სულიერი წიგნები

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

წიგნები სულიერებაზე, იოგასა და მედიტაციაზე

ღვთის შეცნობა მედიტაციაშია და არა წიგნებში. აი უპანიშადების უმაღლესი ჭეშმარიტება. უპანიშადებში ბრძენნი და წინასწარმეტყველები თავის მოწაფეებს სთხოვდნენ მედიტაციას, მხოლოდ მედიტაციას. ისინი არც კი ურჩევდნენ თავის მოწაფეებს დამოკიდებულები ყოფილიყვნენ ვედებზე, როგორც ღვთის შეცნობის დამხმარე საშუალებაზე. "იმედიტირეთ, ბრაჰმანი თქვენია! იმედიტირეთ! უკვდავება თქვენია!" ადამიანის სულის მოგზაურობის დასაწყისში, უპანიშადების ბრძენნი გაიძახოდნენ: "Uttisthata jagrata ..." - "აღსდექ, გაიღვიძე, ნუ გაჩერდები სანამ მიზანს არ მიაღწევ." მოგზაურობის დასასრულს, იგივე ბრძნები კიდევ ერთხელ გაიძახოდნენ: "Tat twam asi" - "შენ ის ხარ."

- შრი ჩინმოის წიგნიდან: "იოგა და სულიერი ცხოვრება: ინდოეთის სულის მოგზაურობა"

კითხვა: შეგიძლიათ მირჩიოთ რამოდენიმე წიგნი მედიტაციაზე, კონცენტრაციაზე, ჭვრეტასა და მისწრაფებაზე?

შრი ჩინმოი: თქვენ გაინტერესებთ, რომელიმე გარკვეული სულიერი მასწავლებლის გზას რომ გაყვეთ? იმიტომ რომ სულიერება ძალიან ფართო და მრავალფეროვანი საგანია. თქვენ უნდა იცოდეთ გინდათ თუ არა წახვიდეთ ერთგულების გზით თუ სუფთა, აბსტრაქტული იდეების მეშვეობით. თქვენ უნდა იცოდეთ რომელ გზას გინდათ გაყვეთ. მაშინ თქვენ შეძლებთ წიგნებიდან ბევრის აღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესწავლა თქვენ ბევრ დროს დაგაკარგვინებთ.

თუ თქვენ გაინტერესებთ შრი რამაკრიშნა, ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი, ან თუ გინდათ შეისწავლოთ ვედანტას და უპანიშადების გზა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ვივეკანანდას, შრი რამაკრიშნას უახლოესი მოწაფის, წმინდა ჩანაწერები. თუ თქვენ გინდათ ინტეგრალური იოგის გზას გაყვეთ, ინტეგრალური შეცნობის, მაშინ შეისწავლეთ შრი აურობინდოს წიგნები. თუ გინდათ შეისწავლოთ სულიერი საწყისის მიმოხილვა, მაშინ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოფილი ინდოეთის პრეზიდენტის, დოქტორ რადჰაკრიშნანის, წიგნები. მისი წიგნები გაგარკვევენ ინდურ აზრსა და ინდური სწავლებების ჩაწვდომაში. თუ თქვენ გაინტერესებთ კონცენტრაცია, ჭვრეტა და მედიტაცია და გინდათ იცოდეთ გარკვეული მეთოდები, რომლებიც გამოიყენებოდა ასობით წლის წინ და მედიტაციის საიდუმლოებანი, შეგიძლიათ წაიკითხოთ კაპილას "სამჰია შასტრა" (Samkhya Shastra) და პატანჯალის "იოგა სუტრა" (Yoga Sutras). იქ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას როგორც გონებისთვის, ასევე მედიტაციისთვისაც.

 

თოლია 

სულიერი წიგნები ქართულ ენაზე:

(ამ წიგნების შეძენა შეგიძლიათ თბილისის წიგნების მაღაზიებში)

შრი ჩინმოი "მისწრაფების ევერესტი"

ამ წიგნის შეძენა შემდეგ მაღაზიებში შეგიძლიათ >>>

და ასევე წაკითხვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

შრი ჩინმოი "სწავლება მდუმარედ"

ამ წიგნის შეძენა შემდეგ მაღაზიებში შეგიძლიათ >>>

და ასევე წაკითხვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

   

რომენ როლანი "რამაკრიშნას ცხოვრება"

ეს წიგნი "ლატერნა+"-ში და "წიგნის სახლში პეკინზე" იყიდებოდა. მისამართს აქ ნახავთ >

 

სვამი ვივეკანანდა "ჯნანა იოგა"

ეს წიგნი "ლატერნა+"-ში იყიდებოდა. მისამართს აქ ნახავთ >

ვივეკანანდა, ძველი ინდური ფილოსოფია

სვამი ვივეკანანდა "ძველი ინდური ფილოსოფია"

ეს წიგნი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იყიდებოდა, შეიძლება სხვაგანაცაა.

უპანიშადები

ეს წიგნი ქუჩის მოვაჭრეებთან იკითხეთ, სადაც ძველი ქართული წიგნები იყიდება.

ლაო - ძი "დაო დე ძინი"

ეს წიგნი ქუჩის მოვაჭრეებთან იკითხეთ, სადაც ძველი ქართული წიგნები იყიდება.

 

* * *

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბმულები (link-ები) სხვადასხვა საინტერესო საიტებზე, სადაც არის განლაგებული ლიტერატურა იოგის პრაქტიკის შესახებ, მედიტაციაზე, სულიერებაზე,  სულიერ მასწავლებლებზე და სხვა...

საიტები შრი ჩინმოის ლიტერატურული და პოეოტური შემოქმედების შესახებ:

შრი ჩინმოიშრი ჩინმოის წიგნების on-line  ბიბლიოთეკა   Dreambooks-ის საიტზე (რუს.)
შრი ჩინმოის წიგნების Оn-line
ბიბლიოთეკა  Sri Chinmoy Library-ის საიტზე (ინგ.)

შრი ჩინმოის სულიერი პოეზია >>> (ინგ.)

 

 

 

სულიერი ლიტერატურის უდიდესი კოლექცია  ლოტოს საიტის ბიბლიოთეკაში >>>

შრი აურობინდო დედა

შრი აურობინდოს და დედის  ნაწარმოების ბიბლიოთეკა (აქვე ნახავთ სინქრონულ ინგლისურ-რუსულ შრი აურობინდოს პოემის "სავიტრის" ტექსტს) საიტი ინგ. და რუს. - ენოვანია

 

 

 

 

 

KOOB.ru -ს შესანიშნავი ელექტრონული ბიბლიოთეკა (რუს.), საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ სვადასხვა წიგნები იოგაზე, მედიტაციაზე, ეზოთერიკაზე, სხვადასხვა სულიერ გზებზე და სხვა ბევრი საინტერესო წიგნი მათ შორის ესენიც:

 

შრი რამაკრიშნა  შრი რამაკრიშნას "კატამრიტა" (რუს.)

სვამი ვივეკანანდა სვამი ვივეკანანდას ლექციები (რუს.)

სვამი იოგანანდა სვამი იოგანანდას "იოგინის ავტობიოგრაფია" (რუს.)

საიტ  "კნინჟნაია პოლკა" -ზე შეგიძლიათ წაიკითხოთ კრისტოფერ იშერვუდის წიგნი   "რამარრიშნა და მისი მოწაფეები" და სვვა საინტერესო წიგნები. (რუს.) >>>

 

ბიბლიოტეკა ჯგუფი "აქვარიუმის" საიტზე

 

 

 <<< ზევით

სიხარულის ფრთები

ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა შრი ჩინმოის ახალი წიგნი "სიხარულის ფრთები"

თქვენს წინაშეა ბესტსელერი, რომელმაც ბევრ გამოცემას გაუძლო. ეს პრაქტიკული სახელმძღვანელოა ადამიანისთვის, რომელიც შეიცნობს თავის შინაგან სამყაროს. წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც ახლახან დაიწყო მედიტაციის დაუფლება, ისე იმათთვისაც, ვინც უკვე დიდიხანია ეწევა მედიტაციის პრაქტიკას. ავტორი გვთავაზობს ღრმა სულიერებას ესეების, მოთხრობების, იგავების, ლექსების და მარტივი აფორიზმების სახით. ამასთან ერთად ავტორი გვთავაზობს ეფექტურ ვარჯიშებს შინაგანი პრაქტიკისთვის.

 

წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 8 სექტემბრიდან.

 

მისწრაფების ევერესტი

2013 წლის იანვარში გამოვიდა შრი ჩინმოის წიგნი "მისწრაფების ევერესტი" ქართულ ენაზე.

ის 100 სულიერი ესესგან შედგება. აქ მოყვანილია რამოდენიმე ნაწყვეტი ამ წიგნიდან. ამ გვერდის ბოლოში კი იმ წიგნების მაღაზიებზე ბმული არის მოცემული, სადაც შეგიძლიათ ამ წიგნის შეძენა.

მისწრაფების ევერესტიწინასიტყვაობა

ევერესტი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის ჯაჭვის უმაღლესი მწვერვალია.
მისწრაფება - შინაგანი ვედრებაა უმაღლესი ცნობიერების მოხვეჭისა. თუ ჩვენი ადამიანური ცნობიერება ასვლას შეძლებდა ამ ევერესტის სიმაღლემდე მისწრაფების სამყაროში, რა წარმოუდგენელ სიხარულს მოვუტანდით ჩვენი უზარმაზარი პროგრესით ჩვენს შემოქმედს!
ევერესტი - თვით მიუღწევლის სიმბოლოა, მიზნის, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ზეადამიანური ბრძოლით და სიმტკიცით.
მისწრაფება - კაცობრიობის მგზნებარე სურვილია, გავიდეს ჩვეულებრივისა და ყოველდღიურის სფეროს მიღმა. თუ ჩვენი შინაგანი ვედრება მიაღწევდა ჩვენი ყველაზე ამაღლებული, ღვთით ბოძებული უნარის პიკს, ჩვენ ევერესტი-მისწრაფება გვექნებოდა.

ეს შთამაგონებელი საუბრები იმ ადამიანის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია, საუკეთესო და საიმედო ორიენტირია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის ზევით, უმაღლესისკენ, წინ, უშორესისკენ, შიგნით, უღრმესისკენ. პოეზიის სილამაზით, პროზის სიცხადით და წმინდა წერილის სიღრმით - ეს საუბრები მიმართულია არა გონებისკენ, არამედ მაძიებლის გულისა და სულისკენ. ეს სპონტანური საუბრები საუკეთესოდ განასახიერებენ ამ სამივე ლიტერატურულ ფორმას, ისინი განკუთვნილნი არიან იმისთვის, რომ წაიკითხო, გადაიკითხო, შეისწავლო, დაიზეპირო და ხშირად იმეორო, რადგან მათი უკვდავი ყვავილები-გზავნილები არასოდეს ჭკნება, მარად იზრდება, იფურჩქნება, ბრწყინდება, ყვავილობს მიზანსწრაფული მკითხველის შინაგან გაცნობიერებულობასთან ერთად, რომელიც უფრო ღრმა და ფართო ხდება.

"სწავლება მდუმარედ" ქართულად

გამოიცა ერთერთი ყველაზე ლაკონური და ამავედ დროს პრაქტიკული სახელმძღვანელო მედიტაციაში - შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ". ცნობილი ინგლისელი მწერლის ალან სპენსის წინასიტყვაობით.

აქ თქვენ ნახავთ, როგორც თეორიას (თუ რა არის კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა), ასევე პრაქტიკას (სუნთქვით ვარგიშებს და კონცენტრაციის დამედიტაციის ტექნიკებს და სხვა). წიგნი 3 ნაწილისაგან შედგება - "ხილვა", "თეორია" და "პრაქტიკა". წიგნი მშვენიერია იმათთვის ვინც ეხლა აკეთებს პირველ ნაბიჯებს ამ გზაზე. ასევე საინტერესო იქნება მათთის ვინც უკვე დიდი ხანია არის დაკავებული მედიტაციის პრაქტიკით, ყველასთვის ვისაც სურს საკუთარი თავის შეცნობა და სიმშვიდის, ჰარმონიის და შინაგანი თავისუფლების მოპოვება.

ამ კრებულის დასახელება - „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსულიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ, სიტყვის გარეშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება - ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი! როგორც შრი ჩინმოი ამბობს „ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

ალან სპენსი

წიგნის შინაარსი:

ხილვა, თეორია, პრაქტიკა, დასაწყისი, მედიტაციის ანბანი, გარე დამხმარე საშუალებანი, მედიტაციისთვის, მედიტაციის დრო,პოზა, სუნთქვა, მანტრა, მუსიკა, გონება და გული (ზოგიერტი სავარჯიშო), მედიტაცია მასწავლებელზე

 

  მაღაზიებიის მისამართები სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ" >>>

 

სინდიცირებული მასალა