ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

განდჰარვა ლოკას კონცერტი დაკაში

10 და 11 თებერვალს, განდჰარვა ლოკას ორკესტრმა (Gandharva Loka Orchestra) კონცერტი გამართა დაკაში, ბანგლადეში, ბანგა ბჰანდუს დარბაზში. განდჰარვა ლოკამ შეასრულა მაესტრო შრი ჩინმოის და რაბინდრატ თაგორის სულიერი კომპოზიციები. დაკაში ჩატარებულ კონცერტს ცნობილი ბენგალიელი მომღერალი რეზვანა ჩოდჰური ბანია (Rezwana Chowdhury Bannya) შემოუერთდა.

განდჰარვა ლოკას კონცერთში მონაწილეობა მიიღეს შრი ჩინმოის ცენტრის წევრებმა მსოფლიოს 27 ქვეყნებიდან და ბანგლადეშელმა ბავშვებმა შურერ დჰარას (მუსიკის ნაკადი) მუსიკალური სკოლიდან. სცენას ამშვენებდა კომპოზიტორების, შრი ჩინმოის და რაბინდრატ თაგორის პორტრეტები და ასობით თეთრი გლადიოლუსი.

შრი ჩინმოი CNN-ის არხზე

ამ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ შრი ჩინმოის რამოდენიმე ინტერვიუ, რომელმაც მან CNN-ის არხ მისცა 1999 წლებში. (ვიდეო იგლისურ ენაზეა)

აშრიტა ფურმანი ხეთქავს წყლის ბუშტებს

აშრიტა ფურმანმა (ადამიანი, ცნობილი იმით, რომ დაამყარა ყველაზე მეტი რეკორდი გინესის წიგნისათვის) დღეს კიდევ ერთი გინესის რეკორდი დაამყარა. ის წყლით სავსე ბუშტებს ხეთქავდა, რომელსაც მას ესროდნენ.

ედინბურგის ცდა ახალი რეკორდების კატეგორიას განეკუთვნება: წყლით გაბერილი ბუშტებისთვის დარტყმების რაოდენობა ერთი წუთის განმავლობაში. გინესის წიგნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რეკორდი რომ ჩათვლილიყო, აშრიტას 15 დარტყმაზე მეტი უნდა განეხორციელებინა.

ეს აშრიტას 133-ე რეკორდი იყო. 1979 წლიდან მან 365 გინესის რეკორდი დაამყარა. აქედან 132 რეკორდში გადაულახავი რჩება: აშრიტა პირველობას იკავებს იმ რეკორდის ჩათვლით, როგორც "ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი რეკორდი აქვს დამყარებული."

ვრცლად აშრიტაზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ: www.ashrita.com

აშრიტამ დაიწყო რეკორდების მოხსნა მას შემდეგ, რაც მედიტირება დაიწყო თავის მასწავლებელთან შრი ჩინმოითან. და გაყვა მის თვით-დაძლევის ფილოსოფიას. მისი მედიტაციის და სულიერი გზის წყალობით აშრიტამ აღმოაჩინა გზა უსასრულო ენერგიის ნაკადისაკენ, რომლისგანაც ის ამ საოცარ უნარს და გამძლეობას იღებს.

 

songs of the soul-ის კონცერტი მოსკოვსა და ხარკოვში

24 და 26 ოქტომბერს მოსკოვსა და ხარკოვში გაიმართა songs of the soul-ის კონცერტი.  15 ქვეყნიდან  მუსიკოსები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ სიყვარული და პატივისცემა  მუსიკის უნივერსალურ ენაზე.  კონცერტი ეძღვნებდა რაბინდრატ თაგორის 150 წლისთავს და შრი ჩინმოის 80 წლისთავს.

ამ კონცერტის სტუმბი იყვნენ:

რეზვონა ჩოუდჰური ბონა - განთქმული რაბინდრატ თაგორის სიმღერების შემსრულებელი და ბანგლადეშის თეატრისა და მისიკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.

პრემიკ რასელ თაბსი - ფლეიტისტი და ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი.

და "განდჰარვა ლოკას" ორკესტრი.

სიტყვით ასევე გამოვიდაქ ბანგლადეშის ელჩი.

 

ამ კონცერტიდან ნაწყვეტი. "განდჰარვა ლოკა" ასრულებს შრი ჩინმოის სიმღერას:

 

ამ კონცერტიდან სხვა ვიდოების ნახვა შეგიძლიათ აქ >>>

Songs of the Soul-ის კონცერტი ნიუ-იორკში

2 სექტემბერს ბორის პურუშოტტამა გრებენშიკოვმა ჩაატარა კონცერტი შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავის საპატივცემულოდ. პურუშოტტამას აკომპანიმენტს ვირტუოზი ტაბლისტი შამირ ჩატერჯი (Samir Chatterjee ) და მასფინძლები - მუსიკოსები შრი ჩინმოის ცენტრიდან უწევდნენ. მუსიკოსებმა სავსე დარბაზის წინაშე სკირბელ ცენტრში (Skirball Center) დაუკრეს.

კონცერტის შემდეგ. უკანა ფონზე შრი ჩინმოის ფოტო

საერთაშორისო მუსიკოსების გუნდი შრი ჩინმოის ცენტრიდან ასრულებენ სიმღერას პურუშოტტამა ბორის გრებენშიკოვთან ერთად

შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავი

2011 წლის 27 აგვისტოს აღინიშნა შრი ჩინმოის დაბადების 80 წლისთავი.

ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრმა და პარკის დირექტორმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გირლანდა შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავის საპატივცემულოდ. (ფოტო: Prashphutita)

ამ თარიღის აღსანიშნავად, აშრიტა ფურმანმა და შრი ჩინმოის მაროთონული გუნდის 170 წევრმა დაამყარეს ახალი გინესის მსოფლიო რეკორდი - მსოფლიოში ყველაზე  გრძელი ყვავილების გირლანდი.

ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრმა და პარკის დირექტორმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გირლანდა (ფოტო: Jowan-Gauthier)

გამოყენებული იყო 80,000 მიხაკი, გუნდმა შექმნა 2,15-მილიანი (3,46 კმ.) გირლანდა ტბის ირგვლივ ფლაშინგ მიდოუსში, ნიუ-იორკში (Flushing Meadows, New York).

ამის შესახებ აშრიტა საუბრობს:

" მე და ჩემს მეგობრებს ტრადიციად გვაქვს გამოვხატოთ მადლიერება შრი ჩინმოის მიმართ, რადგან ის შთაგონებას გვაძლევს მედიტაციის საშუალებით აღმოვაჩინოთ შინაგანი სიმშვიდე, სიხარული და სიძლიერე. შრი ჩინმოის დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული. უზარმაზარი გირლანდა იმ ღრმა მადლიერებას გამოხატავს, რომელსაც ვგრძნობთ. აქ სუფევდა ერთობის და ჰარმონიის დიადი გრძნობა, იმიტიმ რომ ადამიანები 35 ქვეყნიდან გირლანდის ირგვლივ წრეზე გაერთიანდნენ, რაც სიმბოლურად დედამიწას ასახავდა."

სინდიცირებული მასალა