ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

მსოოფლიო ჰარმონიის გარბენა 25 წლისაა

შრი ჩინმოის მშვიდობის სახლის-ერთობის (Oneness-Home Peace Run) და მსოფლიო ჰარმონიის გარბენის (World Harmony Run) 25-ე წლისთავის აღსანისნავად, ეს ვიდეო ასახავს ესტაფეტის ზოგიერთ მთავარ მომენტს.

 

 

ამ ვიდეოში: გარბენის აღმასრულებელი დირექტორი შამბჰუ ვინებერგი, საუბრობს გარბენის წინა დღეებზე და მხარდაჭერას სთხოვს თავის ცნობილ მეგობრებს... შოთაჰოტას, ნარადას, მაშიგანს "მე ვუთხარი მათ, თქვენ ყველანი მჭირდებაით... ეს დიდი რამააა. ყველანი მჭირდებით, რომ შეიკრიბოთ ჩვენს ირგვლივ.

ეს დაიწყო 1986 წლის მაისში, როდესაც შრი ჩინმოიმ მკითხა, ჩვენ მაშინ გაერთიანებული ერების დარბაზებში ვსეირნობდით, თუ შევძლებდი გლობალური მშვიდობის გარბენის ორგანიზებას.

3100 მილიანი გარბენა 2012

2012 წელს 17 ივნისს, ნიუ-იორკში ქვინსში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე გრძელი სერტიფიცირებული გარბენა, თვით-დაძლევის 3100 მილიანი გარბენა (5000კმ.). ამ გარბენის სულის ჩამდგმელი ინდოელი სულიერი მასწავლებელი შრი ჩინმოია. ეს გარბენა1997 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ითვალისწინებს ფიზიკირი და გონებრივი შესაძლებლობების გამოცდას. მიმდინარე რეკორდი ეკუთვნის მადჰუპრან ვოლფგანგ შვერკს (Madhupran Wolfgang Schwerk), რომელმაც 2006 წელს აჩვენა თავისი საულეთესო დრო - 41 დღე და 6 საათი - 75 მილი დღეში.

მორბენალები მირბიან 3100 მილს წრეზე, რომელიც ერთ მილზე ნაკლებია. სპორტსმენები მუდმივად მირბიან 18 საათს დღეში, გარბენის დაწყებიდან მის ბოლო 52-ე დღემდე.

შრი ჩინმოის სიმძიმეების აწევის გამოფენა

პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს შრი ჩინმოის რამოდენიმე მძიმე ათლეტიკისთვის აღჭურვილობების საჯარო გამოფენა.

შრი ჩინმოის სიმძიმეების აწევა, პრაღა

შრი ჩინმოიმ დაიწყო სიმძიმეების აწევა 1980 წლების შუაში, როდესაც ის უკვე 50 წელს გადაცილებული იყო. შრი ჩინმოიმ თქვა, რომ სიმძიმეების აწევამ მას საშუალება მისცა იჩვენებინა, თუ როგორ მედიტაციის ძალა საშუალებას აძლევს ადამიანებს გადალოხონ თავისი შეზრუდვები. კერძოდ, მას სურდა პოზიტიური გზით შთაეგონებინა ადამიანები.

მოდით ვიმედიტიროთ ნიუ-იორკში

9 აპრილს შრი ჩინმოის ცენტრმა ნიუ-იორკში უნიკალური მედიტაციის სემინარი მოაწყო, რომელმაც 500-მდე ენთუზიასტის ყურადღება მოიპყრო.

მედიტაციის სემინარი

სხვადასხვა მედიტაციების ტექნიკების გარდა, იმ საღამოს გაიმართა გასულიერებული მუსიკის წარმოდგენები, რომლებმაც მსმენელი შეიყვანეს მედიტაციის სიმშვიდესა და უსასრულობაში. ბევრი მუსიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა, რათა დასწრებოდნენ შრი ჩინმოის 1964 წელს, 13 აპრილს დასავლეთში ჩასვლის საიუბილეო დღესასწაულებს.

მედიტაციის სემინარი

მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის მშვიდობის ქანდაკება კარდიფში

უელსში ბოლო ვიზიტის დროს, მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენამ  წარადგინა "მსოფლიო ჰარმონისთვის სიშვიდის ქანდაკება" ქალაქ კარდიფში (ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, უელსის დედაქალაქი). ქანდაკება მდებარეობს კარდიფის ყურეში (Cardiff Bay) და ხალხს საშუალებას აძლევს მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის (World Harmony Run-ის) მიზნები გაიზიაროს მშვიდობის და ურთიერთგაგების გავრცელებაში.

შრი ჩინმოის ქანდაკება

მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის მშვიდობის ქანდაკება

 შრი ჩინმოის ქანდაკების მემორიალური დაფა

ქანდაკების მემორიალური დაფა. მასზე ამოტვიფრულია შრი ჩინმოის, რომელმაც 25 წლის წინ დააარსა მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენა, სიტყვები.

"მშვიდობა არ არის უბრალოდ ომის არარსებობა. მშვიდობა სიყვარულის, ჰარმონიისა და ერთობის დინამიური და ენერგიული არსებობაა"
- შრი ჩინმოი

"Peace is not merely the absence of war. Peace is the dynamic and energetic presence of love, harmony and oneness in the world family"
- Sri Chinmoy

ევროპული მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის სტარტი 2012

ცოტა ხნის წინ, 2012 წლის 27 თებერვალს, ფუერა დე ფოზიდან (Figueira da Foz), პორტუგალიიდან, დაიწყო თავისი მოგზაურობა მსოფლიო ჰარმონიისთვის გარბენის ევროპულმა შტომ.

სტუმრები მორბენალების საერთაშორისო გუნდიდან ქალაქმა ფუერა დე ფოზმა მიიღო. ისინი უახლოესი 8 თვის მანძილზე 45 ქვეყანას (24000 კილომეტრი) გაირბენენ მშვიდობის ჩირაღდნით ხელში. წელს გარბენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რომელიც შრი ჩინმოიმ 1987 წელს დააარსა. გარბენის ყოველწლიური ტრადიციული გახსნა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინასთან იმართება, ყველა მონაწილე ყვეყნის თანდასწრებით. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ მონაწილე ქვეყნების გამოჩენილი პოლიტიკოსები და გაეროს წარმომადგენლები. ამ ესტაფეტის ფინიში ყოველ წელს ახალ ყვეყანაში იმართება.

სინდიცირებული მასალა