მედიტაცია

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

ვიდეო მედიტაციები შრი ჩინმოითან

სჯობს ერთხელ ნახო ვიდრე ასჯერ გაიგო!

სულიერი მასწავლებლის ფოტოები და ვიდეოები, გადაღებულები მედიტაციის დროს, არ წარმოადგენენ მასწავლებლის პიროვნებას, არ წარმოაჩენენ ადამიანურ ცნობიერებას, არამედ წარმოადგენენ არხებს, კარებს, რომლებსაც მივყავართ უსაზღვრო ღვთაებრივ, უნივერსალურ და ტრანსცენდენტალურ ცნობიერებაში.
ეს ცნობიერება ყველა ადამიანშია, უბრალოდ მასწავლებელი აცნობიერებს მას და ავლენს, სთავაზობს ხელმისაწვდომი ფორმით.
მასწავლებელში ეს ცნობიერება გამოღვიძებულია და წინა პლანზეა გამოყვანილი, ჩვენში კი, ის ჯერჯერობით მიძინებულია და ღრმად შიგნითაა.
მედიტაცია ფოტოსურათზე და ვიდეოზე აადვილებს და გვეხმარება ჩვენი საკუთარი ღვთაებრივი ცნობიერების წინა პლანზე გამოყვანაში.

 სანამ ნახავდეთ ვიდეოებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მითითებებს, მეტი შედეგის მისაღებად >>>

შრი ჩინმოის ვიდეო მედიტაციების ციკლი "მედიტაციის მდუმარება" ქართულად. აქ შრი ჩინმოის მოკლე სიტყვებია კონცენტრაციაზე, მედიტაციაზე, ჭვრეტაზე... შემდგომ ის თავად მედიტირებს:

ეპიზოდი 1: რა არის მედიტაცია?

 

ეპიზოდი 2: ვკვებავთ სულიერ ცხოვრებას

 

ეპიზოდი 3: კონცენტრაცია

 

ეპიზოდი 4: მედიტაცია

 

ეპიზოდი 5: კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა

 

ეპიზოდი 6: რატომ ვმედიტირებთ?

 

ეპიზოდი 7: მედიტაცია გულზე: ლოტოსი-გული

 

ეპიზოდი 8: პრანაიამა

 

ეპიზოდი 9: სუნთქვის კონტროლი

 

ეპიზოდი 10: მედიტაცია: დასაწყისი

 

ეპიზოდი 11: მდუმარე მედიტაცია

 

ვიდეო გამოსახულებაზე მედიტაციისთვის შეგვიძლია შრი ჩინმოის იგივე რეკომენდაციები გამოვიყენოთ, რაც პორტრეტზე მედიტაციის დროს:

"როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ სულიერი მასწავლებლის პორტრეტის წინ, საჭიროა ყოველთვის ეცადოთ გააიგივოთ საკუთარი თავი ამ პორტრეტზე ასახული სულიერი მასწავლებლის ცნობიერებასთან. თუ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ცნობიერებასთან გაიგივება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, უნდა გააკეთოთ კონცენტრირება ამ პორტრეტზე მთლიანად, თანდათან უნდა გადაიტანოთ ყურადღება მხოლოდ სახეზე, შემდეგ წარბებს შუა წერტილზე, ცხვირის ფუძეზე ცოტა ზემოთ, იქ სადაც იმყოფება მისი ჭეშმარიტი შინაგანი სულიერი სიმდიდრე. ესაა - მესამე თვალი, ჭვრეტის ადგილი; და როგორც კი შევძლებთ შინაგანი რეალობის ჭვრეტასთან გაიგივებას, ჩვენ მივაღწევთ უდიდეს წარმატებას. თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სისუფთავეს, როდესაც პორტრეტს უყურებთ, მაშინ მედიტაციის წინ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქავთ მასწავლებლთან შეთანხმებულად.
შეიგრძენით, რომ პორტრეტი მზადაა მოგცეთ თქვენ ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თუ თქვენ გინდათ სიმშვიდე, მაშინ ეცადეთ უყუროთ პორტრეტს იმის შინაგანი შეგრძნებით, რომ პორტრეტი ფლობს უსასრულო სიმშვიდეს, თუ თქვენ გინდათ ნათება, თუ გინდათ ნეტარება, თქვენ გინდათ ნებისმიერი სხვა ღვთაებრივი თვისება, უბრალოდ უნდა იგრძნოთ, რომ პორტრეტი ფლობს ამას - რაც აბსოლუტურად სწორია. ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს პორტრეტი ფლობს იმას, რაც თქვენ გინდათ, შემდეგ ჩაეშვით ღრმად შიგნით, თქვენ აღმოაჩენთ რეალობას."

ვიდეოებზე დაბრუნება >>>

 

<<< მასწავლებელსა და მოწაფეს შორის ურთიერთობა    შემდეგი "სამადჰი" >>>
 

 

სხვა ბმულები:

შრი ჩინმოი მედიტირებს ინდოეთის სულიერ საზოგადოებაში პორტ ელიზაბეტში, სარ-ში, 1996 წელი >>> მედიტაციები შრი ჩინმოითან ერთად 22 გაკვეტილი (ინგლისურად) >>> შრი ჩინმოი მედიტირებს შრი რამაკრიშნას ტაძარში, პორტ ელიზაბეტში, სარ-ში, 1996 წელი >>>
შრი ჩინმოი, ადრინდელი მედიტაციები
შრი ჩინმოის ადრინდელი მედიტაციები, 1986-1988 წლებში ჩატარებული >>> შრი ჩინმოი ოფიციალურად დაპატიჯეს ჩიკაგოში მსოფლიო რელიგიების პარლამენტზე 1993 წლის 28 აგვისტოს, რათა მედიტაციით გაეხსნა  ეს მოვლენა >>> შრი ჩინმოი მდუმარე მედიტაციით ხსნის რელიგიების მეორე კონგრესის ოფიციალურ ცერემონიას, ბარსელონა, 7 ივლისი, 2004 წელი >>>
     

 

მედიტაცია

"მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი.
მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა."

- შრი ჩინმოი

რა არის მედიტაცია?

მედიტაცია უფრო მაღალი ძალის ან უფრო მაღალი რეალობის მოხმობაა ჩვენი არსების უფრო დაბალ ნაწილში. როგორც მაღალი, ასევე დაბალი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მაღალი რეალობები, რომლების დაშვებასაც ვცდილობთ მედიტაციის დროს, აცნობიერებენ თავის ერთობას ღმერთთან, როდესაც დაბალი ნაწილები ჩვენში ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში გასხივოსნებისთვის და დარწმუნებისთვის იმაში, რომ მასაც შეუძლია, საბოლოოდ, გახდეს ასეთივე კარგი, ასეთივე ღვთაებრივი, ასეთივე სრულყოვილი, როგორიც უმაღლესია ჩვენში, იმ პირობით, თუ ის მიიღებს სინათლეს, რომელიც გადმოდის ზემოდან. შემდეგ, როდესაც დაბალი რეალობები სათანადოდ გასხივოსნდებიან, ისინი ასევე შეძლებენ ღმერთი თავისიანად მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ უმაღლესი რეალობები.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი 5

 

* * *

მედიტაციის ღირებულება

შრი ჩინმოი: თუ გინდათ განავითაროთ თქვენი ნიჭი ან გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები ნებისმიერ დარგში, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ამისთვის აუცილებელია გარკვეულ შინაგან დისციპლინას მიჰყვეთ. თუ მომღერალი ხართ, მაგრამ გსურთ იმღეროთ უსასრულოდ უკეთესად, მაშინ გეტყვით, რომ თვენი ხმა გაცილებით უკეთესი გახდება, თუ მიისწრაფვით. არაფერია დადემიწაზე ისეთი, რისი გაუმჯობესება შეუძლებელია სულიერების და მედიტაციის მეშვეობით.

თუ გსურთ გაამარტივოთ თქვენი ცხოვრება, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ გსურთ აღასრულოთ თქვენი ცხოვრების მისია, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ მოგინდებათ სიხარულის მოპოვება და სიხარულის შეთავაზება მთელს მსოფლიოსთვის, ერთადერთი პასუხი მედიტაციაა.

თუ მედიტირებთ იმიტომ, რომ დაივიწყოთ თქვენი ტანჯვა-წვალება, ან დაივიწყოთ თქვენი სირთულეები, მაშინ თქვენ არასწორი მიზეზით მედიტირებთ. მაგრამ თუ მედიტირებთ მხოლოდ იმიტომ რომ გაახაროთ ღმერთი და აღასრულოთ ღმერთი, ისე როგორც მას სურს, მაშინ თქვენი მედიტაცია სწორია. როცა ღმერთი კმაყოფილია და აღსრულება მოიპოვა თქვენს მედიტაციაში, მაშინ ეს უკვე ღმერთის საქმეა წაიყოს თქვენი ტანჯვები და სირთულეები. მაგრამ თუ მედიტირებთ, რათა გაექცეთ სამყაროს ან გამოიწვიოთ სამყარო და წინაღუდგეთ სამყაროს, მაშინ თქვენ არასწორ რამეს აკეთებთ.

მედიტაცია არის თქვენი შეგნებული შესაძლებლობა, რომლიც თქვენ ყოველდღე და ყოველ წამს უნდა გამოიყენოთ, რათა შეხვიდეთ თქვენს უმაღლეს ღვთიურობაში, სადაც სასრული მთლიანად იკარგება უსასრულოში. სასრული არსებობა, რომელსაც ფლობთ და რომელსაც წარმოადგენთ, ადვილად შეიძლება დაიკარგოს უსასრულოში და გახდეს სრულიად ერთი უსასრულოსთან, თუ მედიტირებთ. აი რა არის მედიტაცია და რა შეუძლია მედიტაციას გააკეთოს თქვენთვის.

შრი ჩინმოის წიგნიდან "უმაღლესი სამყაროს გამოცდილებები"

 

* * *

რატომ ვმედიტირებთ?

"მედიტაცია ღვთიური საჩუქარია, მედიტაცია აუბრალოებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, მედიტაცია ჩვენ გვიბოძებს ბუნებრივ და სპონტანურ ცხოვრებას."
- შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი: რატომ ვმედოტირებთ? ჩვენ ვმედიტირებთ რადგან ამ ჩვენმა სამყარომ ვერ დაგვაკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული სიმშვიდე, რასაც განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ეს 5 წითი სიმშვიდეა 10 საათის მწუხარების, შფოთისა და იმედგაცრუების შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ნეგატიური ძალების ტყვეობაში, რომლების ყველგან ჩვენს ირგვლივ არიან, - იჭვიანობის, შიშის, ეჭვის, შფოთსა და სასოწარკვეთილების. ეს ძალები მაიმუნებივით არიან. როდესაც ისინი ჩვენი კბენით იღლებიან და ისვენებენ რამოდენიმე წუთს, ჩვენ ვიძახით, რომ სიმშვიდით ვტკბებით. მაგრამ ეს სავსებით არ არის ნამდვილი სიმშვიდე, და შემდგომ ისენი თავდასხმას ისევ განაგრძობენ.

მხოლოდ მედიტაციით ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი სიმშვიდის, ღვთაებრივი სიმშვიდის მოპოვება. თუ ჩვენ დილაობით მთელი გულით და სულით ვმედიტირებთ და განვიცდით სიმშვიდეს მხოლოდ ერთი წუთით, სიმშვიდის ეს ერთი წუთი გავრცელდება მთელ დღეზე. და როდესაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის მედიტაცია, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ უცვლელ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას. ჩვენ გვჭირდება მედიტაცია, რადგან ჩვენ გვინდა გავიზარდოთ სინათლეში და გავხსნათ საკუთარი თავი სინათლეში. თუ ამისკენ მივისწრაფვით, თუ ეს გვწყურია, მაშინ მეიტატია ერთადერთი გზაა.

თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ, მაშინ ჩვენთვის არ არის აუცილებელი მედიტაციის სფეროში შესვლა. ჩვენი მედიტაციაში შესვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შინაგანი შიმშილი გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში არის რაღაც ნათელი, რაღაც უსაზღვრო, რაღაც ღვთაებრივი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება, მხოლოდ ახლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამისთვის. ჩვენი შინაგანი შიმშილი მოდის ჩვენი სულიერი საჭიროებისაგნ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ადამიანის სრულყოფილება ღმრთის დაკმაყოფილებაში."

 

 

* * *

რა არის მედიტაციის მიზანი?

შრი ჩინმოი: მედიტაცია - ეს შეგნებული გაცნობიერებულობაა ღმერთისა. აქ ყველანი მაძიებლები ვართ. თუ ღმერთის გვწაამს, მაშინ ბუნებრივად ვგრძნობთ, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გრძნობა არ გრძელდება ოცდაოთხი საათის განმავლობაში. როცა ვმედიტირებთ, ჩვენ ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, რომ ჩვენ ღმერთისგან ვართ და ღმერთისთვის ვართ. გახდე მუდმივად და შეგნებულად გაცნობიერებული ღმერთზე - მის ჭეშმრიტებაზე, სინათლესა და ნეტარებაზე - ეს არის მედიტაციის მიზანი.

* * *

შრი ჩინმოი საუბრობს მედიტაციასა და სულიერებაზე, სიკეთესა და სინათლეზე

* * *

მედიტაცია სულიერ გულზე: ეს ვიდეო - მოკლე სავარჯიშოა მედიტაციაში. აქ ინსტრუქტორის დახმარებით ჩვენ შევეცდებით ჩავიძიროთ ჩვენი გულის სიღრმეებში. სულიერი გული სიხარულის, სიმშვიდის და ჰარმონიის წყაროა, - ეს ყველაზე საიმედო ადგილია მედიტაციისათვის.

* * *

ვსწავლობთ მედიტაციას

"ვსწავლობთ მედიტაციას"- მედიტაციის შესწავლის on-line კურსი. მედიტაციის თეორია და პრაქტიკა.

 

ბმულები:

ვიდეო მედიტაციებივიდეო მედიტაციები: მედიტაციის თეორია და პრაქტიკა ჩვენს საიტზე

შრი ჩინმოი, სამადჰი მედიტაციის მთავარი მიზნის - სამადჰის შესახებ >>>


მედიტაცია შრი ჩინმოის ჩიტებზემედიტაცია და შემოქმედება (ჩვენს საიტზე) >>>


შრი ჩინმოი, მედიტაციის ვიდეო კურსიმედიტაციის ვიდეო-კურსი, 22 გაკვეთილი (ინგ.) >>>


 

მდუმარების მომენტები: 10 ვიდეო ეპიზოდიმედი მედიტაციისათვის >>>

 

 

 

 


მედიტაციის on-line შესწავლა  თეორია და პრაქტიკა >>>

ან დაგვიკავშირდით :)))

 

<<< მთავარ გვერდზე

დამატებითი სავარჯიშოები

აქ შეგიძლია გაეცნოთ ზოგიერთ დამატებით პრაქტიკას:

მედიტაცია ზღვისპირას

 სანამ ამ სავარჯიშოების შესრულებას შეუდგებით, გაეცანით და აითვისეთ მარცხენა მენიუში "ვსწავლობთ მედიტაციას" მოყვანილი თემები და პრაქტიკები, რათა თქვენი პრაქტიკა უფრო ეფექტური გახადოთ.

<<< წინა "გონება და გული"    შემდეგი "სწორად თუ ვმედიტირებ">>>

სავარჯიშოები მედიტაციაში

1. ვარდი-გული

გთხოვთ, წარმოიდგინეთ ყვავილი თქვენი გულის შიგნით. ვთქვათ, თქვენ ვარდი გირჩევნიათ. წარმოიდგინეთ, რომ ვარდი ბოლომდე არ გაშლილა; ის ჯერ კიდევ კოკორია. მას შემდეგ, რაც იმედიტირეთ ორი ან სამი წუთის განმავლობაში, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ფურცელ-ფურცელ ყვავილი იფურჩქნება. დააკვირდით და იგრძენით ყვავილი, რომელიც ფურცელ-ფურცელ თქვენი გულის შიგნით იფურჩქნება. მერე, ხუთი წუთის შემდეგ, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ გული საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თქვენში მყოფი ყვავილი, რომელსაც "გულს" ვუწოდებთ. თქვენ არ გაქვთ გული, მხოლოდ ყვავილი. ყვავილი თქვენ გულად იქცა, ან თქვენი გული ყვავილად იქცა.

შვიდი-რვა წუთის შემდეგ, ირგძენით, რომ ამ ყვავილმა-გულმა თავისი თავით შეავსო მთელი თქვენი სხეული. თქვენი სხეული აქ აღარ არის; თავიდან ფეხებამდე შეგიძლიათ გრძნობდეთ ვარდის სურნელება. თუ თქვენს ტერფებს შეხედავთ, თქვენ დაუყოვნებლივ შეიგრძნობთ ვარდის სურნელებას. თუ მუხლზე დაიხედავთ, თქვენ ვარდის სურნელებას შეიგრძნობთ. თუ ხელზე დაიხედავთ, თქვენ ვარდის სურნელებას შეიგრძნობთ. ირგვლივ ვარდის სილამაზე, სურნელება და სისუფთავე გამსჭვალეს მთელი თქვენი სხეული. როდესაც თავიდან ფეხებამდე იგრძნობთ, რომ ვარდის სილამაზედ, სურნელებად, სისუფთავედ და აღტაცებად იქეცით, მაშინ თქვენ მზად ხართ საკუთარი თავი დადოთ თქვენი სატრფო უზენაესის ტერფებთან.

2. ცნობიერების მდინარე

როდესაც მედიტირებთ, შეეცადეთ შემოიტანოთ თქვენს გონებაში სამი რამ: სისუფთავე მთელს თქვენს არსებაში, მორჩილება მთელს თქვენს არსებაში და მადლიერება სხეულის ყოველ ნაწილში, ყოველ უჯრედში. როდესაც შეისუნთქავთ - ამოისუნთქავთ, იგრძენით, რომ ღვთიური ცნობიერების მდინარე მიედინება თქვენს გავლით ძალდატანებისა და ძალისხმევის გარეშე. იგრძენით, რომ ეს ღვთაებრივი ცნობიერების მდინარე ჩაედინება და გამოედინება დასაბამთან, უზენაესთან, მუდმივ ერთიანობაში.

3. შესთავაზეთ ეს ღმერთს

როდესაც შეისუნთქავთ, იგრძენით, რომ შეისუნთქავთ ღვთის უკვდავ თვისებებს, და როდესაც ამოისუნთქავთ, იგრძენით, რომ საკუთარ უვიცობას ღმერთს სთავაზობთ.

ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რომ უვიცობა - ჩვენი საკუთრებაა. თუმცა ვიძახით კიდევაც, რომ უვიცობა - ეს ძალიან ცუდია, ჩვენ არ გვსურს დავშორდეთ მას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უვიცობა არ წარმოადგენს ჩვენს ჭეშმარით საკუთრებას; ჩვენი ნამდვილი საკუთრებაა - სიმშვიდე, სინათლე და ნეტარებაა. მედიტაციის დროს შესთავაზეთ ღმერთს თქვენი ყალბი საკუთრება და მიიღეთ ღვთისაგან თქვენი ჭეშმარიტი საკუთრება. სთხოვეთ ღმერთს მიიღოს თქვენგან ის, რაც გაქვთ და რასაც წარმოადგენთ, და მოგცეთ ის, რაც მას გააჩნიადა და რასაც ის წარმოადგენს. ის, რაც გაქვთ, - ეს მისწრაფებაა, შინაგანი ვედრება გახდე ღვთაებრივი. ის, რასაც წარმოადგენთ, - ეს უვიცობაა. სთხოვეთ ღმერთს აიღოს როგორც თქვენი მისწრაფება, ისე თქვენი უვიცობა, და მოგცეთ თქვენ ის, რაც მას აქვს და რასაც ის წარმოადგენას: უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება.

4.ოქროს არსება

შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ ღვთის, შინაგანი მესაჭის, გულში ხართ. თუმცა არ გინახიათ უზენაესი, უბრალოდ აზრობრივად წარმოიდგინეთ ადამიანი, აბსოლუტურად ოქროსფერი. წარმოიდგინეთ, რომ ის პირდაპირ თქვენს წინაა, თქვენ კი მის გულში ხართ, ან მის ჩახუტებაში ხართ, ან მის ტერფებთან ხართ. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ თვრამეტი, ან ორმოცი, ან სამოცი წლის ხართ. იფიქრეთ, რომ თქვენ დაბადებიდან ერთი თვის ხართ და თქვენ პირდაპირ უზენაესის გულში ხართ ან მის კალთაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ადამიანის დახელოვნება ღვთის დაკმაყოფილებაში"

<<< უკან

ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას?

შეკითხვა: ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას?

შრი ჩინმოი: მედიტაცია არ ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიას. რელიგიას არეფერი აქვს სათქმელი მედიტაციის წინააღმდეგ, რადგან ჭეშმარიტი რელიგია - ეს ღვთის შეცნობაა. ჩემ მოწაფეებს შორის არიან კათოლიკები, პროტესტანტები და იუდეველები. ნამდვილი მისწრაფებული, რომელმაც სულიერების და იოგის გზას დაადგა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დარჩენა შეუძლია თავის რელიგიაში. მე არ ვთხოვ ჩემ მოწაფეებს რელიგიაზე უარის თქმას. ნამდვილი იოგა არ მოითხოვს რომელიმე რელიგიაზე უარის თქმას. თუ მოწაფეები რჩებიან საკუთარ რელიგიაში და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მისდევენ, მათ შეუძლიათ სწრაფზე სწრაფად ირბინონ მიზნისაკენ. მათი საკუთარი რელიგია მუდმივად მათ არწმუნებს იმაში თუ, რას აკეთებენ.

ფიზიკურ გამოვლინებაში თითოეული რელიგია სახლივითაა. თქვენ გიწევთ რომელიმე სახლში ცხოვრება? თქვენ ქუჩაში ვერ დარჩებით, რადგანაც თქვენ შეიძლება არ ჭირდებოდეთ სამყაროს ან სამყარო შეიძლება არამემეგობრული იყოს თქვენს მიმართ. მაგრამ მოდის დრო, თქვენი ცნობიერება ფართოვდება და მთელი სამყარო თქვენი სახლი ხდება. და მაშინ აღარ გზღუდავენ გარკვეული სახლების ჩარჩოები. თქვენ ღებულუბთ ყველა რელიგიას, და ამავე დროს, გადიხართ რელიგიის საზღვრებიდან. და აღწევთ შეგნებულ ერთიანობას ღმერთთან. თითოეული რელიგია მდინარესავითაა, მაგრამ როდესაც მდინარე ჩაედინება ოკეანეში, მდინარის როლი ამით მთავრდება. ამ დროს მდინარე გრძნობს, რომ ის თავად ოკეანე გახდა, გახდა ერთიანი თავის საწყისთან. ასე რომ, რელიგია მდინარესავითაა, ღვთის შეცნობა კი ოკეანესავითაა.

თუ რომელიმე რელიგიას მისდევთ, თქვენ მიდიხართ თქვენი დანიშნულების ადგილისაკენ. მაგრამ თუ გსურთ უმაღლესი, აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევა, მაშინ თქვენთქვის აუცილებელია კონცენტრაცია, მედიტაცია და ჭვრეტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ივლით ეკლესიაში ან სინაგოგაში. არა! მაგრამ ღრმად გულში თქვენ უნდა გრძნობდეთ შინაგან საჭიროებას გაიქცეთ თქვენი მიზნისაკენ სწრაფად, უფრო სწრაფად, ძალიან სწრაფად. ეს კი იმას ნიშნავშს, რომ თქვენ უდა მისდევდეთ სულიერი ცხოვრების პრაქტიკას, თვითდისციპლინის და მედიტაციის ცხოვრებას.

თუ იოგის პრაქტიკისას, თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ დატოვოთ თქვენი რელიგია, ამაში არაფერია ცუდი. რადგანაც თქვენი მიზანია - შეიცნოთ ღმერთი, რომელიც განასახიერებს ყველა რელიგიას და ამავე დროს, რელიგიებზე მაღლა დგას. იოგა მოიცავს ყველა რელიგიას და მიდის რელიგიების საზღვრებს მიღმა. იოგას მივყავართ ღმერთთან შეგნებულ ერთიანობისაკენ. როდესაც თქვენ ერთიანი ხართ ღმერთთან, თქვენ ერთიანი ხართ ყველაფერთან. ამიტომაც უსასრულო სინათლის და ჭეშმარიტების მაძიებლებს შეუძლიათ, თუ უნდათ, გასცდნენ რელიგიური ბარიერებს. თუ მათ სურთ მხოლოდ  სინათლის, ჭეშმარიტების, სიმშვიდისა და ნეტარების რამოდენიმე გაელვება, მათ შეუძლიათ დარჩნენ საკუთარ რელიგიებში. მაგრამ თუ მათ უმაღლესი ჭეშმარიტება, ღვთის შეცნობა სჭირდებათ, მაშინ ამათმა შეგნებულად უნდა გასცდენ რელიგიას.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ღრმად შენაგანში: შინაგანი ცხოვრების ფილოსოფია"

 

* * *

შეკითხვა: მინდა ვიცოდე, არის თუ არა იოგა სხვა ინდური რელიგიის ნაწილი, ან ეს თავისთავად რელიგიაა?

შრი ჩინმოი: იოგა არ არის რელიგია. იოგა სცილდება ყველა რელიგიის საზღვრებს. ის უსასრულოდ უფრო ღრმაა, ვიდრე რელიგია. იოგა ეს ცოცხალი სუნთქვაა, რომელიც გვაგრძნობინებს რომ ღმერთი ჩვენს შიგნითაა, ჩვენგანაა და ჩვენთვისაა. იოგა ეს ღმერთთან პირდაპირი კავშირია. სწორედ ღმერთთან კავშირს გვასწავლის იოგა. და ამავე დროს , ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ცხოვრების ენაა. ეხლა მე ინგლისურად ვლაპარაკობ, რათა გადმოგცეთ ჩემი გრძნობები, აზრები და იდეები. ამის მსგავსად, თუ მოვინდომებ ღმერთთან საუბარს, მაშინ ენას, რომელიც ამისთვისაა საჭირო, იოგა ჰქვია.

 

<<< გვერდზე "სულიერება"

ლოცვა და მედიტაცია

როდესაც ვლოცულობ, მე ვლაპარაკობ, ღმერთი კი მისმენს.
როდესაც ვმედიტირებ, ღმერთი ლაპარაკობს, მე კი ვუსმენ.

- შრი ჩინმოი

კითხვა: იმის გაგება მსურს, თუ რით განსხვავდება ლოცვა მედიტაციისაგან?

შრი ჩინმოი: განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის შემდეგშია: ლოცვა - ეს აბსოლუტურად ინტენსიური და აღმავალი რამაა, მედიტაცია კი - ეს უსაზღვრო და უკიდეგანო რამაა, რომელიც საბოლოოდ აფართოვებს საკუთარ თავს უსასრულობაში. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვგრძნობთ ვიბრაციას ფეხის ტერფებიდან თავის გვირგვინამდე. თვით ლოცვის ხასიათშია ღვთის მიღწევა აღმავლობის გზით. მთელი ჩვენი არსება ლოცულობს, უხმობს, მოუწოდებს; მთელი ჩვენი არსება აღმაფრენაშია, აღმავალი ცეცხლის მსგავსად; ის ხრირ შემთხვევაში არ ფართოვდება. მედიტაციაში კი სხვაგვარადაა. მედიტაციაში ჩვენ ვისვრით საკუთარ თავს ფართო სივრცეში, სიმშვიდის ზღვაში, აღტაცების ზღვაში, უსასრულობაში; ან მივესალმებით უსასრულო სივრცეს შემოვიდეს ჩვენში.

ლოცვაში ჩვენ ვგრძნობთ ერთისკენ დამიზნებულ აღმავალ და ლივლივა ალს. ლოცვის ბუნებაშია - ღვთის მიღწევა ზევით ასვლით. მთელი ჩვენი არსება ალივით ადის მაღლა. მაშინაც კი, თუ ღმერთს ვთხოვთ კაცობრიობისათვის, მთელი სამყაროსათვის, ჩვენ დავინახავთ რომ ლოცვისას ჩვენ მაღლა ავდივართ. ლოცვა ინტენსიური და მგზნებარეა. ჩვეულებრივ ის არ ფართოვდება. მაგრამ მედიტაცია ფართოვდება; სინამდვილეში მედიტაცია დაუყოვნებლივი გაფართოვება. მედიტაცია ჩიტის ფრთებივითაა, ის ყოველთვის ვრცელდება, ფართოვდება ჩიმშვიდეში, სინათლეში და აღტაჩებაში. რედესაც ვმედიტირებთ ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და გადავიქცებით სინათლის და აღტაცების სამყაროდ. როდესაც ვლოცულობთ, ამაში ყოველთვის არის ნატიფი სურვილი ან რაღაცისაკენ სწრაფვა. ჩვენ ვლოცულობთ, რომ გავხდეთ კარგები ან მოვიპოვოთ რამე ღვთაებრივი, რაც ჯერ არ გვაქვს, ან განვთავისუფლდეთ შიშისგან, საფრთხისგან, ეჭვისგან და ასე შემდეგ. ლოცვაში არსებობს გრძნობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ ღვთაებრივი მათხოვარი ხარ. ჩვენ ვლოცულობთ რადგან ჩვენ გვჭირდება რამე. მასინაც კი, როდესაც ვლოცულობთ სიმშვიდისათვის, სინათლისათვის და აღტაცებისათვის, მაინც არსებობს რაღაც მოთხოვნის გრძნობა. ზოგჯერ არსებობს პირადი განცდა "მე შენ, შენ კი მე" და ლოცვა იღებს ამ ფორმას: "მე ჩემ ლოცვას შენ გთავაზობ, უფალო. ასე რომ, შენც შეგიძლია ჩემთვის რამე გააკეთო. გეთაყვა, მიხსენი, დამეხმარე, აღასრულე ჩემი ცხოვრების მიზანი."

მაგრამ მედიტაციაში ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ჩვენ შეგნებულად ვაძლევთ საკუთარ თავს ნებას შევიდეთ სინათლის ნაკადში, ან მოვუხმობთ უნივერსალურ სინათლეს ჩვენი უვიცობის სიბრძნეში გარდასაქმნელად. მისწრაფებული ადამიანი, რომელმაც მიაღწია წინსვლას მედიტაციაში და შეუძლია უსასრულობის და მარადისობის უფრო ღრმა არეში შესვლა, არ ლოცულობს ისე როგორც ლოცულობენ ეკლესიებში, სინაგოგებში ან ტაძრებში. თავის მედიტაციაში ის შედის ღვთიურ ცნობიერებაში და ღვთის ხელებს ანდობს ყველაფერს. აქ ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტი მინდობის დამოკიდებულებას. მაძიებელი გრძნობს, რომ არ არის აუცილებელი რაიმე ვთხოვოთ უფალს, რადგან მისი ღვთიური მამა ზუსტად იცის რა ჭირდება მას და როდის მისცემს ამას. ის ღმერთს აძლევს საშუალებას აკეთოს ის რაც მისთვის არის საუკეთესო, რაც მისცემს მას საშუალებას გამოავლინოს ღმერთი ისე, როგორც ღმერთს სურს. უღრმეს მედიტაციაში მაძიებელი უბრალოდ შედის მის საკუთარ უსასრულო ასპექტში. ის ღრმად იძირება იმაში, რაც მას უკვე აქვს: განუყოფელი ერთობა მის უსასრულო მამასთან. მაშინ უკვე მამის საქმეა, გააკეთოს ის, რაც შვილისთვის უკეთესი იქნება ან მისცეს ის, რას მას ჭირდება.

ნამდვილი მაძიებლისათვის, მე უნდა ვთქვა, რომ მედიტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოცვა. მაგრამ ლოცვასაც ასევე მნიშვნელოვანია. მე არასოდეს არ ვიტყოდი, რომ ლოცვა საერთოდ არ არის საჭირო. ლოცვა საჭიროა, მაგრამ თუ ადამიანი მედიტირებს იმისთვის უფრო ადვილია უნივერსალური ცნობიერების ან უსაზღვრო ცნობიერების მიღწევა. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მას გონებაში აქვს გარკვეული მიზანი. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტირებს, ის გარს ერტყმის და მოიცავს მთელ სამყაროს. ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა ცხოვრებისაგან. თუ მას სურს უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება - უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება - მაშინ მედიტაცია უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად დაგეხმარება.

შრი ჩინმოის წიგნიდან: "მედიტაცია კაცობრიობის რბოლა და ღვთიურობის მადლი"

<<< წინა "თეორია"    შემდეგი "ვიწყებთ მედიტაციას" >>>

სინდიცირებული მასალა