ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი ჩინმოის ქანდაკება ნეპალში

ორშაბათს, 2011 წლის 10 იანვარს ნეპალში, ქალაქ ნაგარკოთში საზეიმოდ გაიხსნა შრი ჩინმოის ახალი ძეგლი.

შრი ჩინმოის ქანდაკება ნეპალში

შრი ჩინმოიმ მოინახულა ნეპალი 1994 და 1999 წლებში. 1994 წელს, მთა ლანგ თანგ ჰიმალი (Lang Tang Himal), რომელიც შრი ჩინმოის ძეგლთან ახლოს დგას, მიძღვნილი იყო როგორც შრი ჩინმოის მშვიდობის მთა.

"რას აკეთებს სიმშვიდე? სიმშვიდე ყვავის. კიდევ რას? სიმშვიდე ვრცელდება. კიდევ რას? სიმშვიდე ასხივოსნებს. კიდევ რას? სიმშვიდეს ასრულება მოაქვს."
- შრი ჩინმოი

Songs of the Soul-ის კონცერტი ოქსფორდში

ახლახან დასრულდა Songs of the Soul-ის ჩრდილოეთ ევროპის ტური. აქ შეგიძლიათ ნახოთ ნაწყვეტი ოქსფორდის გუნდის გამოსვლიდან.
ეს არის საბოლოო ვერსია - ეს სწრაფი მონტაჯია. მაგრამ იმედი გვაქვს მოგეწონებათ.

გადაღებულია მრიდანგას მიერ


აშრიტას ყველაზე დიდი ფეხსაცმელი

56 წლის ნიუ-იორკელმა აშრიტა ფურმანმა დაამყარა ახალი გინესის რეკორდი. მან გაიარა ყველზე მძიმე ფეხსაცმელით, კიდევ ერთი უნიკალური თვითგადალახვის რეკორდი, ადამიანისგან რომელმაც ყველაზე ბევრი რეკორდი (100-ზე მეტი!) დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნისათვის. რეკორდი იყო გინესის ყოველწლიური დღესასწაულის - გინესის მსოფლიო რეკორდების დღის - ნაწილი. მანამდე მან დაამყარა ასეთი რეკორდები, როგორებიცაა: როლიკებით საკმაოდ გულისამრევი 12 საათიანი სიარული, და ყველაზე გრძელ მანძილზე უწყვეტად სირბილი ბოთლის თავზე ბალანსირებით - 80 მილი.

ბოლო სტატიაში Wall Street Journal-ში, აშრიტა განმარტავს, რომ მისი შთაგონება, თვითგადალახვის საგმირო საქმეებისთვის, მოდის მედიტაციიდან და მისი სულიერი მასწავლებლისგან შრი ჩინმოისგან. თუმცა არასპორტული სკოლაში სწავლის დროს, აშრიტამ აღმოაჩინა აქტიურობის და ენერგიის ახალი წყარო, იოგის და მედიტაციის პრაქტიკის შემდეგ შრი ჩინმოის ხელმძღვანელობით.

"მინდა შთავაგონო ადამიანები - ამბობს ბატონი აშრიტა, რომელიც ყოველთვის სამი ან ოთხი რეკორდის მომზადების სტადიაშია, - თუ გაქვთ ოცნება თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ ოცნებას. მე ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ." - აშრიტას ინტერვიუდან Wall Street Journal-ში.

ნახეთ სრული ტექსტი და ვიდეო :)))

ზღვის ბერი

მოკლე ფილმმა "ზღვის ბერი" (Ocean Monk), რეჟისორი სანჯეი რეველისგან (Sanjay Rawal), გაიმარჯვა სანტ-ლუისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფესტივალის ონ-ლაინ კონკურსში.

"ზღვის ბერი" - სულიერი მასწავლებლის შრი ჩინმოის სტუდენტთა ჯგუფის ცხოვრების ქრონიკებია, მათი შინაგანი სიმშვიდის ძიება სერფინგსა და ნიუ-იორკის ქალაქური გარემოს შორის მიმდინარეობს. ფილმი იკვლევს დამოკოდებულებას სერფინგსა, მედიტაციასა და თვითგასხივოსნებისკენ სწრაფვას შორის.

ეს ფილმი მოკლე დროში მაყურებელთა საკმაოდ დიდმა რიცხვმა ნახა. კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრ ადამიანზე, ვინც ცდილობს აღმოაჩინოს ცხოვრების აზრი, ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

ეხლა თავის მე-19 წლისთავზე, სტელა არტუას სანტ-ლუისის საერთაშორისო კინოფესტივალი (SLIFF) - ერთერთი უდიდესი ფილმების საერთასორისო ფესტივალია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 70 მეტი ცნობილი კინო მწარმოებელი სტუმარი დაესწრება ფილმების ჩვენებას, და SLIFF-ის მთავარ ჯილდოებს გამარჯვებულებს გადასცემენ სტეისი ქიჩი, ჰარი შიფერი, რობ ნილსენი და ჟენე ფიშერი.

"სიმტკიცე შენს გმირულ ძალისხმევაში
აავსებს შენს გონებას და გულს
იმის შემდეგაც კი, როცა შენი წარმატება თუ მარცხი
დავიწყებას ჩაბარდება."

- შრი ჩინმოი

  ფილმი "ზღვის ბერის" ტრაილერი 

Ocean Monk Trailer from Sanjay Rawal on Vimeo.

"...როდესაც გადავსებული ხარ უსასრულო ენერგიით, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რის წინაშე დგახარ, შენ არ შეგეშინდება. როცა ღვთაებრივი ენერგია უსაზღვრო ოდენობით გაქვს, შენი ღვთაებრივი ენერგიოა შედის ტალღაში მანამ, სანამ ამ ტალღას შეეხები..."

- შრი ჩინმოი იან კეირნსთან (ცნობილი პროფესიონალი სერფინგისტი, ჩემპიონი) საუბრის დროს.


ფილმის საიტი: www.oceanmonk.com

სინდიცირებული მასალა