ახალი ამბები შთაგონებისათვის

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

სიხარულის ფრთები

ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა შრი ჩინმოის ახალი წიგნი "სიხარულის ფრთები"

თქვენს წინაშეა ბესტსელერი, რომელმაც ბევრ გამოცემას გაუძლო. ეს პრაქტიკული სახელმძღვანელოა ადამიანისთვის, რომელიც შეიცნობს თავის შინაგან სამყაროს. წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც ახლახან დაიწყო მედიტაციის დაუფლება, ისე იმათთვისაც, ვინც უკვე დიდიხანია ეწევა მედიტაციის პრაქტიკას. ავტორი გვთავაზობს ღრმა სულიერებას ესეების, მოთხრობების, იგავების, ლექსების და მარტივი აფორიზმების სახით. ამასთან ერთად ავტორი გვთავაზობს ეფექტურ ვარჯიშებს შინაგანი პრაქტიკისთვის.

 

წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 8 სექტემბრიდან.

 

შრი ჩინმოის აფორიზმები PlayMarket-ზე

iPhone-ებია და Android-სმარტფონების მფლობელთათვის:

გაიღვიძეთ და დაიწყეთ თქვენი დღე აფორიზმებით შთაგონებისთვის. ასობით აფორიზმი სულიერი მასწავლებლის შრი ჩინმოის კოლექციიდან. აფორიზმები ლამაზი ბუნების ფონზე და სამედიტაციო მუსიკის თანხლებით.
შეგიძლიათ ამოირჩიოთ დღე როდესაც მიიღებთ აფორიზმებს, ასევე შექმნათ ფლეილისტები თემების მიხედვით და წაიკითხოთ ისინი ან სიჩუმეში ას ისიამოვნოთ სამედიტაციო და სარელაქსაციო მუსიკით, რომელიც ფონად უდევს.

Settinng-ებში შეგიზლიათ ენის ამორჩევა (ინგლისურის, რუსულის და სხვა...)
მალე აფორიზმები ქართულ ენაზეც იქნეაბა.

შეგიძლიათ გადმოწეროთ App-ი შემდეგი მისამართებიდან:

PlayMarket (ანდროიდისთვის):
https://play.google.com/store/apps/details?id=org.srichinmoycentre.dailymeditations&hl=en

iTunes (აიფონებისთვის):
https://itunes.apple.com/us/app/id1078246967

რომის პაპი აკურთხებს მშვიდობის გარბენის ჩირაღდანს

რომის პაპი ფრანცისკი აკურთხებს შრი ჩინმოის მშვიდობის გარბენის ჩირაღდანს

 

ახალი წელი

სულიერი თვალსაზრისით, ახალ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალი წლის წინადღეს ახალი ცნობიერება თენდება დედამიწაზე. ღმერთი კიდევ ერთხელ შთააგონებს ყოველ ადამიანს, ყოველ არსებას ახალი იმედით, ახალი სინათლით, სიმშვიდით და ნეტარებით. ღმერთს ყოველთვის სურს, რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვიაროთ, უფრო წინ; მას არ უნდა უკან რომ ვიხედებოდეთ. ჩვენ ვიცით, თუ მორბენალმა, სწრაფი სირბილის დროს, უკან მოიხედა ის ფეხს წამოკრავს. ამის მსგავსად, თუ მუდმივად იმ წლისკენ ვიხედებით, რომელსაც ვტოვებთ, ჩვენ ვიფიქრებთ მწუხარებაზე, ტანჯვაზე, იმედგაცრუებაზე, დანაკარგზე და ასე შემდეგ. მაგრამ თუკი წინ გავიხედებით, ჩვენ დავინახავთ იმედს, რომელის თენდება ღრმად ჩვენში, ჩვენ დავინახავთ ახალ სინათლეს, რომელიც ჩვენს ცნობიერებას ასხივოსნებს.

ყოველი ახალი წელი საფეხურივითაა ცნბიერების კიბეზე, რომელზეც უნდა ავიდეთ. როდესაც თენდება ახალი წელი, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი შევიცნოთ ის ფაქტი, რომ უნდა გადავლახოთ საკუთარი თავი. ჩვენ უნდა გავსცდეთ დღევანდელ შესაძლებლობებს და დღევანდელ მიღწევებს. და როდესაც ასეთი სახის მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს, ღმერთი თავის საუკეთესო წყალობით გვავსებს და ამბოს: "ახალი წელი თენდება, ახალი ცნობიერება თენდება ღრმად თქვენში. გაიქეცით განკუთვნილი მიზნისაკენ". და ჩვენ ვუსმენთ ღმერთს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენი შინაგანი პილოტის კარნახს, ჩვენ მივრბივართ საბოლოო რეალობისკენ. ამგვარად ახალი წელი გვამხნევებს, ენერგიით და შთაგონებით გვავსებს, რათა გავიქცეთ იმ საბოლოო მიზნისკენ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ცეცხლის ტალღები"

ყოველთვის, როცა შედიხარ ახალ წელში,
იყავი მტკიცე, რათა თან არ შემოიტანო
შენი ძველი "მე".
გზა გაუხსენი ახალ ცხოვრებას.
შენ იქნები ბედნიერი.
გზა დაუკეტე ძველ ცხოვრებას.
შენ იქნები ბედნიერი.

- შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი აფორიზმების არქივი ჩვენს საიტზე >>>

 

 

ფოტო: Pavitrata და Roman

შრი ჩინმოის ახალი წიგნი "იმედიტირე..." ქართულად

ითარგმნა და დაიბეჭდა შრი ჩინმოის ახალი წიგნი "იმედიტირე..." ("Meditate on...").

"როგორც სულიერი მასწავლებელი, რომელსაც ღრმად აქვს შესწავლილი ადამიანის ბუნება, შრი ჩინმოი ამ წიგნში გვთავაზობს შინაგანი პრაქტიკისთვის განსაკუთრებით მარტივ და პოეტურ სახეებს."

წიგნში მოყვანილია მედიტატიური პრაქტიკები 79 სულიერი თვისების პოსაპოვებლად და გასანვითარებლად: სიმშვიდე, ბედნიერება, თვითრწმენა,გულწრფელობა, სიბრძნე, თავისუფლება,რწმენა, ჰარმონია, სათნოება, მეგობრობა,სიჩქარე, ძალა,სიცხადე, სიჯანსაღე, აღტაცება, შინაგანი სიმდიდრე და სხვა.


ნაწყვეტები წიგნიდან:

 

1.
What do you want?
I want peace.
Meditate on the setting sun.
Meditate on the top of a mountain.

- Sri Chinmoy

1.
რა გსურს?
მე მსურს სიმშვიდე.
იმედიტირე ჩამავალ მზეზე.
იმედიტირე მთის მწვერვალზე.

- შრი ჩინმოი

2.
What do you want?
I want happiness.
Meditate on a lovely child.
Meditate on a flying bird.

- Sri Chinmoy

2.
რა გსურს?
მე მსურს ბედნიერება.
იმედიტირე მშვენიერ ბავშვზე.
იმედიტირე მოლივლივე ფრინველზე.

- შრი ჩინმოი

5.
What do you want?
I want beauty.
Meditate on climbing candle flames.
Meditate on a smiling child.

- Sri Chinmoy

5.
რა გსურს?
მე მსურს სილამაზე.
იმედიტირე სანთლის აღმავალ ალზე.
იმედიტირე მომღიმარ ბავშვზე.

- შრი ჩინმოი

9.
What do you want?
I want wisdom.
Meditate on the mind that wants to unlearn.
Meditate on the fragrance of a heart-garden.

- Sri Chinmoy

9.
რა გსურს?
მე მსურს სიბრძნე.
იმედიტირე გონებაზე, რომელსაც დავიწყება სურს.
იმედიტირე გულის-ბაღის სურნელზე.

- შრი ჩინმოი

20.
What do you want?
I want faith.
Meditate on God’s Compassion-Eye.
Meditate on your own fountain-heart.

- Sri Chinmoy

20.
რა გსურს?
მე მსურს რწმენა.
იმედიტირე უფლის მოწყალე თვალზე.
იმედიტირე შენს გულზე-შადრევანზე.

- შრი ჩინმოი

43.
What do you want?
I want joy.
Meditate on the winner of a race.
Meditate on the morning sunrise.

- Sri Chinmoy

43.
რა გსურს?
მე მსურს სიხარული.
იმედიტირე რბოლაში გამარჯვებულზე.
იმედიტირე მზის ამოსვლაზე.

- შრი ჩინმოი

67.
What do you want?
I want virtue.
Meditate on you own honest thoughts.
Meditate on your capacity to appreciate other’s achievements.

- Sri Chinmoy

67.
რა გსურს?
მე მსურს სათნოება.
იმედიტირე შენს საკუთარ სუფთა აზრებზე.
იმედიტირე სხვისი მიღწევების დაფასების უნარზე.

- შრი ჩინმოი

 ამ წიგნის შეძენა აქ შეგიძლიათ:
 

თავისუფლების მოედანი, მიწისქვეშა გადასასვლელი, მაღაზია #17

სხვა ახალი ამბები >>>

მშვიდობის გარბენის სტარტი

2014 წლის 11 აპრილს გაეროს შტაბ-ბინასთან ჰემიშფელდის მოედანზე ნიუ-იორკში "მშვიდობის გარბენის" (Peace Run) გახსნის ცერემონია შედგა. 1500-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაესწრო გარბენის გახსნას. მათ შორის იყვნენ ელჩები, ცნიბილი საზოგადო მოღვაწეები და შრი ჩინმოის მარათონული გუნდის წევრები.

ეს გახსნა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მას დაემატა გინესის მსოფლიო რეკორდი. შრი ჩინმოის ლექსი "მშვიდობაზე მეოცნებენო" ყველზე მეტ ენაზე გაიჟღერა. ლექსი ითარგმნა მსოფლიოს 206 ენაზე! ლექსის დაკლამირებაში მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატები, გაეროს თანამშრომლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები! ამ რეკორდის იდეა ეკუთვნის აშრიტა ფურმანს, იმ ადამიანს რომელიც გინესის წიგნშია შესული, როგორც ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გინესის მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.

ლექსი ასევე გაიჟღერა ქართულ ენაზე:

აი ამ ლექსის ზეშთაგონებული მოწოდება ინგლისურად (ორიგინალური ვერსია) და ქართულად:

O dreamers of peace, come.
Let us walk together.
O lovers of peace, come.
Let us run together.
O servers of peace, come.
Let us grow together.

- SRI CHINMOY

მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით.
მოდით ერთად ვიაროთ.
მშვიდობის მოყვარულნო, მოდით.
მოდით ერთად ვირბინოთ.
მშვიდობის მსახურნო, მოდით.
მოდით ერთად გავიზარდოთ.

- შრი ჩინმოი

 

ბმულები:

მშვიდობის გარბენის ოფიციალური საიტი: www.peacerun.org

აშრიტა ფურმანის ოფიციალური საიტი: www.ashrita.com

სინდიცირებული მასალა