ინდოეთით შთაგონება

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

ინდოეთით შთაგონება

ინდოეთი არ არის უბრალოდ ადგილი.
ინდოეთი არ არის უბრალოდ ხალხი.
ინდოეთი ციური მუსიკაა,
და ამ მუსიკის შიგნით
ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან
შეუძლია იპოვოს ნამდვილი ცხოვრების აზრი.

- შრი ჩინმოის წიგნიდან "ათი ათასი ცეცხლის ყვავილი"

 

 

ინდოეთი ყოველთვის იყო მარად ახალი მისწრაფების მიწა: უძველესი დროის ბრძნებიდან, წმინდანებიდან, იოგებიდან  დაწყებული თანამედროვე სულიერი მასწავლებლების ჩათვლით. მათ მიერ ჭეშმარიტების გამოვლენა  შთააგონებდა და დღემდე შთააგონებს  მილიონობით ადამიანს დედამიწის ირგვლივ.

იოგა, ჩაკრა იოგინიყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც დედა ინდოეთმა გვიბოძა ეს იოგაა. იოგა ეს ყველაზე პირველი სულიერი და ფილოსოფიური კულტურაა დედამიწაზე. ის პირდაპირ და უშუალო კავშირს გვასწავლის ღვთაებრივთან. იოგა გვანახებს რეალობას და მერე ამ რეალობასთან გვაკავშირებს. ზუსტად იოგიდან დაიბადა ყველა დანარჩენი რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება. იოგის ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, ის შეიქმნა მაშინ, როდესაც პირველმა ადამიანმა დედამიწაზე შეიცნო ღმერთი. მისი სახელი დაკარგულია ისტორიაში. ინდური ტრადიციის მიხედვით ის რამჩანდრა იყო. მაგრამ სინამდვილეში პირველი ადამიანის სახელი, რომელმაც შეიცნო ღმერთი მსოფლიო ისტორიაში არ არის ჩაწერილი. ასევე არსებობს ვერსია, რომ იოგა ატლანტიდიდან მოდის.

 ასევე, ინდოეთიდან მოდის "გურურამაკრიშნა, სულიერი მასწავლებელი, გურუ"-ს, ანუ ცოცხალი გასხივოსნებული და რეალიზებული მასწავლებლის ტრადიცია. ყველა ინდური საღვთო წერილი (ვედები, უპანიშადები) აღნიშნავენ გურუს აუცილებლობას. გურუს გარეშე ღმერთის შეცნობა ფაკტიურად შეუძლებელია. სულიერი მასწავლებლები და დიდი იოგები ყოველთვის მოდიოდნენ და მოდიან დედამიწაზე და ანახებენ გზას ღმერთთან ერთობისკენ. ბევრი ჭეშმარიტების მაძიებელი მოდის სულიერ მასწავლებლებთან და იოგებთან შინაგანი და გარეგანი მოძღვრებისთვის. მაგრამ მხოლოდ რჩეულები ხდებიან შემდგომში მოწაფეები. გურუ არავითარ შემთხვევაში არაა სკოლის მასწავლებლისავით, ის როგორც პატარა ბავშვს ისე ზრდის და საკუთარი თავის შეცნობის მწვერვალისკენ მიყავს თავისი მოწაფე. ვისაც გურუ სთავაზობს ინიციაციას ის შინაგან პასუხისმგებლობას იღებს მათზე. და სანამ არ მოიყვანს მოწაფეებს მიზნამდე მისი როლი დედამიწაზე არ დასრულდება. შეიძლება მოწაფეს ბევრი ინკარნაცია დაჭირდეს თვითშეცნობისთვის, მაგრან ჭეშმარიტი გურუ სხეულშია თუ უკვე დატოვა სხეული, თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. როდესაც ადამიანს ყავს გურუ, ის უდიდეს სიხარულში ცხოვრობს, რადგანაც გურსგან ის იღებს ღვთაებრივ  სიმშვიდეს და სინათლეს, სიხარულს და სიყვარულს, ჭეშმარიტებას და ძალას, რასაც ვერ მიიღებს ვერცერთი სხვა ადამიანებისგან.

 აუმ, ომინდუიზმი პირველი რელიგიაა, რომელიც იოგიდან წარმოიშვა. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მას არ ყავს ერთი კონკრეტული დამაარსებელი. ინდუიზმში მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს, - იქიდან მოდის ყველაფერი, იმაში არსებობს და იმითაა ყველაფერი გამსჭვალული - და ეს ბრაჰმანია. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ის სამუდამო ჯოჯოხეთით არავის აშინებს, რადგანაც ტანჯვა მხოლო დროებითია. ინდუიზმი დჰარმას გვთავაზობს, თუ მივყვებით დჰარმას, ჩვენ გათავისუფლებას და გასხივოსნებას ვაღწევთ.

კრიშნაინდოეთის ფილოსოფური მოძღვრებები და ადამიანის უმაღლესი "მე"-ს ძებნა ფაქტიურად განუყოფელია. უძველესი დროიდან ინდოეთის ფილოსოფია ეძებდა ღმერთს და ჭეშმარიტებას და ცდილობდა ის სხვადასხვა კუთხეებიდან დაენახა. ინდოეთის ფილოსოფიური ნაშრომები პოეტურობით და სილამაზით გამოირჩევა.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ინდოეთის ფილოსოფიურ სკოლებს, ანუ დარშანებს.

 

ინდოეთის წმინდა ადგილები ჯგუფი "აქვარიუმის" საიტზე (რუს.):
სად გავემგზავროთ, რომ ვნახოთ ნამდვილი და არა ტურისტული ინდოეთი >>>

დარშანა, ანუ ინდოეთის ფილოსოფიური სკოლები

ნიაია (Nyaya)

ლოგიკის სისტემა "ნიაია სუტრაში"-ა ასახული, რომელიც გაუტამამ დააარსა. ეს სისტემა ინდოეთის სხვა სკოლების უმრავლესობამ მიიღო. ამ სკოლის მიმდებრები (ე.წ. ნიანიაკები) მიიჩნევდნენ, რომ ტანჯვის ციკლისგან გათავისუფლება შეიძლება მოპოვებული იქნას მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის მეშვეობით და დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ, რომ განესხვავებინათ ჭეშმარიტი და ცრუ ცოდნა.

ნიაია კუშუმანჯალიში (Nyaya Kusumanjali) - გვიანდელ ნიაიას ტრაქტატში, რომელიც უდაიანამ (Udayana) დაწერა,
მოყვანილია არგუმენტები იმ დროისთვის პოპულარული მსოფლმხედველობის წინააღმდეგ და ასევე მოყვანილია ღვთის არსებობის მტკიცებულებები.

ვაიშეშიკა (Vaisesika)

ვაიშეშიკის სკოლა დააარსა რიში კანადამ. ვაიშეშიკაში, ყველაფერი, რისი აღქმა და შეცნობა შეიძლება ატომებამდეა დაყვანილი.
პრაშასტაპადა (Prasastapada) ვაიშეშიკას გვიანდელი კომენტატორია, მისი კომენტარები ცნობილია პადარტადჰარმასანგრაჰა-ს (Padarthadharmasamgraha) სახელწოდებით.

იოგა (Yoga)

ითვლება რომ იოგის სამი მთავარი სკოლა ბჰაკტი, ჯნანა და კარმა მარად არსებობდა და დარშანში არ შედის.
ძირითადად დარშანში "იოგას" უწოდებენ პატანჯალის იოგა-სუტრებს, სადაც პატანჯალიმ აღწერა რაჯა-იოგის გზა. ამ სუტრებს მოიხსენიებენ, როგორც იოგის კლასიკურ აღწერას.

ვედანტა (ან უტტარა მიმამსა) Vedanta (or Uttara Mimamsa)

ეს ფილოსოფიის შტოა, რომელიც ბრაჰმანს ეხება, უპანიშადების მთავარ პრინციპს. (მართლაც "ვედანტა", რაც ნიშნავს "ვედების ნაღაბი", უპანიშადების სინონიმად იქცა.) არსებობენ ვედანტას განშტოებები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხედვით ინდივიდუალურ სულსა და ბრაჰმანს შორის ურთიერთობაზე და სადაც ბრაჰმანი შეიძლება განხილული იქნას ატრიბუტების მქონე პიროვნულ ღმერთად.

  •  ადვაიტა - პირველი სწავლება , შრი შანკარაჩარიას მიერაა წარმოდგენილი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთადერთი რეალობა ბრაჰმანია, ატრიბუტების არმქონე, სხვა დანარჩენი კი მაიაა (ილუზიაა), რომელიც ხელს უშლის ადამიანს დაინახოს ჭეშმარიტი ბუნება.
  • დვაიტა - თვლის რომ ღმერთი/ბრაჰმანი იღებს პიროვნულ ფორმას უფალი ვიშნუს მსგავსად, ან მის რომელიმე ინკარნაციის მსგავსად. ინდივიდუალური სული ღმერთისგან ცალკე მყოფად განიხილება. დვაიტა მოუწოდებს ადამიანს ბჰაკტი იოგის პრაქტიკისკენ.
  • ვაშიშტადვაიტა - აქ ბრაჰმანი გაიგივებულია უფალ ვიშნუსთან. ის თვლის რომ ინდივიდუალური სული ბრაჰმანის ნაწილს წარმოადგენს და მასზეა დამოკიდებული. ის შუაშია ადვაიტასა და დვაიტას შორის.

როდესაც მაღლა ვიხედებით, ღმერთი-არა-ორობითობა გვაკურთხებს.
როდესაც წინ ვიხედებით ღმერთი-ორობითობა გულში გვიხუტებს.
- შრი ჩინმოი

სამქჰია (Samkhya)

უძველესი სისტემა: ამტკიცებს ორობითობას სულსა (პურუშა) და მატერიას (პრაკრიტი) შორის. ყველა მატერიალური მოვლენები პრაკრიტია, თუმცა ყველა არსება პურუშაა, და თანდათან ისინი ევოლუციას განიცდიან და მეტად აცნობიერებენ თავიანთ ჭეშმარიტ "მე"-ს.

პურვა მიმამსა (Purva Mimamsa)

ზრუნავს ვედების ავტორიტეტის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რიტუალებზე "მანტრებიდან" და "ბრაჰმანებიდან".
 

 

<<< გვერდზე "ინდოეთით შთაგონება"

ინდუიზმი

ინდუიზმი შინაგანი გამოცდილებაა, ეს სულის გამოცდილებაა. ინდუიზმი არ არის რელიგია. ეს კულტურის სახელწოდებაა თვითდისციპლინირებული სულიერი კილტურის. სიტყვას "რელიგია" თქვენ ფაქტიურად ვერ ნახავთ ინდუსის ლექსიკონში. მის ლექსიკონშია სიტყვა "დჰარმა". დჰარმა, უეჭველად, მოიცავს რელიგიას, მაგრამ დჰარმას მნიშვნელობა რელიგიის კონცებციაზე ბევრად შორს მიდის. დჰარმა ნიშნავს ცხოვრების შინაგან კანონს, ადამიანის არსებობის უფრო ღრმა აზრს. დჰარმა სანსკრიტული სიტყვაა, რომელიც წარმოიშობა ფესვიდან დჰრი - "მიყოლა". ის, რასაც მიყვება ადამიანი, მისი შინაგანი კანონია. ეს შინაგანი კანონი ღვთიური, ყოვლისთვის ასრულების მომტანი გამოცდილებაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს უვიცობის ბორკილებისგან ფიზიკირ სამყაროში ყოფნისასაც კი.

მეორეს მხრივ, სიტყვა "რელიგია" მიღებულია ლათინური ზმნისგან ლიგარე (ligare) - "შეკვრა". ძველი ბერძნები ხედავდნენ რელიგიაში ძალას, რომელიც კრავდა და აკონტროლებდა ადამიანს. მაგრამ ძველი ინდოელი ბრძნები გრძნობდნენ, რომ რელიგიამ, არა, დჰარმამ უნდა გაათავისუფლოს ადამიანი იმისგან, რაც მას კრავს, ანუ მისი უვიცობისგან. გამოღვიძებულმა ადამიანის ცნობიერებამ ბოლო უნდა მოუღოს უვიცობას, ან უფრო სწორად, უვიცობა უნდა გარდაიქმნას  ჭეშმარიტების ცოდნად.

შრი აურობინდო ამბობს:

"დჰარმა - ინდური კონცეპციაა, რომელშიც უფლებებსა და მოვალეობებს შორის იკარგება ხელოვნური ანტაგონიზმი, შექმნილი მსოფლიოს შეხედულებით, რომელიც მოქმედების სათავეში აყენებს ეგოიზმს, და აღდგება მათი ღრმა და მარადიული კავშირი. დჰარმა - დემოკრატიის ფუნდამენტია, რომელიც აზიამ უნდა აღიაროს, რამეთუ ამაშია განსხვავება აზიის სულსა და ევროპის სულს შორის. აზიის ევოლუცია დჰარმის მეშვეობით ხორციელდება; ეს მისი საიდუმლოა."

 შრი ჩინმოის წიგნიდან "იოგა და სულიერი ცხოვრება. ინდოეთის სულის მოგზაურობა"

 

ინდუიზმი
 

"ყოველთვის, როდესაც უსამართლობა ბატონობს და სამართლიანობა ეცემა, მე ვევლინები.
რათა დავიცვა და შევინახო კეთილშობილნი და ბოლო მოვუღო ბოროტებს, აღვადგინო დჰარმა, მე ვევლინები საუკუნიდან საუკუნემდე."

ბჰაგავად გიტა IV, 7-8

"როდესაც ადამიანს შეუძლია ხედავდეს მარადიულობას გარდამავალში
და უსასრულობას სასრულში, მაშინ ის სუფთა ცოდნას ფლობს."

ბჰაგავად გიტა XVIII, 20

ინდუიზმი აღმოცენდა 4000-ზე მეტი წლის წინ (შეიძლება უფრო ადრეც). ის არ წარმოადგენს რომელიმე ერთ გაერთიანებულ რელიგიას, მას არ ყავს დამფუძნებელი, რომელიმე ერთადერთი მასწავლებელი,და არც წინასწარმეტყველები ყავს. ინდუისტებს უნივერსალური სულის ან ღმერთის სწამთ, რომელსაც ბრაჰმანს უწიდებენ. ინდუიზმი იოგიდან მოდის.

 

 

ჩვენი საიტის რესურსები:

იოგა - იოგის სხვადასხვა სახეობები, საფეხურები, იოგის მასწავლებლები

სულიერი მასწავლებლები

შრი კრიშნა

ინდოეთით შთაგონება

 

 

მისტერ შონფილდი: რა ეფექტი მოახდინა ინდუიზმმა და ბუდიზმმა დასავლეთზე?

შრი ჩინმოი: ის, რაც შემოდის დასავლეთში არ არის ინდუიზმი ან ბუდიზმი. ეს იოგაა, რომელიც ცდილობს შთააგონოს დასავლეთი. იოგა არ არის მხოლოდ ინდოეთის მონოპოლია. ინდიელს აქვს სული, ამერიკელსაც აქვს სული. როდესაც იოგის პრაქტიკას ვეწევით, თქვენი სული და ჩემი სული ერთი ხდება. ეს არაა ჩემი რელიგია ან თქვენი რელიგია, რომელიც გვაერთსულოვნებს. ეს ჩვენი სულები ერთიანს გვხდიან.

შრი ჩინმოის წიგნიდან "მორჩილება: უმაღლესი კეთილშობილება"

 

შრი ჩინმოი ინდუიზმზე

"შეიცანი თავი შენი". აი რისკენ მიისწრაფვის ინდუიზმი. ეს ინდუიზმის კვინტესენციაა.

მშფოთვარე გაურკვევლობების სამყაროში, ბნელი სიცრუისა და ბრმა სიგიჟის სამყაროში რელიგია ერთერთია რამაა, რომელიც თავის ღირსებას ინარჩუნებს. ზუსტად რელიგიას ადამიანის ღვთიურობა გამოჰყავს წინა პლანზე. ზუსტად რელიგიას შეუძლია შთააგონოს ადამიანი შეებრძოლოს დაუნდობელ აწმყოს, გააძლიეროს თავისი შინაგანი ძალა და იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვისა და ღვთის საათისთვის.

თქვენ ყველანი კარგად იცით, რომ ინდუსური რელიგია ერთერთი უძველესი რელიგიაა მსოფლიოში. უმრავლესი რელიგიებისგან განსხვავებით, ინდუსურ რელიგიას არ ჰყავს კონკრეტული დამფუძნებელი. ის თავიდანვე ეფუძნებოდა რიშების (rishi), ბრძნების, სულის ამაღელვებელ გამოთმებს. რიში ისაა, ვინც ხედავს ჭეშმარიტებას და საუბრობს ჭეშმარიტებასთან.

თუ მოინდომებთ ინდუიზმის განსაზღვრებას, თქვენ ამას შეძლებთ ერთი მოკლე სიტყვით: სიყვარული. ეს სიყვარული ყველაფერს მოიცავს და მარად იზრდება. ნამდვილი ინდუსი იტყვის: "მე ჰაერის გარეშე ცხოვრება შემიძლია, მაგრამ ღმერთის გარეშე - არა." მაგრამ ამავე დროს, თუ ინდუსი ამბობს, რომ ღმერთის საერთოდ არ სწამს, ის მაინც ინდუსი რჩება. ის თავს ინდუსად გრძნობს, სხვები კი ამას არ უარყოფენ. აქ მთავარ როლს პირადი არჩევანი თამაშობს. ინდუსს შეუძლია ასობით ღმერთს თაყვანი სცეს ან მხოლოდ ერთს. მისთვის ღმერთი შეიძლება "პიროვნული"იყოს, ან შეიძლება "უპიროვნო" იყოს. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რა იგულისხმება "პიროვნულსა" და "უპიროვნოში". აეროპორთში თვითმფრინავია. თქვენ მისი დანახვა შეგიძლიათ. ის რაღაც კონკრეტული, მატერიალური და ხელშესახებია. როდესაც თვითმფრინავი მიწას წყდება და აღარ სჩანს, მიუხედავად იმისა, თქვენ იცით, რომ ის სადღაც ცაშია. შეიძლება ის კანადაში ან იაპონიასი მიფრინავს, ან კიდე სხვაგან. მაგრამ თქვენ იცით, რომ ის არსებობს, მოქმედებს და ფუნქციონირებს რაღაც სხვა დონეზე. ანალოგიურად, ჩვენ "უპიროვნო" ღმერთს, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ ხელშესახებ ფორმაში, ვგრძნობთ ჩვენს გაღვიძებულ ცნობიერებაში, სადაც ის უხილავად გვმოძღვრავს და გვაყალიბებს.

ჩვენ ვისაუბრეთ ინდუიზმის შეხედულებაზე ღმერთზე. ახლა კი მოდით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე, თუ რას იძახის ინდუიზმი ღვთის რეალიზაციაზე. ღვთის რეალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მეცნიერებაა, რომელიც ბოლოს უღებს თანჯვას, უვიცობასა და სიკვდილს. მაგრამ ჩვენ უნდა შევიცნოთ ღმერთი მისი გულისთვის და არა ჩვენი გულისთვის. ეძებდე ღმერთს თავისი გულისთვის, - თავისი უსასრულო სურვილების უშედეგოდ კვებას ნიშნავს. მაგრამ ეძებდე ღმერთს მისი გულისთვის, - მის უნივერსალურ ცნობიერებაში ცხოვრებას ნიშნავს; სხვა სიტყვებით, მასთან ერთად აბსოლუტურად და განუყოფლად ყოფნას ნიშნავს.

უმნიშვნელოვანესი კითხვა ის არის, იმყოფება ღმერთი ჩვენში ყოველთვის, თუ სტუმრობისათვის დიდი ხნით შედის ჩვენს გულში, თუ უბრალოდ მოდის და მიდის? ღრმა მადლიერების გრძნობით, ნება მიბოძეთ მოვუხმო ემილი დიქინსონის უკვდავ სულს, რომლის სულიერი მისწრაფება მაძიებელს წააქეზებს გაიგოს, ზუსტად რას წარმოადგენს უსასრულო ღმერთი. ის ამბობს:

"ვარაუდობენ, რომ უსასრულობა
სტუმარია მოულოდნელი,
მაგრამ იმ საოცარს რანაირად შეუძლია მოსვლა,
თუ არასოდეს წასულა?"

ინდუიზმს მარადიულ რელიგიას უწოდებენ. ის ყვალანაირი კაცობრიობისთვის არსებული გზებით ღმერთთან კავშირს ეძებს. მას კაცობრიობის ღმერთთან ყოვლის-ამსრულებელი კავშირი სურს, არც მეტი და არც ნაკლები. მისი არსი შემწყნარებლობაა. ინდუიზმი უარზეა მიიღოს მსოფლიო რელიგიები, როგორც ცალკე მდგომი რეალობები. ის თავისებურად იტევს მსოფლიოს ყველა რელიგიას, და შეიძლება ითქვას, და ეს სიმართლისგან შორს არ იქნება, რომ ინდუიზმი აღმსარებლობების უნიკალური ძმობაა.

ნამდვილი ინდუსისთვის სიყვარული სხვებისადმი ორგანული ნაწილია მისი ღვთისადმი სიყვარულისა. სიხარულით და მნიშვნელოვნად მისი სული აუწყებს და იმღერებს უოლტ უიტმენის უშიშარ სულთან:

"ჩემს თავს ვადიდებ და ჩემს თავს ვუმღერი
რასაც ვაცხადებ ჩემად, შენც განაცხადებ.
რადგან ყოველი ატომი, მე რომ მეკუთვნის, ასევე შენია.

ინდუიზმის ყველაზე ნათელი თვისება უშუალო გამოცდილების ძებნნაა, უფრო მეტიც, ღვთის რეალიზაციაა. თუ შეისწავლით ვედებს, უპანიშადებს, ბჰაგავად-გიტას და სხვა ინდურ წმინდა წერილებს, თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ხაზს უსვამს რაღაც კონკრეტულ ასპექტს ან გარკვეულ იდეას, ისინი ყვალანი თავისი არსით განასახიერებენ ერთსა და იმავე სრულყოფილ ღვთიურ ცოდნას, რაც თავადაა ღმერთი.
 

შრი ჩინმოის წიგნიდან "იოგა და სულიერი ცხოვრება: ინდოეთის სულის მოგზაურობა"

 

ფოტო: Unmesh Swanson (მდინარე განგი) და
შრი ჩინმოის ნახატები "სპილო" და "იოგი"

ბმულები:

  • A Tribute to Hinduism - შესანიშნავი ინგლისურენოვანი საიტი. არაკომერციული, ბევრი რესურსებიღ ინდუიზმის სხვადასხვა სპექტებზე
  • წიგნები ინდუიზმზე (Amazon.com-ზე)
  • An Introduction to Hinduism - მშვენიერი ინგლისურენოვანი წიგნი
  • Hinduism Today - თანამედროვე ჟურნალი, რომელიც სთავაზობს ინდუსურ სინათლეს თანამედროვე კონტექსტში
  • ინდუსური პოეტები Poet Seers-ზე
  • Hindu.org - საიტი მიძღვნილი ინდუსურ სოლიდარობის, კულტურისა და დიდი სანატანა დჰარმის (Sanatana Dharma) ცოდნის გავრცელებას ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში.

 

<<< გვერდზე "რელიგიური ტრადიციები"

სინდიცირებული მასალა