პრანა

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

პრანა

პრანა, პრანას არხები

შრი ჩინმოი: პრანა - სამსკრიტული სიტყვაა, რომილიც "სუნთქვას", "სიცოცხლის სუნთქვას" ან "სიცოცხლის ენერგიას" ნიშნავს. ეს ენერგია არ არის რაიმე მატერიალური ან ფიზიკური, რისი დანახვაც მეცნიერებს ან ექიმებს შეუძლიათ, მაგრამ ის აბსოლუტურად აუცილებელია სიცოცხლისათვის. პრანის წყარო უზენაესია. ჩვენს სიცოცხლეში პრანა ასეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ატმანი, ანუ სული, ან "მე". სიცოცხლე სუნთქვის განსახიერებაა და გამოვლენილი სუნთქვაა.

არსებობს ხუთი სახის პრანა. პირველი სახის ეს თავად პრანაა, ჩვენში მყოფი სასიცოცხლო ენერგიაა. პრანა ყველგანაა, სადაც სიცოცხლეა. მეორე - აპანაა, ენერგია, რომელიც გომოიყენება გამოყოფისთვისთვის და გამრავლებისთვის. მესამე - სამანაა. სამანა ჭიპის ირგვლივაა განლაგებული და გამოიყენება საჭმლის მონელებასა და შეთვისებაში. მეოთხე - ვიანაა, ის სულიერი გულის ლოტოსშია განლაგებული. ამ ლოტოსის ირგვლივ ას ერთი ნატიფი სულიერი ნერვია. და ყოველი ნერვისგან გამოდის სხვა ას ერთი ნერვი. ამ თითოეულს კი, თავის მხრივ, აქვს სამოცდათორმეტი ათასი განშტოება, და ყველა ამ ნერვში ვიანა გადის. ეს ციფრები შეიძლება ფანტასტიური მოგეჩვენოთ,მაგრამ ბევრმა წინასწარმეტყველმა და იოგმა ნამდვილად დათვალა ისინი. ოცდაორი ან ოცდასამი წლის ასაკში მე გადავწყვიტე მეცადა დამეთვალა ისინი, როდესაც ჩემს თვალწინ გაჩნდა მშვენიერი მანათობელი არსება და თქვა: "დროს ტყუილად ნუ ხარჭავ. წინასწარმეტყველნი მართლები არიან."

პრანის ბოლო სახიობა უდანაა. უდანა ხერხემლის შუაში მდებარეობს. ეს პრანა მეტად მნიშვნელოვანია. თუ სილვდილის დროს ეს პრანა ხერხედმლის შუიდან მაღლა ადის, მაშინ ადამიანი ერთერთ უმაღლეს სამყაროში გაემგზავრება. თუ ის დაბლა ჩადის, ადამიანი წავა ერთ-ერთ უმდაბლეს სამყაროებში. ყოველი ადგილი ადამიანის სხეულზე ლოკას წარმოადგენს - ზეციურ სამყაროს. ინდოეთში, სიკვდილის დროს, ნათესავები და მეგობრები ყოველთვის ცდილობიმ ამ ადგილის დადგენას, რომლედანაც მიცვალებულის ბოლო სიცოცხლის სუნთქვა გამოდის. თუ ბოლო სუნთქვა გადის ნებისმიერი წერტილიდან ჭიპს ქვევით, ადამიანს მოუწევს წავიდეს უმდაბლეს სამყაროებში და ძლიერ იტანჯოს. თუ ბოლო სუნთქვა გადის ადგილიდან ჭიპს ზევით, ადამიანი გაემგზავრება ერთ-ერთ უმაღლეს სამყაროში და დატკბება უზენაესის აღტაცებით.

კუნდალინი, ლოკა

შრი ჩინმოი, წიგნიდან "სხეული - ადამიანის ციხესიმაგრე"

 

ბმულები:

პრანა და ჰათხა იოგა

პრანა და კუნდალინი იოგა

პრანაიამა რაჯა იოგაში

სუნთქვა მედიტაციის დროს

სავარჯიშოები პრანაიამაში

პოზა მედიტაციასა და სუნთქვითი ვარჯიშების დროს

სინდიცირებული მასალა