გურუ

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

ინიციაცია და მასწავლებელი

სიტყვა ინიციაცია ერთდოულად ტკბილიცაა და ყველაზე მნიშვნელოვანი. ინდოეთში პირველი, რასაც ერთი მისწრაფებული ადამიანი ეკითხება მეორეს არის: "მიიღე თუ არა ინიციაცია?" შემდეგ კი ის ეკითხება: "ვინ არის შენი გურუ?" თუ ინიციაციას არ ჰქონდა ადგილი, მაშინ სხეულის, ვიტალის, გონების, გულის და სულის გასუფთავების პროცესი ძალიან ნელი იქნება. ადამიანმა უნდა მიიღოს ინიციაცია, იმისთვის რომ მოახდინოს უმაღლესი მიზნის რეალიზაცია.

კრიშნა და არჯუნაინიციაციის აღმნიშვნელი სანსკრიტული სიტყვა - დიქშაა (diksha). დიქშა ნიშნავს შეთავაზებას, საკუთარი თავის შეთავაზებას. გურუ აძლევს მოწაფეს თავისი სიცოცხლის სუნთქვის ნაწილს, მოწაფე კი მასწავლებელს - თავის გასულიერებულ დაპირებას, რომ ცხოვრების ბოლომდე ის იქნება მასწავლებლის სრულიად ერთგული და მოემსახურება მასწავლებელს უპირობოდ. ინიციაციის დროს მასწავლებელი შეგნებულად იღებს მოწაფის, რომელსაც ინიციაცია მისცა, მთელი ცხოვრების უვიცობას; მოწაფე კი - სთავაზობს მასწავლებელს მნიშვნელოვან დაპირებას რომ მას შემდეგ რაც განიწმინდება და გარდაიქმნება, იგი იქნება შეგნებული, ერთგული, მთლიანად ჩაბარებული მასწავლებლის ნებას ინსტრუმენტი. მასწავლებელი ინიციაციის დროს თავის მოწაფეს პირდება: "მე შენ მიგიყვან უმაღლესი ჭეშმარიტების რეალიზაციამდე, ღმერთამდე." მას შემდეგ მოწაფის სული მასწავლებელს სულიერ დაპირებას აძლევს: "მას შემდეგ, რაც მე მივაღწევ სულიერ სრულყოფას, მე გამოვავლენ შენ სინათლეს, უზენაესის სინათლეს, დედამიწაზე. შენ მე სრულყოფილს გამხდი ჩემს რეალიზაციაში, მე კი - შენ მოგიტან ასრულება შენს გამოვლენაში." ბოლოს მასწავლებელი იტყვის: "გამოავლენ ჩემ თავს თუ არა, ჩემი როლია - მიგიყვანო უმაღლესის რეალიზაციამდე."

თუ ღმერთს სურს, ის შეიძლბა გამოცხადდეს მოძიებლის წინაშე მაძიებლის მედტაციის დროს ან ხილვაში, ან სიზმარში. მას შეუძლია მიიღოს ბრწყინავი ადამიანური არსების ფორმა და უთხრას მაძიებელს, რომ ის ინიციაციას აძლევს მაძიებელს, ან მას შეუძლია მისცეს მაძიებელს მანტრა. ეს პირდაპირი ინიციაციაა, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ, ინიციაცია ცოცხალი მასწავლებლის მიერ უნდა შესრულდეს.

როდესაც ვმუშაობდი ინდოეთის საკონსულოში, The New York Times-ში წავიკითხე მოწაფეზე, რომელიც ინიციაციას აძლევდა ოც ან ოცდაათ მისწრაფებულებს გარკვეული სულიერი მასწავლებლის ხელშეწყობით. ის ხალხს ინიციაციას აძლევდა სიგარეტის წევის დროს. ასეთი სახის ინციაცია სხვა არა არის რა გარდა დანაშაულისა. შეუძლებელია ადამიანს მისცე სიცოცხლის სუნთქვა სიგარეტის წევის დროს და შეუძლებელია მისცე ინიციაცია მოადგილეების მეშვეობით. თუ მოწაფე რეალიზებული სულია, მაშინ რა თქმა უნდა მას შეუძლია ინიციაციის მიცემა. მაგრამ როდესაც მასწავლებელმა მშვენივრად იცის, რომ მოწაფე არ არის რეალიზებული და თვითონ მოწაფემაც კარგად იცის ეს, მაშინ თუ მასწავლებელი ეუბნევა თავის მოწაფეს წავიდეს სხვების ინიცირებისათვის - ეს საშინელი შეცდომაა. თუ მასწავლებელი ათასობით მილის დაშორებითაა მაძიებლისგან, მაშინ მასწავლებელმა უნდა მისცეს ინიციაცია პირდაპირ ოკულტურ პლანზე. თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ მას არა აქვს უფლება საკუთარ თავს სულიერ მასწავლებელს უწოდებდეს. ინიციაცია წარმომადგენლების მეშვეობით არასწორი და გამოუსადეგარია.

თუ მოწაფეს სურს მიიღოს შეგნებული ინიციაცია, პირველი რასაც მოელოდებიან მისგან არის თავმდაბლობა, უკიდურესი თავმდაბლობა. ნება მომეცით მოგიყვეთ ისტორია; ერთხელ მაძიებელი მივიდა სულერ მასწავლებელთან და უთხრა: "გთხოვ, მომეცი ინიციაცია." ის დიდი მაძიებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, საკმაოდ ამაყი. მასწავლეელმა უთხრა: "მე მზად ვარ ხვალ მოგცე ინიციაცია, მაგრამ შენ უნდა მომიტანო ან მომიყვანო ის, რაც შენზე ქვემდგომია."

მაძიებელი ბედნიერი იყო. მას ეგონა, რომ ეს ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა, რადგან თვლიდა, რომ ბევრი ადამიანი და ბევრი საგანი მასზე უსასრულოდ ქვემდგომი იქნებოდა. მეორე დღეს , მან ბალახის ღერო მიიტანა მასწავლებელთან და უთხრა: "აი ბალახის ღერო. დარწმუნებული ვარ, რომ მე უკეთესი ვარ ამ ბალახის ღეროზე."

მასწავლებელმა უთხრა: "შენ სულელო, შეხედე ამ ბალახის ღეროს; რამდენად ფართეა ამ ბალახის ღეროს გული! შენ ვინმეს ნებას მისცემ, გაიაროს შენ მკერდზე? შენ განრისხდები. მაგრამ ეს ბალახის ღერო საშუალებას გაძლევს გაიარო მის გულზე! ეს ბალახის ღერო უსასრულოდ უკეთესია შენზე. კიდევ რამე მომიტანე." მაძიებელი გაოგნებული დარჩა. ის ფიქრობდა: " შენ მე გამაბრიყვე. ახლა კი მეც სამგიეროს გადაგიხდი." მეორე დღეს მან მასწავლებელთან მიიტანა ღამის განავალი და უთხრა: "უთუოდ ეს ჩემზე ქვემდგომია."

მაგრამ მედიტაციაში მასწავლებელი ჩაწვდა მის არსს. განავლის სიწყისი - მშვენიერი ვაშლი აღმოჩნდა. ვაშლი საუბრობდა მასწავლებლის მეშვეობით: "რა უმადური ახალგაზრდა ხარ! როდესაც მე ასეთი მშვენიერი, ასეთი მომხიბვლელი, ასეთი გემრიელი ვიყავი, შენ აიღე და ხარბად შემჭამე. ეხლა უყურე ჩემი ცხოვრების გარდაქმნას: რა მშვენიერი ვაყავი და რა უშნო გავხდი. ვინ აგაბს პასუხს? შენ! ვინ მოგცა შენ ჩემი შთანთქმის ნება? მე მოგეცი, რადგანაც თანაგრძნობას, მზრუნველობასა და სიყვარულს განვიცდიდი შენს მიმართ. ასე რომ შენ არ ხარ ჩემზე უკეთესი."

ამ დროს მაძიებელმა გააცნობიერა, რომ არავინ და არაფერი დედამიწაზე, სინამდვილეში, არ შეიძლება მასზე ქვემდგომი იყოს. ის დაეცა მასწავლებლი ტარფებთან და თქვა: "მასწავლებელო, აქ მხოლოდ ერთია, ვინც ნამდვილად ქვემდგომია. არავინ არის დედამიწაზე ჩემსავით უღირსი, მაგრამ გთხოვ მიმიღე მოწაფედ."  

შრი ჩინმოის წიგნიდან "ქირომანტია, რეინკარნაცია და სიზმრის სამეფო"

 

  * * *

ლაჰირის ინიციაცია

ერთხელ საღამოს, შიამა ჩარან ლაჰირი, თავისი ხანმოკლე ჰიმალაებში მოგზაურობის დროს, სეირნობდა იმ ადგილებში, როდესაც მან ხმა გაიგო: "შიამა ჩარან, შიამა ჩარან". გაკვირვებულმა, მან ახლოს სადჰუ დაინახა, რომელიც მას ეძახდა. სადჰუ მივიდა მასთან და თქვა: "ვერ მცნობ, შვილო ჩემო?" და მან ჩამოუთვალა შიამას ბაბუის და მამის სახელები. მაშინაც შიამამ ვერ იცნო ის. სადჰუ მის მიმართ დიდ სიყვარულს ავლენდა, მან შემოიყვანა შიამა გამოქვაბულში და სამკაპი, ნაკურთხი წყლისთვის ჭურჭელი, ლომის ტყავი, ვეფხვის ტყავი და კრიალოსანი აჩვენა.

- ხომ არ გეცნობა? ეს ყველაფერი შენია.

მაგრამ შიამა ჩარანმა ვერაფერი იცნო. მაშინ სადჰუმ ხერხემალზე ხელი დაადო. იმ წამსვე შიამა ჩარანს გაახსენდა, რომ ეს ყველაფერი მას ეკუთნოდა.

- ჩემი სახელი ბაბაჯია, შვილო ჩემო, - უთხრა სადჰუმ - წინა ინკარნაციაში შენ ჩემი ახლო მოწაფე იყავი. შენ დატოვე სხეული სულიერი განვითარების ძალიან მაღალ სტადიაზე. მე მსურს, რომ შენ ამ ინკარნაციაში დაასრულო შენი სულიერი მოგზაურობა.

შიამა ჩარანი ქედი დახარა მასწავლებლის წინაშე და ატირდა. მან უთხრა, რომ არ სურს ცოლთან და ოჯახთან დაბრუნება, მაგრამ ბაბაჯიმ უთხრა: "არა, შენ მათთან უნდა დაბრუნდე. ღმერთს სურს, რომ ოჯახურ ცხოვრებით იცხოვრო და ამავე დროს რჩებოდე ცნობირების უმაღლეს მდგომარეობაში, რათა მეოჯახე ხალხს მაგალითი უჩვენო, თუ როგორ იცხოვრონ უკეთესი და სუფთა ცხოვრებით. მე რამოდენიმე დღეში ინიციაციას მოგცემ. და სანამ აქ ახლოს ხარ, ჰიმალაებში, ყოველდღე მოდი ჩემს სანახავად."

შიამა ჩარანი სიხარულით გადავსებული იყო იმის გამო, რომ მასთვის ინიციაციის მიცემას აპირებდა. ის წავიდა მადლიერებით და აღტაცებით სავსე გულით.

რამოდენიმე დრის შმდეგ ლაჰირი მასწავლებელთან მოვიდა. ბაბაჯიმ უთხრა: "შენი ინიციაციის დრო მოვიდა, მაგრამ ჯერ ეს სითხე უნდა დალიო."

შიამამ დალია დიდი რაოდენობით ზეთოვანი სითხე თიხის დოქიდან. სითხემ ღებინება გამოიწვია, და მას ბევრჯერ აღებინებდა. შემდეგ ბაბაჯიმ თქვა: "ეხლა შენ განიწმინდე, შვილო ჩემო. მე პურის, ჰალვას და სხვა ტკბილეულს გაძლევ. მიირთვი რამდენიც გინდა." შიამა ჩარანი გაუმაძღრად ჭამდა. შემდეგ მასწავლებელმა სიბრალულით, უსიტყვოდ და უპირობოთ მისცა ინიციაცია.

კომენტარი:
იმის თქმა, რომ სული მხოლოდ ერთი ინკარნაციითაა კურთხეული, ნიშნავს ჰიმალაების სიდიდის შეცდომის ჩადენა. ყოველი სული გადის ბევრ, ბევრ ინკარნაციას, სანამ განახორციელებს, გახსნის და გამოავლენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ჩვენ საწყისი წერტილიდან ვიწყებთ და ბოლოს მოდის დრო, როდესაც მიზანს ვაღწევთ. ყოველი ინკარნაცია ეხმარება სულს წინ იაროს განკუთვნილი მიზნისკენ. თუ ამ ინკარნაციაში რაღაცას ვიწყებთ და ვერ ვამთავრებთ, მაშინ ჩვენ უნდა დავასრულოთ ის შემდეგ ინკარნაციაში, და სანამ ამას არ დავასრულებთ, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მუდმივ კმაყოფილებას. ყოველი ინკარნაცია რომოდენიმე ნაბიჯია მარადისობის გზაზე. თუ ჩვენ ვაგრძელებთ სვლას და სირბილს, ყოველი ინკარნაციაა, უდავოდ, წინსვლაა უფრო გამასხივოსნებელი და ასრულების მომტანი რეალობისკენ.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე

 

დედამიწის-რეალობისა და ზეცის-რეალობის ერთობლივი ენიციაცია

ერთ დღეს საშუალო ასაკის მამაკაცი და მისი მეუღლე მივიდნენ გამბჰირანანდასთან და სთხოვეს ინიციაცია. მასწავლებელმა უპასუხა: "დღეს არა, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ მოგცემთ ინიციაციას.

მოხდა ის, რომ ცოლი მალევე მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. კაცი ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ ის მაინც არ კარგავდა იმედს გამბჰირანანდას ნამდვილი მოწაფე გამხდარიყო. ის მივიდა მასწავლებელთან და კვლავ სთხოვა ინიციაცია. მასწავლებელი დათანხმდა და დღეც დანიშნა.

ინიციაციის დღეს კაცმა შეეხვეწა მასწავლებელს, რომ მას ასევე გარდაცვლილი ცოლისთვისაც მიეცა ინიციაცია.

- ამას როგორ ვიზამ? ის მკვდარია, ის შენთან აღააა.

- არა, მისი სული არ მომკვდარა. შენ დაგვპირდი, რომ ირივეს მოგვცემდი ინიციაციას. თუ ინიციაციას მომცემ, შენ ასევი შეგიძლია მასაც რომ მისცე ინიციაცია. გთხოვ, იყავი მოწყალე, - ეხვეწებოდა კაცი და ბოლოს მასწავლებელი დათანხმდა.

გამბჰირანანდამ ორი ბალიში გვერდიგვერდ მოათავსა. კაცი ერთერთზე დაჯდა, მეორე კი თავისუფალი რჩებოდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ ბალიში ამოძრავდა, და ყველამ აშკარად იგრძნო მაძიებლის ცოლის დასწრება. ასე და ამგვარად გამბჰირანანდამ ორივეს მისცა ინიციაცია.

კომენტარი:
ნამდვილი ინიციაციის პროცეში ძირითადად სულში ხდება, და არა სხეულის ცნობიერებაში. ინიციაციის დროს მასწავლებელი პირველ რიგში ეხმარება მაძიებელს გაიხსენოს დაპირება, რომელმაც მისმა სულმა მისცა აბსოლუტურ უზენაესს სანამ მსოფლიოს არენაზე მოვიდოდა. როდესაც მასწავლებელი აძლევს ინიციაციას მაძიებლის ფიზიკურს, ის ასუფთავებს მის გარე არსებობას, მის ფიზიკურ რელობაზე შეხებით. როდესაც ის მაძიებლის სულიერს აძლევს ინიციაციას, ის გადმოღვრის მასზე გამასხივოსნებელი სინათლის ნიაღვარს. ფიზიკური ინიციაცია სულიერ მოვალეობას გვახსენებს. სულიერი ინიციაცია ჩვენი ცნობიერების-სინათლის უკვდავებას გვახსენებს.

შრი ჩინმოი, წიგნიდან "ინდოეთი და მისი სასწაული-ნადიმი: ტრადიციული ინდური ისტორიები სულიერ მასწავლებლებზე"

 

<<< წინა "მედიტაცია მასწავლებელზე"    შემდეგი "მასწავლებელსა და მოწაფეს შორის ურთიერთობა" >>>

 

გურუ - სულიერი მასწავლებელი

"ნამდვილი სულიერი მასწავლებელი ცდილობს გამოიყვვანოს წინა პლანზე მოწაფის შინაგანი ღვთიურობა, რომელიც მოწაფის გულის სიღრმეებში იმყოფება. სულიერი მასწავლებლის სამუშაოა - აგრძნობინოს თავის მოწაფეებს ის, რომ სიყვარულის, ჭეშმარიტების და სინათლის გარეშე, ცხოვრება უაზრო და უნაყოფოა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც აკეთებს გურუ მისი სულიერი შვილებისთვის არის ის, რომ გააცნობიერებინოს მათ რაღაც უკიდეგანო და უსასრულო მათში, რომელიც სხვა არაფერია გარდა თავად ღმერთისა." - შრი ჩინმოი

გურუ - სანსკრიტული სატყვაა და ნიშნავს "ის ვინც ასხივოსნებს". ის, ვისაც შეუძლია თქვენ გასხივოსნება შემოგთავაზოთ, გურუა. ჩემ შინაგან რეალიზაციაზე დაყრდნობით, არის მხოლოდ ერთი ნამდვილი გურუ, და ეს გურუ უზენაესია. ადამიანს არ შეუძლია იყოს ნამდვილი გურუ. ამის და მიუხედავად, რომ ერთადერთი გურუ უზენაესია, აქ დედამიწაზე ჩვენ ვაფასებთ დროს. და თუ ვინმეს მოვნახავთ, ვინც ჩვენს გასხივოსნებისკენ გზაზე დაგვეხმარება, ჩვენ მივიღებთ მის დახმარებას, და შეგვიძლია მას გურუ ვუწოდოთ.

ნამდვილი გურუ არ დაფრინავს სადღაც ცისფერ ცაში. ის ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებშია. თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ: "თუ ის ჩვენ გულში იმყოფება, რა საჭიროა სხვისგან დახმარების მიღება, მის აღმოსაჩენად?" იმისდა მიუხედავად რომ ეს შეუფასებელი საგანძური ჩვენს გულებში იმყოფება, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა თუ შეგრძნობა, ამიტომაც გვჭირდება დახმარება. ჩვენი მეგობარი, რომელსაც გურუს ან სულიერ მასწავლებელს ვეძახით, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და გვასწავლის თუ როგორ მოვძებნოთ ჩვენი საკუთარი საგანძური.

შრი ჩინმოი,"მედიტაცია"

უპანიშადები გურუს შესახებ

უპანიშადების ხეჩჰანდოგია უპანიშადა, რომელიც სამა ვედიდან გამომდინარეობს, ეუბნება გულწრფელ მაძიებლებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს. კითხვა, რომელსაც ხშირად უსვამენ სულიერ მასწავლებლებს, ასეთია: "რატომ გვჭირდება მასწავლებელი? ნუთუ არ შეგვიძლია თვითონ შევიცნოთ ღმერთი?" ჩჰანდოგია უპანიშადაში არსებობს ეჭვიანი და არამისწრეფებული ადამიანების, რომლებიც კამათის გულისთვის კამათობენ, დარწმუნების განსაკუთრებული ხერხი.

ჩჰანდოგია უპანიშადა გვეუბნება: "იფიქრეთ თქვენზე, როგორც მგზავრზე. თქვენ დაიკარგეთ და ყაჩაღი თავს გესხმით. ის მთელს თქვენს სიმდიდრეს გართმევთ და გიკრავთ თვალებს. შემდეგ მას მიყავხართ შორეულ ადგილას და თქვენ გტოვებთ მანდ. თავდაპირველად თქვენ ყურება და გადაადგილება შეგეძლოთ, მაგრამ ახლა თქვენი ბედი სავალალოა. თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ არ შეგიძლიათ სიარული, თქვენ უმწეო ბავშვივით ტირიხართ, მაგრამ საშველი არ არის." (Chandogyopanisad VI 14.1-2)

ახლა ვივარაუდოთ, რომ ვინმე მოდის, და ათავისუფლებს თქვენს თვალებს და მიდის. ახლა კი თქვენ გზებს ხედავთ ირგვლივ, მაგრამ არ იცით, რომელი აირჩიოთ, და რომც იცოდეთ, მაინც ვერ გაჰყვებოდით მას, რადგან თქვენი ფეხები და ხელები კვლავ შეკრულია. ეს სწორედ იმ მაძიებლის მდგომარეობაა, რომელსაც სურს თვითონ შეიცნოს ღმერთი. მაგრამ ვივარაუდოთ, ვინმე მოდის, ბოლომდე გათავისუფლებთ და გზას გიჩვენებთ, რომელიც მიგიყვანთ სახლამდე. ამ ადამიანმა ნამდვილად სიკეთე გაგიკეთათ. თუ მისი რწმენა გექნებათ და დარწმუნება საკუთარ თავში, თქვენ სწრაფად და უთუოდ მიაღწევთ თქვენს დანიშნულებას. თუ მისი რწმენა გაქვთ, მაგრამ საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებლობებში დარწმუნება არ გაქვთ, მაშინ ის თქვენს გვერდით ივლის იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. იგივე მასწავლებელი, რომელმაც სიბრმავისგან გაგანთავისუფლათ და გზა გიჩვენათ, გზას გააგრძელებს თქვენთან ერთად, თქვენში, რათა შთაგაგონოთ. ის იმოქმედებს, როგორც თქვენი საკუთარი შთაგონება, რათა განკუთვნილი მიზნისკენ გაგიძღვეთ.

თუ სულიერი მასწავლებლისგან ასეთი სახის დახმარებას იღებთ, თქვენი ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ნაყოფის მომტანი იყოს და თქვენ შეგიძლიათ ირბინოთ მიზნისკენ ყველაზე სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თქვენ ივლით ამ გზაზე, ხმალ იმ გზაზე, ზეგ კი რამე სხვა გზაზე. თქვენ, შეიძლება, გაქვთ უნარი იაროთ, მაგრამ თქვენ ისევ და ისევ ამომავალ წერთილს დაუბრუნდებით დამარცხების და იმედგაცრუების გრძნობით. თუ, უნართან ერთად, თქვენ იცით სწორი გზა და გყავთ ნამდვილი მასწავლებელი, რომელიც გეხმარებათ, მაშინ ვის შეუძლია ხელი შეგიშალოთ თქვენი გამკუთვნილი მიზნის მიღწევაში? როგორც კი აღწევთ თავის განკუთვნილ მიზანს, თქვენ აღწევთ ღვთის მწვერვალებს და იწყებთ ღვთის სინათლის გამოვლენას აქ, დედამიწაზე. თქვენ ასრულებულნი ხართ - ასრულებული სიმრავლე მთლიანობის ჩახუტებაში.

შრი ჩინმოი,"უპანიშადები: ინდოეთის სულის გვირგვინი"

 

რისთვის გვჭირდება სულიერი მასწავლებელი?

შრი ჩინმოი, ღიმილიშრი ჩინმოი: რისთვის დადიხართ უნივერსიტეტებში? იმისთვის რამე რომ ვისწავლოთ, ჩვენ გვჭირდება მასწავლებლის დახმარება.თუ ჩვენ გვინდა სიმღერის სწავლა, ჩვენ მივდივართ მომღერალთან; თუ ჩვენ გვინდა ცეკვის სწავლა , ჩვენ მოცეკვავესთან მივდივართ. ამის მსგავსად, თუ ჩვენ გვინდა შინაგანი ცოდნა , ჩვენ გვჭირდება სულიერი მასწავლებლის დახმარება და ხელმძღვანელობა. ყველაფრისთვის გვჭირდება მასწავლებელი, მაგრამ არა სულიერი ცხოვრებისათვის - ეს ხომ აბსურდია!

თუ დედამ არ ასწავლა ბავშს, როგორ ისწავლის ის ანბანს? ამიტომ, როდესაც შევდივართ სულიერ ცხოვრებაში, ჩვენ სულიერი მასწავლებლის კურთხევა და მზრუნველობა გვჭირდება; და როდესაც მივიღებთ ხარისხს - როდესაც ჩვენ ვართ რეალიზაციის ზღვარზე ან მივაღწიეთ რეალიზაციას - მაშინ ჩვენ ვამთავრებთ სასწავლებელს და მისი დახმარება აღარ გვჭირდება.

მართალია, სინათლე თქვენშია, მაგრამ სანამ ვინმე არ გიჩვენებთ სად მოძებნოთ სინათლე, თქვენ არ შეგიძლიან მისი დანახვა. სიმდიდრე თქვენს შიგნითაა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მიგიყვანთ ზარდახშამდე და დაგანახებთ თუ როგორ გახსნათ ის.

ათასწლეულობით ჩვენ უვიცობის ზღვეში დავცურავდით. გაღვიძებისთანავე, მოგვინდა გადაგვეცურა ეს ზღვა და აღმოვჩენილიყავით სინათლის და აღტაცების ოკეანეში. თუ ჩვენ ვიცით, რომ არის მენავე და მას ნავი აქვს, რომელიც უსაფრთხოდ მიგვიყვანს მიზნამდე, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით მისგან დახმარების მიღებას. ნამდვილი სულიერი მასწავლებელი იცის გზა და აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ მიზნის მიღწევაში. მენავესავით, ის მიგვიყვანს მეორე ნაპირისაკენ.

შრი ჩინმოის, "დედამიწის ვედრება ხვდება ზეცის ღიმილს"

 

როგორ შეიძლება ვიცნოთ ჭეშმერიტი ცოცხალი მასწავლებელი?

შრი ჩინმოი, ღიმილიშრი ჩინმოი: ადამიანს შეუძლია იცნოს ჭეშმარიტი მასწავლებელი თუ, მასწავლებელთან მიახლოვებისას, მისი შიინაგანი არსება ივსება აღწაცებით და ექსტაზით. თუ თქვენ ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლის წინაშე დგახართ, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი, მაშინ თქვენი გარე არსებაც კი აივსება უზომო სიხარულით და ექსტაზით. ასევე, ის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი მასწავლებელი, მაგრამ თუ ის არ არის თქვენთვის განკუთვნილი, მაშინ თქვენ დაუყონებლივ ვერ განიცდით ინტენსიურ სიხარულს. და თუ ის არ არის ჭეშმარიტი მასწავლებელი, თქვენ კი გულწრფელი ხართ, მაშინ თქვენ საერთოდ არ გექნებად სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვერაფერი მიიღეთ მასწავლებლისგან, თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ ის არ არის ჭეშმარიტი; თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ძალიან დაბალ ცნობიერებაში და მაშინ თქვენ იმ მასწაწავლებლის სინათლეს ვერ იგრძნობთ. მაგრამ თუ თქვენი გული შესძახებს ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებელს, მაშინ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ რამეს ჭეშმარიტ მასწავლებელში. და თუ ეს მასწავლებელი განკუთვნილია თქვენთვის, მაშინ მასში ნახავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ ამ ცხოვრებაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან : " შრი ჩინმოი საუბრობს", ნაწილი მე-5

 

თუ შეუძლია მასწავლებელს მიიღოს და გაუძღვეს ახალ მოწაფეებს, მას შემდეგ რაც ტოვებს დედამიწას?

შრი ჩინმოი: რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. შეხედეთ ქრისტეს, მაგალითისათვის. დიდი მასწავლებლები, როგორებიცაა ქრისტე, კრიშნა, ბუდა, რამაკრიშნა და სხვა, იყვანენ და უძღვებიან თავის მიმდევრებს. მათ თავისუფალი მისადგომი აქვთ დედამიწის ცნობიერებასთან, იმის და მიუხედავად, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მაგრამ ჩვეულებრივ მასწავლებლებს - არის ბევრი სხვა მასწავლებელი, სვამი და ასე შემდეგ - რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ. არის რამოდენიმე, რომლებსაც არ შეუძლიათ მოწაფეების გაძღოლა, დედამიწაზე ყოფნისაც კი. მაგათ ყავთ მილიონობით მოწაფე, მაგათ ძალა არც აქვთ გაუძღვნენ მოწაფეებს, მაშინაც კი როცა ისინი მათ ცხვირწინ არიან. მაშ რანაირად ოცნებობენ ისინი გაუძღვნენ მათ, ზეცაზე აღმოჩენისას?

ეს ასევე მოწაფეზეცაა დამოკიდებული. თუ ის პირველი კლასის ნამდვილი მოწაფეა, რომელიც ყოველთვის მასწავლებელზე ფიქრობს და მედიტირებს, მაშინ მასწავლებლისათვის ბევრად ადვილია გაუძღვეს ამ მოწაფეს. მაგრამ თუ ეს მეოთხე კლასის მოწაფეა, რომელიც მუდამ დაკავებულია მიწიერი აზრებით და იდეებით, როგორ შეუძლია მასწავლებელს შეაგნებინოს მას თავისი ხელმძღვანელობა? მაშ ასე, ეს დამოკიდებულია მასწავლებლის დონეზე და მოწაფის ამთვისებლობაზე.

შრი ჩინმოი,"ღმერთი, ავატარები და იოგები"

 

<<< წინა "მაძიებილი და მოწაფე"      შემდეგი "მედიტაცია მასწავლებელზე" >>>

სულიერი მასწავლებლები

"სულიერი მასწავლებელი შედის კაცობრიობის გულში
არა სასწავლებლად, არამედ გამოსაღვიძებლად."
შრი ჩინმოი

...ფილოსოფიის სამეფოში, შანკარა განასახიერებს გონების ძალას; დინამიური სულიერების სამყაროში - რამანა მაჰარში, არუნჩალას დიდი ბრძენი, განასახიერებს გონების ძალას. ქრისტე, ბუდა, შრი ჩაიტანია ნადიიდან (ბენგალია) განასახიერებენ გულის ძალას. შრი კრიშნა და შრი რამაკრიშნა განასახიერებენ სულის ძალას. შრი აურობინდოში გონების ძალის ხილვამ თავის ზენიტს მიაღწია, სულის ძალის რეალიზაციამ კი თავისი ამსრულებელი გამოვლენა ჰპოვა დედამიწაზე.

შრი ჩინმოის წიგნიდან "უპანიშადები:ინდოეთის სულის გვირგვინი"

 

უბრალოდ დაკლიკეთ მასწავლებლის პორტრეტზე ან სახელზე, რათა მის ბიოგრაფიაზე გადახვიდეთ.

ავატარები

შრი ჩინმოი შრი ჩინმოი
შრი აურობინდო შრი აურობინდო
დედა დედა
შრი რამაკრიშნა შრი რამაკრიშნა
შრი ჩაიტანია შრი ჩაიტანია
ქრისტე იესო ქრისტე
ბუდა ბუდა
შრი კრიშნა შრი კრიშნა
რამა შრი რამაჩანდრა

 

უდიდესი იოგები - მასწავლებლები

რამანა მაჰარში რამანა მაჰარში
ლაჰირი მაჰასაია ლახირი მაჰასაია
შრი იუკტეშვარი შრი იუკტეშვარი
ანანდამაი მა შრი ანანდამაი მა
უფალი მაჰავირა მაჰავირა

იოგები, გათავისუფლებული სულები, უდიდესი მაძიებლები

(ისინი არ იყვნენ მასწავლებლები, მათ არ ყოლიათ მოწაფეები, მაგრამ უდიდესი შთაგონება და თავიანთი მასწავლებლების სწავლებები საუკეთესოდ აუწყეს მსოფლიოს)

სვამი ვივეკანანდა სვამი ვივეკანანდა
იოგანანდა პარამაჰანსა იოგანანდა

 

სულიერი პირების ბიოგრაფიების საიტი სულიერი მასწავლებლების ბიოგრაფიები სულიერება და სულიერი მასწავლებლები

 

აქ შერჩევით არის დაწერილი რომოდენიმე დიდ სულიერ მასწავლებელზე და იოგზე, რომლების ცხოვრება და სწავლებები შეიძლება დაეხმაროს მისწრაფებულ მაძიებელს. (ეს სია სრული არ არის, ამ გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს.)


 

ბმულები:

გურუ - სულიერი მასწავლებელი. როგორ ავირჩიოთ მასწავლებელი? >>>

ინიციაცია და მასწავლებელი >>>

მასწავლებლის-მოწაფის ურთიერთობა >>>

რა განსხვავებაა იოგსა და ავატარს შორის? >>>

იოგა >>>

სულიერება >>>

 

სინდიცირებული მასალა