ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

შრი ჩინმოის დასავლეთში ჩასვლის 50 წლის იუბილე

 

ამ თვეს აღინიშნება შრი ჩინმოის დასავლეთში ჩამოსვლის ოქროს იუბილე. 1964 წლის 13 აპრილს შრი ჩინმოი ინდოეთიდან ჩამოვიდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, რომელიც სახლად იქცა მისთვის ბოლო 43 წლის მანძილზე. მან ამერიკაზე ბევრი ესსე და სიმღერა დაწრა, რომლებიც ამერიკას მიუძღვნა.

მან უამრავი თვითსრულყოფის ცენტრი გახსნა დედამიწის ირგვლივ, სადაც ყველა მსურველს უანგაროდ ასწავლიან შინაგანი პოტენციალის გახსნას. მისი მოწაფეები დღემდე აგრძელებენ მის საქმეს დედამიწის არგვლივ.

შრი ჩინმოის ქანდაკება პორტუგალიაში

2013 წლის 23 დეკემბერს ბატონი ჰოა ატაიდი (João Ataíde), ფიგეირა-და-ფოშის მერი, სტუმრობდა მშვიდობის გარბენის საერთაშორისო გუნდს და ესწრებოდა შრი ჩინმოის (გარბენის დამფუზნებლის) ქანდაკების ინოგურაციას.

ნახეთ მოკლე ვიდეო ამ ღონისძიებიდან:

 

საინტერესო ბმულები:

ვალერი პიანკოვის საავტორო კონცერტი

ვალერი პიანკოვის კონცერტი2013 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის გნესინები სახელობის მუსიკალური აკადემიის საკონცერტო დარბაზში ცნობილმა რუსულმა კომპოზიტორმა ვალერი პიანკოვმა ჩაატარა თავისი პედაგოგიური 30-წლისთავისთვის მიძღვნილი საავტორო კონცერტი
"შრი ჩინმოის სულიერი ჰიმნები".

დირიჟორი - რუსეთის სახალხო არტისტი - ლევ კონტოროვიჩი.

კონცერტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ბავშვთა გუნდი ასრულებს თავად პიაკოვის სიმღერებს და ასევე 2 შრი ჩინმოის სიმღერას. (დირიჯორი - ანა მოსკოვჩული)

მეორე ნაწილში კი გამოდის რუსეთის "გუნდური სიმღერების ოსტატების" გუნდი მთლიანად ასრულებს შრი ცინმოის სიმღერებს. კონცერტი მთავრდება ცნობილი სანსკრიტული მანტრით "Saha nav avatu", რომელზეც შრი ცინმოი დაწერა მუსიკა (დირიჟორობს - ლევ კონტოროვიჩი).

კონცერტის ნახვა:

 

ახალი გინესის რეკორდი: მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი

ახალი გინესის რეკორდი: მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი

აშრიტა ფურმანმა, 58 წლის ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიის მფლობელმა ნიუ-იორკში, და 20 ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა, მათ შორის ინჟინერმა და  სურნელების ექსპერტმა ნიკჰილ დივეკარმა (Nikhil Divekar) (გოა) ინდოეთიდან, შექმნეს მსოფლიოში უდიდესი სურნელოვანი ჩხირი (საკმეველი) და სურნელოვანი ჩხირის დამჭერი 13 დღეში. აშრიტა ფურმანმა და მისმა გუნდმა დაასრულეს და დაანთეს ჩხირი 27 აგვისტოს ნიუ-იორკში, ქვინსში. ფურმანი ასე ხსნის თავის რეკორდს: "ჩვენ ავირჩიეთ სურნელოვანი ჩხირი იმისთვის, რომ გამოგვეხატა მადლიერება ჩვენი მედიტაციის მასწავლებლის შრი ჩინმოის მიმართ, რომელსაც 82 წელი შეუსრულდებოდა 27 აგვისტოს. ის გვიჩვენებდა სიმშვიდის და მოდუნების მოპოვების გზას ალიაქოთით და სტრესით სავსე ცხოვრებაში." სურნელოვანი ჩხირის სიგრძე შეადგენდა 9,45 მეტრს, ხოლო წრეწირის სიგრძე - 76 სანტიმეტრს, სურნელი კი - ნაგ ჩამპა (Nag Champa) იყო. აშრიტას და მის ჯგუფს ინგრედიენტები ფენა-ფენა უნდა დაედოთ რამოდენიმე დღის განმავლობაში, რათა ფენები გამშრალიყო. აშრიტა ფურმანი გინესის 163 რეკორდის მფლობელია, მათ შორის  ოფიციალური რეკორდის, როგორიცაა: "ყველაზე ბევრი ინდივიდუალური რეკორდების მქონე ადამიანი". უდიდესი სურნელოვანი ჩხირი 150,000 ნორმალური ჩხირის ექვივალენტია.

შრი ჩინმოის ქანდაკება პრაღაში

შრი ჩინმოის ეს ქანდაკება მდებარეობს პრაღაში მდინარე ვლტავას (Vltava) ნაპირას. ბოლო დღეებში, ის ძალიან ბევრ გაზეთებში გამოჩნდა, როგორც მდინარის დამანგრეველ ნაკადებში წელამდე ჩაძირული ქანდაკება.

ფოტო: Apaguha Vesely

შრი ჩინმოიმ (1931-2007) თავისი ცხოვრება მიუძღვნა სიმშვიდის გავრცელებას. მან დააარსა შრი ჩინმოის სახლის-ერთობის სიმშვიდის გარბენა (Sri Chinmoy Oneness-Home Peace Run) და ჩაატარა 700-ზე მეტი მშვიდობის კონცერტი.

ეს მშვენიერი ქანდაკება შექმნილია ბრიტანელი მოქანდაკის კაივალია ტორპის (Kaivalya Torpy) მიერ და დაიდგა 2009 წელს. გახსნის ცერემონიაზე კაივალია ტორპიმ თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ შრი ჩინმოის ქანდაკება იქნება სიმშვიდის და იმედის სიმბოლო მომავალი თაობებისთვის და მშვიდობის მოყვარეთათვის.

6 და10-დღიანი თვითდაძლევის გარბენა

ყოველწლიური თვით-დაძლევის 6 და10-დღიანი გარბენები ორგანიზებული შრი ჩინმოი მარათონული გუნდის მიერ, 17 აპრილიდა 27 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა ფლაშინგ მიდოუს პარკში (Flushing Meadows), ნიუ-იორკში.

6/10-დღიანი გარბენა

ორ ულტრა-გრძელ გარბენაში, რომელიც ნიუ-იორკში ფლაშინგ მიდოუსის ირგლივ წრეზე იმართება, 78 მორბენალმა მიიღო მონაწილეობა.

სინდიცირებული მასალა