სწავლება მდუმარედ

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

მედიტაცია მასწავლებელზე

სიტყვებსა და გონების მიღმა


სიტყვებსა და გონების მიღმა,
მარად სხივმოსილი ნათების ნაკადში.
იძირება ჩემი გული,
დღეს ათასი კარი
საუკუნოებით დახურული,
ფართოდ გაიხსნა.

თუ თქვენ გინდათ იმყოფებოდეთ სულიერი მასწავლებელის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაშინ მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით როგორ უნდა იმედიტიროთ. მასწავლებელს არ სჭირდება გარეგნულად აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა იმედიტიროთ, ან მოგცეთ განსაკუთრებული მედიტაციის ტექნიკა ან მანტრა. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით თქვენ მედიტაციას.

როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ სულიერი მასწავლებლის პორტრეტის წინ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გავაიგივოთ საკუთარი თავი ამ პორტრეტზე ასახული სულიერი მასწავლებლის ცნობიერებასთან. თუ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ცნობიერებასთან გაიგივება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია მთელ პორტრეტზე. თანდათან უნდა გადავიტანოთ ყურადღება მხოლოდ სახეზე, შემდეგ წარბებს შუა წერტილზე, ცხვირის ფუძის ცოტა ზემოთ, სადაც იმყოფება მისი ჭეშმარიტი შინაგანი სულიერი სიმდიდრე. ესაა - მესამე თვალი, ხილვის ადგილი; და როგორც კი შევძლებთ შინაგანი რეალობის ხილვასთან გაიგივებას, ჩვენ მივაღწევთ უდიდეს წარმატებას. თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სისუფთავეს, როდესაც პორტრეტს უყურებთ, მაშინ მედიტაციის წინ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქავთ მასწავლებელთან ერთად.

შეიგრძენით, რომ პორტრეტი მზადაა მოგცეთ თქვენ ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თუ თქვენ გინდათ სიმშვიდე, მაშინ ეცადეთ უყუროთ პორტრეტს იმის შინაგანი შეგრძნებით, რომ პორტრეტი ფლობს უსასრულო სიმშვიდეს. თუ თქვენ გინდათ სინათლე, თუ გინდათ ნეტარება ან თუ თქვენ გინდათ ნებისმიერი სხვა ღვთაებრივი თვისება, უბრალოდ იგრძენით, რომ პორტრეტი ფლობს ამას, - რაც აბსოლუტურად სწორია. ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს პორტრეტი ფლობს იმას, რაც თქვენ გინდათ. შემდეგ როდესაც ჩაეშვებით ღრმად შიგნით, თქვენ აღმოაჩენთ რეალობას.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სწავლება მდუმარედ"

 

<<< წინა "გურუ - სულიერი მასწავლებელი"    შემდეგი "ინიციაცია და მასწავლებელი" >>>

 

გონება და გული - ზოგიერთი ვარჯიში

გამიჯნეთ საკუთარი თავი თქვენივე გონებისაგან და შეხედეთ გონებას გვერდიდან. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ასობით წიგნი ან დაილაპარაკოთ უამრავ ადამიანთან, მაგრამ არ მიაღწიოთ გასხივოსნებას. ასე რომ იმაზე ფიქრისას თუ რა მოგცათ თქვენ გონებამ, გაიფიქრეთ ამავდროულად იმაზე რა გინდათ სინამდვილეში ყველაზე მეტად და დაინახავთ, რომ გონებამ ეს მოთხოვნილება არ დააკმაყოფილა. თუ გონებამ თქვენ გულგატეხილი და იმედგაცრუებული დაგტოვათ, რისთვის უნდა მოახდინოთ მასზე კონცენტრირება?

თუ თქვენ იმედიტირებთ გონებაში, თქვენ შეძლებთ მედიტირებას, შესაძლოა, ხუთ წუთს და ამ ხუთი წუთიდან, სავარაუდოდ, განსაკუთრებით ენერგიულად იმედიტირებთ მხოლოდ ერთ წუთს. თავიდან თქვენ შეიგრძნობთ სიხარულს და დაკმაყოფილებას, მაგრამ მერე შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება უნაყოფო უდაბნოსი. თუ კი თქვენ მედიტირებთ გულში, მაშინ მოვა დღე, როდესაც კმაყოფილების მიღებას დაიწყებთ. გულში მედიტირებისას თქვენ მედიტირებთ იქ, სადაც იმყოფება სული. ცხადია სინათლე, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელს სხეულს, მაგრამ არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც სული იმყოფება უმეტესი დროის მანძილზე და ეს არის გული. მე ვსაუბრობ არა ადამიანის გულზე, ფიზიკურ გულზე - ის უბრალოდ ერთ-ერთი ორგანოა. მე ვლაპარაკობ წმინდა გულზე, სულიერ გულზე. სულიერი გული განთავსებულია გულმკერდის ცენტრში, ჩვენი არსების ცენტრში. თუ თქვენ გინდათ გასხივოსნება, თქვენ მას მიიღებთ სულისაგან, რომელიც იმყოფება გულში.

როდესაც ცდილობთ დაამშვიდოთ და გააჩუმოთ გონება, თქვენ ახდენთ კონცენტრაციას. როდესაც შეძლებთ განდევნოთ გონების ამაღელვებელი ყველა აზრი, ადრე თუ გვიან სპონტანურად წინ გამოვა თქვენი შინაგანი „მე“ და წარსდგება თქვენს წინ, როგორც კაშკაშა მზე, ღრუბლების საფარის გამფანტველი. ახლა შინაგანი მზე ღრუბლებითაა დაფარული - აზრებით, იდეებით, ეჭვებით, შიშებით და ასე შემდეგ. მოექეცით გონებას როგორც პატარა ბავშვს ან მაიმუნს. განდევნეთ ის ყოველთვის, როდესაც ის თქვენთან მოდის, ან განზრახულად გადართეთ თქვენი შეგნებული ყურადღება სხვა რამეზე. თუ თქვენ მისცემთ მას ნებას გაფანტოს თქვენი ყურადღება, ის მოიკრეფს ძალას და გააგრძელებს თქვენ წამებას. მედიტაციის დროს გონება შეიძლება შეგეწინააღმდეგოს და შეგიშალოს ხელი, მაგრამ თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ გაქვთ ის, რაც ბევრად მაღლაა გონებაზე, და ეს არის თქვენი გული. უბრალოდ თქვენი გონება და ყველაფერი რაც მას უკავშირდება ჩააგდეთ გულში.
* * *
ისე, როგორც ახდენთ კონცენტრირებას რამეზე - პორტრეტზე, სანთელზე, ალზე, ნებისმიერ მატერიალურ საგანზე, - ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ კონცენტრაცია გულზე. თქვენ არ შეგიძლიათ ფიზიკურად შეხედოთ თქვენს სულიერ გულს, მაგრამ შეგიძლიათ მოახდინოთ მასზე მთელი თქვენი ყურადღების მოკრება. მაშინ თქვენი კონცენტრაციის ძალა თანდათანობით შევა გულში და მთლიანად მოგაცილებთ გონების სამეფოსაგან.
სცადეთ ჩაისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად, ისე რომ არ შეირხეს უწვრილესი ძაფიც კი, თქვენი ცხვირის წინ რომ ყოფილიყო ჩამოკიდებული, მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ მედიტაცია თქვენ გექნებათ ძალიან ღრმა, გონება კი ძალიან ჩუმი და მშვიდი.
შემდეგ წარმოიდგინეთ რაღაც უსაზღვრო, უშფოთველი და მშვიდი. როდესაც იწყებთ მედიტირებას შეიგრძენით საკუთარ თავში უსაზღვრო ოკეანე და იგრძენით, რომ იძირებით მის ფსკერზე, სადაც სრული სიმშვიდე სუფევს. თუ თქვენ შეძლებთ გაიგივდეთ ამ უზარმაზარ ოკეანესთან, ამ სიმშვიდის ნაკადთან, მაშინ მედიტირება ძალიან გაგიადვილდებათ.

* * *
შეეცადეთ ნახევრად მოჭუტოთ თვალები და წარმოიდგინოთ უსაზღვრო ცა. თავიდან შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ეს ცა იმყოფება თქვენს წინ; შემდეგ ის, რომ ცასავით უსაზღვრო ხართ, ან თქვენ თვითონ ხართ უსასრულო ცა. რამოდენიმე წუთში დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ დაინახოთ და შეიგრძნოთ ცა თქვენი გულის სიღრმეში. შეიგრძენით რომ თქვენ მსოფლიოს გული ხართ და რომ ცა თქვენშია, რომელზეც თქვენ მედიტირებდით და რომელთანაც გააიგივეთ თავი. მსოფლიოს გული უსასრულოდ აღემატება ცას. მაშასადამე თქვენ გაგიადვილდებათ მოათავსოთ ცა თქვენში.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მდუმარე სწავლა"

 

<<< წინა "მუსიკა და მედიტაცია"    შემდეგი "დამატებითი სავარჯიშოები" >>>

 

მედიტაცია გულზე

მუსიკა და მედიტაცია

შრი ჩინმოი, ესრაჟი, სულიერი მუსიკასულიერ სამყაროში მედიტაციის შემდეგ მოდის მუსიკა, მუსიკის სუნთქვა. მდუმარება ყველაფრის წყაროა. ის მუსიკის წყაროა და ის თვით მუსიკაა. მდუმარება ესაა ბუდე, მუსიკა კი ჩიტი.
* * *
არ უნდა შეეცადო გაიგო მუსიკა გონებით, არ უნდა შეეცადო შეიგრძნო ის გულით. მოდით უბრალოდ და ბუნებრივად ნება მივცეთ მუსიკა-ფრინველს იფრინოს ჩვენს ზეცა-გულში.
* * *
მუსიკა აქვს ყოველ ადამიანს, ყოველ მოძრაობას, ყოველ მოქმედებას, ყოველ ჩვენ სუნთქვა-ამოსუნთქვას.
* * *
მუსიკა და სულიერი ცხოვრება კარგად ეთავსება ერთმანეთს, ერთი ავსებს მეორეს. სულიერ მძებნელს მუსიკა ეხმარება ჩაეშვას ღრმად, რათა მოიპოვოს უმაღლესი დაკმაყოფილება ცხოვრებისგან, ჭეშმარიტებისგან, რეალობისგან.
* * *
როდესაც ჩვენ ვუსმენთ გასულიერებულ მუსიკას ან როდესაც ვასრულებთ გასულიერებულ მუსიკას, ჩვენი შინაგანი არსება უეცრად აიწევს მაღლა, უფრო მაღლა, ყველაფერზე მაღლა. ჩვენში მიედინება მდინარე, ცნობიერების მდინარე და ეს ცნობიერება ყოველთვის გასხივოსნებულია.
* * *
იყო გასულიერებულ მუსიკასთან ერთიანი - ამის მისაღწევად საუკეთესო ხერხია იქონიო მყარი შინაგანი რწმენა იმისა, რომ როდესაც თქვენ შეისუნთქავთ, შესუნთქვა დაუყოვნებლივ შედის პირდაპირ თქვენს სულში. იგრძენით ის, რომ შესუნთქვასთან ერთად თქვენში შემოდის უნივერსალური ცნობიერება, ღვთაებრივი რეალობა, ღვთაებრივი ჭეშმარიტება. ამოსუნთქვისას შეეცადეთ შეიგრძნოთ, რომ თქვენ ამოისუნთქავთ უვიცობას, რომელიც ფარავს თქვენს სულს. შეიგრძენით, რომ უვიცობის საფარი იწევა და ეცემა. თუ თქვენ შეძლებთ შეგნებულად წარმოიდგინოთ და შეიგრძნოთ ეს, მაშინ ეს საუკეთესო ხერხია გახდე ერთი-მთელი გასულიერებულ მუსიკასთან.

ადეში და აჯიტა, განეშა, მუსიკა* * *
მღერა - ეს მედიტაციის ფორმაა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გამართულად მღერა - არა უშავს. პუბლიკის წინ ნუ იმღერებთ. მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ მღერა, როცა მარტო ხართ. თუ თქვენ გასულიერებულად მღერით, მიუხედავად არასწორი მელოდიისა, ეს მედიტაციის ნამდვილი ფორმაა. მედიტაციას და მღერას ერთი და იგივე სიმაღლე აქვს, თუ თქვენ მღერით გასულიერებულად. მედიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, და როდესაც თქვენ მღერით სულიერ სიმღერებს ამით, თქვენ შეგიძლიათ იმედიტიროთ ყველაზე მარტივი ხერხით. ეს შესაძლებლობა ყოველ წუთს აკაკუნებს თქვენს კარზე. შეიძლება არც მოგინდეთ ყოველ წუთს მედიტირება, მაგრამ ვის არ მოუნდება წაიმღეროს? თუ თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ გასულიერებულად, თქვენი მღერა ტოლფასი იქნება მედიტაციისა. თუ თქვენ გასულიერებულად იმღერებთ, შეიძლება უფრო მეტსაც კი მიაღწიოთ, ვიდრე მედიტაციით.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სწავლება მდუმარედ"

 


შრი ჩინმოი მედიტირებს და მერე ფლეიტაზე სამედიტაციო მუსიკას ასრულებს



გასულიერბული მღერა

შრი ჩინმოი თავის სიმღერებს ასრულებს

 

<<< წინა "მანტრა"     შემდეგი "გონება და გული: ზოგიერთი ვარჯიში" >>>

მანტრა

მანტრა სანსკრიტული სიტყვაა. ინდურ ფილოსოფიაში, სულიერებასა და შინაგან ცხოვრებაში მანტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მანტრა ეს მარცვალია ღვთიურად გავსებული ძალით.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ შესვლა თქვენს ყველაზე ღრმა მედიტაციაში, იმიტომ რომ თქვენი გონება შფოთავს, ეს არის სათანადო შესაძლებლობა მანტრის გამოყენებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იმეოროთ “Supreme” (უზენაესი), ან „AUM“ („ომ“), ან „ღმერთო“ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

მანტრებიდან ყველაზე ძლიერია „ომ“, ეს მანტრების დედაა. „ომ“ერთიანი განუყოფელი ბგერაა; ეს უზენაესის ვიბრაციაა. „ომ“ - არის სამყაროს საწყისი ბგერა, ვინაიდან ამ ბგერით ღმერთმა მოძრაობაში მოიყვანა თავისი ქმნილების პირველი ვიბრაცია. ყოველ წამს ღმერთი თავიდან ქმნის საკუთარ თავს „ომ“-ის შიგნით.

„ომ“ - დაბადების მიღმაა, „ომ“ - სიკვდილის მიღმაა. „ომ“, და არაფერი სხვა, არსებობდა, არსებობს და იარსებებს.

უმჯობესია იმღერო „ომ“ ხმამაღლა, რათა ბგერამ („აუმ“) შეძლოს ვიბრირება თქვენს ყურებშიც კი და მთელი თქვენი სხეული განმსჭვალოს. ეს დაარწმუნებს თქვენს გარე გონებას და მოგიტანთ უფრო დიდი სიხარულის და მიღწევის შეგრძნებას. აუმ-ის ხმამაღლა მღერისას, ასო ბგერა „მ“ სამჯერ მეტი ხანგრძლივობის უნდა იყოს ვიდრე ბგერა „აუ“.

არსებობს მრავალი ხერხი იმღეროთ „ომ“ (აუმ). როდესაც თქვენ მას ძლიერ ხმამაღლა მღერით, მაშინ გრძნობთ უზენაესის ყოვლისშემძლეობას. როდესაც დაბალ ხმაზე მღერით მას, თქვენ გრძნობთ უზენაესის აღტაცებას და როდესაც თქვენ მღერით ბგერას „ომ“ (აუმ) ხმაამოუღებლად შეიგრძნობთ უზენაესის სიმშვიდეს.

შრი ჩინმის წიგნიდან "სწავლება მდუმარედ"

 "აუმ" მანტრის გამღერება ოკეანის ხმის ფონზე. - ასრულებს შრი ჩინმოი

მთის ფოტო: Phoolanjaya

 

<<< წინა "სუნთქვა მედიტაციის დროს"    შემდეგი "მუსიკა და მედიტაცია" >>>

 

 

სუნთქვა მედიტაციის დროს

პრანაიამა, იოგა, სუნთქვამედიტაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. სუნთქვის დროს შეეცადეთ შეისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად - ისე, რომ უწვრილესი ძაფიც კი, ვინმეს რომ მოეთავსებინა თქვენს ცხვირწინ არ შეირხეს. ამოსუნთქვა უნდა იყოს უფრო ნელი, ვიდრე შესუნთქვა. თუ შესაძლებელია გააკეთეთ მოკლე პაუზა ამოსუნთქვის დასრულებასა და შესუნთქვის დაწყებას შორის. მაგრამ თუ გიძნელდებათ, ნუ იზამთ ამას. ნურასოდეს გააკეთებთ იმას, რამაც შეიძლება ავნოს თქვენს ორგანოებს ან სასუნთქ სისტემას.

პირველი რაზეც უნდა ფიქრობდეთ სუნთქვითი ვარჯიშების დროს - ეს არის სისუფთავე. თუ შესუნთქვისას თქვენ შეძლებთ იგრძნოთ, რომ სუნთქვა მოდის პირდაპირ ღმერთისგან, თვით სისუფთავისგან, მაშინ თქვენი სუნთქვა იოლად შეიძლება იქნას გასუფთავებული.

შემდეგ ეცადეთ ყოველი შესუნთქვისას გრძნობდეთ, რომ თქვენ შემოგაქვთ თქვენს სხეულში სიმშვიდე, უსასრულო სიმშვიდე. სიმშვიდის საწინააღმდეგოა შფოთი. ამოსუნთქვისას ეცადეთ გრძნობდეთ, რომ თქვენ თავისუფლდებით შფოთისგან, რომელიც თქვენშია და აგრეთვე იმ შფოთისგან, რომელიც თქვენ ირგვლივაა. თუ თქვენ ასეთნაირად ისუნთქებთ, აღმოაჩენთ, რომ მღელვარება გტოვებთ. რამოდენიმეჯერ ამის ჩატარების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ მსოფლიოს ძალას, და როცა აკეთებთ ამოსუნთქვას იგრძენით ის, რომ თქვენი სხეულიდან მთელი შიში გამოდის. რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ შეისუნთქავთ სიხარულს, უსასრულო სიხარულს და ამოისუნთქავთ სევდას, ტანჯვას და ნაღველს.

შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი რამ, შეიგრძენით, რომ შეისუნთქავთ არა ჰაერს, არამედ კოსმიურ ენერგიას. შეიგრძენით, რომ ყოველი ჩასუნთქვით უზარმაზარი კოსმიური ენერგია ჩაედინება თქვენში და თქვენ აპირებთ მის გამოყენებას სხეულის, ვიტალის, გონებისა და გულის გასუფთავებისათვის. შეიგრძენით, რომ თქვენს სხეულში არ დარჩა არცერთი ადგილი, რომელიც კოსმიური ენერგიის ნაკადმა არ დატბორა. ის მდინარესავით მიედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელ თქვენს არსებას. შემდეგ, ამოსუნთქვისას იგრძენით, რომ ამოისუნთქავთ მთელ ნაგავს თქვენში დაგროვებულს - ყველა თქვენ არაღვთიურ აზრს, ბნელ იდეებს, უსუფთაო ქცევებს. იგრძენით, რომ თქვენ ამოისუნთქავთ ორგანიზმიდან ყველაფერს რასაც არაღვთიურს უწოდებთ, რასაც არ გინდათ რომ თქვენად თვლიდეთ. ეს არ არის ტრადიციული იოგური პრანაიამა, რომელიც უფრო რთული და სისტემატურია, მაგრამ ეს ყველაზე ეფექტური სუნთქვის სულიერი მეთოდია.

ასეთი სუნთქვის მეთოდის გამოყენებით თქვენ მალე დაინახავთ შედეგს. დასაწყისში თქვენ წარმოსახვის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ რამოდენიმე ხანში დაინახავთ და შეიგრძნობთ, რომ ეს წარმოსახვა კი არა, რეალობაა. შეგნებულად ენერგიის შესუნთქვით, რომელიც ყველგან მიედინება, თქვენ ასუფთავებთ და აცარიელებთ საკუთარ თავს ყველაფერი არაღვთიურისაგან. დღეში ხუთი წუთი რომ დაუთმოთ ასეთ სუნთქვას, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ძალიან სწრაფ წინსვლას. მაგრამ ამას შეგნებულად უნდა აკეთებდეთ და არა მექანიკურად.
 

შრი ჩინმოის წიგნიდან "მდუმარე სწავლა"

 სუნთქვის კონტროლი:

 

 

<<< წინა "პოზა მედიტაციისათვის"     შემდეგი "მანტრა" >>>

პოზა მედიტაციისათვის

მედიტაციის დროს მნიშვნელოვანია დაიჭიროთ ხერხემალი სწორად, ვერტიკალურ მდგომარეობაში, სხეული კი მოადუნოთ. თუ სხეული დაჭიმულია, მაშინ ბუნებრივია ღვთიური და ასრულების მომტანი თვისებები, რომლებიც მიედინებიან სხეულში და მის გასწვრივ მედიტაციის დროს, აღქმულნი არ იქნებიან. ასევე პოზა არ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს. როცა სხეული უხერხულებას განიცდის, ის ავტომატურად შეცვლის თავის მდგომარეობას. მედიტაციისას თქვენი შინაგანი არსება სპონტანურად მიგაღებინებთ მოხერხებულ მდგომარეობას და მაშინ თქვენ მხოლოდ ეს პოზა უნდა შეინარჩუნოთ. ლოტოსის პოზის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება ადამიანს დაიჭიროს ხერხემალი სწორ და ვერტიკალურ მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად ლოტოსის პოზამ შეიძლება არ მისცეს სხეულს მოდუნების საშუალება. ასე რომ ლოტოსის პოზა არ არის აუცილებელი სწორი მედიტაციისთვის. მრავალი ადამიანი ძალიან კარგად მედიტირებს სკამზე მჯდომიც.

ზოგიერთ მაძიებელს მოსწონს მწოლიარე მდგომარეობაში მედიტირება. მინდა ვთქვა, რომ ეს სრულებით არაა სასურველი არც დამწყებთათვის და არც იმათთვის, ვინც უკვე რამოდენიმე წელია მედიტირებს. ეს მხოლოდ ყველაზე წინ წაწეული მაძიებელთათვის და ღვთის რეალიზებული სულთათვისაა. სხვები მწოლიარედ მედიტირების ცდისას შევლენ ძილის სამყაროში, თვლემაში ან შინაგან უმოქმედობაში. ამას გარდა, როდესაც თქვენ წევხართ, თქვენი სუნთქვა არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, როგორც მჯდომარე მდგომარეობაში, რადგან ის გაუცნობიერებული და არაკონტროლირებადი ხდება.

ჩემი მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან შეიძლება თუ არა მედიტირება გახელილი თვალებით. მე მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები, რომლებიც მედიტირებენ დახუჭული თვალებით, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში იძინებენ. ისინი ხუთ წუთს მედიტირებენ და შემდეგ თხუთმეტ წუთს ატარებენ ძილის სამყაროში. იქ არ არის არავითარი დინამიური ენერგია, მხოლოდ ლეტარგია და თვითკმაყოფილება, ისინი გრძნობენ თავისებურ დამაწყნარებელ, ტკბილ შეგრძნებას. შემდეგ რამოდენიმე ხანში, ღმერთის სასწაულმოქმედი წყალობით, ისინი ისევ მოდიან გონს და ორ ან სამ წუთს მედიტირებენ.

ნამდვილად უკეთესია მედიტირება ნახევრად გახელილი და ნახევრად მოჭუტული თვალებით. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ხის ძირი და ამავე დროს მისი მწვერვალიც. თქვენი ის ნაწილი, რომელსაც თვალები ნახევრად გახელილი აქვს თავს ძირად გრძნობს, რომელიც დედამიწის სიმბოლოა. სხვა ნაწილი, რომლის თვალები ნახევრად დახუჭულია - მწვერვალია, ხილვის სამყარო ან, ვთქვათ, ზეცა. თქვენი ცნობიერება ერთდროულად იმყოფება ყველაზე მაღალ დონეზეც და აქაც დედამიწაზე, ამ სამყაროს გარდაქმნის ცდით.

როდესაც თქვენ მედიტირებთ ნახევრად დახუჭული თვალებით, ამას ეწოდება ლომის მედიტაცია. ღრმად შინაგანში ჩაძირვისას თქვენ ერთდროულად ახდენთ ცნობიერი ყურადღების ფოკუსირებას ფიზიკურ და ქვეცნობიერ პლანზე. როგორც ფიზიკური სამყარო, მისი ხმაურით და სხვა შეფერხებებით, ასევე ქვეცნობიერების სამყარო, ძილის სამყარო, გეძახით თქვენ. მაგრამ თქვენ მათ ორივეს ებრძვით.

შრი ჩინმოის წიგნიან "სწავლება მდუმარედ"

<<< წინა "მედიტაციის დრო"   შემდეგი "სუნთქვა მედიტაციის დროს" >>>

სინდიცირებული მასალა