მოგზაურობისას და ბევრ გავლენიან პირთან შეხვედრის შემდეგ, ვივეკანანდას შესთავაზეს, როგორც იდეალურ კანდიდატს,  მსოფლიო რელიგიათა პარლამენტზე ინდუიზმი წარედგინა, რომელიც ჩიკაგოში (აშშ-ში) უნდა ჩატარებულიყო. გამგზავრებამდე ვივეკანანდა მივიდა შარადა დევისთან, შრი რამაკრიშნას მეუღლესთან, კურთხევისათვის. მისი გამხნევებისა და კურთხევის მიღების შემდეგ მან ისტორიული მნიშვნელობის მოგზაურობას შეასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ყვითელი ფერის მოსასხამში და სანიასინის აღთქმის შემნახველი ჩადის ამერიკაში.

 

ვივეკანანდა - მსოფლიო რელიგიათა პარლამენტი

გახსნის ცერემონიაზე ვივეკანანდას გომოსვლა ერთ-ერთი უკანასკნელი იყო. წინა მომხსენებლები თავისი რელიგიის ღირსებებზე საუბრობდნენ, მაგრამ ვივეკანანდამ მთელ აუდიტორიას მიმართა თავისი ღვთის მიმართ ერთობისა და თანასწორობით ხილვით.

პარლამენტში გამოსვლის მისი სიტყვები (ინგ.) >>>

მან ამ სიტყვებით დაიწყო :
"ამერიკის ძმებო და დებო..." სპონტანურად აუდიტორია ფეხებზე წამოდგა და ტაში დაუკრა, და ასე დააფასეს ის ერთსულოვნების განწყობა, რომელსაც ვივეკანანდა სთავაზობდა. ის აგრძელებდა: "ეს ჩემს გულს აუწერელი სიხარულით ავსებს საპუსუხოდ იმ თბილი და გულითადი მიღებისა, რომელიც თქვენ აქ შემომთავაზეთ..."

სვამი ვივეკანანდა აირჩიეს იმისთვის ,რომ წარედგინა ინდუიზმი. მაგრამ ვივეკანანდა არ ცილობდა ნებისმიერი გზებით თავისი რელიგიის უპირატესობა დაემტკიცებინა. ამის მაგივრად, ვივეკანანდა დიდი გულწრფელობით საუბრობდა მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის შესახებ და ადამიანის საერთო სულიერ ფასეულობებზე. ზუსტად ამ ერთობის უნივერსალურმა გზავნილმა დაიპყრო აუდიტორია.

"როგორც სხვადასხვა მდინარეები, რომლების სხვა ადგილებში იღებენ დასაბამს, და მათი წყლებს ზღვაში ირევა, ასევე, ო უფალო, სხვადასხვა გზები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ, თავისი სხვადასხვა მიდრეკილებისდა გამო, და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მრუდნი თუ სწორნი, ყველა შენამდე მოდის."

ვივეკანანდა აღმოჩნდა ვედანტის მჭერმეტყველი და ასევე ყველა რელიგიის იდეალების წარმომადგენელი. გარდა ამისა, ადამიანები გრძნობდნენ ამ ლამაზ და საოცარ ბერში მშვიდ მიუკერძოებლობას, მანათობელ პიროვნებასა და მოკაშკაშე სულიერებას. მოულოდნელად ვივეკანანდა მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის ვარსკვლავად იქცა.

- The New York Herald-ი წერდა ვივეკანანდაზე:

"ის უდავოდ უდიდესი ფიგურაა რელიგიათა პარლამენტზე. მისი მოსმენის შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ, რა სისულელე იყო მისიონერების გაგზავნა იმ სწავლურ ერთან."

- Boston Evening Post-მა განაცხადა:

"თუ ის (ვივეკანანდა) უბრალოდ ბაქანსაც კვეთს, მას ტაშს უკრავენ; და ეს ათასობით ადამიანის მოწონება, მან ბავშვური კმაყოფილებით მიიღო,  რაიმე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და თვითკმაყოფილების გარეშე..."

მთელი კონფერენციის მანზილზე ვივეკანანდა, უდავოდ, ვარსკვლავი იყო, ორგანიზატორებმა ბოლოსკენ გადაწიეს მისი გამოსვლა, რათა თავი დაეზღვიათ აუდიტორიის ნაადრევი დაშლისგან.

კონფერენციამ ვივეკანანდას უბიძგა საზოგადო გამოსვლებისთვის, მრავალი თვის განმავლობაში ის მთელ ამერიკაში მოგზაურობდა და ატარებდა საუბრებს ვედანტას უძველეს ტრადიციაზე და თავის იმედებზე აღმოსავლეთის სულიერებისა და დასავლეთი მატერიალიზმის შერწყმისა.

ამერიკაში ვივეკანანდამ დაიწყო რამოდენიმე ახლო მოწაფის მომზადება, იმისთვის რომ მათ შეეძლოთ ვედანტის სწავლების გავრცელება. მას შეეძლო ეს მისია პატარა ცენტრების გახსნით დაეწყო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ვივეკანანდამ აღიარა, რომ მას ბრიტანეთში შესვლის ეშინოდა, რადგანასც მისი გული ჯანყდებოდა ბრიტანული იმპერიის უსამართლობაზე მისი საყვარელი სამშობლოს მიმართებაში. თუმცა ის აღფრთოვანებული დარჩა იმით, რომ მონახა რამოდენიმე ადამიანი, ვისაც გულწრფელად იზიდავდა ვედანტას სწავლება. ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა მის მარგარეტ ნობლი (Miss Margaret Noble) (შემდგომში მას ნივედიტას (Nivedita) უწოდებდნენ), წარმოშობით ირლანდიელი, ნივედიტა ერთგული მოწაფე ხდება, რომელმაც თავისი ცხოვრება ინდოეთის ხალხს მიუძღვნა.

დასავლეთში გატარებული რამოდენი წლის შემდეგ, ვივეკანანდა დაბრუნდა ინდოეთში, სადაც მას აღტაცებით შეხვდნენ. კერძოდ, მისი ძმები ბერები, ვივეკანანდით ძალიან ამაყობდნენ, რომელიც დიდი ქება-დიდებით დაბრუნდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა ვივეკანანდა საქმიანობის მორევში ჩაეშვა: ის იწყებს მონასტრების რეორგანიზაციას და მოუწოდებს თავის თანამოძმე ინდიელებს დაუბრუნდნენ ვედანტის პრინციპების ჭეშმარიტებას. მაგრამ ასევე ვივეკანანდა ცდილობდა ინდურ ცნობიერებაში განახლებული დინამიზმი შემოეტანა მათი მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ხშირად ამბობდა ვივეკანანდა, რომ უსარგებლოა რელიგია ასწავლო იმათ, ვისაც ცარიელი კუჭები აქვთ. სვამი ვივეკანანდას დიდი სიყვარული ჰქონდა ინდოეთის მიმართ.

"მე ჩემი სამშობლო მიყვარდა, სანამ ამერიკასა და ინგლისში წავიდოდი. დაბრუნების შემდეგ, ამ მიწის მტვერის თითო ნაწილაკიც კი წმინდად მეჩვენება."

უანგარო მსახურების და დინამიზმის წახალისების მიუხედავად, ვივეკანანდა მხედველობიდან არასოდეს კარგავდა ცხოვრების საბოლოო მიზანს, რომელიც ღმერთთან ერთობაში იყო.

„ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათე 6,33). ეს ერთი უდიდესი ვალია, ეს გონდგომაა. იცხოვრეთ სრულყოფილებისთვის, და სხვა არაფრისთვის დოტოვოთ ადგილი გონებაში. მოდით მთელი ძალები მოვახმაროთ იმის მოპოვებას, რაც არასოდეს განიცდის მარცხს - ჩვენს სულიერ სრულყოფილებას."
-სვამი ვივეკანანდა.

ვივეკანანდა ახალგაზრდა გარდაიცვალა, 39 წლის ასაკში. მაგრამ მან შესანიშნავ რამეს მიაღწია დედამიწაზე თავისი ცხოვრების მოკლე პერიოდების განმავლობაში. მან გააერთიანა ინდოეთის უძველესი სულიერი ტრადიცია და დასავლეთის დინამიზმი. ბევრმა ინდოელმა პოლიტიკოსებმა თავისი მადლიერება შესთავაზეს ვივეკანანდას იდეალებსა და გავლენას. ბევრისთვის ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის მფარველად ითვლება.

- ჯავაჰარლალ ნერუ წერდა:
"მთელმა მისმა ცხოვრებამ და სწავლებამ ჩემი თაობა შთააგონა ."

- მაჰათმა განდი ვივეკანანდაზე:
"მას შემდეგ, რაც (მის შემოქმედებას) გავეცანი, ჩემი სიყვარული, რომელსაც ჩემი ქვეყნის მიმართ ვგრძნობდი, გაატასმაგდა."

- შრი ჩინმოი ვივეკანანდაზე:
"შრი რამაკრიშნას მოწაფე სულიერი ძალის ცოცხალ წყაროს წარმოადგენდა. ჰიპერბილის გარეშე, ის გამომაჯანმრთელებელი და მაცოცხლებელი იყო ჩაძირული ინდოეთის სულისა. მისი მასწავლებლის სწავლებასთან ერთად, მან გამოაცოცხლა ინდოეთის ძარღვებში სიციცხლე და გაასხივოსნა ინდოეთის დაბნელებული სული."

ბელურ მათჰისვამი ვივეკანანდას ტაძარი ბელურ მათჰში (Belur Math), მისი კრემაციის ადგილი.

სტატიის ავტორი: Tejvan Pettinger

 

 

ბმულები სხვადასხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

იესო ქრისტე

იესო ქრისტე

იესო ქრისტე ქრისტიანობის ცენტრალური და, უდავოდ, დასავლური საზოგადოებიოს განვითარების ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ზუსტი ისტორიული ჩანაწერების უქონლობის გამო, არსებობს დავა მისი ცხოვრების ზუსტი დეტალებისა და სწავლების შესახებ. ყველაზე ფართოდ გამოყენებული წყაროებია 4 კანონიკური სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. სავარაუდოდ ისინი დაიწერა 70-200 წლის შემდეგ ქრისტეს გარდაცვალებიდან. ასევე არსებობს მრავალი სხვა არაკანონიკური სახარება, როგორიცაა: თომასის, პეტრეს, მარია მაგდალენას და სხვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენა იყო, რომლებმაც ადრე დაკარგული ტექსტები გაგვაცნეს.

ნაზარეთში ეყოლა მარიამს და იოსებს იესო. მათეს და ლურას სახარების მიხედვით, იესო ბოსელში დაიბადა, ბეთლეემში. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მარიამი იყო ქალწული და დაბადება "სულიწმინდის" სასწაული იყო.

სახარების მიხედვით, იესოს დაბადება ანგელოზმა აუწყა ახლომდებარე მინდვრებში მყოფ მწყემსებს. მოგვიანებით იესოს ესტუმრა 3 ბრძენი აღმოსავლეთიდან და შესთავაზეს საჩუქრები: ოქრო, საკმეველი და მირონი.

იესოს ადრეული წლების ცხოვრება ნაკლებადაა ცნობილი, სახარება ყურადღებას ამახვილებს ცხოვრების ბოლო რამოდენიმე წელზე, როდესაც ის აქტიურად ავლენდა თავის ღვთიურ მისიას. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის მამამისის გზას მიჰყვებოდა და დურგალის ხელობას სწავლობდა. ზოგი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდში იესო მოგზაურობდა ინდოეთსა და სპარსეთში, სადაც ის სწავლობდა და ითვისებდა ინდოეთის სულიერებას, სანამ ნაზარეთში დაბრუნდებოდა და თავის სულიერ მისიას დაიწყებდა.

სამივე სახერების მიხედვით, იესო იოანე ნათლისმცემლის მიერ იყო მანათლული, მდინარე იორდანში. ეს სიმბოლური ნათლობა ქრისტეს ღვთიური მისიის დასაწყისია.

ნათლობის შემდეგ, იესომ 40 დღე უდაბნოში გაატარა, სადაც მას ეშმაკი აცდუნებდა, მან ეს გამოცდა ჩააბარა, იესომ უარი თქვა მიწიერ სიმდიდრეზე. იესოს სწავლება მოკლე, ძლიერი და გამომეტყველი გამოცხადებებით ხასიათდებოდა, რომლებიც მსმენელის წარმოსახვას იპყრობდა. მისი ყველაზე ცნობილი სწავლება მთაზე ქადაგებაა.

მთაზე ქადაგება:

მათე 5:3-11
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.

ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.

ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.

 

იესოს სწავლების ძირითადი დამახასიათებელი თვისება პატიება და უპირობა სიყვარულია. ეს სცილდებოდა ძველ წმინდა წერილებს, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ "თვალი თვალის წილ". იესო ასწავლიდა სიყვარულს მტრის მიმართ, მეორე ლოყის მიშვერას.

"ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას." - მათე 5:39

"თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის." - მათე 5:43-44

იესო ქრისტე ასევე ასწავლიდა, რომ ღვთის სასუფეველი შიგნითაა. ის ასწავლიდა, რომ ამის მისაღწევად (და ეს მნიშვნელოვანი იყო) ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ მიწიერ მიჯაჭვულობებზე და შეენარჩუნებინა თავმდაბლობა და უბრალოება - ყოფილიყვნენ, როგორც ბავშვები.

"და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." - მათე 18:3

"ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია." ლუკა 17:20-21

ეს იყო მისი სწავლების ძირითადი არსი, და ეს ეჭვის ქვეშ აყენებდა ძველ ებრაულ რელიგიურ წყაროებს.

ასევე იესო ცნობილი გახდა, როგორც მკურნალი. სახარებებში ბევრი სასწაულია ჩამოთვლილი, სადაც იესო ავადმყოფებს კურნავდა, და ასევე მკვდარი ადამიანი გააცოცხლა (ლაზარე).

სიცოცხლის ბოლო თვეებში, ქრისტე შევიდა იერუსალიმში, მას ხალხი სიხარულით ესალმებოდა და შესძახოდა "ჰოსანას". შემდეგ იესო შევიდა მთავარ ტაძარში და დაუპირისპირდა გამყიდველებს და მეკერმეთა მაგიდები ააყირავა და უსაყვედურა, რომ წმინდა ადგილი ფულის გაკეთების ადგილად აქციეს, - და უთხრა მათ "თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი." მათე 21:13

იმავე კვირას მოგვიანებით ქრისტე ებრაულ პასექს აღნიშნავდა თავის 13 მოწაფესთან. მან იწინასწარმეტყველა, რომ ერთერთი მისივე მოწაფე მას უღალატებდა და გასცემდა.

ეს მოგვიანებით მოხდა. იუდამ ჩააბარა ქრისტე სინედრიონის პირებს. მას ამ სამსახურისთვის 30 ვერცხლი გადაუხადეს. მაგრამ, მოგვიანებით იუდა ნანობდა ამას, შენდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

ებრაელმა უხუცესებმა კითხეს, თუ იყო ის ძე ღვთისა. იესომ უპასუხა "შენ სთქვი". ებრაელებმა იესო რომაელთა ხელისუფლებას გადასცეს, ბრალს კი მკრეხელობაში სდებენ. პონტი პილატეს არ სურდა მისი სიკვდილით დასჯა, როდგანაც ვერ ხედავდა დანაშაულს რომაელების წინააღმდეგ. პილატეს ცოლს სიზმარი ჰქონდა, და ის გრძნობდა, რომ ქრისტე უდანაშაულო იყო. მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა პილატე გაეთავისუფლებინა იესო. პილატე იესოს გაწკეპლა უბრძანა, იმ იმედით, რომ ეს დაამშვიდებდა ებრაულ ხელისუფლებას. თუმცა ისინი მაინც ქრისტეს სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ტრადიციულად, პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომაელებს სურდათ ერთ-ერთი ბრალდებული გაეთავისუფლებინათ. ბრბომ არა იესო, არამედ ბარაბა აირჩია - დამნაშავე, რომელიც მისჯილი იყო იმისთვის, რომ კაცი მოკლა. პილატემ დაიბანა ხელები, და თქვა, რომ ეს მისი დანაშაული არ ყოფილა.

იესო გოლგოთას მთაზე ჯვარს უნდა ეცვათ. მას თან ჯვარი უნდა ეტარებინა და გზაში ერთხელ გონება დაკარგა და დავარდა - მაშინ იესოს სიმონ კირენელმა უშველა.

სამი კანონიკური სახარება ამბობს, რომ იესო ჯვარზე გარდაიცვალა. რომაელმა ჯარისკაცმა შუბით განგმირა მისი გვერდი, რათა
მის სიკვდილში დარწმუნებულიყო.


იესო ქრისტეს ბუნება

ადრეული ქრისტიანობის ისტორიაში ბევრს კამათობდნენ ქრისტეს ბუნების შესახებ. ზოგიერთი გრძნობდა, რომ ქრისტე ღვთის პირდაპირი განსახიერება იყო, სხვები კი გრძნობდნენ, რომ ის როგორც ღვთიური, ასევე ადამიანური ბუნების იყო. ქრისტიანობის სხვადასხვა განშტოებები ხაზს უსვამდენ სხვადასხვა ასპექტებს. მაგალითისთვის, გნოსტიკები ხაზს უსვამდენ ღვთის იმანენტურობას - ღვთის შინაგან ასპექტს; და მიმდევრებსთვის - ღმერთთან პირდაპირი კავშირის უნარს.

325 წელს, ნიკეის კრებაზე განისაზღვრა ქრისტიანული ეკლესიის სწავლება იესოს შესახებ. ამათმა მიიღეს 4 სახარება, როგორც კანონიკური, და  ბევრი სხვა სახარაბა კი უარყვეს. ასევე ნიკეის კრება დიდი ყურადღებას ანიჭებდა წმინდა პავლეს წერილებს. წმინდა პავლე ხაზს უსვამდა ქრისტეს ღვთიურ ბუნებას, ჯვრისცმის მნიშვნელობას და აღდგომას.


შეხედულებები ქრისტეზე

განმანათლებლური შეხედულება
ძალიან ბევრი რენესანსის წარმომადგენელი გრძნობდა ქრისტეში მორალური და რელიგიური იდეალების უზენაეს მასწავლებელს, მაგრამ უარყოფდენ საღვთისმეტყველო მოთხოვნებს ღვთიურობაზე და ზოგიერთ სასწაულზე, როგორიც იყო უმანკო ჩასახვა.
მაგალითად, თომას ჯეფერსონმა დაწერა "იესო ქრისტეს ცხოვრება და მორალი", შემდგომში ის ცნობილი გახდა, როგორც ჯეფერსონის ბიბლია. (Thomas Jefferson 'Life and Morals of Jesus Christ'). ბენჯამენ ფრანკლინი (Benjamin Franklin) ასევე იესო ქრისტეს უდიდესი მორალური მასწავლებლად მიიჩნევდა , მაგრამ არ მიიღო ქრისტიანული ეკლესიის ყველა სწავლება.

ინდუიზმი
ინდურ ტრადიციაში იესო ქრისტეში ხედავენ რეალიზებულ სულიერ მასწავლებელს. ადამიანმა, რომელმაც მიაღწია თვითრეალიზაციას, ღვთისრეალიზაციას. იესო ქრისტეს ასევე, როგორ ავატარს უყურებენ - როგორც რეალიზებულ სულს, რომელიც განსაკუთრებული მისიით მოვიდა დედამიწაზე, რათა აემაღლებინა უამრავი სული. ბევრი ინდოელი სულიერი მასწავლებელი ხედავს იესოში ღმერთის განასახიერებას. მაგრამ არ ღებულობენ იმას, რომ იესო ქრისტე ერთადერთი იყო, ვინც მიაღწია ამ რეალიზაციას.

მაჰმადიანურ ტრადიციაში, იესო ქრისტეს უყურებენ, როგორც ღვთის მნიშვნელოვან წინასწარმეტყველს.

ერთერთი ვერსიით ქრისტე, იმ წლებში, რომლებიც ბიბლიაში არაა აღწერილი, აღმოსავლეთში მოგზაურობდა, ბევრ მასწავლებელს ეწვია. მაგრამ ინიციაცია მხოლოდ იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო. ქრისტე დასაფლავებულია ქაშმირში, ინდოეთში.

ქრისტეს საფლავი 

 

საინტერესო ბმულები:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

 

სინდიცირებული მასალა