შრი ჩინმოი

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი (Sri Chinmoy) კუმარ გჰოში დაიბადა 27 აგვისტოს 1931 ბენგალიის პატარა სოფელ შაკპურაში, ჩიტაგონგში. მაშინ ის ინდოეთის ნაწილი იყო, ახლა კი ჩიტაგონგი ბანგლადეშის შემადგენლობაშია.

შრი ჩინმოი ან "მადალი", ასეთი იყო მისი მეტსახელი იმ დროს, ენერგიით სავსე და ასევე ცოტათი ცელქი ბავშვი იყო, მას უყვარდა მოძრაობა.[2] ადრეულ ასაკში მან გამოცადა ინტენსიური მისტიკური ხილვა, რომლის დროსაც მან "აბსოლუტური უზენაესი" იხილა. მალე, ამ გამოცდილების შემდეგ, 12 წლის ასაკში, ის შევიდა შრი აურობინდოს აშრამში, სადაც ბევრ საათს მედიტაციებში ატარებდა.[3] ეს ზუსტად აშრამში მოხდა, მისმა ძმამ ჩიტტამ (Chitta) მას სახელი "ჩინმოი" მისცა, რაც "ღვთიური ცნობიერებით სავსეს" ნიშნავს.[4] ის აშრამში 20 წელი ცხოვრობდა, თივისი დროს დიდ ნაწილს მედიტაციის პრაქტიკაში და ლექსების წერაში ატარებდა. ის იხსენებს, თუ როგორ დგებოდა ძალიან ადრე, დილის 2:07, მედიტაციაზე, და ბევრი საათით მედიტაციაში იძირებოდა. მედიტაციაში ბევრ საათს ყოფნასთან ერთად, შრი აურობინდოს აშრამის ფილოსოფია წაახალისებდა აქტიურ გარე ცხოვრებას. შრი ჩინმოი მონაწილეობას იღებდა აშრამის აქტიურ ცხოვრებაში, ის კარგი ფეხბურთელი და ათლეტი იყო. მან 2-ჯერ აშრამის დეკატლონში გაიმარჯვა და რამოდენიმე წლის განმავლობაში 100 მეტრზე უსწრაფესი მორბენალი იყო.[5]

1964 წელს შრი ჩინმოიმ იგრძნო შინაგანი შთაგონება გამგზავრებულიყო დასავლეთში და შეეთავაზებინა სულიერი სიბრძნე და პრაქტიკა დასავლეთის მაძიებლებისთვის. ბოლო 1960-ან წლებში ამერიკა გადიოდა სოციალურ ცვლილებების ეტაპს; ახალგაზრდობა ეჭვის ქვეს აყენებდა არსებულ იდეებს. ამ სიტუაციაში აღმოსავლური იდეების და ინდური იოგის მიმართ ჩნდება დაინტერესება. ალბათ ეს ყვალაზე ნათლად "Beatles"-მა გამოხატეს, როდესაც ინდოეთში მაჰარიშის (Maharishi) აშრამს ესტუმრეს.

აღმოსავლური სულიერების სწავლით ხელმისაწვდომი ფორმით, შრი ჩინმოიმ სწრაფად მიიზიდა მოწაფეთა ჯგუფი და დააარსა პიველი შრი ჩინმოის ცენტრი, სადაც მისი მიმდევრები იკრიბებიან შეხვედრებისთვის და მედიტაციისთვის. ახლა 350-ზე მეტი შრი ჩინმოის ცენტრი არსებობს ევროპის, ამერიკის, აზიის, ავსტრალიის ბევრ ქვეყნებში.

რამოდენიმე წლის განმავლობაში შრი ჩინმოი და მისი მოწაფეები გამოსცემდნენ ჯურნალს "აუმ მეგეზინს" (Aum Magazine). Aum Magazine-ში იბეჭდებადა ძირითადად შრი ჩინმოის ლექციები, საუბრები, ნაშრომები. Aum Magazine-ის პირველი ასლი ინდოეთის პრეზიდენტს დოქტორ რადჰაკრისნანს (Dr S. Radhakrishnan) გაეგზავნა. პრეზიდენტმა დიდად შეაქო ჟურნალი მისი სულიერი ხილვისა და სიცხადის გამო.[6] Aum Magazine-ი აღარ გამოდის, მის ნაცვლად შრი ჩინმოის ნაყოფიერი შემოქმედება დაიბეჭდა 1.500 წიგნის სახით. ასევე ბევრი გამოუქვეყნებელი ნაშრომი არსებობს, რომელიც ახლო წლებში გამოჩენას ელოდება.

თავისი მოწაფეებთან მუშაობის გარდა, ის თავის სულიერ მესიჯს ავრცელებდა მსოფლიოს უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვით. 1968 წლიდან, მისი პირველი სალექციო ტურის შემდეგ, ის კითხულობდა ლექციებს ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის, პრინსტონის, მოსკოვის სახელმწიპო და ბევრ სხვა უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში. ეს ლექციები გამოიცა და ითარგმნა 25 ენაზე. 1974 წლის ლექციების ტური 50 შტათში წიგნად გამოიცა სახელწოდებით"ორმოცდაათი თავისუფლების ნავი ერთი ოქროს ნაპირისკენ" (Fifty Freedom-Boats to One Golden Shore).[7]

1970 წლიდან , შრი ჩინმოი მსახურებდა, როგორც გაერთიანებული ერების სამედიტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიუ-იორკის გაეროს შტაბ ბინაში. გაერთიანებულ ერებში მან მედიტაციები დაიწყო იმჟამინდელი გენერალური დირექტორის უ ტანის მოწვევით. უ ტანმა ეს კომპლიმენტი შრი ჩინმოის უბოძა:

"მე თქვენზე მსმენია ბევრი, ბევრი ადამიანისგან. ისინი, ვინც თქვენზე მესაუბრება, ყველა მადლიერები და აღტაცებულები არინ თქვენით, მე კი პირადად ვგრძნობ, რომ თქვენ ასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას გაერთიანებული ერებისთვის. თქვენთან შეხვედრა ეს ჩემთვის დიდი პატივია. იგრძენით ჩემი გულწრფელი პატივისცემა და გულწრფელი მზრუნველობა, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ კაცობრიობისთვის."
29 თებერვალი, 1972 წელი. - წყარო

გაერო შტაბ-ბინაში შრი ჩინმოი კვირაში ორჯერ ატარაბდა მედიტაციებს გაეროს დელეგატებისთვის და თანამშრომლებისთვის. ის თავის მუშაობას ხედავდა, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს მშვიდობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში მსოფლიოს ერებს შორის.

ბოლო წლებში შრი ჩინმოი უფრო ემხრობოდა სამედიტაციაო მუსიკის კონცერტების შეთავაზებას, ვიდრე ლექციების წაკითხვას. მას დედამიწის ირგვლივ 777 მშვიდობის კონცერტი აქვს ჩატარებული.[8] შრი ჩინმოი თავის კონცერტებს იწყებდა სამედიტაციო მუსიკით, როგორც წესი, მის საყვარელი ინსტრუმენტზე ესრაჟზე. ეს მდუმარების მომენტები აძლევდენ მას საშუალებას მედიტატიურ ცნობიერებაში შესულიყო.

უამრავი თავისი მოღვაწეობით შრი ჩინმოი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა აამაღლოს მაძიებლების ცნობიერება.[9] მისი სწავლება ინდური იოგას ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. მას დაწერილი აქვს ვრცელი კომენტარები ვედებზე, უპანიშადებზე, ბჰაგავად-გატაზე. ამასთან ერთად შრი ჩინმოიმ თავისი საკუთარი სტილი განავითარა. კერძოდ ის ფართოდ იყენებს მოკლე მასწავლებად აფორიზმებს. ამ აფორიზმების ან მოკლე ლექსების მიზანია, გაუწიონ ხელმძღვანელობა სულიერ პრაქტიკაში. შრი ჩინმოი ამბობს, რომ მისი გზა - უბრალიების გზაა:

"ჩვენი გზა, ძირითადად, გულის გზაა და არა გონების გზა." [10]

შრი ჩინმოი თავად გრძნობს, რომ გულზე კონცენტრაციით მაძიებელს შეუძლია ღვთიური სიყვარულის წინა პლანზე გამოიყვანა, და ეს მიზნისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა:

"როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავისი საკნიდან? და ისევ, მინდა ვთქვა: სიყვარულით. სიყვარულით ვისადმი? სიყვარულით ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი ჩვენში მყოფი უმაღლესი გასხივოსნებული ნაწილია. ღმერთი სხვა არავინ და არაფერია."  [11]

შრი ჩინმოის ფილოსოფიის მთავარი ასპექტი ის იყო, რომ რაც არ უნდა ეკეთებინა, მას სურდა გამოეტანა  წინა პლანზე თვითდაძლევის კონცეპცია. ღრმა მედიტაციის მდგომარეობიდან მას შეეძლო შთაგონების შინაგანი წყაროს გამოტანა, რამაც გამოიწვია უპრეცენდეტო რაოდენობრივი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სპორტული აქტივობა. მას დაწერილი აქვს 20.000-მდე სიმღერა, 50.000 მეტი ლექსი, ჩატარებული აქვს 700 მეტი კონცერტი, შექმნილი აქვს 150.000 მხატვრული ტილო და 16 მილიონი გრაფიკული ნახატი. [12] შრი ჩინმოის  გარბენილი აქვს რამოდენიმე მარატონი და ულტრა მარატონი. 74 წლის ასაკში მან დაიწყო სიმძიმეების აწევა, ბევრი მასალა დოკუმენტურადაა აღბეჭდილი და შესრულებულია ბევრი ცნობილი ხალხის თანდასწრებით და მონაწილეობით.[13]

1990 წლიდან შრი ჩინმოიმ უნიკალური ჩიტების-სულების ხატვა დაიწყო. ეს ჩიტები მისი სულიერი შემოქმედების, როგორც მან თვითონ უწოდებდა "ჯარნა-კალა"-ს, სიმბოლოდ იქცნენ. შრი ჩინმოის უყვარს ჩიტები, რადგანაც გრძნობს, რომ ისინი ადამიანის სიმაღლისკენ მისწრაფებულ სულებს განასახიერებენ, რომლებიც ცდილობენ ფიზიკური სხეულის შეზღუდულობის გადალახვას.[14] ეს ნახატები გამოფენილნი იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, პარიზში ლუვრში და სხვა ცნობილ მუზეუმებსა და დარბაზებში.[15] ზოგი დამთვალიერებელი ეჭვით უყურებს ნამუშევრების ხარისხს. შრი ჩინმოი პასუხობს, რომ არანაირი კონფლიქტი არაა რაოდემობასა და ხარისხ შორის.[16] რადგან მისი მედიტაცია მას საშუალებას აძლევს არხი გახდეს შემოქმედების შინაგანი ნაკადისათვის.[17]

"ჩემი სულიერება, ჩემი შემოქმედება, ჩემი პოეზია, ჩემი წიგნები, ჩემი მუსიკა, ყველა ჩემი შემოქმედებითი გამოხატვა ოჯახს ქმნის, სულიერ ოჯახს. ჩემი ოჯახის წევრები წამიყვანენ ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები, რათა მისწრაფებულ კაცობრიობას ვემსახურო. სულიერი გამოხატვის რა ფორმაც არ უნდა ჩათვალოს საჭიროდ მაძიებლმა თავისი მისწრაფების გაზრდისთვის, ის ჩემგან ამის აღებას შეძლებს." [18]

დილით 2007 წლის 11 ოქტომბერს შრი ჩინმოი შევიდა მაჰასამადჰში. მისი ცხოვრების ბოლო სტრიქონები ასეთი იყო:

"ჩემი ფიზიკური სიკვდილი
არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.
მე მარადიული მოგზაურობა ვარ."

- შრი ჩინმოი

მოკლე ვიდეო შრი ჩინმოის ცხოვრებაზე:

 

ამ ვიდეოში შრი ჩინმოი საუბრობს გაეროს შინაგან როლზე:

 ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

ოფიციალური ვებგვერდი. შრი ჩინმოის ცენტრი რეგულარულად აწყობს ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს იოგასა და საკუთარი შინაგანი პოტენციალის გახსნაზე, კოცერტებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს და სპორტულ ღონისძიებებს.

 

 

ბიოგრაფიული წყაროები:

 

[1] To The Streaming Tears Of My Mother's Heart And To The Brimming Smiles of My Mother's Soul, Agni Press, New York, 1994.

[2] Early Years of Sri Chinmoy

[3] Biography Sri Chinmoy – Gale Publications

[4] Chitta’s Reminiscences [Source: "Chitta's Notebook" in Sri Chinmoy, My Brother Chitta, Aum Publications, Jamaica, New York, 1998. Available at http://www.srichinmoylibrary.com/brother-chitta-madal/36.html

[5] Ashram Years

[6] The luminous Life of Sri Chinmoy – Tiny Tot Publications Delhi

[7] 50 Freedom Boats to One Golden Shore

[8] List of Sri Chinmoy Concerts at Sri Chinmoy Centre

[9] Inspiration, Aspiration and Realisation

[10] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[11] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[12] List of achievements at Sri Chinmoy Biography

[13] Weightlifting of Sri Chinmoy

[14] Art of Sri Chinmoy

[15] Sri Chinmoy Art

[16] Sri Chinmoy on his poetry

[17] Sri Chinmoy Art

[18] Quote on spirituality

 

 

<<< გვერდიზე "სულიერი მასწავლებლები"

შრი ჩინმოის გზა და იოგა

შრი ჩინმოის გზა

შრი ჩინმოიჩვენი გზა ძირითადად გულის გზაა და არა გონების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ გონების გზას. შორს ამისგან. ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ, რომ გულის გზა უფრო სწრაფად მიგვიყვანს მიზნამდე. ვთქვათ, მე უნდა მივიდე ადგილამდე, რომელიც 500 მილითაა დაშორებული. ჩემი დანიშნულების ადგილს მე შემიძლია მივაღწიო ან ფეხით ან თვითმფრინავით. უთუოდ, მე ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევ ჩემი დანიშნულების ადგილს, თუ რეაქტიული თვითმფრინავით გავფრინდები. ამის მსგავსად, თუ ჩვენ მისწრაფებულ გულს მივმართავთ და არა ეჭვიან გონებას, ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევთ მიზანს. გული მთლიანად სიყვარულია. გონება ძალიან ხშირად არეულობაა. როდესაც "გულს" ვამბობთ, სულიერ გულს ვგულისხმობთ, რომელიც ღვთიური სიყვარულითაა სავსე.

გული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასში სულის ცოცხალი ყოფნაა. მართალია, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელ სხეულს, მაგრამ სულის ნამდვილი ადვილსამყოფელი გულშია. სულს ყველაფერი უსასრულო ოდენობით აქვს: სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება. ჩვენ ამ ღვთიურ თვისებებს გულში ვიღებთ პირდაპირ სულისგან. და გულიდან ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ისინი გონებაში, ვიტალში და საკუთრივ ფიზიკურში.

ღმერთი მეტისმეტად უბრალოა. ეს ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ვინმე რთულზე. ღმერთი ყველაზე უბრალო ენაზე საუბრობს, მხოლოდ ჩვენ არ გვესმის მისი. ჩვენ ყველანი ყრუნი ვართ. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე ყრუნი ვრჩებოდით. საწყალი ღმერთი, ის მუდმივად, დაუღალავად საუბრობდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა დრო მოგვესმინა მისთვის.

ჩვენი გზა უბრალოების გზაა. ბავშვი უბრალოა; მას დედა უყვარს. მას არ სჭირდება სხვა ვინმეს ყვარება; დედამისი მისთვის მთელი სამყაროა. ის დედის ერთგულია. თუ დედამისი ეტყვის მას, რამე გააკეთოს, ის დედას უჯერებს. ბავშვი იმდენად უბრალოა, რომ ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რათა გაახაროს დედა; და დედის გახარებით, ის სწორად იქცევა და აღწევს თავის უმაღლეს მიზანს.

ჩვულებრივ ცხოვრებაში, თუ ვინმეს უყვარს სხვა ადამიანი, მაშინ ის დროის უმეტეს ნაწილს ამ ადამიანთან ატარებს. ის თავის ძვირფას დროს ამ ადამიანს უძღვნის. თუ ეს ნამდვილი ადამიანური სიყვარულია - არა ღვთიური, არამედ ადამიანური სიყვარული - მაშინ ის ზოგჯერ ემორჩილება სხვა ადამიანის კაპრიზებს, რარიგ აბსურდულიც არ უნდა იყოს იგი. ის უთმობს იმიტომ, რომ სიყვარულის სიძლიერის წყალობით მათ შორის შიდა და გარე კავშირი ჩამოყალიბდა. ასე რომ, თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის მზადაა მსხვერპლად შეწიროს თავისი ძვირფასი სიბრძნე.

სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ღვთიური სიყვარული არასოდეს გვბოჭავს. პირიქით, ის გვაფართოებს და გვათავისუფლებს. როდესაც ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ვთავისუფლდებით, ჩვენ შინაგანად თავს მოვალედ ვგრძნობთ, გავაკეთოთ რამე ჩვენი შინაგანი მესაჭისადმი. როგორ დავრჩებით გულგრილნი მის მიმართ, რომელმაც დაგვასაჩუქრა ყველაფრით, რომელმაც მოგვიტანა ღვთიური სიყვარულის და შებრალების გზავნილი? ნუთუ სანაცვლოდ ვერაფერს შევთავაზებთ? თუ ვრჩებით გარეგან ცხოვრებაში, ჩვემ მხოლოდ ვცდილობთ ყველაფერს ხელი ჩავავლოთ და დავეუფლოთ, იმასაც კი, რაც სხვებს ეკუთვნის. მაგრამ თუ გულში ვცხოვრობთ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად მივცეთ ყველაფერი, რაც გვაქვს და ყველაფერი, რანიც ვართ, შინაგან მესაჭეს. ღვთიური სიყვარული თვითგაცემას ნიშნავს.

მაგრამ მხოლოდ გაცემა და შეთავაზება არ კმარა. ეს ენთუზიაზმით და ინტენსიური შინაგანი გულის წადილით უნდა კეთდებოდეს. ჩვენ ვთავაზობთ შინაგან მესაჭეს საკუთარ თავში და სხვებში. როდესაც სხვა ადამიანს რამეს ვაძლევთ, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვაძლევთ ღვთიურს ამ ამამიანში, უზენაესს ამ ადამიანში, რომელსაც ეხლა ჩვენი დახმარება დაჭირდა. ღვთიური სიყვარულის შემოთავაზებოსას, ჩვენ სიხარულით და გასულდგმულებულად უნდა ვაკეთებდეთ ამას. მაგრამ როდესაც გავცემთ, ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ, რომ დიდად ვწყალობთ ამ ადამიანს, და რახან დახმარებას ვუწევთ, ჩვენ მასზე მაღლა ვდგავართ. არა! ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთმა უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა, ვემსახუროთ იმ ადამიანს და ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანისა, რომელმაც ნება დაგვრთო დავხმარებოდით და გვემსახურა უზენაესისთვის მასში. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთის რჩეული ინსტრუმენტები გავხდით, როდესაც მას ადვილად შეეძლო სხვები აერჩია. ჩვენ მუდმივ მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იმის გამო, რომ ის ჩვენ გვიყენებს. ამ სახის ერთგულება ჩვენი თავდადებული მსახურებაა.

შემდეგ მინდობა მოდის. ეს მინდობა არაა მონას მინდობა თავის ბატონის ნებაზე. ჩვეულებრივი ბატონი ყოველთვის შარს სდებს თავის მონას, და ამასთან ერთად სრულყოფილად თვლის საკუთარ თავს. მაგრამ უზენაესის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ჩვენთან ურთიერტობისას, ის გრძნობს, რომ ჩვენი არასრულყოფილობანი მისი არასრულყოფილობანია. როდესაც ის პოულობს შეცდომებს ჩვენს ბუნებაში, ის გრძნობს, რომ ყველა ესენი მისი შეცდომებია. სანამ ჩვენ არ გავხდებით სრულყოფილები, ღმერთი არასოდეს იგრძნობს თავს სრულყოფილად. მართალია, ღმერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველგან მყოფია. მაგრამ როდესაც საუბარია დედამიწაზე გამოვლენილ სრულყოფილებაზე, ღმერთი გრძნობს, რომ ის არასრულყოფილია ჩემში, თქვენში, ყველაში. სრულყოფილი სრულყოფილების გზავნილი ჯერ არ გათენებულა დედამიწაზე. ჩვენ მთელი გულით და სულით თავს ვანდობთ ღმერთს, და კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად არაფერი გაგვაჩნია და პრაქტიკულად არაფერს წარმოვადგენთ. თუ ჩვენს არარაობას მას მივცემთ, ჩვენ უზენაესის რჩეული ინსტრუმენტები გავხდებით და საშუალებას მივცემთ მის სრულყოფილებას გაიზარდოს ჩვენში.

სიყვარული, ასრულება და ღმერთი ყოველთვის ერთად მიდიან. ღმერთი არასოდეს იქნება კმაყოფილი რაღაც დაუმთავრებელით, არარეალიზებულით, აუსრულებელით და გამოუვლენელით. მას ჩვენგან რეალიზაცია, გახსნა, გამოვლენა და სრულყოფილება სურს. თუ ეს არ მოხდება ამ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მოგვიწევს ბევრი ინკარნაციის გავლა. მაგრამ ღმერთი არავის დართავს ნებას არარეალიზებული და არაშემდგარი დარჩეს. დღეს თქვენთვის დადგა დრო შეიცნოთ ღმერთი. ხვალ თქვენი მეგობრებისთვის დადგება დრო შეიცნონ ღმერთი. ზეგ კიდე ვინმესთვის დადგება დრო შეიცნოს ღმერთი. ყოველი ადამიანსთვის არის საათი, რომელსაც ჩვენ "ღვთის რჩეულ საათს" ვუწოდებთ. ღვთის რჩეულ საათს ადამიანი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი გზა უფრო იოლი და უფრო ეფექტური იმ გაგებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება მილიონობით წიგნის წაკითხვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება. ჩვენ არ გვჭირდება დღითიდღე გონების გავარჯიშება იმისთვის, რომ ვიცოდეთ რას გავს ჭეშმარიტება. არა! ჭეშმარიტება ჩვენშია, და მას სურს გამოვიდეს წინა პლანზე. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი კარი დაკეთილია და ჩვენ არ ვუშვებთ ჭეშმარიტებას გარეთ გამოვიდეს.

ახლა როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავის საკანიდან? და ისევ, უნდა ვთქვა სიყვარულის მეშვეობით. სიყვარულის ვის მიმართ? სიყვარულის ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი უმაღლესი და გასხივოსნებული ნაწილია ჩვენში. ღმერთი სხვა არფერი და არავინაა. მე თავი და ორი ფეხი მაქვს. დავუშვათ, რომ თავი წარმოადგენს უმაღლესს ჩემში, ჩემი ფეხები კი წარმოადგენენ უმდაბლესს ჩემში, ჩემს უვიცობას. მე ვიცი, რომ როგორც უმაღლესი, ასევე უმდაბლესი მე მეკუთვნის. უმდაბლესი უნდა შევიდეს უმარლესში გარდაქმნისთვის, გათავისუფლებისთვის და ასრულებისთვის. უმაღლესი უნდა შევიდეს უმდაბლესში გახსნისთვის და გამოვლენისთვის.

ჩვენს გზაზე, აბსოლუტურად უაცილებელია გაიგივების გრძნობა. უმაღლესი უნდა გრძნბოდეს სრულ ერთობას უმდაბლესთან. უმდაბლესი უნდა გრძნობდეს სრულ ერთიანობას უმაღლესთან. ზედმეტია ამის თქმა, რომ უმაღლესი ყოველთვის გრძნობს თავის ერთობას უმდაბლესთან. ეს უმდაბლესისთვისაა უკიდურესად რთული ერთიანი იყოს უმაღლესთან შიშის, ეჭვის, შურის და სხვა ამდაგვარის გამო.

რა ვალდებულებები უნდა აიღოს ადამიანმა იმასთვის, რომ ჩვენს გზას გაჰყვეს? ეს ის ვალდებულებები არაა, რომლებსაც იღებენ სხვა სულიერ თუ კულტურულ ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებში ჩქვენ, შეიძლება, მიგიწიოთ რეგულარული საწევრო გადასახადის გადახდა. მაგრამ როდესაც მე გთხოვთ ვალდებულებების აღებას, ისინი სხვაგვარია. მე ვამბობ, რომ თუ თქვენ ჩემში რამეს ხედავთ, თუ ხედავთ ან გრძნობთ სინათლეს ჩემში, მაშინ თუ გსურთ, შეგიძლიათ გაყვეთ ჩვენს გზას. თქვენ ფულს არავინ მოგთხოვთ. თქვენ არ მოგიწევთ ჩემთვის ხუთი ან ათი დოლარის მოცემა და ასე შემდეგ. არა! აქ საუბარია მხოლოდ თქვენს მისწრაფებაზე - რამდენად რეგულარული და გულწრფელი შეგიძლიათ იყოთ თქვენს სულიერ ცხოვრებაში. თუ არ ხართ გულწრფელნი, მაშინ ვერ შეძლებთ სწრაფად სირბილს. მაგრამ თუ თქვენ გულწრფელნი და თავდადებულნი ხართ, მაშინ ძალიან სწრაფად გაიქცევით. ვალდებულებას, რომელსაც მე გთხოვთ ჩვენს გზაზე, - რეგულარულობაა თქვენს მედიტაციასა და მისწრაფებაში, გულწრფელი შინაგანი ვედრებაა. მოწაფეებისგან სხვას არაფერს ვითხოვ.

ჩვენი გზა, გულის გზა, მიღების გზაა. ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო. თუ ჰიმალაების გამოქვაბულებში წავალთ ან დავსხდებით მთის მწვერვალზე და საკუთარ პირად მიღწევას და კმაყოფილებას შევთხოვთ, მაშინ არაფერს გავაკეთებთ მსოფლიოსთვის. ეს ამის მსგავსი იქნება: მე გაძღომამდე შევჭამ, ჩემი ძმები კი შიმშილით მოკვდნენ. ეს კარგი არაა. თუ ნამდვილი ადამიანი ვარ, მე უნდა ვიზრუნო, რომ ჩემმა ძმებმა ჩემთან ერთად ჭამონ. მხოლოდ მაშინ, როცა ერთად შევჭამთ, ჩვენ ნამდვილ კმაყოფილებას მივიღებთ.

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც, ნამდვილი სულიერი მასწავლებლები წმინდა მოვალეობად თვლიან ჭამონ კაცობრიობის წინაშე და გაუზიარონ კაცობრიობას სულიერი საკვები. და თუ კაცობრიობას არ სურს იკვებობოდეს ისე, როგორც საჭიროა, თუ ბევრს სძინავს და არ გრძნობს სულიერ შიმშილს, რა უნდა ქნას სულიერმა მასწავლებელმა? მაგრამ თუ ახლოს არია მაძიებლები, რომლებიც გულწრფელ შინაგან შიმშილს განიცდიან, სულიერი მასწავლებელი მათ ეტყვის: "საჭმელი მზადაა. მოდით ერთად ვჭამოთ."

ჩვენს მიღების გზაზე, უნდა გვესმოდეს, რომ დედამიწა სრულყოფილებისგან შორსაა.მაგრამ თუ არ მივიღებთ დედამიწის ცნობიერებას, როგორ გარდავქმნით მას? თუ ადამიანს რამე სტკივა, მე უნდა დავზილო ის. მხოლოდ მაშინ გაქრება ტკივილი. ამის მსგავსად, თუ დედამიწა არასრულყოფილია ერთ ადგილას, მე უნდა შევეხო მას ჩემი მისწრაფებით და მზრუნველობით. მხოლოდ მაშინ შევძლებ მის გარდაქმნას. და რახან დედამიწის ცნობიერებამ არ მიაღწია სრულ რეალიზაციას, მე შევეცდები, დავრჩე
დედამიწაზე, რათა ვემსახურო კაცობრიობას ჩემი შინაგანი ცნობიერებით.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "მასწავლებელი და მოწაფეები"

შრი ჩინმოი, რომელ იოგის გზას განეკუთვნება თქვენი იოგა? ეს ბჰაკტი იოგაა?

შრი ჩინმოის იოგათქვენ ძალიან საინტერესო კითხვას მისვამთ. როგორც იცით, სამი ძირითადი გზა არსებობს: ბჰაკტი, ჯნანა და კარმა იოგა. და კიდე, ჯნანა იოგის შტოს, რომელსაც მისტიციზმთან აქვს საქმე, რაჯა იოგას უწოდებენ. ახლა თუ ხალხი ამბობს, რომ ჩემი გზა მთლიანად ბჰაკტი იოგაა, ეს შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩემი გზა მოიცავს სხვა დანარჩენ გზებსაც. ის მოიცავს კარმა იოგასაც, უანგარო მსახურებას. ყველა ჩემი მოწაფე უანგარო მსახურებას ეწევა. ის ჯნანა იოგასაც მოიცავს: როდესაც ჩემი მოწაფეები შეისწავლიან ჩემს ნაწარმოებებს, ისინი ჯნანა იოგას ასრულებენ. რა იგულისხმება ჯნანა იოგაში? სიბრძნე. რა არის უფრო ძვირფასი ადამიანისთვის, თუ არა იმის ცოდნა, რა არის უმაღლესი? უმაღლესი, მე ვიტყვი, სიყვარულია. თუ ადამიანმა იცის ის მთავარი ფაქტი, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია, ნუთუ ეს არაა უზენაესი ცოდნა? უზენაესი ცოდნა ისაა, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია. რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო ნათელი ხდება ეს. სიყვარულის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ უზენაესი საიდუმლო, რომელიც თავად ღმერთია.

უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვახსენებთ სამ საფეხურს ჩვენს სულიერ კიბეზე - სიყვარულს, ერთგულებას და მინდობას, ადამიანები ჩემ გზას უკავშირებენ ბჰაკტი იოგას. მაგრამ ინდოეთში ასე არაა. ინდოეთში, საბედნიეროდ, როდესაც ვამბობთ "ბჰაკტი იოგა" ეს მთლიანად ერთგულებას, ერთგულებას, ერთგულებას ნიშნავს. ჩვენ არ ვზრუნავთ რაიმე მენტალურ გასხივოსნებაზე ან მენტალურ გამოღვიძებაზე. ბჰაკტიში ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის მიძღვნა სურს და არა ვედრება მენტალურ და ინტელექტუალურ გასხივოსნებაზე. მაგრამ თუ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი, თუ საკუთარ თავს ღმერთს ვიძღვნით, მაშინ გონება უნდა გასხივოსნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ გონების უარყოფას; ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის უარყოფისთვის. ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის სანაგვე ყუტში გადასაგდებად. მაგრამ ჩვენ უნდა გარდავქმნათ და გავასხივოსნოთ გონება. როგორ ვაკეთებთ ამას? ჩვენ მას სინათლით ვასხივოსნებთ. ღამით ეს ოთახი მთლიანად სიბნელეა, მაგრამ ელექტრობით ჩვენ მას ვასხივოსნებთ. ანალოგიურად, ახლა გონება ბნელი ოთახია, აბსოლუტურად ბნელი. როდესაც წინა პლანზე გამაგვყავს შინაგანი სინათლე და შემდეგ გონებაში შევდივართ, გონება მთლიანად სინათლე ხდება; ის გასხივოსნდება. როდესაც სიყვარულის, ერთგულების და მინდობის გზას, როგორც საჭიროა, ისე მოვყვებით, ის ასევე მოიცავს სხვა გზებსაც. მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიყვარულზე, ადამიანები საჩქაროდ იღებენ ამას, როგორც ბჰაკტის გზას. ჩვენი გზა არაა ბჰაკტი იოგა. მაგრამ ის უფრო ახლოსაა ბჰაკტი იოგასთან, ვიდრე სხვა იოგებთან. ამ გზას გასხივოსნება აქვს იმიტომ, რომ ის ამბობს რომ, როდესაც გვეცოდინება, გარკვეული საშულების მეშვეობით, ვინ არის ჩვენი უძვირფასესი, ჩვენი უტკბესი, ჩვენი უსაყვარლესი, ჩვენი ყოვლის-აღმსრულებელი, ჩვენ ნამდვილად გვექნება სიბრძნე. სიბრძნე ჯნანა იოგაა. ახლა კი, როგორ ვაერთიანებთ ყველა ამ გზას? ჩვენ ამას მისწრაფებით და მიძღვნით ვაკეთებთ. კარმა იოგაც აქაა, ჩვენს უანგარო მსახურებაშია. ჩვენი მისწრაფებით ჩვენ ვცდილობთ შევიცნოთ უმაღლესი ჩვენში. ერთხელ მიზნის მიღწევით, რომელიც შინაგანი გამოღვიძებაა, ჩვენ სიბრძნეს მივიღებთ, რაც უმაღლეს ჯნანა იოგას წარმოადგენს. ასე რომ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჩვენი გზა ბჰაკტი იოგასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა გზებთან, ეს მართალია. მაგრამ  იმის თქმა, რომ ის მთლიანად ბჰაკტია, ეს შეცდომა იქნება.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "სული-რეალიზაცია და მიზანი-გამოვლენა"

 

ბმულები:

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოის ცენტრი საქართველოში

Our Path - ჩვენი გზა - შრი ჩინმოი თავად ყვება თავის გზაზე (აუდიო + ტექსტი ინგლისურად)

შრი ჩინმოის იოგა (ინგლისურენოვანი საიტი)

იოგა

შრი ჩინმოის ქანდაკება პრაღაში

შრი ჩინმოის ეს ქანდაკება მდებარეობს პრაღაში მდინარე ვლტავას (Vltava) ნაპირას. ბოლო დღეებში, ის ძალიან ბევრ გაზეთებში გამოჩნდა, როგორც მდინარის დამანგრეველ ნაკადებში წელამდე ჩაძირული ქანდაკება.

ფოტო: Apaguha Vesely

შრი ჩინმოიმ (1931-2007) თავისი ცხოვრება მიუძღვნა სიმშვიდის გავრცელებას. მან დააარსა შრი ჩინმოის სახლის-ერთობის სიმშვიდის გარბენა (Sri Chinmoy Oneness-Home Peace Run) და ჩაატარა 700-ზე მეტი მშვიდობის კონცერტი.

ეს მშვენიერი ქანდაკება შექმნილია ბრიტანელი მოქანდაკის კაივალია ტორპის (Kaivalya Torpy) მიერ და დაიდგა 2009 წელს. გახსნის ცერემონიაზე კაივალია ტორპიმ თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ შრი ჩინმოის ქანდაკება იქნება სიმშვიდის და იმედის სიმბოლო მომავალი თაობებისთვის და მშვიდობის მოყვარეთათვის.

შრი ჩინმოის ქანდაკება ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე

სამი დიდი ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი 9 გზის ოქროს მედალისტი კარლ ლიუისი, კენიელი ჩემპიონი მარათონში ტეგლა ლორუპი და რუსი ოლიმპიელი ოქროს მედალისტი ტატიანა ლებედევა ლონდონს მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებეს ქანდაკებას ჩუქნიან. ეს საზეიმო ღონისძიება 2012 წლის 28 ივლისს გაიმართება.

შრი ჩინმოი და ცნობილი სპორტსმენები

ნატურალური ზომის ქანდაკება გამოსახავს მსოფლიო ჰარმონიის გარბენის დამაარსებლს, შრი ჩინმოის მშვიდობის ჩირაღდნით ხელში,რომელიც მიაქვთ მორბენლებს დედამიწის ირგვლივ ბოლო 25 წლის განმავლობაში, 100-ზე მეტი ქვეყნის გავლით, მშვიდომის და ჰარმონიის მისიით.

შრი ჩინმოის ქანდაკების ესკიზი

მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის მშვიდობის ქანდაკება კარდიფში

უელსში ბოლო ვიზიტის დროს, მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენამ  წარადგინა "მსოფლიო ჰარმონისთვის სიშვიდის ქანდაკება" ქალაქ კარდიფში (ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, უელსის დედაქალაქი). ქანდაკება მდებარეობს კარდიფის ყურეში (Cardiff Bay) და ხალხს საშუალებას აძლევს მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის (World Harmony Run-ის) მიზნები გაიზიაროს მშვიდობის და ურთიერთგაგების გავრცელებაში.

შრი ჩინმოის ქანდაკება

მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის მშვიდობის ქანდაკება

 შრი ჩინმოის ქანდაკების მემორიალური დაფა

ქანდაკების მემორიალური დაფა. მასზე ამოტვიფრულია შრი ჩინმოის, რომელმაც 25 წლის წინ დააარსა მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენა, სიტყვები.

"მშვიდობა არ არის უბრალოდ ომის არარსებობა. მშვიდობა სიყვარულის, ჰარმონიისა და ერთობის დინამიური და ენერგიული არსებობაა"
- შრი ჩინმოი

"Peace is not merely the absence of war. Peace is the dynamic and energetic presence of love, harmony and oneness in the world family"
- Sri Chinmoy

შრი ჩინმოის ქანდაკება ავსტრალიაში

ცოტა ხნის წინ პერტში, ავსტრალიაში, შრი ჩინმოის ახალი ქანდაკება დაიდგა .

შრი ჩინმოი, პერტი

მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებე - შრი ჩინმოი.

ქანდაკებასთან დააყენეს მემორიალური დაფა, რომელშიც მოიხსენიებდნენ შრი ჩინმოის გაწეულ მსახურებას მსოფლიოს მშვიდობისათვის.

"...აქ დგას ეს ხელოვნები ნიმუში, როგორც ადამიანთა იმედის უნივერსალური სიმბოლო, რომ ერთ დღეს მსოფლიო მშვიდობაზე ოცნება აავსებს მთელს სამყაროს..."

შრი ჩინმოის პოემა მშვიდობაზე:

ო მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით.
მოდით ერთად ვიაროთ.
ო მშვიდობის მოსიყვარულნო, მოდით.
მოდით ერთად ვირბინოთ.
ო მშვიდობის მსახურნო, მოდით.
მოდით ერთად გავიზარდოთ.

შრი ჩინმოი, "არ არის მიუღწეველი მიზანი", აგნი პრესი, 1994

სინდიცირებული მასალა