იოგა

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

იოგა

იოგა

"რა არის იოგა? იოგა ღვთის ენაა. თუ გვინდა ღმერთს ვესაუბროთ, ჩვენ მისი ენა უნდა შევისწავლოთ.
      რა არის იოგა? იოგა არის ის, რაც ღვთის საიდუმლოს ამხელს. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ღვთის საიდუმლო, ჩვენ იოგის გზას უნდა დავადგეთ.
     რა არის იოგა? იოგა ღვთის სუნთქვაა. თუ ჩვენ ვისურვებთ ღვთის თვალით მზერას და მისი გულით გრძნობას, თუ ჩვენ მოვინდომებთ ღვთის ოცნებაში ცხოვრებას და ღვთის რეალობის ჩაწვდომას, თუ ჩვენ ვისურვებთ ღვთის სუნთქვის დაუფლებას და, საბოლოოდ, ვისურვებთ თავად ღმერთად გახდომას, იოგა გვიხმობს ჩვენ.
     იოგა კავშირია. ეს ცალკეული სულის კავშირია უმაღლეც "მე"-სთან. იოგა სულიერი მეცნიერებაა, რომელიც გვასწავლის ჩვენ, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი რეალობის შეცნობა თვით სიცოცხლეში."

- შრი ჩინმოის წიგნიდან "იოგა და სულიერი ცხოვრება"

"იოგა სანსკრიტული სიტყვაა. ის ღმერთთან კავშირს ნიშნავს. ეს კავშირი შეგნებული კავშირია. ჩვენ ყველანი ერთობაში ვართ ღმერთთან. როდესაც იოგის პრაქტიკას ვეწევით, ჩვენ ღმერთთან შეგნებულ კავშირს ვაღწევთ.

როტომ ვეწევით იოგის პრაქტიკას? მილიონობით და მილიარდობით ადამიანი არსებობს, რომლებიც არ არიან იოგის პრაქტიკით დაკავებულნი. ჩვენ გვსურს იოგის პრაქტიკა, რათა კმაყოფილება მოვიპოვოთ. თუ გულწფელნი ვართ საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ყველაფერი, გარდა კმაყოფილებისა. ზოგიერთი მაძიებელი გრძნობს , რომ მის ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთი პირველ ადგილზეა. ის გრძნობს, რომ ღმერთი ფესვია. როდესაც ის ხდება ერთიანნი ფესვთან, წყაროსთან, მაშინ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და ყველაფერი კმაყოფილების მომტანია. იოგის პრაქტიკას შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენ მიზნამდე. "

- შრი ჩინმოის წიგნიდან "ორმოცდაათი თავისუფლების ნავი ოქროს ნაპირისაკენ"

 

იოგის რამოდენიმე ძირითადი განშტოება არსებობს, ესენია:

შრი ჩინმოის ნახატი, ჯარნა-კალა, ბჰაკტი იოგა

ბჰაკტი იოგა >>>

კარმა იოგა

კარმა იოგა >>>

ჯნანა იოგა

ჯნანა იოგა >>>

რაჯა იოგა

რაჯა იოგა >>>

ჰათჰა იოგა

ჰათჰა იოგა >>>

კუნდალინი იოგა

კუნდალინი იოგა >>>

მე-20 საუკუნის იოგის ახალი მსხვილი მიმდინარეობები:

 შრი ჩინმოის იოგა

შრი ჩინმოის იოგა : გულის გზა >>>

და

 ინტეგრალური იოგა

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა >>>

 

 
 
იოგა, პაშუპატუ
 

 

თბილისის აფიშა

23 (ქართულ ენაზე) და 24 (რუსულ ენაზე) ივნისს 16:00 საათზე

მასტერკლასი "იოგა: გულის გზა"

ინტენსიური 2-დღიანი პროგრამა

მისამართი:

ორბელიანის ქ.36  (კოლმეურნეობის მოედ., ცისფერი შენობა)

 

ძველი სულიერი ტრადიციის თანახმად დასწრება თავისუფალია.

 

დამატებითი ინფორმაცია, შეკითხვები, რეგისტრაცია >>>

 


ხშირად დასმული კითხვები:

რა ღირს სემინარზე დასწრება?

უფასოა. ჩვენ არ ვუყურებთ ტრენინგს, როგორც ფულის მოპოვების წყაროს. ჩვენ ვუყურებტ ტრენინგს, როგორც მსახურებას. სიბრძნით ვაჭრობა შეუძლებელია. ის არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე ან ბანკის ანგარიშზე.

რა ენაზე ტარდება სემინარი და რამდენხანს გრძელდება?

სემინარები ქართულ ენაზე ტარდება და დაახლოვებით 1,5 - 2 საათამდე გრძელდება.

რატომაა ეს სემინარები უფასო?

ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

პირველი, რაზედაც უკვე ბევრჯერ იყო საუბარი ჩვენი საიტის ბევრ გვერდზე ისაა, რომ შინაგანი სიმშვიდე, სიხარული, სიბრძნე და სინათლე არ წარმოადგენს ვინმე ადამიანის საკუთრებას, მონოპოლიას ან რაიმე ნივთს. თვითჩაღრმავების საშუალებით, თქვენ იძენთ გასაღებს თქვენში მყოფ სილამაზისა და ჰარმონიისკენ, რომელიც ყოველთვის თქვენში იყო.

ასევე, ჩვენს სემინარებზე ჩვენ ვცდილობთ ლამაზი და სუფთა ატმოსფერის შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია თავი მოხერხებულად იგრძნოს და სადაც მისგან არაფერს ელოდებიან სანაცვლოდ.

და ასევე ჩვენ, ვინც ვატარებთ სემინარებს, ამას ჩვენი შინაგანი პრაქტიკის გაფართოებად მივიჩნევთ. როდესაც შინაგან გამოცდილებას და შთაგონებას ვუწილადებთ, ჩვენ ეს კმაყოფილების გრძნობას გვჩუქნის, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

რას ასწავლით სემინარებზე?

იოგის თვითჩაღრმავების ტექნიკები პირველი და მთავარი საგანია, რაც ყველამ თავად უნდა განიცადოს საკუთარ თავზე. ჩვენ ვასწავლით ბევრ პრაქტიკულ ვარჯიშებს - სუნთქვით სავარჯიშებს, ვიზუალიზაციებს, მანტრებს, კონცენტრაციისა და გულის ცენტრში ჩაღრმავების პრაქტიკებს. ასევე ამის ამხსნელი თეორიული მასალაცაა. თქვენ ისწავლით შინაგანი პრაქტიკების ინტეგრაციას თქვენს ყოველდრიურ ცხოვრებაში იმდენად, რომ სახლში დამოუკიდებლად ვარჯიშს შეძლებთ.

რა უნდა ვიქონიოთ თან?

ღია ფერის, სუფთა და მოსახერხებელი ტანსაცმელი. თქვენთვის შეგიძლიათ თან წამოიღოთ მინერალური წყალი. და ასევე დიდი თხოვნაა, გამორთოთ მობილური ტელეფონები სემინარისა და პრაქტიკული ვარჯიშების დროს, რადგანაც მოულოდნელი ზარი არა მხოლოდ თქვენ გიშლით ხელს, არამედ სხვებსაც. გააფრთხილეთ ოჯახის წევრები, ან ვის ზარსაც ელოდებით, რომ ამ დროს მიუწვდომელნი იქნებით, რათა არ ანერვიულოთ ისინი. :)))

რას გვთავაზობთ?
არც ისე იშვიათი მოსასმენია გარშემო სამყაროს მიმართ კრიტიკის მოსმენა - რაც არ არის სწორი, ას არა სრულყოფილებაა...
ჩვენ გთავაზობთ სამყაროს შეცვლა თქვენი საკუთარი თავის შეცვლით დაიწყოთ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლის ძალიან ეფექტური ხერხია. სანამ გლობალური პრობლემების დაძლევას დავიწყებთ, მოდით უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება ვისწავლოთ: ჯანმრთელები გავხდეთ, არ დავეცეთ სულით, საკუთარ ძალებში ეჭვი არ გვეპარებოდეს, ვისწავლოთ პატიება, გავნთავისუფლდეთ შიშებისაგან, ვიოცნებოთ და ჩვენი ოცნებები ავისრულოთ, გვიხაროდეს ცხოვრების ყოველი წამი, ვიგრძნოთ ერთობა სხვებთან, გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და გავხდეთ ადამიანები. ნუთუ ამისკენ არ მიისწრაფვის ყველა? ჩვენ ხშირად გვესმის "კარგი" რჩევები, და რომ ვიღაცამ იცის თუ როგორ მოაგვაროს ყველაფერი. მაგრამ, რომ დავაკვირდეთ, იმ ადამიანს, ვიზეც იმედს ვამყარებთ, ხშირ შემთხვევეში თვითონ ვერ პოულობს გამოსავალ საკუთარი პრობლემებიდან. :)

ყველა ჩვენი ქმედება დაფუძნებულია შინაგან თვისებებზე და ცნობიერებაზე: სამყაროს მთლიანობაში დანახვაზე, ნებისყოფაზე, ინტუიციაზე, გონების სიცხადეზე, აზრების და ემოციების სისუფთავეზე, შინაგან წონასწორობაზე... ჩვენი პოზიცია ამ დადებითი თვისებების განვითარებაში მგომარეობს, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო სრულფასოვანი და ბედნიერი გახდეს. ეს ტრენინგი ამას ემსახურება.

თქვენთან მხოლოდ თეორიაა?
ჩვენთან პირველ რიგში პრაქტიკაა. იმის პრაქტიკაა, რასაც მხოლოდ წიგნებით ვერ გაიგებთ. ჩვენს ტრენინგზე ჩვენ შემოგთავაზებთ სავარჯიშოებს ვიზუალიზაციაზე და კონცენტრაციაზე, სუნთქვით ვარჯიშებს, მანტრებს გონების დამშვიდებისთვის, შინაგანი წონასწორობის მოპოვებისათვის და სულიერი გულის (ანახატა ჩაკრის) განვითარებისათვის.
ჩვენი სულიერი გული უფრო ამთვისებელია იმ გზავნილებისა, რომლებიც სიღრმიდან და უმაღლესიდან მოდის. სულიერი გული ბევრად უფრო გაცნობიერებულია, ვიდრე ეჭვებით სავსე, პირველობაზე მეოცნებე გონება.
პასუხი როგორც ყოველთვის ოქროს შუალედშია. ჩვენ უნდა მყარად ვიდგეთ, როგორც შინაგან სამყაროში, სადაც ყველაფერი იღებს დასაბამს, ასევე ამ მატერიალურ სამყაროში, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლს წარმოადგენს.

რატომ ატარებტ ტრენინგს?
ადამიანის ბუნებაშია გაუზიაროს სხვას შთაგონება და ის საუკეთესო, რაც მას გააჩნია. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ თქვენ გადაგარწმუნოთ რამეში ან რაიმე დაგიმტკიცოთ. და არც მოგიწოდებთ დადგეთ ჩვენს თვითგანვითარების გზაზე. თვითშეცნობაში არ არის კონკურენცია - არის უბრალოდ თქვენი გზა და გზა, რომელიც თქვენი არაა. ყველა გზა ერთნაირად მნიშვნელოვანია...

დროთა განმავლობაში, სულიერი გულის განვითარება გვაგრძნობიინებს უსასრულოდ უფრო ღრმა კავშირს გარშემო მყოფ ხალხთან და ერთი იდეალებისაკენ სწრაფვას. რაღაც მომენტში მოდის შეგრძნება, რომ არ არსებობს ბედნიერება რომელიღაცა "ცალკე აღებულ ჯგფში". ესე თუ ისე თითოეული ადამიანის მისია დაკავშირებულის სხვა ადამიანებისათვის უანგაროდ მსახურებაში ფიზიკურად, ინტელექტუალურად თუ სულიერად. რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ.

რამე რელიგიასთან ხომ არ არის დაკავშირებული ტრენინგი?
არა. რასაც შემოგთავაზებთ ტრენინგზე გასაგებია ყველა რელიგიის, კულტურის თუ მსოფლმხედველობის ადამიანებისათვის. როდესაც მოდის გრო ადამიანი გამოდის იმ "ნაჭუჭიდან", რომელიც მას ზღუდავდა, და სწავლობს სხვადასხვა ადამიანებთან ცხოვრებას და ურთიერთობას. ის ხედავს რომ ყველა ადამიანი სიყვარულისათვის და სიხარულისათვის არის დაბადებული. და ყველას აქვს უსაზღვრო შინაგანი პოტენციალი და თვითშეცნობის უნარი.

საშიში ხომ არაა ეს სავარჯიშოები?
რა თქმა უნდა! :)))) თქვენ რისკავთ გახდეთ ნორმალური ადამიანი. რომელსაც აქვს თავისი საკუთარი აზრი, და არა უბრალოდ დინებას მიყვება. თქვენ რისკავთ გამოაღვიძოთ რეალური სამყაროს აღქმა, რისკავთ გამოაღვიძოთ ნამდვილი გრძნობი და გიხაროდეთ ცხოვრების ყოველი წამი და გაჰყვეთ თქვენი ოცნების ვარსკვლავს. თქვენ რისკავთ იმით რომ გამოვარდებით "მარტიციდან" :)
თქვენზეა დამოკიდებული, რომელ აბს აირჩევთ.

სხვათა შორის წინააღმდეგობა მატრიცის მხრიდან გარანტირებულია! :)

რა მოგველის ტრენინგის შემდეგ?
არჩევნის თავისუფლება. თქვენს წინაშე უსასრულობაა. და გზები თქვენს წინ არის. გნებავთ გააგრძელებთ ჩვენს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეას. ან უბრალოდ შეიძენთ ახალ გამოცდილებას და სიბრძნეს და გამოიყენებთ თქვენს ცხოვრებაში.

ხშირად თუ ჩატარდება ესეთი ტრენინგები?
რამოდენიმე თვეში ერთხელ.

 



 

 

 არქივი

ღონისძიებების არქივი >>>

 

 

 

შრი ჩინმოის გზა და იოგა

შრი ჩინმოის გზა

შრი ჩინმოიჩვენი გზა ძირითადად გულის გზაა და არა გონების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ გონების გზას. შორს ამისგან. ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ, რომ გულის გზა უფრო სწრაფად მიგვიყვანს მიზნამდე. ვთქვათ, მე უნდა მივიდე ადგილამდე, რომელიც 500 მილითაა დაშორებული. ჩემი დანიშნულების ადგილს მე შემიძლია მივაღწიო ან ფეხით ან თვითმფრინავით. უთუოდ, მე ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევ ჩემი დანიშნულების ადგილს, თუ რეაქტიული თვითმფრინავით გავფრინდები. ამის მსგავსად, თუ ჩვენ მისწრაფებულ გულს მივმართავთ და არა ეჭვიან გონებას, ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად მივაღწევთ მიზანს. გული მთლიანად სიყვარულია. გონება ძალიან ხშირად არეულობაა. როდესაც "გულს" ვამბობთ, სულიერ გულს ვგულისხმობთ, რომელიც ღვთიური სიყვარულითაა სავსე.

გული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასში სულის ცოცხალი ყოფნაა. მართალია, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელ სხეულს, მაგრამ სულის ნამდვილი ადვილსამყოფელი გულშია. სულს ყველაფერი უსასრულო ოდენობით აქვს: სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება. ჩვენ ამ ღვთიურ თვისებებს გულში ვიღებთ პირდაპირ სულისგან. და გულიდან ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ისინი გონებაში, ვიტალში და საკუთრივ ფიზიკურში.

ღმერთი მეტისმეტად უბრალოა. ეს ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ვინმე რთულზე. ღმერთი ყველაზე უბრალო ენაზე საუბრობს, მხოლოდ ჩვენ არ გვესმის მისი. ჩვენ ყველანი ყრუნი ვართ. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე ყრუნი ვრჩებოდით. საწყალი ღმერთი, ის მუდმივად, დაუღალავად საუბრობდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა დრო მოგვესმინა მისთვის.

ჩვენი გზა უბრალოების გზაა. ბავშვი უბრალოა; მას დედა უყვარს. მას არ სჭირდება სხვა ვინმეს ყვარება; დედამისი მისთვის მთელი სამყაროა. ის დედის ერთგულია. თუ დედამისი ეტყვის მას, რამე გააკეთოს, ის დედას უჯერებს. ბავშვი იმდენად უბრალოა, რომ ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რათა გაახაროს დედა; და დედის გახარებით, ის სწორად იქცევა და აღწევს თავის უმაღლეს მიზანს.

ჩვულებრივ ცხოვრებაში, თუ ვინმეს უყვარს სხვა ადამიანი, მაშინ ის დროის უმეტეს ნაწილს ამ ადამიანთან ატარებს. ის თავის ძვირფას დროს ამ ადამიანს უძღვნის. თუ ეს ნამდვილი ადამიანური სიყვარულია - არა ღვთიური, არამედ ადამიანური სიყვარული - მაშინ ის ზოგჯერ ემორჩილება სხვა ადამიანის კაპრიზებს, რარიგ აბსურდულიც არ უნდა იყოს იგი. ის უთმობს იმიტომ, რომ სიყვარულის სიძლიერის წყალობით მათ შორის შიდა და გარე კავშირი ჩამოყალიბდა. ასე რომ, თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის მზადაა მსხვერპლად შეწიროს თავისი ძვირფასი სიბრძნე.

სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ღვთიური სიყვარული არასოდეს გვბოჭავს. პირიქით, ის გვაფართოებს და გვათავისუფლებს. როდესაც ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ვთავისუფლდებით, ჩვენ შინაგანად თავს მოვალედ ვგრძნობთ, გავაკეთოთ რამე ჩვენი შინაგანი მესაჭისადმი. როგორ დავრჩებით გულგრილნი მის მიმართ, რომელმაც დაგვასაჩუქრა ყველაფრით, რომელმაც მოგვიტანა ღვთიური სიყვარულის და შებრალების გზავნილი? ნუთუ სანაცვლოდ ვერაფერს შევთავაზებთ? თუ ვრჩებით გარეგან ცხოვრებაში, ჩვემ მხოლოდ ვცდილობთ ყველაფერს ხელი ჩავავლოთ და დავეუფლოთ, იმასაც კი, რაც სხვებს ეკუთვნის. მაგრამ თუ გულში ვცხოვრობთ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად მივცეთ ყველაფერი, რაც გვაქვს და ყველაფერი, რანიც ვართ, შინაგან მესაჭეს. ღვთიური სიყვარული თვითგაცემას ნიშნავს.

მაგრამ მხოლოდ გაცემა და შეთავაზება არ კმარა. ეს ენთუზიაზმით და ინტენსიური შინაგანი გულის წადილით უნდა კეთდებოდეს. ჩვენ ვთავაზობთ შინაგან მესაჭეს საკუთარ თავში და სხვებში. როდესაც სხვა ადამიანს რამეს ვაძლევთ, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვაძლევთ ღვთიურს ამ ამამიანში, უზენაესს ამ ადამიანში, რომელსაც ეხლა ჩვენი დახმარება დაჭირდა. ღვთიური სიყვარულის შემოთავაზებოსას, ჩვენ სიხარულით და გასულდგმულებულად უნდა ვაკეთებდეთ ამას. მაგრამ როდესაც გავცემთ, ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ, რომ დიდად ვწყალობთ ამ ადამიანს, და რახან დახმარებას ვუწევთ, ჩვენ მასზე მაღლა ვდგავართ. არა! ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთმა უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა, ვემსახუროთ იმ ადამიანს და ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანისა, რომელმაც ნება დაგვრთო დავხმარებოდით და გვემსახურა უზენაესისთვის მასში. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ღმერთის რჩეული ინსტრუმენტები გავხდით, როდესაც მას ადვილად შეეძლო სხვები აერჩია. ჩვენ მუდმივ მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იმის გამო, რომ ის ჩვენ გვიყენებს. ამ სახის ერთგულება ჩვენი თავდადებული მსახურებაა.

შემდეგ მინდობა მოდის. ეს მინდობა არაა მონას მინდობა თავის ბატონის ნებაზე. ჩვეულებრივი ბატონი ყოველთვის შარს სდებს თავის მონას, და ამასთან ერთად სრულყოფილად თვლის საკუთარ თავს. მაგრამ უზენაესის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ჩვენთან ურთიერტობისას, ის გრძნობს, რომ ჩვენი არასრულყოფილობანი მისი არასრულყოფილობანია. როდესაც ის პოულობს შეცდომებს ჩვენს ბუნებაში, ის გრძნობს, რომ ყველა ესენი მისი შეცდომებია. სანამ ჩვენ არ გავხდებით სრულყოფილები, ღმერთი არასოდეს იგრძნობს თავს სრულყოფილად. მართალია, ღმერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველგან მყოფია. მაგრამ როდესაც საუბარია დედამიწაზე გამოვლენილ სრულყოფილებაზე, ღმერთი გრძნობს, რომ ის არასრულყოფილია ჩემში, თქვენში, ყველაში. სრულყოფილი სრულყოფილების გზავნილი ჯერ არ გათენებულა დედამიწაზე. ჩვენ მთელი გულით და სულით თავს ვანდობთ ღმერთს, და კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად არაფერი გაგვაჩნია და პრაქტიკულად არაფერს წარმოვადგენთ. თუ ჩვენს არარაობას მას მივცემთ, ჩვენ უზენაესის რჩეული ინსტრუმენტები გავხდებით და საშუალებას მივცემთ მის სრულყოფილებას გაიზარდოს ჩვენში.

სიყვარული, ასრულება და ღმერთი ყოველთვის ერთად მიდიან. ღმერთი არასოდეს იქნება კმაყოფილი რაღაც დაუმთავრებელით, არარეალიზებულით, აუსრულებელით და გამოუვლენელით. მას ჩვენგან რეალიზაცია, გახსნა, გამოვლენა და სრულყოფილება სურს. თუ ეს არ მოხდება ამ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მოგვიწევს ბევრი ინკარნაციის გავლა. მაგრამ ღმერთი არავის დართავს ნებას არარეალიზებული და არაშემდგარი დარჩეს. დღეს თქვენთვის დადგა დრო შეიცნოთ ღმერთი. ხვალ თქვენი მეგობრებისთვის დადგება დრო შეიცნონ ღმერთი. ზეგ კიდე ვინმესთვის დადგება დრო შეიცნოს ღმერთი. ყოველი ადამიანსთვის არის საათი, რომელსაც ჩვენ "ღვთის რჩეულ საათს" ვუწოდებთ. ღვთის რჩეულ საათს ადამიანი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი გზა უფრო იოლი და უფრო ეფექტური იმ გაგებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება მილიონობით წიგნის წაკითხვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება. ჩვენ არ გვჭირდება დღითიდღე გონების გავარჯიშება იმისთვის, რომ ვიცოდეთ რას გავს ჭეშმარიტება. არა! ჭეშმარიტება ჩვენშია, და მას სურს გამოვიდეს წინა პლანზე. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი კარი დაკეთილია და ჩვენ არ ვუშვებთ ჭეშმარიტებას გარეთ გამოვიდეს.

ახლა როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავის საკანიდან? და ისევ, უნდა ვთქვა სიყვარულის მეშვეობით. სიყვარულის ვის მიმართ? სიყვარულის ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი უმაღლესი და გასხივოსნებული ნაწილია ჩვენში. ღმერთი სხვა არფერი და არავინაა. მე თავი და ორი ფეხი მაქვს. დავუშვათ, რომ თავი წარმოადგენს უმაღლესს ჩემში, ჩემი ფეხები კი წარმოადგენენ უმდაბლესს ჩემში, ჩემს უვიცობას. მე ვიცი, რომ როგორც უმაღლესი, ასევე უმდაბლესი მე მეკუთვნის. უმდაბლესი უნდა შევიდეს უმარლესში გარდაქმნისთვის, გათავისუფლებისთვის და ასრულებისთვის. უმაღლესი უნდა შევიდეს უმდაბლესში გახსნისთვის და გამოვლენისთვის.

ჩვენს გზაზე, აბსოლუტურად უაცილებელია გაიგივების გრძნობა. უმაღლესი უნდა გრძნბოდეს სრულ ერთობას უმდაბლესთან. უმდაბლესი უნდა გრძნობდეს სრულ ერთიანობას უმაღლესთან. ზედმეტია ამის თქმა, რომ უმაღლესი ყოველთვის გრძნობს თავის ერთობას უმდაბლესთან. ეს უმდაბლესისთვისაა უკიდურესად რთული ერთიანი იყოს უმაღლესთან შიშის, ეჭვის, შურის და სხვა ამდაგვარის გამო.

რა ვალდებულებები უნდა აიღოს ადამიანმა იმასთვის, რომ ჩვენს გზას გაჰყვეს? ეს ის ვალდებულებები არაა, რომლებსაც იღებენ სხვა სულიერ თუ კულტურულ ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებში ჩქვენ, შეიძლება, მიგიწიოთ რეგულარული საწევრო გადასახადის გადახდა. მაგრამ როდესაც მე გთხოვთ ვალდებულებების აღებას, ისინი სხვაგვარია. მე ვამბობ, რომ თუ თქვენ ჩემში რამეს ხედავთ, თუ ხედავთ ან გრძნობთ სინათლეს ჩემში, მაშინ თუ გსურთ, შეგიძლიათ გაყვეთ ჩვენს გზას. თქვენ ფულს არავინ მოგთხოვთ. თქვენ არ მოგიწევთ ჩემთვის ხუთი ან ათი დოლარის მოცემა და ასე შემდეგ. არა! აქ საუბარია მხოლოდ თქვენს მისწრაფებაზე - რამდენად რეგულარული და გულწრფელი შეგიძლიათ იყოთ თქვენს სულიერ ცხოვრებაში. თუ არ ხართ გულწრფელნი, მაშინ ვერ შეძლებთ სწრაფად სირბილს. მაგრამ თუ თქვენ გულწრფელნი და თავდადებულნი ხართ, მაშინ ძალიან სწრაფად გაიქცევით. ვალდებულებას, რომელსაც მე გთხოვთ ჩვენს გზაზე, - რეგულარულობაა თქვენს მედიტაციასა და მისწრაფებაში, გულწრფელი შინაგანი ვედრებაა. მოწაფეებისგან სხვას არაფერს ვითხოვ.

ჩვენი გზა, გულის გზა, მიღების გზაა. ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო. თუ ჰიმალაების გამოქვაბულებში წავალთ ან დავსხდებით მთის მწვერვალზე და საკუთარ პირად მიღწევას და კმაყოფილებას შევთხოვთ, მაშინ არაფერს გავაკეთებთ მსოფლიოსთვის. ეს ამის მსგავსი იქნება: მე გაძღომამდე შევჭამ, ჩემი ძმები კი შიმშილით მოკვდნენ. ეს კარგი არაა. თუ ნამდვილი ადამიანი ვარ, მე უნდა ვიზრუნო, რომ ჩემმა ძმებმა ჩემთან ერთად ჭამონ. მხოლოდ მაშინ, როცა ერთად შევჭამთ, ჩვენ ნამდვილ კმაყოფილებას მივიღებთ.

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც, ნამდვილი სულიერი მასწავლებლები წმინდა მოვალეობად თვლიან ჭამონ კაცობრიობის წინაშე და გაუზიარონ კაცობრიობას სულიერი საკვები. და თუ კაცობრიობას არ სურს იკვებობოდეს ისე, როგორც საჭიროა, თუ ბევრს სძინავს და არ გრძნობს სულიერ შიმშილს, რა უნდა ქნას სულიერმა მასწავლებელმა? მაგრამ თუ ახლოს არია მაძიებლები, რომლებიც გულწრფელ შინაგან შიმშილს განიცდიან, სულიერი მასწავლებელი მათ ეტყვის: "საჭმელი მზადაა. მოდით ერთად ვჭამოთ."

ჩვენს მიღების გზაზე, უნდა გვესმოდეს, რომ დედამიწა სრულყოფილებისგან შორსაა.მაგრამ თუ არ მივიღებთ დედამიწის ცნობიერებას, როგორ გარდავქმნით მას? თუ ადამიანს რამე სტკივა, მე უნდა დავზილო ის. მხოლოდ მაშინ გაქრება ტკივილი. ამის მსგავსად, თუ დედამიწა არასრულყოფილია ერთ ადგილას, მე უნდა შევეხო მას ჩემი მისწრაფებით და მზრუნველობით. მხოლოდ მაშინ შევძლებ მის გარდაქმნას. და რახან დედამიწის ცნობიერებამ არ მიაღწია სრულ რეალიზაციას, მე შევეცდები, დავრჩე
დედამიწაზე, რათა ვემსახურო კაცობრიობას ჩემი შინაგანი ცნობიერებით.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "მასწავლებელი და მოწაფეები"

შრი ჩინმოი, რომელ იოგის გზას განეკუთვნება თქვენი იოგა? ეს ბჰაკტი იოგაა?

შრი ჩინმოის იოგათქვენ ძალიან საინტერესო კითხვას მისვამთ. როგორც იცით, სამი ძირითადი გზა არსებობს: ბჰაკტი, ჯნანა და კარმა იოგა. და კიდე, ჯნანა იოგის შტოს, რომელსაც მისტიციზმთან აქვს საქმე, რაჯა იოგას უწოდებენ. ახლა თუ ხალხი ამბობს, რომ ჩემი გზა მთლიანად ბჰაკტი იოგაა, ეს შეცდომაა, იმიტომ, რომ ჩემი გზა მოიცავს სხვა დანარჩენ გზებსაც. ის მოიცავს კარმა იოგასაც, უანგარო მსახურებას. ყველა ჩემი მოწაფე უანგარო მსახურებას ეწევა. ის ჯნანა იოგასაც მოიცავს: როდესაც ჩემი მოწაფეები შეისწავლიან ჩემს ნაწარმოებებს, ისინი ჯნანა იოგას ასრულებენ. რა იგულისხმება ჯნანა იოგაში? სიბრძნე. რა არის უფრო ძვირფასი ადამიანისთვის, თუ არა იმის ცოდნა, რა არის უმაღლესი? უმაღლესი, მე ვიტყვი, სიყვარულია. თუ ადამიანმა იცის ის მთავარი ფაქტი, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია, ნუთუ ეს არაა უზენაესი ცოდნა? უზენაესი ცოდნა ისაა, რომ ღმერთი მთლიანად სიყვარულია. რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო ნათელი ხდება ეს. სიყვარულის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ უზენაესი საიდუმლო, რომელიც თავად ღმერთია.

უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვახსენებთ სამ საფეხურს ჩვენს სულიერ კიბეზე - სიყვარულს, ერთგულებას და მინდობას, ადამიანები ჩემ გზას უკავშირებენ ბჰაკტი იოგას. მაგრამ ინდოეთში ასე არაა. ინდოეთში, საბედნიეროდ, როდესაც ვამბობთ "ბჰაკტი იოგა" ეს მთლიანად ერთგულებას, ერთგულებას, ერთგულებას ნიშნავს. ჩვენ არ ვზრუნავთ რაიმე მენტალურ გასხივოსნებაზე ან მენტალურ გამოღვიძებაზე. ბჰაკტიში ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის მიძღვნა სურს და არა ვედრება მენტალურ და ინტელექტუალურ გასხივოსნებაზე. მაგრამ თუ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი, თუ საკუთარ თავს ღმერთს ვიძღვნით, მაშინ გონება უნდა გასხივოსნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ გონების უარყოფას; ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის უარყოფისთვის. ჩვენ არ მოვსულვართ ამქვეყნად რაღაცის სანაგვე ყუტში გადასაგდებად. მაგრამ ჩვენ უნდა გარდავქმნათ და გავასხივოსნოთ გონება. როგორ ვაკეთებთ ამას? ჩვენ მას სინათლით ვასხივოსნებთ. ღამით ეს ოთახი მთლიანად სიბნელეა, მაგრამ ელექტრობით ჩვენ მას ვასხივოსნებთ. ანალოგიურად, ახლა გონება ბნელი ოთახია, აბსოლუტურად ბნელი. როდესაც წინა პლანზე გამაგვყავს შინაგანი სინათლე და შემდეგ გონებაში შევდივართ, გონება მთლიანად სინათლე ხდება; ის გასხივოსნდება. როდესაც სიყვარულის, ერთგულების და მინდობის გზას, როგორც საჭიროა, ისე მოვყვებით, ის ასევე მოიცავს სხვა გზებსაც. მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიყვარულზე, ადამიანები საჩქაროდ იღებენ ამას, როგორც ბჰაკტის გზას. ჩვენი გზა არაა ბჰაკტი იოგა. მაგრამ ის უფრო ახლოსაა ბჰაკტი იოგასთან, ვიდრე სხვა იოგებთან. ამ გზას გასხივოსნება აქვს იმიტომ, რომ ის ამბობს რომ, როდესაც გვეცოდინება, გარკვეული საშულების მეშვეობით, ვინ არის ჩვენი უძვირფასესი, ჩვენი უტკბესი, ჩვენი უსაყვარლესი, ჩვენი ყოვლის-აღმსრულებელი, ჩვენ ნამდვილად გვექნება სიბრძნე. სიბრძნე ჯნანა იოგაა. ახლა კი, როგორ ვაერთიანებთ ყველა ამ გზას? ჩვენ ამას მისწრაფებით და მიძღვნით ვაკეთებთ. კარმა იოგაც აქაა, ჩვენს უანგარო მსახურებაშია. ჩვენი მისწრაფებით ჩვენ ვცდილობთ შევიცნოთ უმაღლესი ჩვენში. ერთხელ მიზნის მიღწევით, რომელიც შინაგანი გამოღვიძებაა, ჩვენ სიბრძნეს მივიღებთ, რაც უმაღლეს ჯნანა იოგას წარმოადგენს. ასე რომ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჩვენი გზა ბჰაკტი იოგასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა გზებთან, ეს მართალია. მაგრამ  იმის თქმა, რომ ის მთლიანად ბჰაკტია, ეს შეცდომა იქნება.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "სული-რეალიზაცია და მიზანი-გამოვლენა"

 

ბმულები:

შრი ჩინმოი

შრი ჩინმოის ცენტრი საქართველოში

Our Path - ჩვენი გზა - შრი ჩინმოი თავად ყვება თავის გზაზე (აუდიო + ტექსტი ინგლისურად)

შრი ჩინმოის იოგა (ინგლისურენოვანი საიტი)

იოგა

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა

შრი აურობინდოპოეტი-წინასწარმეტყველი პოეტებისთვის, ღვთიური ფილოსოფოსი კაცობრიობისთვის, იოგის მასწავლებელი თაყვანისმცემლებისთვის, ავატარი მოწაფეებისთვის - ვინ არის ეს? შრი აურობინდოა.

შრი აურობიმდოს ინტეგრალური იოგა ნეტარი ცნობიერებაა უსასრულო შესაძლებლობებით; დაუღალავი მარშია, ჭაშმარიტების გადამწყვეტი და მარადიული გამარჯვებაა.

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის მთავარი პრინციპი ევოლუციაა - ცნობიერების ევოლუციაა მატერიაში და მატერიის მეშვეობით.

ეჭვის ჩრდილიც არაა, რომ მატერია და სული ერთია. სული, როდესაც მას ღრმად სძინავს, მატერიაა; მატერია, როდესაც ის სრულიად გამოღვიძებულია, სულია.

ინტეგრალური იოგა დაარსებულია ყოვლის-ამსრულებელ გამოცდილებაზე, რომელსაც საერთო არ აქვს არც სპეკულაციასთან და არც მსჯელობისთან.

ინტეგრალური იოგი ისაა, ვინც იხილა არსებობის ყველა განვითარების საფეხური და რომლის სიცოცხლე სავსეა მრავალფეროვანი გამოცდილებებით და შეცნობებით.

იდეალიზმი-საოცრება და უაღრესად პრაქტიკული ღვთიურობა ბინადრობენ შრი აურობინდოში. მისია ის გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება იმსახურონ კაცობრიობის სამეფო გზასავით ცხოვრებისკენ, რომლითაც ცხოვრება ღირს - სულის ცხოვრებით, ღვთიური ცხოვრებით.

შრი აურიბინდო იმ პოზიციაზეა, რომ სულიერ პროგრესთვის ფიზიკური მუშაობა არ არის ხელის შემშლელი. პირიქით, ის ძლიერად გრძნობს, რომ ფიზიკური მუშაობა დახმარებაა თვითმომზადებაში ღვთიურის სრული გამოვლენისთვის საკუთარ თავში და დედამიწაზე.

შრი აურობინდო ეუბნება მსოფლიოს, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სავსებით შესაძლებელია იმუშაო მსუბუქად, უწყვეტად, გაცნობიერებულად, შინაგანად, გარეგანად, და საბოლოოდ წარმატებულად. და მისი აზრით, ცხოვრება თავისთავად ღვთის კურთხევაა რომლის მეშვეობითაც ადამიანმა უნდა შეიცნოს ის და ერთი იყოს მასთან.

შრი აურობინდოს ღვთიური ღიმილი ერთდროულად გვიცვენებს უსასრულო მიღწევის განხორციელებას და კაცობრიობის მომავალ სულიერ ბედისწერას.

უხილავი ბრმათათვის, უძლეველი ძლიერთათვის და საოცრად პრაქტიკული იმედი დედამიწის ოთხივე კუთხისთვის - ამაშია შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის ძალა.

შრი აურობინდო მარად შემოქმედებითი მდუმარე ხიდია ღვთის ნებასა და მის აღსრულებას შორის.

ინტეგრალურ იოგაში ღვთის რეალიზაცია ნიშნავს ცნობიერების ფართო ზღვის ნაპირთან უბრალოდ დგომას. შიდა და გარე ცხოვრების ცეცხლვით სუფთა ცვლილება ნიშნავს ამ ზღვაში ცურვას. ღვთიური გამოვლენა დედამიწაზე ნიშნავს სახლში დაბრუნებას ზღვის გადაკვეთის შემდეგ და თან ოქროს ყველაფრის მოტანას.

ეს არ არის ღვთის ოცნება, მაგრამ მისი დადგენილებაა, რომ ზეცამ და დედამიწამ უნდა შეიყვარონ ერთმანეთი. მას სურს, რომ მათი ქორწინება დაუყოვნებლივზე უფრო სწრაფად შედგეს. დედამიწა გრძნობს, რომ ის ზეცაზე დაბალია. ზეცა გრძნობს, რომ ის დედამიწაზე მაღალია. და მათი ყოყმანობის გამო, ქორწინების დღე გაურკვეველია.

ინტეგრალურმა იოგამ მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა. მას არა მხოლოდ სურს ხედავდეს და გრძნობდეს ცხოვრების გაცნობიერებულ ევოლუციას, არამედ ასევე განასახიერებდეს მატერიის და სულის სრულიად შეთანხმებულ ცხოვრებას.

ინტეგრალური იოგი ისაა, ვინც თავის ცხოვრებას მსხვერპლად წირავს, რათა გახდეს ხიდი დედამიწასა და ზეცას შორის. ის უარს ამბობს ძეცაზე, ის აამაღლებს დედამიწას.

მისწრაფებული ადამიანში ჯვრის მატარებელია. იოგი ადამიანში გვირგვინის მატარებელია.

იმის თქმა, რომ იოგა ღვთის რეალიზაციაა, ყველაფრის თქმას არ ნიშნავს. იოგა ცოცხალი კავშირია ღმერთთან თვითდამკვიდრების და თვითშეწირვის გზით.

შრი აურობინდო ეუბნევა ადამიანს, რომ ღვთის რეალიზაცია არასოდეს ავალდებულებს ადამიანს მოკლას თავისი გრძნობები, აქციოს თავისი გული უნაყოფო მიწად და დაწყევლოს სამყარო. ღმერთი ყველაფერია და ყველაფერშია.

მზადყოფნა ინტეგრალურ იოგაში შეადგენს მისწრაფებას, რომელსაც სურს იყოს გამოვლენილი. სურვილი შეადგენს მისწრაფებას, რომელიც უკვე იყო გამოვლენილი.

ინტეგრალური იოგის უპრეცენდენტო სწავლება, წამოყენებული შრი აურობინდოს მიერ, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მატერიალური კეთილდგეობა მის სულიერ განვითარებასტან ერთად.

მიეცით ჩვეულებრივ ადამიანს ათი დოლარი. მას კითხვა გაუჩნდება, რის ყიდვას შეზლებს, რათა გახადოს ცხოვრება უფრო სასიამოვნო. მიეცით სანიასის ათი დოლარი. ის შეეცდება თავი აარიდოს ფულის აღებას და კიდე შეეცდება რამე გზები გამონახოს, რომ უფულოდ შეძლოს ამის გაკეთება. მიეცით ინტეგრალურ იოგს ათი დოლარი. რახან მას არც მიჯაჭვულობა აქვს და არც ზიზღი ფულის მიმართ, ის შეეცდება გამოიყენოს ის, როგორც ღვთიური ნდობით აღჭურვილი პირი.

ვერ აცნობიუერებდე სულიერ შესაძლებლობას, ნიშნავს შიმშილით კლავდე შენს სულიერ ბედისწერას.

სირთულეები ინტეგრალურ იოგაში არ მეტყველებენ ადამიანის უღირსობაზე. ყოველი სირთულის უკან იმალება შესაძლებლობა, არა, ფარული წყალობა, რათა თამამად მიიღო გამოცდა და წარმატებით გამოხვიდე.

იოგაში ყველა გავლენა საშიშია, მაგრამ მიმავალი ღრუბლებივითაა. ადამიანის მისწრაფება ამოწვდილი და მუდმივი ხმალია სულისა ადამიანური მატერიის სისუსტის გასანგმირად და მის გამარჯვების ფერფლზე საზეიმო აღსამართავად.

ნუ გაყვებით ნურცერთ სხვა იდეალს, გარდა სრულყოფილების ძალის მატერიალიზაციისა დედამიწაზე.

შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა ყველაზე მაღალი მანგოს ხეა. მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა უნდა ავიდნენ ხეზე კენწერომდე და ჩამოიტანონ მანგო დედამიწაზე. რადგან, როდესაცმას მას კენწეროდან ვიღებთ, მჟავედ გვეჩვენება; და თუ ხის ძირში ვიღებთ, ის უგემრიელესია.

რას ნიშნავს ნამდვილად ღმერთთან კონტაქტში შესვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი გავხდებით მის უნივერსალურ არსებობასთან. როგორც ქორწინების შემდეგ ქალი ავტომატურად ეუფლება თავისი ქმრის სახელ და გვარს, სახლს და სამდირეს, ასევე ჩვენი ღმერთთან გაერთიანების შემდეგ ჩვენ უცდომლად ერთი გავხდებით მის ყოვლის აღმსრულებელ ბუნებასთან. ჭეშმარიტად, ამ ღვთიური საათის დროს ჩვენ შრი აურობინდოს სულის ამაღელვებელ ხმას გავიგონებთ:

"ჩევნ ღვთის შვილები ვართ, და ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტად ისეთები, როგორიც ისაა."

 

შრი ჩინმოი, წიგნიდან "დედა ინდოეთის შუქურა: ინდოეთის სულიერი ლიდერები"

 

ბმულები:

შრი აურობინდო

დედა

იოგა

იოგა თბილისში და საქართველოში

იოგა არც ფილოსოფიაა და არც რელიგიაა. იოგა ფილოსოფიის და რელიგიის საზღვრებს სცდება, და ამავე დროს იტევს როგორც რელიგიას, ასევე ფილოსოფიას. რელიგიას და ფილოსოფიას შეუძლიათ მიიყვანონ ადამიანი ღვთის სასახლემდე, როდესაც იოგას, რომელიც ღმერთთან კავშირს ნიშნავს, ადამიანის შეგნებულ კავშირს ღმერთთან, მისწრაფებული ღვთის ტახტთან მიჰყავს.
- შრი ჩინმოი *

იოგა, პაშუპატუიოგა შეიქმნა რამოდენიმე ათასი წლის წინ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე ყველა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ ტრადიციებამდე.
იოგა - ( योग ) - სიტყვაა სანსკრიტზე და ნიშნავს კავშირს უმაღლეს რეალობასთან, ჭეშმარიტებასთან, უზენაესთან. დასავლეთის ქვეყნებში, სამწუხაროდ, გონიათ, რომ იოგა რაღაც უცნაური ფიზიკური თუ სუნთქვითი ვარჯიშებია. მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს ფიზიკური სხეულის მდგომერეობები (
ასანები) და სუნთქვითი ვარჯიშები (პრანაიამა), მხოლოდ საწყისი საფეხურებია, რომლებიც გვამზადებენ კონცენტრაციისათვის და მედიტაციისათვის. ამ საფეხურებს მივყავართ თვითშეცნობისაკენ, ღვთისშეცნობისაკენ, გასხივოსნებისაკენ, საკუთარი უმაღლესი "მე"-ს შეცნობისკენ.

პირველად "იოგის" ფილოსოფია დასავლეთს ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნემ აბრაჰამ დუპერონმა აუწყა. მან არაბულიდან ლათინურზე თარგმნა ნაწყვეტები უპანიშადებიდან. თარგმანი წიგნად გამოიცა 1802 წელს. ეს თარგმანი ხელში ჩაუვარდა არტურ შოპენჰაუერს, რომელმაც თქვა:

შოპენჰაუერი

"ეს ყველაზე კმაყოფილების მომტანი და ამაღლებული ნაწერებია, რაც შეიძლება არსებობდნენ სამყაროში, ისინი ჩემი ცხოვრების ნუგეშია და ჩემი სიკვდილის ნუგეშიც იქნება."

მაგრამ იოგის ფილოსოფიის და პრაქტიკის ფართო გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1897 წელს სვამი ვივეკანანდა სიტყვით გამოვიდა ჩიკაგოს რელიგიათა კონგრესზე. მან ხელახლა აუწყა მსოფლიოს უძველესი სიბრძნის, სინათლის და სიყვარულის გზავნილი.

საქართველოში პირველი წიგნი იოგაზე ქართულ ენაზე 1986 წელს გამოვიდა. ეს იყო გორბაჩოვის დიადი ეპოქა, "პერესტროიკის" ეპოქა.

გორბაჩოვი, პერესტროიკაგორბაჩოვმა დაანგრია და გაანადგურა "რკინის ფარადა", ბერლინის კედელი, დაასრულა ცივი ომი და საბჭოთა მატერიალიზმი. საბჭოთა კავშირი ათეისტური სახელმწიფო იყო. ყველანაირი რელიგია ან აკრძალური იყო, ან სახელმწიფოს მხრიდან იზღუდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ გზებზე. პირველად საბჭოთა კავშირში იოგის შესახებ გაიგეს  1970 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან "ინდოელი იოგები - ვინ არიან ისინი?" ("Индийские йоги — кто они?"). 1985 წლიდან, გორბაჩოვის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირში იწყება დემოკრატიის ეპოქა და ადრე აკრძალული ლეტერატურა და მსოფლმხედველობა აღწევს საზოგადოების ფართო მასებში. ეს დიდი გარდაქმნების ეპოქა იყო.

ალექსი იაკობაშვილის წიგნი იოგაზე "ჰათჰა-იოგა ჯანმრთელობის სამსახურში" ზუსტად ამ პერიოდში გამოეცა.  შემდეგ მან კიდევ იოგაზე რამოდენიმე წიგნი გამოუშვა. ძირითადად ეს წიგნები ჰათხა იოგაზე იყო. შემდეგ კი თბილისში სულ  უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და კავდება იოგით. შეიქმნა ბევრი იოგის ჯგუფი თუ სკოლა, დაარსდა იოგის ცენტრები. ისინი დღესაც ფუნქციონირებენ, ვითარდებიან და ემსახურებიან საზოგადოებას. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, და ალბათ მომავალში კიდევ სხვა გზები შემოვა, განვითარდება და დაეხმარება თვითშეცნობაში ჭეშმარიტების მაძიებლებს.

თუ გაინეტრესებთ იოგის თეორიის და პრაქტიკის უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსევუბული საკონტაქტო ფორმის საშუალებით. ყველა ჩვენი ტრენინგი და სემინარი უფასოა, რადგან იოგის წმინდა ცოდნა უანგაროდ უნდა გადაეცეს ადამიანს. ამის ცოდნის უფლება ნებისმიერი ფილოსოფიის, რელიგიის თუ მსოფლმხედველობის ადამიანს ეკუთვნის. ჩვენი ღონისძიების ნახვა აქ შეგიძლიათ.

 

იოგის არსზე, გზებზე, მიმდინარეობებზე და მასწავლებლებზე ვრცლად:

http://www.self-discovery.ge/ioga (უბლალოდ დაკლიკეთ ლინკზე).

ლოტოსი  

გუსურვებთ გეპოვოთ თქვენი გზა...

(*) - აფორიზმის წყარო: www.srichinmoylibrary.com

რა განსხვავებაა იოგსა და ავატარს შორის?

შრი ჩინმოის ჩიტიები-სულებიშრი ჩინმოი: იოგი არის სრულიად რეალიზებული სული. რეალიზებულ სულზე უფრო მაღლა დგას  არასრული ავატარი, ანგშა ავატარი. არასრულ ავატარზე მაღლა დგას სრული ავატარი, პურნა ავატარი. იოგს შეუძლია იმუშაოს რამოდენიმე ადამიანთან, კაცობრიობის ნაწილთან; ავატარს შეუძლია საქმე ჰქონდეს მთელს მსოფლიოსთან. იოგი მოქმედებს მდუმარედ; ავატარი მოქმედებს დინამიურად და ლაპარაკობს თავდაჯერებულად. იოგი ნერგია; ავატარი უზარმაზარი, მაღალი ხეა.

ავატარი ღმერთის პირდაპირი ჩამოსვლაა; ნამდვილი სრულფასოვანი ღვთიურის ნაწილი, რომელიც მუდმივად მოქმედებს უმაღლესში და ასევე უმდაბლესში. ავატარს უზარმაზარი ზღვის ძალაა აქვს, ხოლო იოგს კი - მდინარის ან ტბის ძალა. როდესაც იოგებს სურთ აამაღლონ კაცობრიობის ცნობიერება, ისინი ზოგჯერ ექცევიან დედამიწის უვიცობის ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ ავატარი რჩება უმაღლესში და უმდაბლესში ერთდროულად, და თუნდაც უმდაბლესში ყოფნისას, მის მოქმედების უნარზე ვერაფერი ახდენს ზეგავლენას. ავატარს უსასრულოდ მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე იოგს, სრულიად გარდაქმნას კაცობრიობა.

მეორეს მხრივ, უმაღლესი დონის ავატარიც კი ვერ იმუშავებს ან ვერ შეძლებს ყოველთვის იმოქმედებას ცნობიერების უმაღლესი დონიდან მსოფლიოს უვიცობის, სიბნელის და არასრულყოფილობის გამო. დედამიწის ცნობიერება არ მიისწრაფვის, და ადამიანების უმრავლესობას არ სურს მისი სინათლე. შეხედეთ ქრისტეს. ვის ჭირდებოდა ის? ძალიან ცოტას! შეხედეთ შრი კრიშნას. ვინ მიიღო ის? ძალიან ცოტამ!

ინდური ფილოსოფიის და სულიერი სწავლებების მიხედვით, ავატარი უზენაესის პირდაპირი ჩამოსვლაა, და მას თავისი ნებით შეუძლია პირდაპირი დაკავშირება უზენაესთან. იოგების უმრავლესობას ამის გაკეთება არ შეუძლიათ. მათ ორი ან სამი საათი ჭირდებათ, რათა შევიდნენ უმაღლეს ცნობიერებაში ღმერთთან დასაკავშირებლად. მათ არა აქვთ ღმერთთან დაკავშირების უნარი თვალის დახამხამებაზე. მხოლოდ ავატარებს შეუძლიათ ღმერთთან ასეთი სახის ურთიერთობა.

ავატარი ადამიანია. ის ლაპარაკობს, ჭამს, სუნთქავს და აკეთებს დანარჩენ რამეებს, როგორც ადამიანი. მაგრამ ოდესღაც რომ შეგძლებოდათ მიგეღოთ მისი ცნობიერების გაელვება, როდესც ის შედის თავის უმაღლესში, თქვენ მთელს თქვენს ცხოვრებას სრული განდგომით მის ტერფებთან დადებდით. მაშინაც კი, თუ ის დაგარტყავდათ, და მოგისვრიდათ გვერდზე, თქვენ ძაღლივით მისი ერთგული დარჩებით, რადგანაც მასში თქვენ მოიპოვებთ უბადლო საგანძურს, რომელსაც დედამიწაზე ვერავინ მოგცემთ. ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი, ძალიან მაღალი სულიერი ცნობიერების დონე, რომ ყველაზე მცირე წარმოდგენა მიიღოს ავატარის სიმარლეზე. შეუძლებელია ავატარის ცნობიერების გამოიხატვა ან ახსნა.

შრი ჩინმოის ჩიტები-სულებიგყავდეს გურუ ავატარი - ეს უდიდესი კურთხევაა, რომელიც შეიძლება ერგოს წილად ადამიანს. შრი რამაკრიშნა ამბობდა: "თუ ღმერთი ძროხაა, მაშინ ცური, რომელიც რძეს გვაძლევს ავატარია." დიდი მისწრაფებული იტყვის, რომ ღმერთი ავატარის სახით, უფრო შემბრალებელია, ვიდრე თავად ღმერთი". მისწრაფებული ამბობს: "თუ რამე არასწორი ჩავიდინე, ღმერთს აქვს სასჯელი, კარმის კანონი. მაგრამ გურუსთან ყველაფერი სხვანაირადაა. მას მხოლოდ ღრმა სიყვარული აქვს თავისი უახლოესი მოწაფეების მიმართ. ასე რომ, როდესაც რეალური სასჯელი მოდის ჩემთან, გურუ მიიღებს სასჯელს." თუ მაძიებელი ლოცულობს ღმერთზე და ღმერთს შესძახებს ძალიან გულწრფელად და ძლიერად, მაშინ ღმერთს შეუძლია აპატიოს მას, დასჯის სანაცვლოდ. მაგრამ როდესაც ადამიანს ყავს გურუ ავატარი, და თუ ის უახლოეს კავშირშია ავატართან, მაშინ ეს გურუ ფაქტიურად იღებს დასჯას მოწაფის მაგივრად.

ასევე, როდესაც დედამიწაზე ერთი ავატარია, ის განასახიერებს ყველა წინა ავატარების ცნობიერებას. შრი რამაკრიშნამ თქვა: "ის, ვინც არის რამა, ის, ვინც არს კრიშნა, ერთ ფორმაში რამაკრიშნაა." დასავლეთში , სამწუხაროდ, თქვენ ცნობთ, როგორც ავატარს, მხოლოდ ქრისტეს. თქვენ ან მიიღებთ მას, ან უარყოფთ. თუ მიიღეთ ის , მაშინ თქვენთვის სხვა შეუძლებელია რომ იყოს. მაგრამ აქ თქვენ უშვებთ შეცდომას. ქრისტე, ბუდა, შრი კრიშნა და სხვანიც ყველა მოვიდნენ ერთსა და იმავე ოთახიდან. უზენაესი შედიოდა იმ ფორმაში, რომელსაც თქვენ ქრისტეს უწოდებთ; ის შედიოდა ფორმაში, რომელსაც თქვენ შრი კრიშნას უწოდებთ; ის შედიოდა ფორმაში, რომელსაც თქვენ შრი რამაკრიშნას უწოდებთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან: "ღმერთის ცხოვრების მწვერვალეები: სამადჰი და სიდჰი"
 

სინდიცირებული მასალა