რელიგია

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

სულიერება და რელიგიის შეზრუდვები

როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?

შრი ჩინმოი, ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: ყოველ რელიგიას აქვს თვითგამოხატვის საკუთარი ხერხი უსასრულო ერთიანის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხერხები შეზღუდულია. რელიგია მხოლოდ და მხოლოდ სახლია და ვერავინ იტყვის, რომ მას ყველაფერი აქვს სახლში. ჩვენ შეგვიძლია მეტი ავეჯის შეძენა, მაგრამ სახლის სიდიდე იგივე დარჩება.

მაგრამ თუ ვიღებთ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი რელიგია ხდება ღვთისადმი სიყვარული. და თუ ღმერთი გვიყვარს, ყველაფერი ჩვენში ფართოვდება. ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მუდმივი გაფართოებაა მთელი ჩვენი რეალობისა.

ღვთისადმი სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. თუ არსებობს ისეთი რელიგია, რომელიც ჩვენ არ გვეტყოდა ღვთისადმი სიყვარულზე? მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რელიგია ქადაგებს: "გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ ისე, როგორც გიბრძანებ. მხოლოდ თუ დადიხარ ეკლესიაში, ტაძარში, მეჩეთში, შენი ღვთისადმი სიყვარული სრულყოფილი იქნება. სხვა დანარჩენი გზა კი მცდარია".

ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული ასეთი არაა. თუ მიყვარს ღმერთი, ის მეუბნება: "რატომ უნდა ხარობდეს მხოლოდ და მხოლოდ ვარდი ბაღში-რელიგიაში? იქ სხვა ყვავილებიც შეიძლება ხარობდნენ". ერთი ადამიანი შევა ბაღში და მას მოეწონება ვარდი, სხას კი - სხვა ყვავილი მოეწონება. იმიტომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველანაირი გზებით - იმით, რას ვამბობთ და ვაკეთებთ, ჩვენი მუდმივი თვითგაცემით ცნობიერების ყველა დონეზე. მხოლოდ ამ შერმთხვევაში ჩვენ არ შევეცდებით ვინმეს შეზღუდვას.

თქვენ მკითხეთ, როგორ შეიძლება სულიერება გაექცეს რელიგიის შეზღუდვებს?. "გაქცევა" არასწორი სიტყვაა. აქ გაქცევა კი არ გვჭირდება, არამედ - გასხივოსნება. რელიგიის გასხივოსნება კი შესაძლებელია, მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულით, ისე როგორც მას თავად სურს.

რელიგია ამბობს:
- თუ იღებ ჩემ გზას,
მაშინ შენ კეთილშობილი ხარ.
სულიერება ამბობს:
- არაა საჭირო ჩემ გზას მიყვებოდე.
გაყევი შენ გზას ზეშთაგონებულად
და მიაღწიე დანიშნულ მიზანს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "სიყვარული"

 

<<< უკან გვერდზე "სულიერება"

ბუდიზმი

ბუდიზმი, ოქროს ბუდა

ბოროტის არჩადენა, სიკეტის კეთება,
გონების გასუფთავება - აი გასხივოსნებულთა სწავლება.

დჰარმაპადა ХIV, 183

ბუდიზმი მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომელიც ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადრებას, რომელსაც ნირვანისკენ, ან განთავისუფლებისკენ მივყავართ.

ბუდისტური რელიგია წარმოიშვა გაუტამა ბუდას ცხოვრებისგან და სწავლებისგან, რომელიც ინდოეთში მე-6 საუკუნეში ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა.

ბუდისტები არ აქცევენ დიდ ყურადღებას რწმენას ღვთისას, ისინი ხაზს უსვამენ გასხივოსნებისკენ მიმავალ გზას, რომელიც პრაქტიკით, ზნეობის განვითარებით, მედიტაციით და სიბრძნით უნდა იქნას მიღწეული. ასევე ბუდისტები ყურედრებას ამახვილებენ შებრალებაზე ყველა ცოცხალი არსების მიმართ.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება

ბუდა ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებენ მის სწავლებაში. ეს ოთხი ჭეშმარიტება ბუდიზმის ფუნდამენტალურ ფილოსოფიას წარმოადგენს. მათი სრული გაგების გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებთ ბუდას სწავლებას. ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი რელიგიების საზღვრებს მიღმა არიან, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიისთვის და ჩვენი არსებისთვის. ისინი საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ ჩვენი ტანჯვის მასშტაბი და ხასიათი და ვიპოვოთ შესაფერისი "წამალი" ამისგან განკურნებისა.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება:

1. ტანჯვა
ეს სამყარო დაუკმაყოფილებელია და ტანჯვითაა სავსე.

2. ტანჯვის მიზეზი
ტანჯვის მიზეზი, შეიძლება განისაზღვროს, როგორც მიჯაჭვულობა ან არასწორი საქმეების კეთების მგზნებარე სურვილი. მატერიალურ სამყაროში ეს სურვილები ვერასოდეს მიგვცემენ მარადიულ ბედნიერებას, რადგან თავისი ბუნებით ისინი დროებითნი ან გარდამავალნი არიან.

3. ტანჯვის დასასრული
სწორი ქცევის, მედიტაციის და ლოცვის პრაქტიკით ერთეულებისთვის შესაძლებელია გათავისუფლების ან ნირვანის მირწევა.

4. ტანჯვის დასრულებისკენ მიმავალი გზა
კეთილშობილური რვაჯერადი გზა - ტანჯვის გადაჭრის და მისი დასასრულამდე მიყვანის პოვნის გზაა.

 

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტების მიმოხილვა

ბევრი ადამიანი ბუდიზმს პესიმისტურ რელიგიად მიიჩნევს, იმიტომ რომ ის ცხოვრებაზე საუბრობს, როგორც საშიშ და მტკივნეულ გზაზე და როგორც საქმიანობაზე სრულ ამაოებაში. ზოგადად, ისინი ბუდიზმში ვერ პოულობენ ვერანაირ პოზიტიურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. მთელი ცხოვრება თითქოს მის მიერაა დაგმობილი, როგორც დიდი ილუზია, რომელიც არა კომფორტს გვთავაზობს არამედ ტკივილს, არა თავისუფლებას გვთავაზობს არამედ ბორკილებს, არა მუდმივობას - არამედ ცვალებადობას, და არა ნუგაშს - არამედ გამოუთქმელ ტანჯვას.

ბუდიზმი ვერ მიმართავს სიამოვნებისკენ ორიენტირებულ ადამიანს ან ეპიკურელს. მაგრამ ეს არაა ნეგატიური რელიგია. პირიქით, ეს ძალიან სისტემატიურად იკვლევს ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებს და ცდილობს შესთავაზოს დადებითი გადაწყვეტილებები დამუდმივი განკურნვის საშუალება. ბუდიზმი არ სთავაზობს უკიდურეს ასკეტიზმში ცხოვრებას, მაგრამ მხოლოდ ზომიერებიში, კონტროლში და დისციპლინაში, და არა თვითუარყოფაში, სხეულის და გონების წამებაში.

ბუდიზმი არ იღებს პასუხისმგებელობას განახოს შენი საკუთარი ხსნა შენი პიროვნების გარეთ, არამედ მის ცენტრში. ის არ დაასუსტებს შენს გადაწყვეტილებას შენი არჩეული გზით იარო, ის მხოლოდ გიხსნის შენი არჩევანის შედეგებს და საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩაჭიდებასთან მას, რაც არ არის მარადიული.

ბუდიზმს ტანჯვა ყურადრების ცენტრში შემოაქვს, იმიტომ რომ თვლის, რომ ის ცხოვრების მთავარი სენია, რომელიც უნდა გადაწყვეტილი იქნას და არა იგნორირებული იქნას. ეს სწორედ მშვიდობის და შებრალების რელიგიაა, პრაქტიკული რელიგიაა, რომელიც თავის სპეკულატიური ფილოსოფიებს არგუმენტებს ღვთის არსებობის შესახებ კი არ თხზავს, არამედ ადამიანის ძალისხმევის შესაძლებლობებით მიჰყავს ის გათავისუგლებამდე.

ეს არ არის უბრალოდ ცალკე პიროვნების, კარჩაკეტილი, სოციალურად გადახრილი ან ინტროვერტი ადამიანის რელიგია. ეს გაწონასწორებული გონების რელიგიაა, რომელსაც ესმის გარეგანი და შინაგანი ჰარმონიის მნიშვნელობა ხსნის მიღწევაში. ის აღიარებს სოციალური ჰარმონიის მნიშვნელობას და კოლექტიური დისციპლინის საჭიროებას და კოლექტიურ ქმედებებს ყველასთვის საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად.

ბუდიზმს არ წაახალისებ ადამიანს, რომ ის საკუთარი ილუზიების მონა გახდეს. ის ადამიანს არ ტოვებს უიმედოსა და დაუცველს. ინიცირებულს თავისი ცხოვრების დასაწყისში ის ნათლად აგებინებს ცხოვრების ილუზორულ ბუნებას და საფრთხეებს, თუ ის ამას აგრძელებს, ასე რომ ინიცირებულს შეუძლია ადექვატურად თავი დაიცვას მათგან.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება ეს ჩვენი არსების ოთხი ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა. ისინი უნივერსალურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ, რომლებსაც ვერავინ უარყოფს. ისინი ყველა ცხოვრებების მიღმა მიდიან და არ გვაძლევენ გასაღებს, თავისი წარმოშობის ან შემოქმედის შესახებ. ბუდამ ვერ იპოვა მიზეზი, რომელმაც ისინი შექმნა.

რვაჯერადი გზა

ბუდამ ტანჯვის გვირაბის ბოლოს აღმოაჩინა სინათლე. მაგრამ მან განაცხადა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადამიანმა სწორ გზას არ დაადგა და არ მიმართა სწორ ცხოვრებას. მან კარგად იცოდა ცხოვრების უკიდურესობები.

თავის პირად ცხოვრებაში , მან გაიარა ორთავე უკიდურესობა, როგრც სიამოვნება, ასევე ტანჯვაც, მან კარგად იცოდა ორივეს შედეგი. როგორც ახალგაზრდა უფლისწული, ის ცხოვრობდა სიამოვნებასა და ფუფუნებაზე ორიენტირებული ცხოვრებით, როგორც ახალგაზრდა განდეგილი, მან თვითწამებას და მკაცრ ასკეტიზმს მიმართა.

მან ვერცერთში ნახა ეფექტურობა თავის გასხივოსნებისკენ წინსვლისთვის. მან გააცნობიერა, რომ ცხოვრების უკიდურესობები ადამიანის გათავისუფლებას ხელს არ უწყობენ. გათავისუფლების მოიპოვება არც გრძნობითი სიამოვნებების და სურვილების დაკმაყოფილებით, და არც ავადმყოფური, არაღვთიური და უსარგებლო თვითწამებით ხდება; ეს შეუძლებელია. მან აღმოაჩინა, რომ არიული შუა გზა უფრო ეფექტურია ნირვანის მიღწევისთვის.

შუა გზა ნამდვილად რვაჯერადი გზაა, რომლის ბოლოსაც ნირვანას კარები იხსნება. რვაჯერადი გზის შემავალი ასპექტებია:

  • სწორი გაგება,
  • სწორი აზრი,
  • სწორი სიტყვა,
  • სწორი ქმედება,
  • სწორი ხერხით თავისი ცხოვრების შენახვა,
  • სწორი ძალისხმევა,
  • სწორი მიმათულებით გონების მუშაობა,
  • სწორი კონცენტრაცია.

- ეს ის შუა გზაა, რომელსაც ბუდა ქადაგებდა.

ეს გზა, რომელიც მან აღმოაჩინა, გზაა ცოდნისა და ხილვის, სიმშვიდის, შეცნიბისა და გასხივოსნების, ბოლოს კი ნირვანაა.

ბუდიზმის განშტოებები

ბუდას ცხოვრების დროს არ იყო გაყოფა ბუდისტურ სწავლებებს შორის. მაგრამ დროთა განმავლობაში განვითარდა განსხვავებული ტრადიციები, რომლებიც ხაზს უსვამენ ბუდისტური სწავლების სხვადასხვა ასპექტებს.

თჰერავადას ბუდიზმი
თჰერავადას ბუდიზმი ძლიერია შრი-ლანკაში, კამბოჯაში, ტაილანდში, ლაოსში და მიანმარში. თჰერავადას ბუდიზმი ამახვილებს დიდ ყურადრებას ბუდას ორიგინალურ სწავლებებზე, კერძოდ ეს სწავლებები ცნობილია პალის კანონის სახით.

მაჰაიანას ბუდიზმი
მაჰაიანას ბუდიზმი გავრცელებულია ტიბეტში, ჩინეთში, ტაივანში, იაპონიასი, კორეაში და მონღოლეტში.
მაჰაიანას ბუდიზმი არ არის ერთი ჯგუფის, არამედ ბუდისტური ტრადიციების კრებულა:

თჰერავადაც და მაჰაიანაც ორივე ფესვებით მიდის ისტორიული ბუდას ძირითად სწავლებაში, ორივე ხაზს უსვამს სამსარის ციკლისგან (დაბადება, გარდაცვალება, ხელახლა დაბადება) გათავისუფლების ინდივიდუალურ ძიებას. თუმცა მეთოდები და პრაქტიკები შეიძლება ძალიან განსხვავებულები იყოს.

 

ავტორი: Tejvan Pettinger

ბმულები სხვა საიტებზე:

  • შრი ჩინმოის პიესა ბუდაზე
  • ბუდისტებზე იფორმაცია და ბუდისტური განათლება Buddha.net -ზე
  • ბუდისტური საზოგადოება, რომელსაც პატრონობს დალაი-ლამა The Buddhist Society

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

 

სიქხიზმი

სიქხიზმი, ტაძარი

სიქხიზმი დაარსებული იქნა პუნჯაბში გურუ ნანაკის მიერ და მონოთეისტურ რელიგიას წარმოადგენს.

"ამისთვის, თქვენ სტუმრობთ წმინდათა წმინდა ადგილებს და წმინდა მდინარეებს;
მაგრამ ეს შეუფასებელი განძი თქვენს საკუთარ გულშია."

- გურუ გრანტ საჰიბ, სიქხების წმინდა წიგნი

დამახასიათებელი სიქხების რწმენისთვის წმინდა წიგნი - გურუ გრანტ სახიბია (Guru Granth Sahib). გურუ გრანტ სახიბი დაფუძნებულია გურუ ნანაკისა და ცხრა სიკხების გურუს სწავლებებზე, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ. ამ წიგნს უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან და რელიგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. სიქჰიზმი დაიბადა ინდუიზმსა და ისლამიდან, რომლებიც იმ დროს გავრცელებული რელიგიები იყვნენ. თუმცა ბევრი სიქხი უყურებს სიქხების სწავლებებს, როგორც ღვთის პირდაპირ გამოცხადებას და ამიტომაც, როგორც ცალკე არსებულს.

გურუ ნანაკი (1469-1539) იყო ყველა დროის ერთერთი უდიდესი რელიგიური ნოვატორი და სიქხების რელიგიის დამფუძნებელი.

დაკრძალვის ცერემონიის დროს ატყდა დაპირისპირება მის მუსულმან და ინდუისტ მოწაფეებს შორის. იდუსები ამბობდნენ, რომ სხეული კრემირებული უნდა იქნას, მუსულმანები კი სხეულის დაკრზალვას მოითხოვდნენ. ორ მხარეს შორის კინარამ ბრძოლა ატყდა ცხედრის გამო. როდესაც ვირაცამ ნაჭერი აიღო, რომლითაც ცხედარი იყო დაფარული, ყველა გაოცებული დარჩა, როდგანაც ცხედარი გაქრა.

 

სიქხების ლოცვა

არის ერთი რეალობა,
გამოუვლენელი გამოვლენილობა
მარად-არსებული, ის ნაამია (ცნობიერი სული),
შემოქმედი, ყველაფრის გამსჭვალავი
შიშსა და მტრობის გარეშე;
დროის მიღმა არსებული, არაშობილი
და თვითარსებული,
ის თვითმყოფადია.
მისი ნამდვილი მსახურის წყალობით,
გურუს წყალობით,
ის შეიძლება შეცნობილ იქნას
ის იყო, როდესაც არაფერი არსებობდა;
ის იყო მანამდე, სანამ ყველა საუკუნე დაიწყებოდა,
ის ეხლაც არსებობს, ო ნანაკ,
და იარსებებს მარადიულად.

- ინდიელი მასწავლებელი, გურუ ნანაკი

 

ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

შრი ჩინმოი მოთხრობები გურუ ნანაკის შესახებ (ინგლისურად):

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

ჯაინიზმი

ჯაინიზმი, ტაძარი

ჯაინიზმი უძველესი რელიგიაა, ცნობილი ძველი ჩანაწერებიდან, როგორც დამოუკიდებელი სარწმუნოება და ფილოსოფია, თუმცა ნაწილობრივ ემთხვევა ბუდიზმს და ინდუიზმს. ის დაფუძნებულია უფლისწული მაჰავირას (599-527 ქრისტეს შობამდე) სწავლებებზე, ან უფალი მაჰავირას ჯაინებისთვის. (მაჰავირას ის არ შეუქმნია, ჯაინიზმი მანამდე არსებობდა)

"იცხოვრე და აცხოვრე სხვაც. გიყვარდეს ყველა - ემსახურე ყველას."
"სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეცაა. ძალადობა თვითმკვლელობაა."
"ყველა ცოცხალ არსებას სიცოცხლე სწყურია. სიკვდილი არავის სურს."
"როგორც მე არ მიყვარს ტკივილი, ასევე სხვა არსებებსაც არ უყვართ ტკივილი."
"ყოველი სული თავისთავად აბსოლუტურად ყოვლისმცოდნეა და ნეტარია. ნეტარება გარედან არ მოდის."
"ყველა სული მსგავსია და პოტენციურად ღვთიური. არცერთი არ არის ზემდგომი თუ ქვემდგომი."

- ნაწყვეტი ჯაინიზმის წმინდა წიგნიდან

 

რწმენის თანახმად, ჯაინისტური ფილოსოფია უნივერსალური ჭეშმარიტების გაგებაა და საქციელის სისტემაში მოყვანა, რომელის დონეც კაცობრიობაში დროთა განმავლობაში ეცემა, მაგრამ მოგვიანებით ხელახლა ღორძინდება იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც გასხივოსნებას მიაღწიეს. ჯაინების სწავლების ძირითადი ელემენტი აჰიმსაა (არაძალადობა). ეს გამომდინარეობს რწმენიდან, რომ ყვალა ცოცხალ საგანს სული აქვს. ამიტომაც ზოგი ჯაინი ბერი არა მხოლოდ ხორცის ჭამისგან თავს იკავებს, არამედ ბოსტნეულის ძირების (ფესვებს) ჭამისგანაც.

ჯაინიზმი ასწავლის რომ სამყარო უსასრულოა, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. თუმცა (როგორც ინდუიზმში) ჩვენ დაჭერილნი ვართ სიკვდილისა და დაბადების კარმის ციკლით. იმისთვის რომ თავი დავაღწიოთ ამ ციკლს და მივაღწიოთ გათავისუფლებას "მოკშას", ჯაიანიზმი ასწავლის, რომ საჭიროა თავიდან ავიცილოთ კარმიული ვალების შექმნა. ამის ერთერთი საუკეთესო გზაა აჰიმსის პრაქტიკა და აქედან გომომდინარე, ყველა ცოცხალ არსების პატივისცემაა.

ჯაინიზმის ეთიკის კოდი წარმოადგენს მათი რელიგიის მთავარ ელემენტს, ის ხუთი აღთქმისგან შედგება, და ამას მიჰყვებიან როგორც საერო ხალხი, ასევე სასულიერო. სულიერი პირები მკაცრად იცავენ ამ აღთქმებს, საერო პირები კი იდენად, რამდენად საშუალებას აძლევს ცხოვრება. ესენია:

1. არაძალადობა (აჰინსა)
2. არამოტყუება (სატია)
3. არამოპარვა (ასტეია)
4. უბიწოება (ბრაჰმაჩარია)
5. არამითვისება (აპარიგრაჰა)

 

Namaskar Mantra (ჯაინების ყოველდღიური ლოცვა)

Namo Arihantanam: - მე ქედს ვხრი არიჰანტთა (arithantas) წინაშე - მარად სრულყოფილ სულიერად გამარჯვებულების წინაშე .
Namo Siddhanam: - მე ქედს ვხრი სიდჰების (siddhas) წინაშე - გათავისუფლებულ სულიბის წინაშე
Namo Ayariyanam: - მე ქედს ვხრი აჩარიების (acharyas) წინაშე - ჯაინების ორდენის ლიდერების წინაშე
Namo Uvajjayanam: - მე ქედს ვხრი უპადჰიასთა (upadhyayas) წინაშე - სწავლულ მოზრვართა წინაშე
Namo Loe Savva Sahunam: - მე ქედს ვხრი მსოფლიოში ყველა წმინდანისა და ბრძენის წინაშე
Eso Panch Namukkaro: - ეს ხუთი ქედის მოხრა
Savva PavapPanasano: - ყველა ცოდვებისგან იხსნის ადამიანს
Mangalancha Savvesin : - ყველაზე მთავარს და უმნიშვნელოვანესს შორის
Padhamam Havai Mangalam: - ეს ყველაზე მთავარია

 

ავტორი: Tejvan Pettinger 

 

ბმულები:

  • Jainism.org - საიტი გთავაზობთ ჯაინიზმიმის მიმოხილვას (ინგლისურად)
  • უფალი მაჰავირა და ჯაინიზმი
    რესურსების მშვენიერი კოლექცია, ასევე სტატიები ჯაინიზმზე და მის დამაარსებელზე უფალ მაჰავირაზე, გვერდი ჯაინიზმის ისტორიაზე ქრისტეს შობამდე მე-8 საუკუნიდან ჩვენ დღემდე.

 

ფოტო: Ranjit Swanson

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

იუდაიზმი

იუდაიზმი, ტაძარი

იუდაიზმი სამი აბრაამის რელიგიებიდან ერთ-ერთაგანია - რელიგიები, რომლებიც აბრაამს აღიარებენ პატრიარქად. დანარჩენი ორი ქრისტიანობა და ისლამია. იუდაიზმი დაახლოვებით 3.500 წლისაა და დაიწყო ახლო აღმოსავლეთში. იუდაიზმი ქრისტიანობის მშობელი რელიგიაა, და ორივე რელიგია იგივე ღვთიურ წერილებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ადამიანური რასის მხოლოდ 0,2 % შეადგენენ, ებრაული გავლენა მსოფლიოზე ძალიან დიდია. დღესდღეობით დაახლოვებით 12 მილიონი ერთგული მიმდევარია, რომლებიც უმეტესად აშშ-ში და ისრაელში ცხოვრობენ

იუდაიზმის ძირითადი დოქტრინაა ერთი ღმერთის რწმენა და ღვთის სიტყვები წარმოდგენილია წმინდა წიგნში ებრაულ ბიბლიაში. პირველი ხუთი წიგნი ყველაზე წმინდა ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ტორას (Torah) უწოდებენ.

დაახლოვებით 2.000 წლის წინ არაებრაელმა უთხრა ჰილელს, ცნობილ ებრაელ მასწავლებელს, რომ ის იუდეველი გახდებოდა, თუ ჰილელი მას მთელ ტორას ასწავლიდა სანამ ის ცალფეხზე მდგომო გაჩერდებოდა. ჰილელმა უპასუხა:

"ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებ შენთვის. ეს არის მთელი ტორა. სხვა დანარჩენი ცარიელი განმარტებაა. წადი და ისწავლე."

 

კაბალა

იუდაიზმის მისტიკურ ელემენტი კაბალაა. კაბალა შედგება მოსაზრებების დიდი რიცხვისგან ღვთიურისა და ქმნილების ბუნებაზე, სულის წარმოშობასა და ბედზე, ადამიანების როლზე. ის ასევე მოიცავს მედიტატიურ, მისტიკურ, მაგიურ და ერთგულების პრაქტიკებს. ხშირ შემთხვევაში ეს პრაქტიკები დაცული იყო, და მხოლოდ ადამიანთა მცირე რიცხვს ასწავლიდნენ.

კაბალა "მიღებას" ან "გადმოცემას" ნიშნავს, ტრადიციასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ კაბალა იუდაიზმისგან ცალკე მდგომია. ბოლო წლებში კაბალა სულ უფრო პოპულარული ხდება არაებრაელ ხალხში.

 

ავტორი: Tejvan

ბმულები:

  • რა არის კაბალა? - გვერდი კაბალას საფუძვლებზე (ინგლისურად)
  • Judaism 101
    ეს ონ-ლაინ ენციკლოპედიაა იუდაიზმზე, რომელიც მოიცავს რწმენას, ხალხს, ტრადიციებს, ენას, წმინდა წერილებს, პრაქტიკებს... საიტი დაწერილია მართმადიდებლური თვალთახედვიდან და საინტერესო და სასარგებლო რესურს წარმოადგენს. (ინგლისურენივანია)

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

ქრისტიანობა

ქრისტიანობა

ქრისტიანობა აბრაამის რელიგიაა, დაფუძნებული იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე და სწავლებაზე, როგორც ეს არის აღწერილი ახალ აღთქმაში. იმისდა მიუხედავად, რომ ქრისტიანებს ერთი ღმერთის სწამთ, მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ის არსებობს სამ ღვთიურ არსებაში, რომელსაც წმინდა სამებას უწოდებენ. ქრისტიანობის მთავარი წყარო ბიბლიაა, რომელიც მოიცავს როგორც ძველ აღთქმას, ასევე ახალ აღთქმასაც. თუმცა ზოგი ქრისტიანი მეტ ყურადღებას ამახვილებს იესო ქრისტეს სწავლებებზე, რომელებიც სახარებებში მოიძებნება.

ქრისტიანობა მოიცავს ბევრ რელიგიურ ტრადიციას, რომლებიც ფართო დიაპაზონში იცვლება დროსა და კულტურიდან გამომდინარე. თუმცა ქრისტიანობა შეიძლება დაჯგუფებული იქნას სამ ძირითად შტოდ: რომაული კატოლიციზმი, აღმოსავლური მართმადიდებლობა და პროტესტანტობა.

ეს მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე დიდი რელიგიაა, რომელსაც 2,2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

 

ქრისტეს სწავლები არსი:

გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

მათე 22: 37-40

 

ბმულები:

  • იესო ქრისტე ბიოგრაფია და მისი სწავლება
  • ქრისტიანი პოეტები საიტზე Poet Seers (ინგლისურად)
  • ჯეფერსონის ბიბლია (ინგლისურად)
    ჯეფერსონის ბიბლიის მშვენიერი ონ-ლაინ რესურსი:
    "ტომას ჯეფერსონს სწამდა, რომ იესოს ეთიკური სისტემა საუკეთესოა, რაც მსოფლიოს ოდესღაც უნახავს. კომპილაციაში, რასაც "ჯეფერსონის ბიბლიას" უწოდებენ, ის ცდილობდა გამოეყო ის ეთიკური სწავლებები რელიგიური დოგმებისგან და სხვა ზებუნებრივი ელემენტებისგან, რომლებიც შერეული იყო ოთხვეი სახარების ტექსტებში. მან წარადგინა ეს სწავლებები, იესოს ცხოვრების მთავარ მოვლენებთან ერთად, ერთ უწყვეტ თხრობაში."

Николай Нотович "Неизвестная жизнь Иисуса Христа" - "იესო ქრისტეს უცნობი ცხოვრება"
რუსი მზვერავის, მწერლის და ჟურნალისტის წიგნი ისსას შესახებ. ეს წიგნი ქაშმირში ბუდისტურ მონასტერში აღმოჩენილი ხელნაწერების თაგმანია, რომლებშიც მოყოლილია იესო ქრისტეს (12-დან 30 წლამდე) დაკარგული წლების ცხოვრება. შემდგომ იგივე ფაქტები ნიკოლაი რერიხმაც აღმოაჩინა.

ამ წიგნის წაკითხვა და გადმოიწერა აქედან შეგიძლიათ (დაკლიკეთ ბმულზე):

 

ქრისტიანობის მთავარი განშტოებები:

აღმოსავლური მართმადიდებლური ეკლესია
აღმოსავლური მართმადიდებლური ეკლესია ქრისტიანების თვითმართველი ერთეულია, რომელიც პირველი დღეებიდან მიჰყვება მოციქულების და ქრისტეს მოწაფეების სუფთა და მტკიცე ხაზსს.

ბაპტისტები
ბაპტისტები წარმოადგენენ მეხუთე უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიას მსოფლიოში.

ინგლისის ეკლესია
ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა ინგლისში. ის ჩამოყალიბებული იქნა ჰენრი VIII-ის მიერ. მან გახლიჩა ეკლესია რომისგან, რათა ხელმეორედ
დაქორწინებულიყო.

კათოლიკები
კათოლიკური ეკლესია უძველესი დაწესებულებაა დასავლურ სამყაროში და ყველაზე მსხვილი ქრისტიანული აღმსარებლობაა. კათოლიკური ეკლესიის მთავარი პირი, პაპი მსოპლიოში ერთერთი მნიშვნელოვანი სულიერი ლედერია. პაპის ყოლის ტრადიცია ეკლესიის გაძღოლაში მოდის წმინდა პეტრესგან, ის მოწაფე იყო, რომელსაც ქრისტემ დააბარა ": შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას."

კვაკერები
კვაკერები (მეგობრების რელიგიური საზოგადოება) წარმოადგენენ ქრისტიანული ფესვების მქონე ჯგუფს, რომელიც დაიწყო თავისი არსებობა 1650-ან წლებში.კვაკერები დიდ აქცენტს აკეთებენ მდუმარე ლოცვაზე და მედიტაციაზე.

მეთოდისტები
მეთოდისტთა ეკლესია მეოთხე უდიდესი ქრისტიანული ეკლესიაა ბრიტანეთში. დაფუძნებელია ევანგელისტი მქადაგებლის ჯონ ვესლის(John Wesley) მიერ.

მორმონები
თანამედროვე წმინდანების იესო ქრისტეს ეკლესია დაარსებული იქნა მე-19 საუკუნეში ამარიკაში, და ახლა მთელს მსოფლიოში 11 მილიონი წევრისგან შედგება.

ხსნის არმია
ხსნის არმია აღწერს თავის მუშაობას, როგორც "რწმენას ქმედებაში"

 

"წმ.პეტრეს ტაძარში დიდებული ეპისკოპალური "დიდი მესით" დაწყებული და კვაკერების შეხვედრის მშვიდი სიმარტივით დამთავრებული,
წმინდა თომას აქვინელის ინტელექტუალური დახვეწილობით დაწყებული და სპირიჩოილსების მოძრავი უბრალოებით, როგორიცაა "ღმერთო, მე მინდა ქრისტიანი ვიყო", დამთავრებული,
ლონდონში წმ.პავლეს ბრიტანეთის სამრევლო ეკლესიით დაწყებული და დედა ტერეზით, კალკუტის ჯურღმულებით დამთავრებული... ეს ყველაფერი ქრისტიანობაა."

- ჰიუსტონ სმიტი, მსოფლიო რელიგიების ავტორი (Huston Smith, author of The World's Religions)

 

Huston Smith "The World's Religions: Our Great Wisdom Traditions" amazon.com-ზე

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

სინდიცირებული მასალა