სულიერება

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

სულიერება და რელიგიის შეზრუდვები

როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?

შრი ჩინმოი, ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: ყოველ რელიგიას აქვს თვითგამოხატვის საკუთარი ხერხი უსასრულო ერთიანის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხერხები შეზღუდულია. რელიგია მხოლოდ და მხოლოდ სახლია და ვერავინ იტყვის, რომ მას ყველაფერი აქვს სახლში. ჩვენ შეგვიძლია მეტი ავეჯის შეძენა, მაგრამ სახლის სიდიდე იგივე დარჩება.

მაგრამ თუ ვიღებთ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი რელიგია ხდება ღვთისადმი სიყვარული. და თუ ღმერთი გვიყვარს, ყველაფერი ჩვენში ფართოვდება. ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მუდმივი გაფართოებაა მთელი ჩვენი რეალობისა.

ღვთისადმი სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. თუ არსებობს ისეთი რელიგია, რომელიც ჩვენ არ გვეტყოდა ღვთისადმი სიყვარულზე? მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რელიგია ქადაგებს: "გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ ისე, როგორც გიბრძანებ. მხოლოდ თუ დადიხარ ეკლესიაში, ტაძარში, მეჩეთში, შენი ღვთისადმი სიყვარული სრულყოფილი იქნება. სხვა დანარჩენი გზა კი მცდარია".

ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული ასეთი არაა. თუ მიყვარს ღმერთი, ის მეუბნება: "რატომ უნდა ხარობდეს მხოლოდ და მხოლოდ ვარდი ბაღში-რელიგიაში? იქ სხვა ყვავილებიც შეიძლება ხარობდნენ". ერთი ადამიანი შევა ბაღში და მას მოეწონება ვარდი, სხას კი - სხვა ყვავილი მოეწონება. იმიტომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველანაირი გზებით - იმით, რას ვამბობთ და ვაკეთებთ, ჩვენი მუდმივი თვითგაცემით ცნობიერების ყველა დონეზე. მხოლოდ ამ შერმთხვევაში ჩვენ არ შევეცდებით ვინმეს შეზღუდვას.

თქვენ მკითხეთ, როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?. "გაქცევა" არასწორი სიტყვაა. აქ გაქცევა კი არ გვჭირდება, არამედ - გასხივოსნება. რელიგიის გასხივოსნება კი შესაძლებელია, მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულით, ისე როგორც მას თავად სურს.

რელიგია ამბობს:
- თუ იღებ ჩემ გზას,
მაშინ შენ კეთილშობილი ხარ.
სულიერება ამბობს:
- არაა საჭირო ჩემ გზას მიყვებოდე.
გაყევი შენ გზას ზეშთაგონებულად
და მიაღწიე დანიშნულ მიზანს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიყვარული"

 

<<< უკან გვერდზე "სულიერება"

ინდუიზმი

ინდუიზმი შინაგანი გამოცდილებაა, ეს სულის გამოცდილებაა. ინდუიზმი არ არის რელიგია. ეს კულტურის სახელწოდებაა თვითდისციპლინირებული სულიერი კილტურის. სიტყვას "რელიგია" თქვენ ფაქტიურად ვერ ნახავთ ინდუსის ლექსიკონში. მის ლექსიკონშია სიტყვა "დჰარმა". დჰარმა, უეჭველად, მოიცავს რელიგიას, მაგრამ დჰარმას მნიშვნელობა რელიგიის კონცებციაზე ბევრად შორს მიდის. დჰარმა ნიშნავს ცხოვრების შინაგან კანონს, ადამიანის არსებობის უფრო ღრმა აზრს. დჰარმა სანსკრიტული სიტყვაა, რომელიც წარმოიშობა ფესვიდან დჰრი - "მიყოლა". ის, რასაც მიყვება ადამიანი, მისი შინაგანი კანონია. ეს შინაგანი კანონი ღვთიური, ყოვლისთვის ასრულების მომტანი გამოცდილებაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს უვიცობის ბორკილებისგან ფიზიკირ სამყაროში ყოფნისასაც კი.

მეორეს მხრივ, სიტყვა "რელიგია" მიღებულია ლათინური ზმნისგან ლიგარე (ligare) - "შეკვრა". ძველი ბერძნები ხედავდნენ რელიგიაში ძალას, რომელიც კრავდა და აკონტროლებდა ადამიანს. მაგრამ ძველი ინდოელი ბრძნები გრძნობდნენ, რომ რელიგიამ, არა, დჰარმამ უნდა გაათავისუფლოს ადამიანი იმისგან, რაც მას კრავს, ანუ მისი უვიცობისგან. გამოღვიძებულმა ადამიანის ცნობიერებამ ბოლო უნდა მოუღოს უვიცობას, ან უფრო სწორად, უვიცობა უნდა გარდაიქმნას  ჭეშმარიტების ცოდნად.

შრი აურობინდო ამბობს:

"დჰარმა - ინდური კონცეპციაა, რომელშიც უფლებებსა და მოვალეობებს შორის იკარგება ხელოვნური ანტაგონიზმი, შექმნილი მსოფლიოს შეხედულებით, რომელიც მოქმედების სათავეში აყენებს ეგოიზმს, და აღდგება მათი ღრმა და მარადიული კავშირი. დჰარმა - დემოკრატიის ფუნდამენტია, რომელიც აზიამ უნდა აღიაროს, რამეთუ ამაშია განსხვავება აზიის სულსა და ევროპის სულს შორის. აზიის ევოლუცია დჰარმის მეშვეობით ხორციელდება; ეს მისი საიდუმლოა."

 შრი ჩინმოის წიგნიდან "იოგა და სულიერი ცხოვრება. ინდოეთის სულის მოგზაურობა"

 

ინდუიზმი
 

"ყოველთვის, როდესაც უსამართლობა ბატონობს და სამართლიანობა ეცემა, მე ვევლინები.
რათა დავიცვა და შევინახო კეთილშობილნი და ბოლო მოვუღო ბოროტებს, აღვადგინო დჰარმა, მე ვევლინები საუკუნიდან საუკუნემდე."

ბჰაგავად გიტა IV, 7-8

"როდესაც ადამიანს შეუძლია ხედავდეს მარადიულობას გარდამავალში
და უსასრულობას სასრულში, მაშინ ის სუფთა ცოდნას ფლობს."

ბჰაგავად გიტა XVIII, 20

ინდუიზმი აღმოცენდა 4000-ზე მეტი წლის წინ (შეიძლება უფრო ადრეც). ის არ წარმოადგენს რომელიმე ერთ გაერთიანებულ რელიგიას, მას არ ყავს დამფუძნებელი, რომელიმე ერთადერთი მასწავლებელი,და არც წინასწარმეტყველები ყავს. ინდუისტებს უნივერსალური სულის ან ღმერთის სწამთ, რომელსაც ბრაჰმანს უწიდებენ. ინდუიზმი იოგიდან მოდის.

 

 

ჩვენი საიტის რესურსები:

იოგა - იოგის სხვადასხვა სახეობები, საფეხურები, იოგის მასწავლებლები

სულიერი მასწავლებლები

შრი კრიშნა

ინდოეთით შთაგონება

 

 

მისტერ შონფილდი: რა ეფექტი მოახდინა ინდუიზმმა და ბუდიზმმა დასავლეთზე?

შრი ჩინმოი: ის, რაც შემოდის დასავლეთში არ არის ინდუიზმი ან ბუდიზმი. ეს იოგაა, რომელიც ცდილობს შთააგონოს დასავლეთი. იოგა არ არის მხოლოდ ინდოეთის მონოპოლია. ინდიელს აქვს სული, ამერიკელსაც აქვს სული. როდესაც იოგის პრაქტიკას ვეწევით, თქვენი სული და ჩემი სული ერთი ხდება. ეს არაა ჩემი რელიგია ან თქვენი რელიგია, რომელიც გვაერთსულოვნებს. ეს ჩვენი სულები ერთიანს გვხდიან.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მორჩილება: უმაღლესი კეთილშობილება"

 

შრი ჩინმოი ინდუიზმზე

"შეიცანი თავი შენი". აი რისკენ მიისწრაფვის ინდუიზმი. ეს ინდუიზმის კვინტესენციაა.

მშფოთვარე გაურკვევლობების სამყაროში, ბნელი სიცრუისა და ბრმა სიგიჟის სამყაროში რელიგია ერთერთია რამაა, რომელიც თავის ღირსებას ინარჩუნებს. ზუსტად რელიგიას ადამიანის ღვთიურობა გამოჰყავს წინა პლანზე. ზუსტად რელიგიას შეუძლია შთააგონოს ადამიანი შეებრძოლოს დაუნდობელ აწმყოს, გააძლიეროს თავისი შინაგანი ძალა და იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვისა და ღვთის საათისთვის.

თქვენ ყველანი კარგად იცით, რომ ინდუსური რელიგია ერთერთი უძველესი რელიგიაა მსოფლიოში. უმრავლესი რელიგიებისგან განსხვავებით, ინდუსურ რელიგიას არ ჰყავს კონკრეტული დამფუძნებელი. ის თავიდანვე ეფუძნებოდა რიშების (rishi), ბრძნების, სულის ამაღელვებელ გამოთმებს. რიში ისაა, ვინც ხედავს ჭეშმარიტებას და საუბრობს ჭეშმარიტებასთან.

თუ მოინდომებთ ინდუიზმის განსაზღვრებას, თქვენ ამას შეძლებთ ერთი მოკლე სიტყვით: სიყვარული. ეს სიყვარული ყველაფერს მოიცავს და მარად იზრდება. ნამდვილი ინდუსი იტყვის: "მე ჰაერის გარეშე ცხოვრება შემიძლია, მაგრამ ღმერთის გარეშე - არა." მაგრამ ამავე დროს, თუ ინდუსი ამბობს, რომ ღმერთის საერთოდ არ სწამს, ის მაინც ინდუსი რჩება. ის თავს ინდუსად გრძნობს, სხვები კი ამას არ უარყოფენ. აქ მთავარ როლს პირადი არჩევანი თამაშობს. ინდუსს შეუძლია ასობით ღმერთს თაყვანი სცეს ან მხოლოდ ერთს. მისთვის ღმერთი შეიძლება "პიროვნული"იყოს, ან შეიძლება "უპიროვნო" იყოს. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რა იგულისხმება "პიროვნულსა" და "უპიროვნოში". აეროპორთში თვითმფრინავია. თქვენ მისი დანახვა შეგიძლიათ. ის რაღაც კონკრეტული, მატერიალური და ხელშესახებია. როდესაც თვითმფრინავი მიწას წყდება და აღარ სჩანს, მიუხედავად იმისა, თქვენ იცით, რომ ის სადღაც ცაშია. შეიძლება ის კანადაში ან იაპონიასი მიფრინავს, ან კიდე სხვაგან. მაგრამ თქვენ იცით, რომ ის არსებობს, მოქმედებს და ფუნქციონირებს რაღაც სხვა დონეზე. ანალოგიურად, ჩვენ "უპიროვნო" ღმერთს, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ ხელშესახებ ფორმაში, ვგრძნობთ ჩვენს გაღვიძებულ ცნობიერებაში, სადაც ის უხილავად გვმოძღვრავს და გვაყალიბებს.

ჩვენ ვისაუბრეთ ინდუიზმის შეხედულებაზე ღმერთზე. ახლა კი მოდით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე, თუ რას იძახის ინდუიზმი ღვთის რეალიზაციაზე. ღვთის რეალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მეცნიერებაა, რომელიც ბოლოს უღებს თანჯვას, უვიცობასა და სიკვდილს. მაგრამ ჩვენ უნდა შევიცნოთ ღმერთი მისი გულისთვის და არა ჩვენი გულისთვის. ეძებდე ღმერთს თავისი გულისთვის, - თავისი უსასრულო სურვილების უშედეგოდ კვებას ნიშნავს. მაგრამ ეძებდე ღმერთს მისი გულისთვის, - მის უნივერსალურ ცნობიერებაში ცხოვრებას ნიშნავს; სხვა სიტყვებით, მასთან ერთად აბსოლუტურად და განუყოფლად ყოფნას ნიშნავს.

უმნიშვნელოვანესი კითხვა ის არის, იმყოფება ღმერთი ჩვენში ყოველთვის, თუ სტუმრობისათვის დიდი ხნით შედის ჩვენს გულში, თუ უბრალოდ მოდის და მიდის? ღრმა მადლიერების გრძნობით, ნება მიბოძეთ მოვუხმო ემილი დიქინსონის უკვდავ სულს, რომლის სულიერი მისწრაფება მაძიებელს წააქეზებს გაიგოს, ზუსტად რას წარმოადგენს უსასრულო ღმერთი. ის ამბობს:

"ვარაუდობენ, რომ უსასრულობა
სტუმარია მოულოდნელი,
მაგრამ იმ საოცარს რანაირად შეუძლია მოსვლა,
თუ არასოდეს წასულა?"

ინდუიზმს მარადიულ რელიგიას უწოდებენ. ის ყვალანაირი კაცობრიობისთვის არსებული გზებით ღმერთთან კავშირს ეძებს. მას კაცობრიობის ღმერთთან ყოვლის-ამსრულებელი კავშირი სურს, არც მეტი და არც ნაკლები. მისი არსი შემწყნარებლობაა. ინდუიზმი უარზეა მიიღოს მსოფლიო რელიგიები, როგორც ცალკე მდგომი რეალობები. ის თავისებურად იტევს მსოფლიოს ყველა რელიგიას, და შეიძლება ითქვას, და ეს სიმართლისგან შორს არ იქნება, რომ ინდუიზმი აღმსარებლობების უნიკალური ძმობაა.

ნამდვილი ინდუსისთვის სიყვარული სხვებისადმი ორგანული ნაწილია მისი ღვთისადმი სიყვარულისა. სიხარულით და მნიშვნელოვნად მისი სული აუწყებს და იმღერებს უოლტ უიტმენის უშიშარ სულთან:

"ჩემს თავს ვადიდებ და ჩემს თავს ვუმღერი
რასაც ვაცხადებ ჩემად, შენც განაცხადებ.
რადგან ყოველი ატომი, მე რომ მეკუთვნის, ასევე შენია.

ინდუიზმის ყველაზე ნათელი თვისება უშუალო გამოცდილების ძებნნაა, უფრო მეტიც, ღვთის რეალიზაციაა. თუ შეისწავლით ვედებს, უპანიშადებს, ბჰაგავად-გიტას და სხვა ინდურ წმინდა წერილებს, თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ხაზს უსვამს რაღაც კონკრეტულ ასპექტს ან გარკვეულ იდეას, ისინი ყვალანი თავისი არსით განასახიერებენ ერთსა და იმავე სრულყოფილ ღვთიურ ცოდნას, რაც თავადაა ღმერთი.
 

შრი ჩინმოის წიგნიდან "იოგა და სულიერი ცხოვრება: ინდოეთის სულის მოგზაურობა"

 

ფოტო: Unmesh Swanson (მდინარე განგი) და
შრი ჩინმოის ნახატები "სპილო" და "იოგი"

ბმულები:

  • A Tribute to Hinduism - შესანიშნავი ინგლისურენოვანი საიტი. არაკომერციული, ბევრი რესურსებიღ ინდუიზმის სხვადასხვა სპექტებზე
  • წიგნები ინდუიზმზე (Amazon.com-ზე)
  • An Introduction to Hinduism - მშვენიერი ინგლისურენოვანი წიგნი
  • Hinduism Today - თანამედროვე ჟურნალი, რომელიც სთავაზობს ინდუსურ სინათლეს თანამედროვე კონტექსტში
  • ინდუსური პოეტები Poet Seers-ზე
  • Hindu.org - საიტი მიძღვნილი ინდუსურ სოლიდარობის, კულტურისა და დიდი სანატანა დჰარმის (Sanatana Dharma) ცოდნის გავრცელებას ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში.

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

სულიერი და რელიგიური ჯგუფები

ჩიტები, შრი ჩინმოი

რა განსხვავებაა სულიერ ჯგუფსა და რელიგიურ ჯგუფს შორის?

შრი ჩინმოი: თუ ის რელიგიური ჯგუფია, ის გარკვეულწილად გონებაშეზღუდულია. მაგრამ სულიერი ჯგუფი კოსმოპოლიტური შეხედულებისაა. სულიერება ყველა რელიგიას მოიცავს, იმისდა მიუხედავად, თუ რა რელიგიას ან აღმსარებლობას არ უნდა ეკუთვნოდეს ადამიანი. რელიგია კი სულიერებას ასეთნაირად ვერ მოიცავს. თუ ადამიანი რელიგიურია, ბუნებრივია, მას გააჩნია გარკვეული სულიერება. მაგრამ თუ ის გარკვეული რელიგიის მხურვალე მიმდევარი ხდება, მას შეიძლება არ მოწონდეს სხვა რელიგიები. ის შეიძლება თვლიდეს, რომ სხვა რელიგიებში ყველაფერი არასწორია. მას ეჩვენება, რომ მისი რელიგია სხვებზე გაცილებით უკეთესია. მაგრამ თუ ადამიანი სულიერი ხდება, ნამდვილად სულიერი, ის ყველა რელიგიას სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს. კონკრეტული რელიგიის მიმდევარს არ შეუძლია, ან არ სჭირდება ყველა რელიგიის მიღება, როგორც ჭეშმარიტისა, ის ამას ვერც შეძლებს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერებას მისდევს, ის იგრძნობს, რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია, რომ ყველა კარგია, რომ ყველა ასრულებს ღვთის მისიას თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

შრი ჩინმოის წიგნიდან "შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი მე-4

 

 

<<< გვერდზე "სულიერება"

ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას?

შეკითხვა: ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას?

შრი ჩინმოი: მედიტაცია არ ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიას. რელიგიას არეფერი აქვს სათქმელი მედიტაციის წინააღმდეგ, რადგან ჭეშმარიტი რელიგია - ეს ღვთის შეცნობაა. ჩემ მოწაფეებს შორის არიან კათოლიკები, პროტესტანტები და იუდეველები. ნამდვილი მისწრაფებული, რომელმაც სულიერების და იოგის გზას დაადგა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დარჩენა შეუძლია თავის რელიგიაში. მე არ ვთხოვ ჩემ მოწაფეებს რელიგიაზე უარის თქმას. ნამდვილი იოგა არ მოითხოვს რომელიმე რელიგიაზე უარის თქმას. თუ მოწაფეები რჩებიან საკუთარ რელიგიაში და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მისდევენ, მათ შეუძლიათ სწრაფზე სწრაფად ირბინონ მიზნისაკენ. მათი საკუთარი რელიგია მუდმივად მათ არწმუნებს იმაში თუ, რას აკეთებენ.

ფიზიკურ გამოვლინებაში თითოეული რელიგია სახლივითაა. თქვენ გიწევთ რომელიმე სახლში ცხოვრება? თქვენ ქუჩაში ვერ დარჩებით, რადგანაც თქვენ შეიძლება არ ჭირდებოდეთ სამყაროს ან სამყარო შეიძლება არამემეგობრული იყოს თქვენს მიმართ. მაგრამ მოდის დრო, თქვენი ცნობიერება ფართოვდება და მთელი სამყარო თქვენი სახლი ხდება. და მაშინ აღარ გზღუდავენ გარკვეული სახლების ჩარჩოები. თქვენ ღებულუბთ ყველა რელიგიას, და ამავე დროს, გადიხართ რელიგიის საზღვრებიდან. და აღწევთ შეგნებულ ერთიანობას ღმერთთან. თითოეული რელიგია მდინარესავითაა, მაგრამ როდესაც მდინარე ჩაედინება ოკეანეში, მდინარის როლი ამით მთავრდება. ამ დროს მდინარე გრძნობს, რომ ის თავად ოკეანე გახდა, გახდა ერთიანი თავის საწყისთან. ასე რომ, რელიგია მდინარესავითაა, ღვთის შეცნობა კი ოკეანესავითაა.

თუ რომელიმე რელიგიას მისდევთ, თქვენ მიდიხართ თქვენი დანიშნულების ადგილისაკენ. მაგრამ თუ გსურთ უმაღლესი, აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევა, მაშინ თქვენთქვის აუცილებელია კონცენტრაცია, მედიტაცია და ჭვრეტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ივლით ეკლესიაში ან სინაგოგაში. არა! მაგრამ ღრმად გულში თქვენ უნდა გრძნობდეთ შინაგან საჭიროებას გაიქცეთ თქვენი მიზნისაკენ სწრაფად, უფრო სწრაფად, ძალიან სწრაფად. ეს კი იმას ნიშნავშს, რომ თქვენ უდა მისდევდეთ სულიერი ცხოვრების პრაქტიკას, თვითდისციპლინის და მედიტაციის ცხოვრებას.

თუ იოგის პრაქტიკისას, თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ დატოვოთ თქვენი რელიგია, ამაში არაფერია ცუდი. რადგანაც თქვენი მიზანია - შეიცნოთ ღმერთი, რომელიც განასახიერებს ყველა რელიგიას და ამავე დროს, რელიგიებზე მაღლა დგას. იოგა მოიცავს ყველა რელიგიას და მიდის რელიგიების საზღვრებს მიღმა. იოგას მივყავართ ღმერთთან შეგნებულ ერთიანობისაკენ. როდესაც თქვენ ერთიანი ხართ ღმერთთან, თქვენ ერთიანი ხართ ყველაფერთან. ამიტომაც უსასრულო სინათლის და ჭეშმარიტების მაძიებლებს შეუძლიათ, თუ უნდათ, გასცდნენ რელიგიური ბარიერებს. თუ მათ სურთ მხოლოდ  სინათლის, ჭეშმარიტების, სიმშვიდისა და ნეტარების რამოდენიმე გაელვება, მათ შეუძლიათ დარჩნენ საკუთარ რელიგიებში. მაგრამ თუ მათ უმაღლესი ჭეშმარიტება, ღვთის შეცნობა სჭირდებათ, მაშინ ამათმა შეგნებულად უნდა გასცდენ რელიგიას.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღრმად შენაგანში: შინაგანი ცხოვრების ფილოსოფია"

 

* * *

შეკითხვა: მინდა ვიცოდე, არის თუ არა იოგა სხვა ინდური რელიგიის ნაწილი, ან ეს თავისთავად რელიგიაა?

შრი ჩინმოი: იოგა არ არის რელიგია. იოგა სცილდება ყველა რელიგიის საზღვრებს. ის უსასრულოდ უფრო ღრმაა, ვიდრე რელიგია. იოგა ეს ცოცხალი სუნთქვაა, რომელიც გვაგრძნობინებს რომ ღმერთი ჩვენს შიგნითაა, ჩვენგანაა და ჩვენთვისაა. იოგა ეს ღმერთთან პირდაპირი კავშირია. სწორედ ღმერთთან კავშირს გვასწავლის იოგა. და ამავე დროს , ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ცხოვრების ენაა. ეხლა მე ინგლისურად ვლაპარაკობ, რათა გადმოგცეთ ჩემი გრძნობები, აზრები და იდეები. ამის მსგავსად, თუ მოვინდომებ ღმერთთან საუბარს, მაშინ ენას, რომელიც ამისთვისაა საჭირო, იოგა ჰქვია.

 

<<< გვერდზე "სულიერება"

სულიერება

სულიერება - ეს ჭეშმარიტების, სინათლის და ნეტარების უნივერსალურობაა.
სულიერება – ეს შეგნებული მოთხოვნილებაა ღმერთზე.
- შრი ჩინმოი

თავიდანვე ჩვენთვის უფრო მარტივია ღმერთზე ფიქრი როგორც შემოქმედზე, და არა როგორც ქმნილებაზე, იმიტიმ რომ, როდესაც ირგვლივ ვიყურებით, ჩვენ ყველაფერს ღმერთის მიერ შექმნილს არასრულყოფილებით სავსეს ვხედავთ.

ბავშვი თავისი სულიერების გამოღვიძების ჟამს ეკითხება დედას: "სად არის ღმერთი?". ის უცებ პასუხობს: "ღმერთი ზეცაშია". რაზედაც ბავშვი ეკითხება: "მაშ, ზეცა სადღაა?". ამას მოჰყვება დაუყოვნებლივი პასუხი: "ზეცა ცაშია". ბავშვი კმაყოფილია. ის თვლის, რომ დედის პასუხი სავსებით დამაკმაყოფილებელია. მაგრამ როდესაც ბავშვი იზრდება და იწყებს ეკლესიაში სიარულს, ის ეკითხება თავის მოძღვარს: "სად არის ღმერთი?". მოძღვარი ეტყვის, რომ ღმერთი ზეცაშია ან ღმერთი მისივე გულშია. წლების შემდეგ, როდესაც ბავშვი დიდი ხდება, მას, შეიძლება, გაუჩნდეს საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი, რათა თვითონ იხილოს, თუ სად არის ღმერთი. შესაძლებელია, მაშინ ის გაიგებს სულიერ მასწავლებლებზე, რომლებსაც ღვთის რეალიზაცია აქვთ. ის წავა სულიერ მასწავლებელთან და ჰკითხავს, თუ როგორ მოახდინოს ღვთის რეალიზაცია საკუთარ თავში. როდესაც მას არწმუნებენ, რომ ღმერთი არსებობს, ამას მოჰყვება კითხვა: "სად არის ღმერთი?". სულიერი მასწავლებელი მოუთხრობს მას, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. მაგრამ სანამ მაძიებელი თვითონ საკუთარ თავში არ მოახდენს ღვთის რეალიზაციას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მენტალური (ინტელექტუალური) ცოდნა იქნება. ის უნდა ჩაიძიროს ღრმად საკუთარ თავში და თავისი საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნოს ეს ჭეშმარიტება.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სულიერი ცხოვრება"

 

* * *

კითხვა: რა კავშირშია რწმენა და სულიერება?

შრი ჩინმოი: რწმენა და სულიერება განუყოფელნი არიან. ისინი როგორც ფერმერი და მინდორია. სულიერება მინდორია, რწმენა კი - ფერმერი. ერთი მეორის გარეშე გამოუსადეგარია.

შრი ჩიონმოის წიგნიდან "სულის ევოლუცია"

 

* * *

კითხვა: რომლებმა სულიერმა მასწავლებლებმა დინამიურად მიუდგნენ ინდოეთში დაწყებულ სულიერებას?

შრი ჩინმოი: შრი აურობინდო სავსე იყო დინამიური სულიერებით. შრი აურობინდომდე იყვნენ ვივეკანადნა და შანკარაჩარია. მაგრამ მანემდე დიდი ხნით ადრე იყო შრი კრიშნა; ის სავსე იყო უსასრულო დინამიური სულიერებით. თავდაპირველად, არჯუნას არ სურდა ებრძოლა თავისი ძვირფასი ადამიანების წინააღმდეგ. მაგრან შრი კრიშნამ გაასხივოსნა ის და მოუწოდა ბრძოლისკენ. მთელი ბჰაგავად გიტა დინამიზმის შესახებაა. დინამიზმში როგორც მსახურების იოგაა, ასევე მედიტაციის იოგაცაა.

ზოგ ძალიან მაღალი რანგის სულიერ მასწავლებელს დინამიური სულიერების არ სწამს. ისინი არ ზრუნავენ სამყაროს მიღებაზე. მათ მხოლოდ სამყაროდან წასვალ სურთ და მედიტაცია. მაგრამ ცხოვრების მიღება და ძალიან დინამიური სულიერი ქმედება უფალი შრი კრიშნადან დაიწყო ათასობით წლის წინ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ინდოეთო ჩემო ინდოეთო. დედა ინდოეთის სიამაყე-სიმაღლე"


     

 ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას? >>>

სულიერი პრაქტიკა >>>

სულიერი მასწავლებლები >>>

 ანგელოზები მოსე

 რა განსხვავებაა სულიერ ჯგუფსა და რელიგიურ ჯგუფს შორის? >>>

სულიერება და რელიგიის შეზღუდვები >>>

 რელიგიური ტრადიციები >>>

რუსულენოვანი სულიერი ბლოგი "მისტიური ალი"


ნახეთ ეს ლამაზი ვიდეოები შთაგონებისათვის:

 

 

სინდიცირებული მასალა