ინდოეთი

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

ინდოეთით შთაგონება

ინდოეთი არ არის უბრალოდ ადგილი.
ინდოეთი არ არის უბრალოდ ხალხი.
ინდოეთი ციური მუსიკაა,
და ამ მუსიკის შიგნით
ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან
შეუძლია იპოვოს ნამდვილი ცხოვრების აზრი.

- შრი ჩინმოის წიგნიდან "ათი ათასი ცეცხლის ყვავილი"

 

 

ინდოეთი ყოველთვის იყო მარად ახალი მისწრაფების მიწა: უძველესი დროის ბრძნებიდან, წმინდანებიდან, იოგებიდან  დაწყებული თანამედროვე სულიერი მასწავლებლების ჩათვლით. მათ მიერ ჭეშმარიტების გამოვლენა  შთააგონებდა და დღემდე შთააგონებს  მილიონობით ადამიანს დედამიწის ირგვლივ.

იოგა, ჩაკრა იოგინიყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც დედა ინდოეთმა გვიბოძა ეს იოგაა. იოგა ეს ყველაზე პირველი სულიერი და ფილოსოფიური კულტურაა დედამიწაზე. ის პირდაპირ და უშუალო კავშირს გვასწავლის ღვთაებრივთან. იოგა გვანახებს რეალობას და მერე ამ რეალობასთან გვაკავშირებს. ზუსტად იოგიდან დაიბადა ყველა დანარჩენი რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება. იოგის ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, ის შეიქმნა მაშინ, როდესაც პირველმა ადამიანმა დედამიწაზე შეიცნო ღმერთი. მისი სახელი დაკარგულია ისტორიაში. ინდური ტრადიციის მიხედვით ის რამჩანდრა იყო. მაგრამ სინამდვილეში პირველი ადამიანის სახელი, რომელმაც შეიცნო ღმერთი მსოფლიო ისტორიაში არ არის ჩაწერილი. ასევე არსებობს ვერსია, რომ იოგა ატლანტიდიდან მოდის.

 ასევე, ინდოეთიდან მოდის "გურურამაკრიშნა, სულიერი მასწავლებელი, გურუ"-ს, ანუ ცოცხალი გასხივოსნებული და რეალიზებული მასწავლებლის ტრადიცია. ყველა ინდური საღვთო წერილი (ვედები, უპანიშადები) აღნიშნავენ გურუს აუცილებლობას. გურუს გარეშე ღმერთის შეცნობა ფაკტიურად შეუძლებელია. სულიერი მასწავლებლები და დიდი იოგები ყოველთვის მოდიოდნენ და მოდიან დედამიწაზე და ანახებენ გზას ღმერთთან ერთობისკენ. ბევრი ჭეშმარიტების მაძიებელი მოდის სულიერ მასწავლებლებთან და იოგებთან შინაგანი და გარეგანი მოძღვრებისთვის. მაგრამ მხოლოდ რჩეულები ხდებიან შემდგომში მოწაფეები. გურუ არავითარ შემთხვევაში არაა სკოლის მასწავლებლისავით, ის როგორც პატარა ბავშვს ისე ზრდის და საკუთარი თავის შეცნობის მწვერვალისკენ მიყავს თავისი მოწაფე. ვისაც გურუ სთავაზობს ინიციაციას ის შინაგან პასუხისმგებლობას იღებს მათზე. და სანამ არ მოიყვანს მოწაფეებს მიზნამდე მისი როლი დედამიწაზე არ დასრულდება. შეიძლება მოწაფეს ბევრი ინკარნაცია დაჭირდეს თვითშეცნობისთვის, მაგრან ჭეშმარიტი გურუ სხეულშია თუ უკვე დატოვა სხეული, თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. როდესაც ადამიანს ყავს გურუ, ის უდიდეს სიხარულში ცხოვრობს, რადგანაც გურსგან ის იღებს ღვთაებრივ  სიმშვიდეს და სინათლეს, სიხარულს და სიყვარულს, ჭეშმარიტებას და ძალას, რასაც ვერ მიიღებს ვერცერთი სხვა ადამიანებისგან.

 აუმ, ომინდუიზმი პირველი რელიგიაა, რომელიც იოგიდან წარმოიშვა. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით მას არ ყავს ერთი კონკრეტული დამაარსებელი. ინდუიზმში მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს, - იქიდან მოდის ყველაფერი, იმაში არსებობს და იმითაა ყველაფერი გამსჭვალული - და ეს ბრაჰმანია. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ის სამუდამო ჯოჯოხეთით არავის აშინებს, რადგანაც ტანჯვა მხოლო დროებითია. ინდუიზმი დჰარმას გვთავაზობს, თუ მივყვებით დჰარმას, ჩვენ გათავისუფლებას და გასხივოსნებას ვაღწევთ.

კრიშნაინდოეთის ფილოსოფური მოძღვრებები და ადამიანის უმაღლესი "მე"-ს ძებნა ფაქტიურად განუყოფელია. უძველესი დროიდან ინდოეთის ფილოსოფია ეძებდა ღმერთს და ჭეშმარიტებას და ცდილობდა ის სხვადასხვა კუთხეებიდან დაენახა. ინდოეთის ფილოსოფიური ნაშრომები პოეტურობით და სილამაზით გამოირჩევა.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ინდოეთის ფილოსოფიურ სკოლებს, ანუ დარშანებს.

 

ინდოეთის წმინდა ადგილები ჯგუფი "აქვარიუმის" საიტზე (რუს.):
სად გავემგზავროთ, რომ ვნახოთ ნამდვილი და არა ტურისტული ინდოეთი >>>

დარშანა, ანუ ინდოეთის ფილოსოფიური სკოლები

ნიაია (Nyaya)

ლოგიკის სისტემა "ნიაია სუტრაში"-ა ასახული, რომელიც გაუტამამ დააარსა. ეს სისტემა ინდოეთის სხვა სკოლების უმრავლესობამ მიიღო. ამ სკოლის მიმდებრები (ე.წ. ნიანიაკები) მიიჩნევდნენ, რომ ტანჯვის ციკლისგან გათავისუფლება შეიძლება მოპოვებული იქნას მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის მეშვეობით და დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ, რომ განესხვავებინათ ჭეშმარიტი და ცრუ ცოდნა.

ნიაია კუშუმანჯალიში (Nyaya Kusumanjali) - გვიანდელ ნიაიას ტრაქტატში, რომელიც უდაიანამ (Udayana) დაწერა,
მოყვანილია არგუმენტები იმ დროისთვის პოპულარული მსოფლმხედველობის წინააღმდეგ და ასევე მოყვანილია ღვთის არსებობის მტკიცებულებები.

ვაიშეშიკა (Vaisesika)

ვაიშეშიკის სკოლა დააარსა რიში კანადამ. ვაიშეშიკაში, ყველაფერი, რისი აღქმა და შეცნობა შეიძლება ატომებამდეა დაყვანილი.
პრაშასტაპადა (Prasastapada) ვაიშეშიკას გვიანდელი კომენტატორია, მისი კომენტარები ცნობილია პადარტადჰარმასანგრაჰა-ს (Padarthadharmasamgraha) სახელწოდებით.

იოგა (Yoga)

ითვლება რომ იოგის სამი მთავარი სკოლა ბჰაკტი, ჯნანა და კარმა მარად არსებობდა და დარშანში არ შედის.
ძირითადად დარშანში "იოგას" უწოდებენ პატანჯალის იოგა-სუტრებს, სადაც პატანჯალიმ აღწერა რაჯა-იოგის გზა. ამ სუტრებს მოიხსენიებენ, როგორც იოგის კლასიკურ აღწერას.

ვედანტა (ან უტტარა მიმამსა) Vedanta (or Uttara Mimamsa)

ეს ფილოსოფიის შტოა, რომელიც ბრაჰმანს ეხება, უპანიშადების მთავარ პრინციპს. (მართლაც "ვედანტა", რაც ნიშნავს "ვედების ნაღაბი", უპანიშადების სინონიმად იქცა.) არსებობენ ვედანტას განშტოებები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხედვით ინდივიდუალურ სულსა და ბრაჰმანს შორის ურთიერთობაზე და სადაც ბრაჰმანი შეიძლება განხილული იქნას ატრიბუტების მქონე პიროვნულ ღმერთად.

  •  ადვაიტა - პირველი სწავლება , შრი შანკარაჩარიას მიერაა წარმოდგენილი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთადერთი რეალობა ბრაჰმანია, ატრიბუტების არმქონე, სხვა დანარჩენი კი მაიაა (ილუზიაა), რომელიც ხელს უშლის ადამიანს დაინახოს ჭეშმარიტი ბუნება.
  • დვაიტა - თვლის რომ ღმერთი/ბრაჰმანი იღებს პიროვნულ ფორმას უფალი ვიშნუს მსგავსად, ან მის რომელიმე ინკარნაციის მსგავსად. ინდივიდუალური სული ღმერთისგან ცალკე მყოფად განიხილება. დვაიტა მოუწოდებს ადამიანს ბჰაკტი იოგის პრაქტიკისკენ.
  • ვაშიშტადვაიტა - აქ ბრაჰმანი გაიგივებულია უფალ ვიშნუსთან. ის თვლის რომ ინდივიდუალური სული ბრაჰმანის ნაწილს წარმოადგენს და მასზეა დამოკიდებული. ის შუაშია ადვაიტასა და დვაიტას შორის.

როდესაც მაღლა ვიხედებით, ღმერთი-არა-ორობითობა გვაკურთხებს.
როდესაც წინ ვიხედებით ღმერთი-ორობითობა გულში გვიხუტებს.
- შრი ჩინმოი

სამქჰია (Samkhya)

უძველესი სისტემა: ამტკიცებს ორობითობას სულსა (პურუშა) და მატერიას (პრაკრიტი) შორის. ყველა მატერიალური მოვლენები პრაკრიტია, თუმცა ყველა არსება პურუშაა, და თანდათან ისინი ევოლუციას განიცდიან და მეტად აცნობიერებენ თავიანთ ჭეშმარიტ "მე"-ს.

პურვა მიმამსა (Purva Mimamsa)

ზრუნავს ვედების ავტორიტეტის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რიტუალებზე "მანტრებიდან" და "ბრაჰმანებიდან".
 

 

<<< გვერდზე "ინდოეთით შთაგონება"

სინდიცირებული მასალა