მუსიკა მედიტაციისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

მუსიკა მედიტაციისთვის

მუსიკა მედიტაციისთვისმუსიკის წყარო - აბსოლუტური მდუმარებაა, და ეს მდუმარება მაძიებლის სამედიტაციო პრაქტიკის მიზანია. სამედიტაციო მუსიკა თითქოს რითმული, დამამშვიდებელი ტალღა აბრუნებს მაძიებელს მდუმარება-დასაბამში. მანტრები, ჩვენი გულის სიღრმეებიდან გამღერებულები, იმავე ზეგავლენას ახდენენ. მანტრებს სრულიად გამოვყავართ გონების საზღვრებიდან. ისინი გვავსებენ ჩვენ სიმშვიდით, ჰარმონიით, ძალით და გვიხმობენ დასაბამისკენ - უზენაესისკენ.

 

აი რამოდენიმე საუკეთესო სამედიტაციო მუსიკის ალბომი. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მათი გადმოწერა და თქვენს სამედიტაციო პრაქტიკაში გამოყენება. გისურვებთ წინსვლას და წარმატებას.

შრი ჩინმოი, მედიტაცია მუსიკაშიმედიტაცია მუსიკაში

CD ჩაწერილია Martin Van Buren უმაღლეს სკოლაში, ნიუ-იორკში, 9 მარტს1982 წელს. კონცერტის მოსმენისას თითო ნოტშიც კი იგრძნობა უმაღლესი ძალა და გამბედაობა შრი ჩინმოის ესრაჟის შესრულებაში. ეს სიძლიერე დაიბადა შრი ჩინმოის სულიერი მდგომარეობიდან, ის იმყოფებოდა ფსუქიური ძალების მწვერვალზე. მოუსმინეთ  >>>

შრი ჩინმოი, ტყის სიმწვანეტყის სიმწვანე

 შრი ჩინმოი გვიზიარებს ძალიან ექსპანსიურ და მშვიდ ფლეიტურ მუსიკას. ეს CD მთლიანად შესრულებულია დასავლურ ფლეიტაზე. შრი ჩინმოი უკრავდა ბევრ ფლეიტაზე: ინდურზე, ალტზე, ოკარინაზე, ბას ფლეიტაზე და ბევრ სხვაზე.

ვისაც გიყვართ მედიტირება, ეს მუსიკა დამატებით დაგეხმარებათ სამედიტაციო ატმოსფეროს შექმნაში.
ჩვენ მადლიერები ვართ, ასეთი სულიერი საჩუქრისათვის.
მოუსმინეთ >>>

სიცოცხლე-მდინარე

შრი ჩინმოის უთვალავი მუსიკალური განძიდან, ფლეიტური მუსიკის ჩანაწერები ალბათ ყველაზე მეტად  გადმოსცემენ უნივერსალურ მოწოდებას.

"ღმერთის მუსიკა გვეუბნება, რომ მუსიკა უნივერსალური სულის რეალიზაციაა.
ადამიანის მუსიკა გვეუბნება, რომ მუსიკა ინდივიდუალური სულის მისწრაფებაა."
-შრი ჩინმოი.

ამ ჩანაწერში შრი ჩინმოი გვთავაზობს 29 მელოდიას. ესენი სუყველა მისი საავტორო კომპოზიციები, იმ 20.000 რომელმაც მან შექმნ. მოისმინეთ >>>

შრი ჩინმოი, არსებობა-ცნობიერება-ნეტარება.არსებობა - ცნობიერება - ნეტარება

შრი ჩინმოი მღერის და უკრავს ბამბუკის ფლეიტაზე, დასავლურ ფლეიტაზე, ესრაჟზე და ფისგარმონიაზე.

არსებობა მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს
რა დიდებულია ღმერთი.
ცნობიერება მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს
რა კეთილია ღმერთი.
ნეტარება მჭირდება, რათა ვუამბო სამყაროს,
რომ ღვთის დიდება და სიკეთე
არა მხოლოდ ჩემთვისაა
არამედ მთელი მისი სამყაროსათვისაა.

-შრი ჩინმოი.

მოუსმინეთ >>>

ფლეიტური მუსიკის შესრულების პირველი ჩანაწერი

ეს შრი ჩინმოის ფლეიტის მუსიკის განსაკუთრებული კრებულია 70-იან წლებში შესრულებული. რამოდენიმე მელოდია შექმნილია შრი ჩინმოის მიერ, დანარჩენი კი სპონტანური იმპროვიზაციებია. იმპროვიზაციები მონიშნულია როგორც "Spontaneous".

შრი ჩინმოის ფლეიტურ მუსიკას აქვს ძალიან განსაკუთრებული და სიღრმისეული სიამე, ეს შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ, ამას სიტყვები ვერ გამოვხატავთ. ამ მუსიკას განსაკუთრებული შინაგანი ენერგიაა აქვს, ის შედის შენს გულში და აჟღერებს შინაგან ვედრებას, მისწრაფებას.
ამ მუსიკის მოსმენა გაჩუქებთ სიხარულის და აღტაცების საათებს.  მოუსმინეთ >>>

ნიაღვარი მდუმარების ზღვიდან

ეს ნამდვილად საინტერესო კონცეფციაა: ნიაღვარი მდუმარების ოკეანიდან. ჩვენს ადამიანურ გონებას არ ესმის მდუმარება:

"ჩევნი ადამიანური გონება ამბობს:  'მდუმარება სიცარიელეა. ის სრული სიცარიელე და არყოფნაა.' მაგრამ ჩვენი მისწრაფების მქონე გული იცის, რომ მდუმარება ჩვენი მარადისობის სიმაღლის და უსასრულობის სინათლის სისავსეა." - შრი ჩინმოი.

ეს პიანოს იმპროვიზაციები ბადებენ ადამიანში შინაგანი თავისუფლების, გაფართოების, გალაქტიკებს შორის მაღალ სიჩქარეზე კოსმიური მოგზაურობის და ასევე შინაგანი ძალის, რომელის დედამიწის ბრძოლის ველზე გვჭირდება, განცდას. მოსმენა >>>

მაესტრო შრი ჩინმოი უკრავს ესრაჟზე

ესრაჟ შრი ჩინმოის ერთერთი უსაყვარლესი ინსტრუმენტი იყო.

მუსიკის მეშვეობით შრი ჩინმოი უზიარებდა სამყაროს შინაგანი სიმშვიდის, სინათლის და აღტაცების მომენტებს. მისი კონცერტები ყოველთვის უფასო იყო, რათა ყველა, ვისაც მუსიკის და მედიტაციის ინტერესი ჰქონდა, დასწრებოდა მათ.

შრი ჩინმოის მუსიკა დასაბამს იღებს მის ლოცვის და მედიტაციის ცხოვრებაში. მოსმენა >>>

ცეცხლის ტალღები

შრი ჩინმოის ერთერთი ყველაზე ადრინდელი (70-ს დასაწყისი) მუსიკალური ქმნილებაა, 1964 წელს აშშ-ში ჩასვლის შემდეგ. შრი ჩინმოი კლასიკური ინდური უპანიშადებიდან მანტრების თარგმანს ინგლისურად კითხულობს, შემდეგ კი მღერის მანტრებს სანსკრიტზე, ფიზგარმონიის აკომპანიმენტით, რომელზეც თვითონ უკრავს. მისი ხმა ძლიერად ჟღერს და ღრმად წვდება ადამიანის სულში, ჩუქნის მას ნათელ და ამარლებულ განცდებს. მოსმენა >>>

ოცნების ნავი

შრი ჩინმოის იშვიათი ჩანაწერი, 1970-ნი წლების დასაწყისში გაკეთებული. შრი ჩინმოი ინგლისურად კითხულობს მანტრებს ინდიელების წმინდა წიგნიდან "ბჰაგავატ-გიტიდან" და შემდეგ სანსკრიტზე ასრულებს. მოსმენა >>>

 შრი ჩინმოის სამედიტაციო მუისიკის on-line რადიოს საიტი >>>

 
შრი ჩინმოის სიმღერები (ტექსტები და ნოტები) >>>


მუსიკა რელაქსაციისათვის და იოგის პრაქტიკისათვის

აქ მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნების შრი ჩინმოის ცენტრებიდან გვთავაზობენ სულიერი მუსიკის არანჟირებებს. ზოგი დინამიურობით და ენერგიულობით გამოირჩევა, ზოგს კი მშვიდი და წყნარი განწყობის მომტანია. მაგრამ ყველას ახასიათებს დახვეწილი და ამაღლებული ჟღერადობა.

აგნიკანას ჯგუფიAgnikana's group (ჩეხეთი) >>>
Adesh and Ajita Widmer (შვეიცარია) >>>

Ananda (ინგლისი) >>>   და    ანანდა radiosrichinmoy.org-ზე >>>

 Arthada & Friends (ავსტრია) >>>
 
Mountain Silence (შვეიცარია) >>>
Oneness-Joy (ავსტრია) >>>
Hiya Basha (გერმანია) >>>
Ganga (გერმანია) >>>
Shindhu (ინგლისი) >>>
Temple-Song-Hearts (ინგლისი) >>>
 
დუეტი "Silence and Sound"-ს მუსიკალუირ საიტი (უკრაინა) >>>


  ახალგაზრდა ცნობილი საესტრადო ვარსკვლავი ასრულებს შრი ჩინმოის სიმღერებს

K. Nominjin (მონღოლეთი) >>>

 


 

ჯგუფი "აქვარიუმი"ჯგუფი  "აქვარიუმი" -ს საიტი >>>

ინდური მუსიკის შესანიშნავი კოლექცია ჯგუფი "აქვარიუმის" საიტზე აქ >>>

 

 

 


ინდური მუსიკა, როგორც ძველი (მანტრები სანსკრიტზე, ტამილურ ენაზე..., რაგები), ასევე თანამედროვე მუსიკა RAAGA.com-ზე >>>


 

აუდიო ბიბლიოთეკა Сайта Лотоса -ზე >>>


სულიერ მუსიკაზე ვრცლად ჩვენს საიტზე >>>

სულიერი მუსიკა

მდუმარება - ყველაფრის წყაროა. ის მუსიკის წყაროცაა, ის თავად მუსიკაა.

- შრი ჩინმოი

მუსიკა მედიტაციისთვის, შრი ჩინმოი, ფლეიტა

მოუსმინეთ სულიერი მუსიკის ნიმუშებს:

მუსიკა მედიტაციისათვის,  ბაჯანები, სულირი მღერა, new age, კლასიკური ჩრდილოეთ-ინდური სტილი

სულიერი მუსიკის ზეგავლენა მატერიაზე. შრი ჩინმოის ფლეიტის სამედიტაციო მუსიკის საოცარი ზემოქმედება წყალზე: ქაოსის გარდაქმნა ბუნების უმაღლეს ჰარმონიაში.
ფლეიტის მოსმენა აქ >>>
ნახატის გადიდება PDF >>>

მუსიკა მედიტაციისთვის და იოგის პრაქტიკისთვის

აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც დაგეხმარებათ მედიტაციის და იოგის პრაქტიკაში და ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ ის...


 

   
  მოუსმინეთ შრი ჩინმოის სამედიტაციო მუსიკის კომპოზიციებს ფლეიტაზე, ესრაჟზე, ორგანზე, როიალზე და სხვა ეგზოტიკურ ინსტრუმენტებზე. ეს მუსიკა შექმნილია ძალიან მაღალ ცნობიერებაში ყოფნის დროს და ასევე დაგეხმარებათ თქვენს სამედიტაციო პრაქტიკაში...  

მუსიკა და მედიტაცია: ბგერა და მდუმარება

მუსიკა ღვთის შინაგანი ან უნივერსალური ენაა. მე არ ვლაპაროკობ ფრანგულად, ან გერმანულად, ან იტალიურად, მაგრათ თუ რომელიმე ამ ქვეყნის მუსიკა ჟღერს, მაშინვე მუსიკის გული ჩემს გულში შემოდის, ან ჩემი გული მუსიკაში შედის. იმ დროს არ არის საჭირო არანაირი გარე ურთიერთობა; გულის შიდა კავშირი საკმარისია. ჩემი გული ურთიერთობს მუსიკის გულთან, და ჩვენს ურთიერთობაში ვხდებით განუყოფლად ერთნი.

შეუძლებელია მუსიკის და მედიტაციის გაყოფა. როდესაც ჩვენი გულის სიღრმეებიდან შევძახებთ სიმშვიდისათვის, სინათლისათვის და ნეტარებისათვის, ეს მედიტაციის საუკეთესო ტიპია. მედიტაციის შემდეგ მოდის მუსიკა, სულით სავსე მუსიკა, რომელიც აღვიძებს და ამაღლებს ჩვენს მისწრაფებულ ცნობიერებას. ჩვენ არ შეგვიძლია მედიტირება ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია მედიტირება, შესაძლოა, მხოლოდ ორი საათი დღეში. სხვა დროს ჩვენ შეგვიძლია მუსიკის შესრულება ან მოსმენა. როდესაც ჩვენ ვასრულებთ ან ვუსმენთ სულით სავსე მუსიკას, სულიერ მუსიკას, ჩვენ დაუყოვნრბლივ გადავდივართ ცნობიერების უმაღლეს სფეროში. როდესაც გასულიერებულად ვასრულებთ მუსიკას ჩვენ ავდივართ მაღლა, უფრო მაღლა, ყველაზე მაღლა.

ყოველთვის როდესაც სრულდება სულიერი მუსიკა, ჩვენ შთაგონებას და აღტაცებას ვიღებთ. თვალის დახამხამებაზე მუსიკას შეუძლია აამღლოს ჩვენი ცნობიერება. თუ ამასთან ერთად ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ, მაშინ ჩვენ უთუოდ უფრო გასხივოსნებულები და ასრულებულები ვართ, ვიდრე მუსიკის მოყვარული, რომელიც შეგნებულად არ მიყვება სულიერ ცხოვრებას. ყოველი სულიერი მუსიკოსი შეგებულად ავრცელებს ღვთის სინათლეს დედამიწაზე. ღმერთი კოსმიური შემსრულებელია. მარადი შემსრულებელი, ჩვენ კი მისი ინსტრუმენტები ვართ. მაგრამ ჩვენი ევოლუციის პროცესში დგება დრო, როდესაც ვგრძნობთ, რომ მასთან სრულიად ერთი გავხდით. ამ დროს ჩვენ აღარ ვართ ინსტრუმენტები, ჩვენ თავად მუსიკოსები ვართ, ღვთაებრივი მუსიკოსები. უზენაესია - ის ვინც ჰქმნის შესაბამის ინსტრუმენტს. და ის შთააგონებს შემსრულებელს კარგ შესრულებაზე.

მოდით, ნუ შევეცდებით მუსიკის გონებით გაგებას. მოდით, ნურც ჩვენი გულით შეგრძნებას შევეცდებით. მოდით უბრალოდ და ბუნებრივად მივცემთ ჩიტს-მუსიკას ნებას იფრინოს ჩვენს ცაში-გულში. ფრენაში ის აუცილებლად გაგვიმხელს იმას, რასაც ფლობს, და იმას რასაც წარმოადგენს. ის, რასაც ფლობს, - ეს უკვდავების გზავნილია. ის, რასაც წარმოადგენს, - ეს მარადისობის ნაკადია. 

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღმერთი - უზენაესი მუსიკოსი"

 

როდესაც ჩვენ მანტრას ვიმეორებთ, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ შედეგს. მაგრამ როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ შევდივართ სიმშვიდის, სინათლის და ნეტარების უსაზღვრო სივრცეში.

- შრი ჩინმოი

ვიტალური და სულიერი მუსიკა

ღმერთმა შექმნა სამყარო; სამყარო მოდის ღმერთისგან. ღმერთი ყოველთვის ინარჩუნებს მსოფლიოს მისი შინაგანი მუსიკით. მაგრამ მისი შინაგანი მუსიკა, მისი ტრანსცენდენტალური მუსიკა, სამწუხაროდ არ არის იგივე მუსიკა რომელსაც დღეს ვუსმენთ.

ღმერთი უზენაესი მუსიკოსია. ის მუსიკა, რომელიც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა - სულის მუსიკაა. ის უკრავდა სულისთვის, და სულს სურდა ღმერთისთვის დაეკრა. ამ სულიდან მუსიკას სურდა გამოევლინა და აღესრულებინა საკუთარი თავი გულის მეშვეობით. მაგრამ აქ პრობლემა წარმოიშვა. როდესაც სულმა გულში დაიწყო თავისი მუსიკის დაკვრა, ქვედა ვიტალმა და ეჭვიანმა გონებამ არ აძლევდნენ გულს მოსმენის საშუალებას. მერე თანდათანობით ვიტალი სუფთა გულზე უფრო ძლიერი გახდა.

ვიტალური მუსიკა ანადგურებს ჩვენს ნატიფ ნერვებს. მშიერი ვეფხვივით მას სურს ხარბად შთანთქოს გულის ღვთაებრივი თვისებები. აქ დედამიწაზე, როცა მუსიკაზე ვფიქრობთ, ვიტალი დაუყოვნებლივ გამოდის წინა პლანზე. მსოფლიოს ვიტალი საკმაო ხანია წინა პლანზე იყო. მაგრამ ქვედა ვიტალის მუსიკა ყოველთვის არ იმეფებს დედამიწაზე. მსოფლიოს ასევე აქვს სული. საბოლოოდ სულის მუსიკა ჩაანაცვლებს ვიტალურ მუსიკას. დღეს ვიტალი ნაჭამია, სული კი მშიერია. მაგრამ, როდესაც დედამიწაზე უფრო მეტი მისწრაფების მქონე ადამიანი იქნება, ვიდრე მისწრაფების არ მქონე ადამიანი, რასაკვირველია სულის ასამაღლებელი მუსიკა შეცვლის უსუფთაო, გაუნათლებელი და ბნელი ვიტალი მუსიკას.

ეხლა შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ მსოფლიო დიდად არ აფასეს სულიერ მუსიკას, მაგრამ თუ ჩვენ შექმნას ვაგრძელებთ, ერთ დღეს ადამიანები დააფასებენ მუსიკას სულიერი თვალსაზრისით. შინაგანად მსოფლიოს სურს პროგრესი. გარეგანად მსოფლიოს უნდა რამე ახალი. ის, რაც მარადია, - გარეგანად ახალია. ვიტალურ პლანზე და ფსიქიურ სამყაროში მარადიული ყოველთვის ახლად ჩანს. მაგრამ შინაგან პლანზე ასე არ არის, არაფერია ახალი სულის სამყაროში. თუ ჩვენ ორჯერ ვხედავთ რამეს ფსიქიურ სამყაროში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ყოველ ჯერზე სხვადასხვაა. თუ ჩვენ საკუთარ მაჯის საათს ვხედავთ დილით და კვლავ საღამოს, და თუ ჩვენ ყოველ ჯერ სხვადასხვა ცნობიერებაში ვართ, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ ეს სრულიად სხვადასხვა საათია. მაგრამ შინაგან სამყაროში ასე არ ხდება.

ჩვენ ყველანი ვიცით გარეგანი მუსიკა; გარეგანი მუსიკა ძალიან ხშირად დამანგრეველია. მაგრამ შინაგანი მუსიკა მზადაა ააღელვოს და აამაღლოს სული. ღვთის რეალიზაციისათვის შინაგანი მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია. და ასევე, თუ გარეგანი მუსიკა ღვთისმოსავი მუსიკაა, თუ ის ესეთი მუსიკაა, რომელიც აამაღლებს მუსიკოსის ცნობიერებას და ავრცელებს სუფთა, შეურეველ სიხარულს, ესეთი მუსიკა ასევე ასრულებს მნიშვნელოვან როლს.

შენაგანი მუსიკის მოსმენა და შექმნა ადამიანს შეუძლია, როდესაც ის მედიტირებს. ათასობით და მილიონობით ჯერ ცამეტი თუ თოთხმეტი წლის ასაკში, მე ვუსმენდი კოსმიურ ღმერთებს და ქალღმერთებს, როდესაც ისინი უკრავდნენ მუსიკას. ჩვემ შეგვიძლია ვისმენდეთ შიდა მუსიკა მისწრაფების მეშვეობით. რა არის შინაგანი მუსიკა? ჩვენ ვიცით ვედებიდან, რომ ეს მუსიკა კაცობრიობის მშობლიური ენაა, სულის ენაა. ამ მუსიკის მეშვეობით ღვთაებრივი ჩვენში შესაძლებლობას იღებს გამოავლინოს საკუთარი თავი აქ დედამიწაზე.

შრი ჩინმოის წიგნიიდან "ღმერთი - უზენაესი მუსიკოსი"

 

გონება და გრძნობა

 

ჩვენი გრძნობები მშფოთვარეა. ამიტომ ჩვენი გონება წვალობს. ჩვენი გონება სავსეა ეჭვებით. ამიტომაც ჩვენი გრძნობები იტანჯებიან. გონებას არ შეუძლია მოთოკოს ან აღზარდოს გრძნობნები. და აქ მის დასახმარებლად მოდის მუსიკა. მუსიკის დახმარებით გონება თოკავს და ასაზრდოვებს გრძნობებს და აქცევს მათ სრულყოფილ ინსტრუმენტებად, რომლებსაც შეუძლიათ სიმშვიდით, სინათლით და ნეტარებით აივსონ უმარლესიდან.

მეორეს მხრივ, როდესაც გონება ეჭვებითაა სავსე, როდესაც გონება ტკბება შხამით-ეჭვით, გრძნობებს არ შეუძლიათ რწმენა შეჰმატონ გონებას. და აქაც დასახმარებლად მოდის მუსიკა. გრძნობები მუსიკისაგან დახმარებას იღებენ საკუთარი თავის გარდაქმნისათვის და გასხივოსნებისათვის. როდესაც გრძნობები მშვიდად და ჩემად არიან, ეჭვიანი გონება სრულიად გარდაიქმნება და ხდედა გულთან განუყოფლად ერთი - თავად ამთვისებლობა. ამ დროს ჩვენ შინაგან პილოტს - უზენაეს მუსიკოს - შეუძლია ნეტარად, ძლევამოსილად და უსაზღვროდ გამოავლინოს საკუთარი თავი. რადგანაც ის ავლენს საკუთარ თავს ჩვენში და ჩვენს საშუალებით, ღვთაებრივი მუსიკა ჩვენი არსების განუყოფელი ნაწილი ხდება და ჩვენ გადავიქცევით სრულქმნილ სრულყოფილებად. უზენაესი მუსიკოსი ჩვენში და ჩვენს გავლით ახალ სამყაროს ქმნის. ჩვენ ვიქცევით ღვთიურ მუსიკად, და ჩვენში და ჩვენს გავლით ვლინდება ღვთის ტრანსცენდენტალური რეალობის ახალი ხილვა.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მუსიკის წყარო"

 

ბმულები:

შრი ჩინმოის რადიო < შრი ჩინმოის მუსიკა ონ-ლაინ

შრი ჩინმოის სამედიტაციო მუსიკა, სიმღერები, მანტრები, ჰარმონიის კონცერტები..

სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ალბომები...
მუსიკა რელაქსაციისათვის, მედიტაციისათვის და იოგის პრაქტიკისათვის...

მუსიკა სულისთვის
სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ამაღლებული და ლამაზი კომპოზიციები...

არანჟირებები
შრი ჩინმოის სიმღერების არანჟირებები სხვადასხვა მუსიკოსების შესრულებით...

 

ზევით >>>

მთავარ ვერდზე >>>

 

მუსიკა მედიტაციისათვის (1)

აქ განლაგებულია რჩეული ტრეკები 11 ალბომიდან , სერია "მუსიკა მედიტაციისათვის"-დან. მელოდიები mp3-ს ფორმატშია. ავტორი და შემსრულებელი: შრი ჩინმოი.

 

ფლეიტის მუსიკა მედიტაციისათვის

შრი ჩინმოი
CD ფლეიტის მუსიკა მედიტაციისათვის
დასავლური ფლეიტა
შრი ჩინმოი ასრულებს სულიერი მუსიკის თავის კომპოზიციებს. მელოდიური ჰანგები სიმშვიდეს და ჰარმონიას ავრცელებენ, ისინი კარგ დახმარებას გაგიწევენ თქვენს რელაქსაციის თუ მედიტაციის პრაქტიკაში.  ეს ამ სერიის ყველაზე პოპულარული დისკია. დისკი ჩაწერილია შვეიცარიაში 1983 წელს.

შრი ჩინმოის ფლეიტის სამედიტაციო მუსიკის საოცარი ზემოქმედება წყალზე: ქაოსის გარდაქმნა ბუნების უმაღლეს ჰარმონიაში.

მოუსმინეთ: mp3
ზომა: 870 კბ.
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

ფლეიტის მუსიკა მედიტაციისათვის, ნაწილი 2

შრი ჩინმოი
CD ფლეიტის მუსიკა მედიტაციისათვის, ნაწილი 2
зდასავლური ფლეიტა
ნაზი და მშვიდი ფლეიტის ჟღერადობა გვჩუქნის სიმშვიდის, უსასრულობის, ამაღლების განცდას. მუსიკას შორს მივყავართ ყოველდღიური ცხოვრების უნაყოფო შფოთვებისა და მღელვარებისგან.

 

მოსმენა: mp3
ზომა: 872 კბ
ხმის ხარისხი: 128 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

ესრაჟი მედიტაციისათვის, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი
CD მაესტრო შრი ჩინმოი უკრავს ესრაჟზე
ესრაჟი - უძველესი ინდური საკრავია, რომელასაც განსაკუთრებული მედიტატიური ჟღერადობა აქვს. ეს ერთერთი შრი ჩინმოი ყველაზე დამამახსოვრებელი გამოსვლაა, ის დახვეწილად თავის სიმღერებზე იმპროვიზაციებს ჰქმნის.

 

მოსმენა: mp3
ზომა: 1,07 მბ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

მუსიკა მედიტაციისათვის, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი
CD 107 ზურმუხტი გული-ნავი
ფრაგმენტი შრი ჩინმოის კონცერტიდან, რომელის მან გამართა ნიუ-იორკში 1992 წელს. მან კონცერტის დროს გამოიყენა 108 მუსიკალური საკრავი! (ფლეიტები, ვიბრაფონი, ფისგარმონია, ესრაჟი, ჩინური გონგი, დოლი, სინთეზატორი, დილრუბა, სემპლერი, ბაზუკი, როიალი და სხვა) შთამბეჭდავმა მუსიკალურ საკრავთა რიცხვმა  არ შეუშალა ხელი იმ სამედიტაციო განწყობას, იმ ერთიანობის და ჰარმონიის განცდას, რომელიც იქმნებოდა შრი ჩინმოის კონცერტებზე. ზუსტად ამ მიზნით მაესტრო სთავაზობდა თავის შემოქმედებას. შრი ჩინმოი კონცერტებს უწოდებდა "World Harmony Concert", რაც ნიშნავს "კონცერტი სამყაროს ჰარმონიისათვის".

მოსმენა: mp3
ზომა: 1,07 МБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

შემდეგი>>>

გვ. 1, 2, 3


<<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

<<< დაბრუნება "მუსიკა მედიტაციისთვის" გვერდზე

მუსიკა მედიტაციისათვის (3)

აქ განლაგებულია რჩეული ტრეკები 11 ალბომიდან , სერია "მუსიკა მედიტაციისათვის"-დან. მელოდიები mp3-ს ფორმატშია. ავტორი და შემსრულებელი: შრი ჩინმოი.

მუსიკა მედიტაციისათვის, მდუმარება საუბრობს

შრი ჩინმოი
CD მდუმარება საუბრობს
ჩელო, ფლეიტა, მღერა
შრი ჩინმოის თაყვანისმცემლების ერთერთი ყველაზე პოპულარული ალბომი.

 

მოსმენა: mp3
ზომა: 1,36 МБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

ორგანის მუსიკა მედიტაციისათვის

შრი ჩინმოი
CD სულის ქუხილი და გულის ჩურჩული
ორგანი
შრი ჩინმოის საორგანო გამოსვლა რეიკიავიკის თავისუფალ ეკლესიაში (ისლანდიაში). ძალზედ შთამბეჭდავი დაკვრა, სადაც ჰარმონია და სპონტანური რითმი, სიძლიერე და სიმსუბუქე სინტერესოდაა შერწყმული. როგორც თვითონ შემსრულებელი იძახის - "ორგანი - უმაღლესი მწვერვალივითაა, ის არის კულმინაცია. როდესაც ორგანზე ვუკრავ, მე მთლიან ადამიანად ვგრძნობ თავს. ის რაღაც ჩემი სიღრმისეულია. ის ყვავილავანი ხესავითაა."

მოსმენა: mp3
ზომა: 1,43 МБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

მუსიკა მედიტაციისათვის, მდუმარების ზღვა

შრი ჩინმოი
CD ირგვლივ - მდუმარების ზღვაა
ფორტეპიანო
შრი ჩინმოიმ შეასრულა ეს იმპროვიზაცია თავისი პიანინოზე დაკვრის მე-15 წლისთავის აღსანიშნავად. როდესაც ამ კომპოზიციას უსმენთ თქვენ არ გტოვებთ გრძნობა თითქოს და "მდუმარების ზღვაში" აღმოჩნდით, ეს ზღვა ენერგიით გავსებთ და ამორეცხავს ყველა შფოთვას თუ აურძაურს თქვენი ცნობიერებიდან. 

მოსმენა: mp3
ზომა: 953 КБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

მაღლა >>>

<<< დაბრუნება

გვ. 1, 2, 3

<<< გვერდზე "მუსიკა მედიტაციისთვის"

<<< მთავარ გვერდზე დაბრუნება

მუსიკა მედიტაციისათვის (2)

აქ განლაგებულია რჩეული ტრეკები 11 ალბომიდან , სერია "მუსიკა მედიტაციისათვის"-დან. მელოდიები mp3-ს ფორმატშია. ავტორი და შემსრულებელი: შრი ჩინმოი. 

მუსიკა მედიტაციისათვის, შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი
CD მშვიდობის კონცერთი
  დაკვრა 7 ინსტუმენტზე და სიმღერების შესრულება
ერთერთი ულამაზესი კონცერტი შრი ჩინმოის კონცერტებიდან, რომლებიც მაესტრომ შესთავაზა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს. თავისი ჟერადი, სუფთა, ამავე დროს ძლიერი ხმით ის ეხება მსმენელის გულის სიღრმეებს, და იქიდან შემოაქვს სიმშვიდე, ჰარმონია, სინათლე და ჰარმონია ჩვენს ყოველდღიურ ალიაქოთში.

მოსმენა: mp3
ზომა: 1,07 МБ
ხარისხი: 128 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

მუსიკა მედიტაციისათვის, შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი
CD გულის ყვავილობის ზეიმი
12 ინსტრუმენტი
 შრი ჩინმოის რცეული საკონცერტო გამოსვლები, დედამიწის სხვადასვა კუთხეებში შესრულებული 1987-89 წლებში.  "სულიერი მუსიკა - ეს ის მუსიკაა, რომელიც ცდილობს გარდაქმნას ჩვენი ცნობიერება. მას მივყავართ უნივერსალურ ცნობიერებაში და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ ყველაზე უმაღლესთან, ყველაზე სიღრმეულთან და ყველაზე შორეულთან ჰარმონიაში ვიმყოფფებით" -შრი ჩინმოი.

მოსმენა: mp3
ძომა: 1,07 МБ
ხმის ხარისხი: 128 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

მანტრები უპანიშადებიდან, სრი ჩინმოი

შრი ჩინმოი
CD მანტრები უპანიშადებიდან
მღერა ფისგარმონიის თანხლებით
შრი ჩინმოი კიტხულობს მანტრების თარგმანს ინგლისურ ენაზე და მერე ასრულებს სანსკრიტზე ინდური ფისგარმონიის თანხლებით.

მოსმენა: mp3
ზომა: 1,4 МБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

 მუსიკა მედიტაციისათვის, შრი ჩინმოი, იაპონური მელოდიებიშრი ჩინმოი
CD ჩემი გულის იაპონური მელოდიები
შაქუჰაჩი (იაპონური ფლეიტა) , კოტო, сსიამისენი და იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტები.

  

მოსმენა: mp3
ზომა: 1,13 МБ
ხმის ხარისხი: 96 კბიტ/წმ
(Quicktime 7 -
Free Download)

 

 მაღლა >>>

<<< წინა  შემდეგი >>>

 

გვ. 1, 2, 3

სინდიცირებული მასალა