ჯაინიზმი

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

ჯაინიზმი

ჯაინიზმი, ტაძარი

ჯაინიზმი უძველესი რელიგიაა, ცნობილი ძველი ჩანაწერებიდან, როგორც დამოუკიდებელი სარწმუნოება და ფილოსოფია, თუმცა ნაწილობრივ ემთხვევა ბუდიზმს და ინდუიზმს. ის დაფუძნებულია უფლისწული მაჰავირას (599-527 ქრისტეს შობამდე) სწავლებებზე, ან უფალი მაჰავირას ჯაინებისთვის. (მაჰავირას ის არ შეუქმნია, ჯაინიზმი მანამდე არსებობდა)

"იცხოვრე და აცხოვრე სხვაც. გიყვარდეს ყველა - ემსახურე ყველას."
"სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეცაა. ძალადობა თვითმკვლელობაა."
"ყველა ცოცხალ არსებას სიცოცხლე სწყურია. სიკვდილი არავის სურს."
"როგორც მე არ მიყვარს ტკივილი, ასევე სხვა არსებებსაც არ უყვართ ტკივილი."
"ყოველი სული თავისთავად აბსოლუტურად ყოვლისმცოდნეა და ნეტარია. ნეტარება გარედან არ მოდის."
"ყველა სული მსგავსია და პოტენციურად ღვთიური. არცერთი არ არის ზემდგომი თუ ქვემდგომი."

- ნაწყვეტი ჯაინიზმის წმინდა წიგნიდან

 

რწმენის თანახმად, ჯაინისტური ფილოსოფია უნივერსალური ჭეშმარიტების გაგებაა და საქციელის სისტემაში მოყვანა, რომელის დონეც კაცობრიობაში დროთა განმავლობაში ეცემა, მაგრამ მოგვიანებით ხელახლა ღორძინდება იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც გასხივოსნებას მიაღწიეს. ჯაინების სწავლების ძირითადი ელემენტი აჰიმსაა (არაძალადობა). ეს გამომდინარეობს რწმენიდან, რომ ყვალა ცოცხალ საგანს სული აქვს. ამიტომაც ზოგი ჯაინი ბერი არა მხოლოდ ხორცის ჭამისგან თავს იკავებს, არამედ ბოსტნეულის ძირების (ფესვებს) ჭამისგანაც.

ჯაინიზმი ასწავლის რომ სამყარო უსასრულოა, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. თუმცა (როგორც ინდუიზმში) ჩვენ დაჭერილნი ვართ სიკვდილისა და დაბადების კარმის ციკლით. იმისთვის რომ თავი დავაღწიოთ ამ ციკლს და მივაღწიოთ გათავისუფლებას "მოკშას", ჯაიანიზმი ასწავლის, რომ საჭიროა თავიდან ავიცილოთ კარმიული ვალების შექმნა. ამის ერთერთი საუკეთესო გზაა აჰიმსის პრაქტიკა და აქედან გომომდინარე, ყველა ცოცხალ არსების პატივისცემაა.

ჯაინიზმის ეთიკის კოდი წარმოადგენს მათი რელიგიის მთავარ ელემენტს, ის ხუთი აღთქმისგან შედგება, და ამას მიჰყვებიან როგორც საერო ხალხი, ასევე სასულიერო. სულიერი პირები მკაცრად იცავენ ამ აღთქმებს, საერო პირები კი იდენად, რამდენად საშუალებას აძლევს ცხოვრება. ესენია:

1. არაძალადობა (აჰინსა)
2. არამოტყუება (სატია)
3. არამოპარვა (ასტეია)
4. უბიწოება (ბრაჰმაჩარია)
5. არამითვისება (აპარიგრაჰა)

 

Namaskar Mantra (ჯაინების ყოველდღიური ლოცვა)

Namo Arihantanam: - მე ქედს ვხრი არიჰანტთა (arithantas) წინაშე - მარად სრულყოფილ სულიერად გამარჯვებულების წინაშე .
Namo Siddhanam: - მე ქედს ვხრი სიდჰების (siddhas) წინაშე - გათავისუფლებულ სულიბის წინაშე
Namo Ayariyanam: - მე ქედს ვხრი აჩარიების (acharyas) წინაშე - ჯაინების ორდენის ლიდერების წინაშე
Namo Uvajjayanam: - მე ქედს ვხრი უპადჰიასთა (upadhyayas) წინაშე - სწავლულ მოზრვართა წინაშე
Namo Loe Savva Sahunam: - მე ქედს ვხრი მსოფლიოში ყველა წმინდანისა და ბრძენის წინაშე
Eso Panch Namukkaro: - ეს ხუთი ქედის მოხრა
Savva PavapPanasano: - ყველა ცოდვებისგან იხსნის ადამიანს
Mangalancha Savvesin : - ყველაზე მთავარს და უმნიშვნელოვანესს შორის
Padhamam Havai Mangalam: - ეს ყველაზე მთავარია

 

ავტორი: Tejvan Pettinger 

 

ბმულები:

  • Jainism.org - საიტი გთავაზობთ ჯაინიზმიმის მიმოხილვას (ინგლისურად)
  • უფალი მაჰავირა და ჯაინიზმი
    რესურსების მშვენიერი კოლექცია, ასევე სტატიები ჯაინიზმზე და მის დამაარსებელზე უფალ მაჰავირაზე, გვერდი ჯაინიზმის ისტორიაზე ქრისტეს შობამდე მე-8 საუკუნიდან ჩვენ დღემდე.

 

ფოტო: Ranjit Swanson

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

სინდიცირებული მასალა