შრი აურობინდო

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი აურობინდო

შრი აურობინდო, ინდოეთის პატრიოტი, პოეტი, ფილოსოფოსი და სულიერი გურუ დაიბადა კალკუტაში 1872 წლის 15 აგვისტოს.

შრი უარობინდომ თავისი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი ინგლისში გაატარა, ის წმინდა პავლეს და სამების (ლონდონში) კოლეჯში და შემდეგ კინგს კოლეჯში (კემბრიჯში) სწავლობდა, სადაც იგი დიდ წარმატებას აღწევდა კლასიკური და ინგლისური ლიტერატურის შესწავლაში. 1892 წელს ინდოეთში დაბრუნდა და ღრმად ჩაერთო ინდოეთის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, იგი ნამდვილი ლიდერი და ერთერთი ყვალაზე რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტი პოლიტიკოსი იყო. თავისი რადიკალურობის გამო ის დააკავეს და ალიპორის ციხეში ჩასვეს, როგორც ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. და აქ, ციხეში, შრი აურობინდომ მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება მიიღო, მან გააცნობიერა ღვთიური შინაგანი ხელმძღვანელობა და ასევე შეიცნო ღვთის ყველგანმყოფობა ბნელ ციხის საკანშიც კი.

ადვოცატის მიერ ვალდებულების აღების გამო, შრი აურობინდო გათავისუფლებულ იქნა ბრალდების წაყენების გარეშე. მაგრამ ამ გამოცდილებამ შეცვალა შრი აურობინდოს მსოფლმხედველობა. იმ დროდან ის წავიდა პოლიტიკიდან და მთელი თავისი ძალები სულიერებას მიუძღვნა.

აურობინდო იოგას შეუდგა 1904 წელს 32 წლის ასაკში. მან გურუს გარეშე დაიწყო იოგის პრაქტიკა. შემდეგ კი ის მედიტაციის მასწავლებელს იოგს ლილე მაჰარაჯს შეხვდა. მან ასწავლა შრი აურობინდოს თუ როგორ გაეკონტროლებინა გონება და არ შემოეშვა აზრები გონებაში. შრი აურობინდო მიყვებოდა მის ინსტრუქციებს, 3 დღეში წარმატებას მიაღწია გონების სრული დაცარიელების პრაქტიკაში და შევიდა ნირვანას მდგომარეობაში. ამ მდგომარეობის მისაღწევად თავად ლილე მაჰარაჯს 6 წელი დაჭირდა. ლილე მაჰარაჯი გაოცებული იყო ახალგაზრდა შრი აურობინდოს პროგრესით.

1910 წელს შრი აურობინდო პონდიჩერიში გაემგზავრა, სადაც მას შეეძლო მშვიდად გაეღრმავებინა იოგის პრაქტიკას. 1914 წელს მას ფრანგი ქალბატონი შემოუერთდა, მირა რიჩარდსი, რომელსაც შემდგომში იცნობდნენ, როგორც შრი აურობინდოს აშრამის დედას. ამათმა ერთად დააარსეს შრი აურობინდოს აშრამი, რომელსაც უერთებოდნენ მაძიებლები, რომლებსაც იზიდავდა მათ მიერ იოგის დინამიური ინტერპრეტაცია.

თავისი მოწაფეებისთვის ის არა მხოლოდ სულიერი გურუ, არამედ პოეტიც, ფილოსოფოსიც და მწერალიც იყო. მისი ძირითადი ნაშრომებია "ცხოვრება ღვთიური", "იოგის სინთეზი", "ესეები გიტაზე" და "სავიტრი". "სავიტრი" პოეზიის ეპიკური ნაწარმოებია, შრი აურობინდო მასზე დაახლოვებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

შრი აურობინდო არ უარყოფდა სამყაროს, როგორც წარსულის ინდოელმა იოგებმა. ამის მაგივრად, შრი აურობინდომ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება იოგაა; შეგნებული მისწრაფებით ადამიანს შეუძლია შევიდეს უმაღლეს ცნობიერებაში - ჭეშმარიტების და შინაგანი ჰარმონიის ცნობიერებაში. შრი აურობინდომ ამ ახალ ცნობიერებას სუპრამენტალური უწოდა.

"აღსდექ, დაძლიე საკუთარი თავი
შენ ადამიანი ხარ, და ადამიანის მთელი ბუნება
მასზე მეტი უნდა გახდეს."
- შრი აურობინდო

1947 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც ინდოეთმა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ეს შრი აურობინდოს მიზანი იყო, რომლისკენაც ის მიისწრაფვოდა, მისი პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად. ინდოეთის დამოუკიდებლობა მიღწეულ იქნა მის დაბადების დღეს 15 აგვისტოს.

40 წლის მანძილზე, შრი აურობინდო დაუღალავად მუშაობდა დედამიწაზე თავის ღვთიური ცხოვრების ხილვის გამოვლენაზე. მის შემოქმედებაში და პოეზიაში, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, აისახა მისი იმედები კაცობრიობის ოქროს მომავალზე.  1950 წლის 5 დეკემბერს შრი აურობინდო მაჰასამადჰში შევიდა.

 

ავტორი: R.Pettinger

 

საიტები შრი აურობინდოზე:

 

<<< გვერდზე "სულიერი მასწავლებლები"

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა

შრი აურობინდოპოეტი-წინასწარმეტყველი პოეტებისთვის, ღვთიური ფილოსოფოსი კაცობრიობისთვის, იოგის მასწავლებელი თაყვანისმცემლებისთვის, ავატარი მოწაფეებისთვის - ვინ არის ეს? შრი აურობინდოა.

შრი აურობიმდოს ინტეგრალური იოგა ნეტარი ცნობიერებაა უსასრულო შესაძლებლობებით; დაუღალავი მარშია, ჭაშმარიტების გადამწყვეტი და მარადიული გამარჯვებაა.

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის მთავარი პრინციპი ევოლუციაა - ცნობიერების ევოლუციაა მატერიაში და მატერიის მეშვეობით.

ეჭვის ჩრდილიც არაა, რომ მატერია და სული ერთია. სული, როდესაც მას ღრმად სძინავს, მატერიაა; მატერია, როდესაც ის სრულიად გამოღვიძებულია, სულია.

ინტეგრალური იოგა დაარსებულია ყოვლის-ამსრულებელ გამოცდილებაზე, რომელსაც საერთო არ აქვს არც სპეკულაციასთან და არც მსჯელობისთან.

ინტეგრალური იოგი ისაა, ვინც იხილა არსებობის ყველა განვითარების საფეხური და რომლის სიცოცხლე სავსეა მრავალფეროვანი გამოცდილებებით და შეცნობებით.

იდეალიზმი-საოცრება და უაღრესად პრაქტიკული ღვთიურობა ბინადრობენ შრი აურობინდოში. მისია ის გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება იმსახურონ კაცობრიობის სამეფო გზასავით ცხოვრებისკენ, რომლითაც ცხოვრება ღირს - სულის ცხოვრებით, ღვთიური ცხოვრებით.

შრი აურიბინდო იმ პოზიციაზეა, რომ სულიერ პროგრესთვის ფიზიკური მუშაობა არ არის ხელის შემშლელი. პირიქით, ის ძლიერად გრძნობს, რომ ფიზიკური მუშაობა დახმარებაა თვითმომზადებაში ღვთიურის სრული გამოვლენისთვის საკუთარ თავში და დედამიწაზე.

შრი აურობინდო ეუბნება მსოფლიოს, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სავსებით შესაძლებელია იმუშაო მსუბუქად, უწყვეტად, გაცნობიერებულად, შინაგანად, გარეგანად, და საბოლოოდ წარმატებულად. და მისი აზრით, ცხოვრება თავისთავად ღვთის კურთხევაა რომლის მეშვეობითაც ადამიანმა უნდა შეიცნოს ის და ერთი იყოს მასთან.

შრი აურობინდოს ღვთიური ღიმილი ერთდროულად გვიცვენებს უსასრულო მიღწევის განხორციელებას და კაცობრიობის მომავალ სულიერ ბედისწერას.

უხილავი ბრმათათვის, უძლეველი ძლიერთათვის და საოცრად პრაქტიკული იმედი დედამიწის ოთხივე კუთხისთვის - ამაშია შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის ძალა.

შრი აურობინდო მარად შემოქმედებითი მდუმარე ხიდია ღვთის ნებასა და მის აღსრულებას შორის.

ინტეგრალურ იოგაში ღვთის რეალიზაცია ნიშნავს ცნობიერების ფართო ზღვის ნაპირთან უბრალოდ დგომას. შიდა და გარე ცხოვრების ცეცხლვით სუფთა ცვლილება ნიშნავს ამ ზღვაში ცურვას. ღვთიური გამოვლენა დედამიწაზე ნიშნავს სახლში დაბრუნებას ზღვის გადაკვეთის შემდეგ და თან ოქროს ყველაფრის მოტანას.

ეს არ არის ღვთის ოცნება, მაგრამ მისი დადგენილებაა, რომ ზეცამ და დედამიწამ უნდა შეიყვარონ ერთმანეთი. მას სურს, რომ მათი ქორწინება დაუყოვნებლივზე უფრო სწრაფად შედგეს. დედამიწა გრძნობს, რომ ის ზეცაზე დაბალია. ზეცა გრძნობს, რომ ის დედამიწაზე მაღალია. და მათი ყოყმანობის გამო, ქორწინების დღე გაურკვეველია.

ინტეგრალურმა იოგამ მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა. მას არა მხოლოდ სურს ხედავდეს და გრძნობდეს ცხოვრების გაცნობიერებულ ევოლუციას, არამედ ასევე განასახიერებდეს მატერიის და სულის სრულიად შეთანხმებულ ცხოვრებას.

ინტეგრალური იოგი ისაა, ვინც თავის ცხოვრებას მსხვერპლად წირავს, რათა გახდეს ხიდი დედამიწასა და ზეცას შორის. ის უარს ამბობს ძეცაზე, ის აამაღლებს დედამიწას.

მისწრაფებული ადამიანში ჯვრის მატარებელია. იოგი ადამიანში გვირგვინის მატარებელია.

იმის თქმა, რომ იოგა ღვთის რეალიზაციაა, ყველაფრის თქმას არ ნიშნავს. იოგა ცოცხალი კავშირია ღმერთთან თვითდამკვიდრების და თვითშეწირვის გზით.

შრი აურობინდო ეუბნევა ადამიანს, რომ ღვთის რეალიზაცია არასოდეს ავალდებულებს ადამიანს მოკლას თავისი გრძნობები, აქციოს თავისი გული უნაყოფო მიწად და დაწყევლოს სამყარო. ღმერთი ყველაფერია და ყველაფერშია.

მზადყოფნა ინტეგრალურ იოგაში შეადგენს მისწრაფებას, რომელსაც სურს იყოს გამოვლენილი. სურვილი შეადგენს მისწრაფებას, რომელიც უკვე იყო გამოვლენილი.

ინტეგრალური იოგის უპრეცენდენტო სწავლება, წამოყენებული შრი აურობინდოს მიერ, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მატერიალური კეთილდგეობა მის სულიერ განვითარებასტან ერთად.

მიეცით ჩვეულებრივ ადამიანს ათი დოლარი. მას კითხვა გაუჩნდება, რის ყიდვას შეზლებს, რათა გახადოს ცხოვრება უფრო სასიამოვნო. მიეცით სანიასის ათი დოლარი. ის შეეცდება თავი აარიდოს ფულის აღებას და კიდე შეეცდება რამე გზები გამონახოს, რომ უფულოდ შეძლოს ამის გაკეთება. მიეცით ინტეგრალურ იოგს ათი დოლარი. რახან მას არც მიჯაჭვულობა აქვს და არც ზიზღი ფულის მიმართ, ის შეეცდება გამოიყენოს ის, როგორც ღვთიური ნდობით აღჭურვილი პირი.

ვერ აცნობიუერებდე სულიერ შესაძლებლობას, ნიშნავს შიმშილით კლავდე შენს სულიერ ბედისწერას.

სირთულეები ინტეგრალურ იოგაში არ მეტყველებენ ადამიანის უღირსობაზე. ყოველი სირთულის უკან იმალება შესაძლებლობა, არა, ფარული წყალობა, რათა თამამად მიიღო გამოცდა და წარმატებით გამოხვიდე.

იოგაში ყველა გავლენა საშიშია, მაგრამ მიმავალი ღრუბლებივითაა. ადამიანის მისწრაფება ამოწვდილი და მუდმივი ხმალია სულისა ადამიანური მატერიის სისუსტის გასანგმირად და მის გამარჯვების ფერფლზე საზეიმო აღსამართავად.

ნუ გაყვებით ნურცერთ სხვა იდეალს, გარდა სრულყოფილების ძალის მატერიალიზაციისა დედამიწაზე.

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა ყველაზე მაღალი მანგოს ხეა. მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა უნდა ავიდნენ ხეზე კენწერომდე და ჩამოიტანონ მანგო დედამიწაზე. რადგან, როდესაცმას მას კენწეროდან ვიღებთ, მჟავედ გვეჩვენება; და თუ ხის ძირში ვიღებთ, ის უგემრიელესია.

რას ნიშნავს ნამდვილად ღმერთთან კონტაქტში შესვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი გავხდებით მის უნივერსალურ არსებობასთან. როგორც ქორწინების შემდეგ ქალი ავტომატურად ეუფლება თავისი ქმრის სახელ და გვარს, სახლს და სამდირეს, ასევე ჩვენი ღმერთთან გაერთიანების შემდეგ ჩვენ უცდომლად ერთი გავხდებით მის ყოვლის აღმსრულებელ ბუნებასთან. ჭეშმარიტად, ამ ღვთიური საათის დროს ჩვენ შრი აურობინდოს სულის ამაღელვებელ ხმას გავიგონებთ:

"ჩევნ ღვთის შვილები ვართ, და ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტად ისეთები, როგორიც ისაა."

 

შრი ჩინმოი, წიგნიდან "დედა ინდოეთის შუქურა: ინდოეთის სულიერი ლიდერები"

 

ბმულები:

შრი აურობინდო

დედა

იოგა

სინდიცირებული მასალა