ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

მსოფლიო ბედნიერების დღე

პირველად ისტორიაში 20 მარტს 2013 წელს გაერო ზეიმობს მსოფლიო ბედნიერების დღეს. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული სამეფო ბუტანის წინადადებით გაეროს 193  ქვეყნების-წევრების მიერ. ბუტანის მაცხოვრებლები ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ითვლებიან მსოფლიოში. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა მთელ მსოფლიოში.

მსოფლიო ბედნიერების დღე

კეტი ოირთერი (მარჯვნივ) შრი ჩინმოის წიგნის პრეზენტაციაზე გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში

ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში სურთ ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით იცხოვრონ, შიშსა და სიღარიბის გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში.

მსოფლიო ბედნიერების დღე

შრი ჩინმოის წიგნის პრეზენტაცია გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში

"იტარ ტასს"-მა განაცხადა, რომ ბედნიერების დღესთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება გახდა გაეროს შტაბ-ბინაში ცნობილი ინდოელი სულიერი მასწავლებლის შრი ჩინმოის წიგნის "ბედნიერების მარგალიტები"-ს პრეზენტაცია. შრი ჩინმოი გაეროს უწოდებდა "მსოფლიო ერთობის მამოძრავებელს". ნაწყვეტებს ამ წიგნიდან კითხულობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა: ნობელის პრემიის ლაურეატო არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ, რუსული მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი, ამერიკელი ჯაზის ვარსკვლავი რობერტა ფლეკი, მსახიობი ჯუდით ლაითი და სხვა ცნობილი ადამიანები.

მსოფლიო ბედნიერების დღე

ფილიპ გლასი, მსოფლიო ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი

პირველი თავისი ცენტრი (Sri Chinmoy Center) შრი ჩინმოიმ დააარსა  1966 წელს პუერტო-რიკოში. შრი ჩინმოის ცენტრი აწყობს ჰუმანიტარულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. 1970-ანი წლების ბოლოს შრი ჩინმოიმ დააარსა "მარათონული გუნდი", ის ყოველწლიურად აწყობს გარბენებს სხვადასხვა ქვეყნებში და დედამიწის ირგვლივ. დისტანციები სხვადასხვაა 1 მილიდან (1,6 კმ.) 5000 კილომეტრამდე. ამ გარბენების მთავარი პრინციპი თვითდაძლევაა, რომელმაც უნდა დაეხმაროს ადამიანს გახსნას მისი საკუთარი შინაგანი პოტენციალი.

მისწრაფების ევერესტი

2013 წლის იანვარში გამოვიდა შრი ჩინმოის წიგნი "მისწრაფების ევერესტი" ქართულ ენაზე.

ის 100 სულიერი ესესგან შედგება. აქ მოყვანილია რამოდენიმე ნაწყვეტი ამ წიგნიდან. ამ გვერდის ბოლოში კი იმ წიგნების მაღაზიებზე ბმული არის მოცემული, სადაც შეგიძლიათ ამ წიგნის შეძენა.

მისწრაფების ევერესტიწინასიტყვაობა

ევერესტი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის ჯაჭვის უმაღლესი მწვერვალია.
მისწრაფება - შინაგანი ვედრებაა უმაღლესი ცნობიერების მოხვეჭისა. თუ ჩვენი ადამიანური ცნობიერება ასვლას შეძლებდა ამ ევერესტის სიმაღლემდე მისწრაფების სამყაროში, რა წარმოუდგენელ სიხარულს მოვუტანდით ჩვენი უზარმაზარი პროგრესით ჩვენს შემოქმედს!
ევერესტი - თვით მიუღწევლის სიმბოლოა, მიზნის, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ზეადამიანური ბრძოლით და სიმტკიცით.
მისწრაფება - კაცობრიობის მგზნებარე სურვილია, გავიდეს ჩვეულებრივისა და ყოველდღიურის სფეროს მიღმა. თუ ჩვენი შინაგანი ვედრება მიაღწევდა ჩვენი ყველაზე ამაღლებული, ღვთით ბოძებული უნარის პიკს, ჩვენ ევერესტი-მისწრაფება გვექნებოდა.

ეს შთამაგონებელი საუბრები იმ ადამიანის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია, საუკეთესო და საიმედო ორიენტირია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის ზევით, უმაღლესისკენ, წინ, უშორესისკენ, შიგნით, უღრმესისკენ. პოეზიის სილამაზით, პროზის სიცხადით და წმინდა წერილის სიღრმით - ეს საუბრები მიმართულია არა გონებისკენ, არამედ მაძიებლის გულისა და სულისკენ. ეს სპონტანური საუბრები საუკეთესოდ განასახიერებენ ამ სამივე ლიტერატურულ ფორმას, ისინი განკუთვნილნი არიან იმისთვის, რომ წაიკითხო, გადაიკითხო, შეისწავლო, დაიზეპირო და ხშირად იმეორო, რადგან მათი უკვდავი ყვავილები-გზავნილები არასოდეს ჭკნება, მარად იზრდება, იფურჩქნება, ბრწყინდება, ყვავილობს მიზანსწრაფული მკითხველის შინაგან გაცნობიერებულობასთან ერთად, რომელიც უფრო ღრმა და ფართო ხდება.

სხეულის მოგზაურობა: ზედატვირთვით გამოცდა

ნიუ-იორკში ყოველ წელს, აპრილის ბოლოს, შრი ჩინმოის მარათონული გუნდი ატარებს 6 და 10-დღიანი გარბენებს Flushing Meadows პარკში. ამ წელს ამ გარბენებში ორმა შრი ჩინმოის მოწაფემ რუსეთიდან ჯაიაშალინი ოლგა აბრამოვსკიმ (მოსკოვი) და სერგეი სვისტუნოვმა (ჩელიაბინსკი) მიიღო მონაწილეობა. მათ პროფესიონალი ექიმები ადევნებდნენ თვალყურს. რუსეთის სახელმწიფო არხმა "РОССИЯ"-მ კი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "სხეულის მოგზაურობა: ზედატვირთვით გამოცდა" გადაიღო ამ 2 ადამიანზე.

სხეულის მიგზაურობა

ნეხეთ ფილმი

სულის სიმღერები ნიუ-იორკში 2012 წელს

ცოტა ხნის წინ, შრი ჩინმოის ცენტრის წევრებმა საზოგადოებას შესთავაზეს შრი ჩინმოის მუსიკის კონცერტი ნიუ-იორკის ეტნიკური კულტურის ცენტრში მანჰეტენზე (New York Society for Ethical Culture in Manhattan).

განდჰარვა ლოკა

კონცერტზე გამოვიდა განდხარვა ლოკას ორკესტრი და ასევე თავისი წვლილი შეიტანა რუსული მუსიკის ლეგენდამ პურუშოტამა ბორის გრებენშიკოვმა. ყველა მუსიკალური კომპოზიციები დაწერილი იყო შრი ჩინმოის მიერ ინგლისურ და მის მშობლიურ ბენგალიურ ენებზე.

წამის მშვიდობა

წამის მშვიდობა შთამაგონებელი პროექტია, რომელიც აერთიანებს დღევანდელი დღის მშვიდობაზე მეოცნებეებს მომავალი თაობის მეოცნებეებთან.

შრი ჩინმოის ქანდაკება, ლონდონი

მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნების ქანდაკების წარდგენა

28 ივლისის შაბათის ცერემონიაზე "მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნების" ქანდაკება იყო წარდგენილი, როგორც "ოლიმპიელთა ხელოვნების" პროგრამის ნაწილი, - კულტურული და მხატვრული წვლილი 2012 წლის ლონდონის ოლომპიადისთვის.

ლონდონი

საყვირები აღნიშნავენ გახსნის ცერემონიას

შრი ჩინმოის ქანდაკება ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე

სამი დიდი ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი 9 გზის ოქროს მედალისტი კარლ ლიუისი, კენიელი ჩემპიონი მარათონში ტეგლა ლორუპი და რუსი ოლიმპიელი ოქროს მედალისტი ტატიანა ლებედევა ლონდონს მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებეს ქანდაკებას ჩუქნიან. ეს საზეიმო ღონისძიება 2012 წლის 28 ივლისს გაიმართება.

შრი ჩინმოი და ცნობილი სპორტსმენები

ნატურალური ზომის ქანდაკება გამოსახავს მსოფლიო ჰარმონიის გარბენის დამაარსებლს, შრი ჩინმოის მშვიდობის ჩირაღდნით ხელში,რომელიც მიაქვთ მორბენლებს დედამიწის ირგვლივ ბოლო 25 წლის განმავლობაში, 100-ზე მეტი ქვეყნის გავლით, მშვიდომის და ჰარმონიის მისიით.

შრი ჩინმოის ქანდაკების ესკიზი

სინდიცირებული მასალა