ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

3100 მილიანი გარბენა დასრულდა

3100 მილიანი გარბენა, სტუტიშილი

სტუტიშილი ქალიშვილთან ერთად ფინიშზე (ფოტო: Arpan)

ნიუ-იორკში დასრულოდა მორიგი ყოველწლიური სუპერგარბენა 3100 მილზე (4988 კმ.)! ეს მეთხუთმეტეამგვარი გარბენაა, რომელიც ორგანიზებული იყო შრი ჩინმოის მარათონული გუნდის მიერ. გარბენა მიმდინარეობდა ქვინსის საცხოვრებელ კვარტალში, ნიუ-იორკში 883-მეტრიან სარბენ წრეზე. მონაწილეებს უნდა გაერბინათ 5649 წრე, დისტანციის შედარებისთვის ეს მანძილი უდრის 118,23 მარათონს. მონაწილეობისათვის ათლეტებს არა მხოლოდ ფიზიკური ძალა და კარგი ფორმა ჭირდებათ, არამედ უზარმაზაკონცენტრაციის უნარი, რომელიც დაეხმარებათ მათ სირთულეების დაძლევაში, როგორებიცაა: დატვირთვის და გარე შთაბეჭდილებების ერთფეროვნება, ტრავმები და სხვა.

მორბენალი 3100 მილზე

რბოლა გრძელდება რა ამინდიც არ უნდა იყოს. (ფოტო: Arpan)

3100 მილიანი გარბენა

12 ივნისს ნიუ-იორკში, ქვინსში, ჯამაიკაზე მეთხუთმეტე ყოველწლიური  3100 მილიან გარბენა დაიწყო.

ათი მორბენალი სხვადასხვა ქვეყნიდან შეეცდება იმის გაკეთებას, რასაც გაზეთი New York Times-ი უწოდებს "ულტრამარათონების ევერესტის მთას". მორბენალებმა უნდა გაირბინონ 5649 წრე, თითო წრე შეადგენს 883 მეტრს, 52 დღის განმავლობაში. დაახლოვებით მორბენალებმა უნდა გაირბინონ დღეში 60 მილი. ამჟამინდელი რეკორდი 3100 მილში (5100 კმ.) ეკუთვნის მადჰუპრანს ვოლფგან შვერკს გერმანიიდან, რომელმაც 2006 წელს ეს მანძილი (3100 კმ.) დაფარა 41 დღეში 8 სათში, დაახლოვებით 75 მილი დღეში.

გარბენა დაარსებული იყო შრი ჩინმოის, სულიერი მასწავლებლის, მიერ, რომელიც ხელს უწყობდა სპორტის და ჯანსარი ცხოვრების წესის და ინდივიდუალური თვითდაძლევის განვითარებას.

"თვითდაძლევა ჩვენ გვაძლევს სიხარულს უსასრულო ოდენობით.როდესაც ვძლევთ საკუთარ თავს, ჩვენ არ ვეჯიბრებით სხვებს. ჩვენ არ ვეჯიბრებით დანარჩენ მსოფლიოს, მაგრამ ყოველწამს ჩვენ ვეჯიბრებით საკუთარ თავს" - შრი ჩინმოი.

3100-მილიანი გარბენის ოფიციალური საიტი >>>

გაეცანით მონაწილეებს >>>

გარბენის შედეგები >>>

ძალისა და შინაგანი სიმშვიდის გმირობა

ფილმი შრი ჩინმოიზე "შეუძლებლობის გამოწვევა" 2011 წლის Tribeca-ს კინო ფესტივალზე ნიუ-იორკში.

შრი ჩინმოის ქანდაკება ავსტრალიაში

ცოტა ხნის წინ პერტში, ავსტრალიაში, შრი ჩინმოის ახალი ქანდაკება დაიდგა .

შრი ჩინმოი, პერტი

მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებე - შრი ჩინმოი.

ქანდაკებასთან დააყენეს მემორიალური დაფა, რომელშიც მოიხსენიებდნენ შრი ჩინმოის გაწეულ მსახურებას მსოფლიოს მშვიდობისათვის.

"...აქ დგას ეს ხელოვნები ნიმუში, როგორც ადამიანთა იმედის უნივერსალური სიმბოლო, რომ ერთ დღეს მსოფლიო მშვიდობაზე ოცნება აავსებს მთელს სამყაროს..."

შრი ჩინმოის პოემა მშვიდობაზე:

ო მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით.
მოდით ერთად ვიაროთ.
ო მშვიდობის მოსიყვარულნო, მოდით.
მოდით ერთად ვირბინოთ.
ო მშვიდობის მსახურნო, მოდით.
მოდით ერთად გავიზარდოთ.

შრი ჩინმოი, "არ არის მიუღწეველი მიზანი", აგნი პრესი, 1994

"სწავლება მდუმარედ" ქართულად

გამოიცა ერთერთი ყველაზე ლაკონური და ამავედ დროს პრაქტიკული სახელმძღვანელო მედიტაციაში - შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ". ცნობილი ინგლისელი მწერლის ალან სპენსის წინასიტყვაობით.

აქ თქვენ ნახავთ, როგორც თეორიას (თუ რა არის კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა), ასევე პრაქტიკას (სუნთქვით ვარგიშებს და კონცენტრაციის დამედიტაციის ტექნიკებს და სხვა). წიგნი 3 ნაწილისაგან შედგება - "ხილვა", "თეორია" და "პრაქტიკა". წიგნი მშვენიერია იმათთვის ვინც ეხლა აკეთებს პირველ ნაბიჯებს ამ გზაზე. ასევე საინტერესო იქნება მათთის ვინც უკვე დიდი ხანია არის დაკავებული მედიტაციის პრაქტიკით, ყველასთვის ვისაც სურს საკუთარი თავის შეცნობა და სიმშვიდის, ჰარმონიის და შინაგანი თავისუფლების მოპოვება.

ამ კრებულის დასახელება - „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსულიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ, სიტყვის გარეშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება - ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი! როგორც შრი ჩინმოი ამბობს „ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

ალან სპენსი

წიგნის შინაარსი:

ხილვა, თეორია, პრაქტიკა, დასაწყისი, მედიტაციის ანბანი, გარე დამხმარე საშუალებანი, მედიტაციისთვის, მედიტაციის დრო,პოზა, სუნთქვა, მანტრა, მუსიკა, გონება და გული (ზოგიერტი სავარჯიშო), მედიტაცია მასწავლებელზე

 

  მაღაზიებიის მისამართები სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ შრი ჩინმოის წიგნი "სწავლება მდუმარედ" >>>

 

სულიერი ტურიზმი ბალის კუნძულზე

როგორ შეიძლება შეათავსო დინამიური, აქტიური ცხოვრება და შინაგანი წინსვლა?  ეს შესაძლებელია ბილის კუნზულზე (ინდონეზია). ბალის "ღმერთების კუნზულს" უწოდებენ.

გარუდა, ბალიშრი ჩინმოი: "ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც ვესტუმრე უკანასკნელი 15 ან 16 წლის განმავლობაში, ბალი უდაოდ საუკეთესოა. მას გააჩნია ყველაფერი: გულწრფელობა , უბრალოება , სიწმინდე , ადამიანობა და სიმშვიდე.თუ არსებობს რაიმე ღვთიური თვისება, რომელიც მას აკლია?"

"ბალიმ შეინარჩუნა თავისი ხელშეუხებელი სიწმინდის უმეტესი ნაწილი. აქ თქვენ მედიტირება არ გჭირდებათ; ბუნება იმედიტირებს თქვენს მაგივრად. დილაადრიან თუ გაისეირნებთ სოფლებში, მათი ღვთიური თვისებები შემოვა თქვენში და თქვენ სხვა პიროვნება გახდებით. აქ, ბალიზე, თავად ბუნება დააჩქარებს თქვენს შინაგან პროგრესს!"

"ეს ადგილი ზეცაა დედამიწაზე. თუ ბიზნესმენს მოუნდება აქ ფულის გაკეთება, ის შეიძლება პრობლემას წააწყდეს. მაგრამ ცნობიერების თვალსაზრისით, ბალი საუკეთესოა - როგორც შინაგანად ასე გარეგანად."

ბალის ბუნების, ტაძრების, ღვთაებების ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ >>>

ჩვენ სტუმრად აღმოვჩნდით სოფელ სუდაჯიში (ჩრდილოეთი ბალი, ქ.სინგარაჯა) ერთ საინტერესო ადამიანთან ZanZan-თან. ის ცდილობს ბალიზე სულიერი და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას. რამოდენიმე დღე მასთან გავატარეთ. ეს იყო დაუვიწყარი რამ. შესანიშნავი პატარა eco-სახლები, ბამბუკისაგან აშენებულები;  მშვენიერი სასადილო ოთახი; სამედიტაციო დარბაზი, ეკზოტიკური ხედით; ეზოში პატარა ტაძრით. სახლის ირგვლის ბრინჯის მინდვრების ტერასები, პალმები, წმინდა ტაძრები, ჩანჩქერები და ბევრი სხვა ეკზოტიკური რამ. წვენის დასალევი საწრუპიც კი - არა პლასმასის, არამედ ბალახის ღეროსაგან იყო. დედამისი გვიმზადებდა ეკზოტიკურ უგემრიელეს საჭმელებს და გვთავაზობდა კერძებს ქოქოსის პალმის ფოთლებზე. ბევრი ტროპიკული ხილი პირველად ვნახეთ და ვიგემეთ - გემო ფანტასტიკური ჰქონდათ. ის არ გამოიყენებდა ქიმიურ კოღოების და მოსკიტების საწინააღმდეგო სპრეებს, მხოლოდ ბუნებრივ ზეთებს. კოღოები არც იყო მანდ, ერთი ორი თუ გაიფრენდა. :)  მედიტაციები მანდ მართლაც შესანიშნავი იყო. მედიტაციის დარბაზის შუაში ცეცხლი იყო დანთებული, ირგვლივ უზარმაზარი არომატული ჩხირები და ტიბეტური ზარები, რომლის ხმაზეც ვიწყებდით მედიტაციას.

ერთერთი უზარმაზარი ჩანჩქერზე ლაშქრობის და მის წინ მედიტაციის შემდეგ გავსინჯეთ ყავა "ლუვაკი". :)  ძალიან ეგზოტიკური დასალევია. არსებობს ესეთი ცხოველი ლუვაკი, რომელიც მხოლოდ საუკეთესო ყავის მარცვლებით იკვებება. ეს მარცვლები გადის ფერმენტაციის პროცესს მის კუჭში. როდესაც ის ამ მარცვლებისაგან თავისუფლდება, მარცვლებს რეცხავენ და ხალავენ. :)  ყავა ძალიან ძლიერი გამოდის. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავაა. :)

ZanZan-მა თავის სასტუმროების კომპლექს უწოდებს "AUM-Unity", აი ამ კომპლექსის რამოდენიმე სურათი.

უფრო მეტი სოფელი სუდაჯის, სადაც ეს "ბანაკი" არის განთავსებული, ფოტო-სურათის ნახვა შეგიძლიათ აქ >>> სიტყვა "სუდაჯი" ნიშნავს "წმინდა ცოდნას"

და თუ გაგიჩნდათ სურვილი ნახოთ ეს მშვენიერი ადგილი და ესტუმროთ ამ სულიერ "ბანაკს", შეგიძლიათ ნახოთ omunity-ის ვებ-გვერდი:

http://www.omunitybali.com/ >>>

სინდიცირებული მასალა